ერთა თასი, რომელსაც სპონსორის ეშხით „ქარლინგისა“ დაერქვა ჩრდილო ირლანდიელი მწვრთნელისა და ყოფილი ფეხბურთელის ლორი სანჩესის მოგონილია.

ერთა თასი, რომელსაც სპონსორის ეშხით „ქარლინგისა“ დაერქვა ჩრდილო ირლანდიელი მწვრთნელისა და ყოფილი ფეხბურთელის ლორი სანჩესის მოგონილია. ეს გახლავთ შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობს ორივე ირლლანდია, შოტლანდია და უელსი - მოკლედ, ბრიტანეთის კუნძულებზე მცხოვრებთაგან ყველა იგლისის გარდა. სანჩესი ლონდონში დაბადებული, მამით ეკვადორელი კაცი გახლავთ და არ იფიქროთ, რომ თავში ანტიინგლისური იდეა მოუვიდა. შესაძლოა, მისი ჩანაფიქრი ბრიტანული ერთობისკენაც კი იყოს მიმართული. მეტიც, უელსის ფეხბურთის ასოციაცია იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს თასის გათამაშებას ინგლისელებიც შეუერთდებიან, მაგრამ აქ, ტექნიკური პრობლემა იჩენს თავს - კალენდარი და ვადებია შესათანხმებელი. მოკლედ, ყველაფერს ახლებურად უნდა მოფიქრება. ასეა თუ ისე, ვარაუდობენ, რომ სრულყოფილი „შიდაბრიტანული ჩემპიონატი“ 2013 წლიდან დაიწყებს არსებობას, მანამდე კი ინებეთ - „ქარლინგის ერთა თასი“, რომელშიც ყველა ყველას თითოჯერ ხვდება. შეჯიბრებას დუბლინის „ავივას“ სტადიონი მასპინძლობს, ოღონდ დროში გაწელილია. ჯერჯერობით ორი თამაში გაიმართა: სამშაბათს ირლანდიამ უელსს 3:0 მოუგო, ოთხშაბათს კი ჩრდილო ირლანდიამ შოტლანდიასთან წააგო ასეთივე ანგარიშით. შემდეგი ტურები 24-29 მაისს გახლავთ დანიშნული.

ლორი სანჩესმა შეჯიბრება კი მოიგონა და მისი დაწყება ეჭვი არ არის, ძალიან გაახარებდა, მაგრამ იმის ნახვა, რაც მისი დედულეთის გუნდს სქოთებმა შეამთხვიეს, ნამდვილად არ ესიამოვნებოდა. ჩრდილო ირლანდიამ შოტლანდიას ნამდვილი წინააღმდეგობა მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში გაუწია, მერე კი ცუდად წაუვიდა საქმე. სქოთებს პირველი გოლის შეგდება მე-13 წუთზევე შეეგდოთ, მაგრამ არ გაუმართლათ და ანგარიში „ბურსასფორის“ თავდამსხმელმა კენი მილერმა „მხოლოდ“ მე-18 წუთზე გახსნა - ის დაშავებული დარენ ფლეტჩერის ნაცვლად კაპიტნობდა ეროვნულ გუნდს. 32-ე წუთზე „ტარტანის არმია“ (შოტლანდიის ნაკრებს მათი ეროვნული კილტის მოხატულობის გამო სწორედ ასე ეძახიან) „ფულჰემის“ ნახევარმცველმა ჯეიმს მაკარტურმა დააწინაურა, ხოლო „სელტიკის“ ფეხბურთელმა კრის კომონსმა მესამე გოლი 52-ე წუთზე შეაგდო.

მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა თავკაცმა კრეიგ ლივეინმა თქვა: „ბოლო ხნის განმავლობაში დაჟინებით ვიმეორებდი, რომ ჩემი ბიჭები საკლუბო დონეზე საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ და დღეს გამოჩნდა, რომ მათ ეს სანაკრებო დონეზეც შეძლებიათ. ბედნიერი ვარ, რომ მათ ხალხის თვალში ტრაბახად და ტყუილების მოლაპარაკედ არ გამომიყვანეს“.

წინა დღეს კი, ირლანდიელებმა უელსის ახალ მწვრთნელს გერი სპიდს დებიუტი ჩაუშხამეს - 3:0. უსახური პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა თავს შეუძახეს და ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედის“ 23 წლის ნახევარმცველმა დარონ გინსონმა გაიტანა პირველი გოლი ეროვნული გუნდის მაისურით, შემდეგ კი „ფულჰემის“ ფორვარდმა დემიენ დაფმა და შეცვლაზე შესულმა „ბირმინგემ სიტის“ ნახევარმცველმა კით ფეჰეიმაც შეაგდეს თითო.

მატჩის შემდეგ ირლანდიელთა იტალიელი თავკაცი ჯოვანი ტრაპატონი კმაყოფილი გახლდათ, რადგან მისთვის ეს მატჩი უპირველეს ყოვლისა მაკედონიასთან შესარჩევი შეხვედრისთვის მომზადების საშუალება იყო და არა ბრიტანეთის არასრულყოფილი ჩემპიონატი:

„მართალია, მაკედონია უელსისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ დღევანდელმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ პოტენციალი ჩვენც გვაქვს. ნამდვილად კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც შთაბეჭდილების მოხდენა და გამარჯვება შეუძლია. სამწუხაროა, რომ ზოგი ჩვენი ფეხბურთელი თავის კლუბში იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში. მათ რეგულარულად რომ ათამაშებდნენ, ნაკრებიც გაცილებით კარგ შედეგებს მიაღწევდა“.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა