ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგანაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ნაკრების 12 მოთამაშე შეირჩევა
ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა კონკურენტმა მონტენეგრომ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, 69 წლის ბოგდან ტანიევიჩმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ის 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგანაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ნაკრების 12 მოთამაშე შეირჩევა.

კანდიდატთა შორის ყველა წამყვანი მონტენეგროელი კალათბურთელია, პლუს ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი - 2 წლის წინ "მაკაბის" შემადგენლობაში ევროლიგის ჩემპიონი და გასულ სეზონში მოსკოვის "ხიმკიში" მოთამაშე ტაირის რაისი.

მცველები: ნიკოლა ივანოვიჩი, პეტარ პოპოვიჩი (ორივე – "მეგა ლეკსი", სერბეთი), ნიკოლა პავლიჩევიჩი ("ოლიმპია", სლოვენია), ტაირის რაისი ("ხიმკი", რუსეთი), ნემანია ვრანიეში, სუად სეჰოვიჩი, სეად სეჰოვიჩი (ყველა – "ბუდუჩნოსტი"), ვლადიმირ მიჰაილოვიჩი ("ტუბინგენი", გერმანია), დინო რადონჩიჩი ("რეალი", ესპანეთი).

ფორვარდები: ნემანია დურიშიჩი ("ზიელონა გორა", პოლონეთი), ემირ ჰაჯიბეგოვიჩი ("მორნარი"), ალეკსა ილიჩი ("ბუდუჩნოსტი"), ბლაგოტა სეკულიჩი ("ტენერიფე", ესპანეთი), მილკო ბიელიცა ("დარუშაფაკა", თურქეთი), ნემანია რადოვიჩი ("მურსია", ესპანეთი), ვლადიმირ დაშიჩი (უგუნდოდ), დანილო ნიკოლიჩი ("მეგა ლეკსი", სერბეთი), ივან მარაში ("ცმოკი-მინსკი", ბელორუსი).

ცენტრები: ნიკოლა პეკოვიჩი ("მინესოტა", NBA), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო", NBA), ბოიან დუბლევიჩი ("ვალენსია", ესპანეთი), მარკო ტოდოროვიჩი ("ბილბაო", ესპანეთი), ზორან ნიკოლიჩი ("პრატი", ესპანეთი), ვასილიე ბაჩოვიჩი ("ბუდუჩნოსტი").

მინესოტელი ნიკოლა პეკოვიჩი გაფართოებულ სიაში კია, მაგრამ მისი საკვალიფიკაციოში თამაში თითქმის გამორიცხულია. ამაზე თავად ტანიევიჩის კომენტარიც მიანიშნებს:

"პეკოვიჩს საკმაოდ ადრე დავეკონტაქტე და მისგან ეროვნულ გუნდში თამაშზე თანხმობა მივიღე. სამწუხაროდ, მალევე მან ტრავმა მიიღო და სეზონის ნაადრევად დასრულება მოუხდა. ჩვენი წინასწარი შეთანხმება ასეთია: ნიკოლა სრულად რეაბილიტაცაზე გადაერთვება და თუკი ფინალურ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ, იქ აუცილებლად დიდ დახმარებას გაგვიწევს. რაც შეეხება ვუჩევიჩს, მასთან პრობლემა არ უნდა იყოს. ნიკოლას არანაირი პირობა არ წამოუყენებია და წესით, კვალიფიკაციის დროს ნაკრებში იქნება".

მონტენეგროს ნაკრები ევროშესარჩევისთვის მზადებას 20 ივლისს, სერბულ კურორტ ზლატიბორში დაიწყებს, სადაც ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: უნგრეთთან და შვეიცარიასთან. 18-20 აგვისტოს ჩერნოგორიელები მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს ეწვევიან და მასპინძელთა გარდა, კიდევ ერთ მეტოქეს გაეჯიბრებიან. ამ თამაშების კვალად, ტანიევიჩის გუნდი მზადებას მშობლიურ პოდგორიცაში გააგრძელებს, 27 აგვისტოს კი სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანას ეწვევა და მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოსა და მონტენეგროსთან ერთად ევროშესარჩევ ჯგუფში სლოვაკეთი და ალბანეთიცაა. ევრობასკეტის საგზურს პირდაპირი გზით ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ხოლო 7 ჯგუფის მეორეადგილოსნიდან საგზურს 4 საუკეთესო დაეუფლება.

gbf.ge

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რობერტ პროსინეჩკი: საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი კონტრშეტევები აქვს
ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს
მონტენეგროელების დასაფასებელი საქციელი საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა [PHOTO]
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
2:0. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ამარცხებს [VIDEO]
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლმა მონტენეგროსთან მატჩში სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]