სფფ-ის პრეზიდენტმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

სხვას საკითხებთან ერთად, სფფ-ის პრეზიდენტმა წარსულში საქართველოს ნაკრების წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ სასწაული იქნება, თუკი ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრას შეძლებს.

მკითხველი:

- ბატონო ლევან, როგორც ნაკრების ყოფილი წევრი, როგორ ფიქრობთ, რა არის ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?

- წარუმატებლობის ბევრი ფაქტორია. წარუმატებლობა, როგორც ასეთი, არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ - ის დიდი ხანია მოდის. ერთია, რომ მოლოდინი არის სხვა და რეალურად ვართ სულ სხვაგან.

ყოველთვის გვაკლდა რაღაც-რაღაცები. ერთი მხრივ ის, რომ მე, როგორც სხვა ფეხბურთელებსაც, მაქსიმუმი არ გამიკეთებია - ამ საკითხში ძალიან თვითკრიტიკული ვარ. წარუმატებლობაში ყველას თავისი წვლილი მიუძღვის, მათ შორის, მეც, როგორც ყოფილ ფეხბურთელს.

პრობლემა იყო გუნდში ერთიანობის არქონაც. ფეხბურთელების ურთიერთობა, მეგობრობა მოედანს მიღმა მოედანზე არ ჩანდა. ძალიან პრობლემატური იყო გუნდური თამაშიც, კონცენტრირება მთლიანად მატჩზე - არც ეს ჩანდა.

არ ვიყავით ერთი ორგანიზმი. ახლაც და ჩემი ფეხბურთელობის დროსაც, ეს პრობლემა იყო. გარედან რომ შეხედავდი, იტყოდი, აი, რა კარგია, ფეხბურთელები ერთმანეთს ემეგობრებიან, კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ მოედანზე უკვე აღარ ჩანდა, რომ ერთი გუნდი ვიყავით, სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება, აზღვევს, ამხნევებს...

ამის გარდა, ბევრი გარეფაქტორიც იყო - არამარტო მწვრთნელები, ზოგადად, საფეხბურთო პოლიტიკა, განვითარება...

- გამარჯობა, ლევან! როგორ ხედავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალს?

- კარგად ვიცი, დღეს რანი ვართ და სად ვართ. ნამდვილად ვერ დავგეგმავ და ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. ეს თუ მოხდა, მართლა სასწაული იქნება.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ წარმატების მიღწევამდე ძალიან ბევრი გვიკლია.

ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, მაგრამ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული - როგორ ვიმუშავებთ, ფეხბურთელები როგორ გაიზრდებიან, როგორ იმუშავებს მწვრთნელი, როგორ იქნება პროცესში ჩართული გულშემატკივარი და ა.შ.

დღეს ვამბობ, რომ ჩვენი მიზანია, ნაკრები გახდეს წარმატებული და ის ოცნება ყველამ ავიხდინოთ, მაგრამ რეალისტები ვიყოთ - ჩვენსა და ამ მიზანს შორის გარკვეული მანძილია, რომელიც წლების განმავლობაში უნდა შევამციროთ და უფრო რეალური გავხადოთ ოცნების ასრულება!

სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა შეგიძლიათ აქ - ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

zura
ბავშვთა ფეხბურთი უნდა ავიდეს სახელმწიფო-საყოველთაო კონტროლზე არა ისე როგორც ეხლაა ძმაკაცთა შვილთა შეკრება, მოვიწვიოთ უცხოელი ბავშვთა მწვრთნელები სად არიან დღეს თუნდაც დევდარიანი ავსაჯანაშვილი ასე არაფერი გამოგვივა.
მამუკა
ფაქტიურად ყველაფერი თავიდანაა დასაწყები,აქედან გამომდინარე ამას სამწუხაროდ დრო დასჭირდება...
ბუკი
საქართველოს ნაკრები საშუალო კლასისი ფეხბურთსაც არ თამაშობს, დაბალი ფეხბურთელების კლასი და რაც გინდა პირობები შეუქმნასთ ამ კლასისი ფეხბურთლებს, რაც გინდა მწვრთნელი, არაფერი გამოვა! ამას დაუმატეთ ინტირიგები თვით ფეხბურთლებში, ეს მათი გამორჩეული თვისებაა, ვიღაც ყოჩები, ვიღაც მათი ამყირავლებლები, უჯიგრობა, რადგან უმეტესობამ კარგად იცის, რა გზით აქვს მიღწეული ნაკრებში მოხვედრა, ამიტომ ყველაფერ ფულზეა! ახლაგაზრდა თაოაბშიც არაფერი გამოვა, იმიტომ რომ უზარმაზარი თანხებია საჭირო მაგ სპორტზე სასიარულოდ, შემდეგ ცალკე მოქონვა მწვრთნელმა რომ ბავშვი თამაშზე გაიყვანოს და სადმე წაიყვანოს! თვით ბავშვებმა ეს ყევლაზე კარგად იციან, შესაბამისად იზრდებიოან ისეთები, როგორიც არიან და იქნებიან ჩვენი ფეხბურთელები, მათ შორის კობიაშვილიც!
ilo
სასწაულების იმედათ თუ მოდიოდი დატეულიყავი სადაც იყავი შეკაცო
321
არ მესმის ამ ფედერაციის პრეზიდენტების, რა აზრი აქვს მაშინ შეცვლას ერთი და იგივე სიტყვებით და "ქმედებით" ანუ უმექმედობით თუ დაკავდებით და იმითი დაიზღვევთ თავს რომ ვერსად ვერ გავალთ და პესიმისტურ პროგნოზებს გააკეთებთ. არჩევამდე რატომ არ ამბობთ იმას რომ არ გაქვთ უნარი ქვეყნის ნაკრების ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანის. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ კობიაშვილი, არველაძე თუ ბალამწარაშვილი?
gaza
Tskhadadzes germaniam dzlivs mougo DA sascauli rogoraa austrias DA uels tu vadjobet? Tu gindat cinascar shegvaguot tkvens arascor arhevans
DABDURA
ყველაფერს კადერები წყვეტს. პატივი ეცით გამოცდილებს ფეხბურთშიც და საქმეშიც...
ალეკსანდრე
რეალური სურატი დახატა,პროგნოზი პესიმისტურია
სირბილის სწავლების ცენტრი
ლევან კობიაშვილი: „ფეხბურთი ისეთ ეტაპზე გადავიდა, რომ ფიზიკური მომზადების გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. ფიზიკურად თუ მზად არ ხარ, შეუძლებელია გაუძლო ამ სისწრაფეებს, რომელსაც ფეხბურთი მოითხოვს დღეს“.
gela
ქართული ფეხბურთი პირდაპირპროპორციულია ქართული ეკონომიკისა და პოლიტიკისა, არავინ თქვას პოლიტიკა შუაში არ არისო. აქ ნიჭზე არაა საუბარი, რაგბისა და ძიუდოსაგან განსხვავებით წესიერი ხალხის დეფიციტია! დღევანდელი დღისთვის მოდიან( ?! ) აქ სამუშაოდ(? ), ანუ კი არ მოდიან მოჰყავთ და სამუშაოდ კი არა ფულის საკეთებლად! ხვალინდელი დღე კი მიაჩნიათ ასე:" ჩემს მერე ქვა ქვქზეც ნუ დარჩენილაო", ნეტავ ვტყუოდე, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი დამეთანხმება , რომ მართალი ვარ.
სს
არანაირი შანსი არა აქვს ქართულ ფეხბურთს არანაირიიი ყოველთვის ესეთ დაბალ დონეზე ვიქნებით გინდა მწვრთნელები ცვალეთ და გინდა პრეზიდენტები ლევან ტყუილად კარგავ დროს თუ გგონია რომ რამე გამოგივა ძალაინ ცდები ყოველთვის ვიქნებიტ ჯგუფში მე-4 მე-5 ადგილის გუნნდი.
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
დაუსვი კითხვა გიორგი ყიფიანს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური
პაატა გურასპაულის რჩეულს საჩუქარი გადაეცა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა