ბულგარულ პლოვდივში გრძელდება 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველი მუშკეტერებიც მონაწილეობენ
ბულგარულ პლოვდივში გრძელდება 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველი მუშკეტერებიც მონაწილეობენ.

პირველ მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, შესანიშნავად იასპარეზა ახალგაზრდებში კონტინენტის ორგზის ჩემპიონმა, მოხმალავე სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ამას წინათ პრაღაში რიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

ჯგუფში სანდრომ ზედიზედ სძლია ბრინმორ საუნდერსს (დიდი ბრიტანეთი, 5:1), ემილი დე ვისშერს (ბელგია, 5:2), ფრანჩესკო ბოსტანტოს (იტალია, 5:4), მიხაილ აკულას (ბელორუსი, 5:2), დამიან ზვონირსკის (პოლონეთი, 5:0) და პლეი ოფში გავიდა. ქართველი სპორტსმენის შეჩერება იქაც ვერავინ შეძლო: პირველ შეხვედრაში თანაგუნდელ მიხეილ მარდალეიშვილს მოუგო - 15:6, მერე მადალინ ბუკურისა (რუმინეთი, 15:14) და იაკუბ ოსინსკის (ისრაელი, 15:9) აჯობა, ნახევარფინალში რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი დაჯაბნა - 15:13, გადამწყვეტ პაექრობაში კი იტალიელი ფრანჩესკო დარმიენტო დაამარცხა - 15:10 და ახალგაზრდებში ევროპული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მესამედ ავიდა.

საგულისხმოა, რომ ჯგუფებიდან ასპროცენტიანი შედეგით მხოლოდ ბაზაძე, ტრუშაკოვი და დარმიენტო გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონს პლოვდივში დავუკავშირდით:

- რთული ტურნირი იყო, - გვითხრა სანდრომ. - ისეთ მეტოქეებს შევხვდი, განსაკუთრებით, პლეი ოფში, რომ ნებისმიერს შეეძლო ტიტულის მოპოვება. ჩემპიონობა ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ეს ოქრო იმ დღეს მოვიგე, როცა მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელნი ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

- განსაკუთრებით მაინც რომელ ორთაბრძოლას გამოჰყოფდი?

- ფინალში იტალიელ დარმიენტოს მოვუგე. აქამდე მასთან ორჯერ მივაღწიე წარმატებას მსოფლიოს თასებზე ბუდაპეშტსა და ვარშავაში. რუსი ტრუშაკოვი ევროპის პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებში. ორი წლის წინათ თბილისში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში სწორედ მას ვაჯობე 15:12.

- პრაღაში რიოს ლიცენზიის მოპოვების შემდეგ ამ ჩემპიონატისთვის, თითქოს, განსაკუთრებული მოტივაცია არ უნდა გქონოდა...

- მართალი ხართ, მაგრამ ჩემთვის ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, მათ შორის - საქართველოს ჩემპიონატები და თასის გათამაშება. ამიტომ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და პირველობისთვის ვიბრძვი. ასე იყო პლოვდივშიც.

რიო დე ჟანეიროში გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში რუსებთან 39-45 წავაგეთ. არ მიყვარს არბიტრებზე ლაპარაკი, მაგრამ მიკერძოებული მსაჯობა რომ არა, მერწმუნეთ, ანგარიში სხვაგვარი იქნებოდა.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს და სულ მალე, მჯერა, მეტოქეებთან ერთად არბიტრებსაც გავუმკლავდებით. სწორედ ბრაზილიაში გულდაწყვეტილმა გადავწყვიტე, მიზნისთვის პლოვდივში მიმეღწია. უფლის ძალითა და შემწეობით ეს შევძელი.

- უახლოესი გეგმები?

- სამ მაისს გუნდური შეჯიბრებები გაიმართება. ორი წლის წინათ მოხმალავეებმა თბილისში ბრინჯაო მოვიპოვეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგი პლოვდივში გავაუმჯობესოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ისტორია დაიწერა - სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!