რა შემთხვევაში დაუბრუნდება რინგს უძლეველი მოკრივე
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა (49-0, 26KO) კომენტარი გაუკეთა რინგზე შესაძლო დაბრუნებას. კერძოდ, ამერიკელმა არ გამორიცხა კარიერის განახლება.

მეივეზერი ვაშინგტონში, კრივის საღამოს დროს შეხვდა ჟურნალისტებს, სადაც პრომოუტერის რანგში გამოცხადდა. კარიერის სავარაუდო განახლების შესახებ კითხვაზე, ფლოიდმა ასე უპასუხა:

"დღეს მე ბედნიერი ვარ კრივის ამ მხარეს ყოფნით, კერძოდ იმით, რომ ახალგაზრდა მოკრივეებს კარიერის განვითარებაში ვეხმარები. თუმცა მქონდა კონტაქტი ტელეკომპანიებთან - CBS-თან და Showtime-თან და უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ - ისინი დაბრუნებისთვის გიჟურ თანხას მთავაზობენ, ლაპარაკია ცხრანიშნა რიცხვზე. რეალურად არ ვიცით რა იქნება, თუმცა გავიმეორებ, რომ ბედნიერი ვარ იმით, რასაც ახლა ვაკეთებ".

ფლოიდის რინგზე დაბრუნების პირობა მხოლოდ ცხრანიშნა თანხა არ არის, არამედ პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლაში მონაწილეობა. გარდა ამისა, მეივეზერს ქვეცნობიერად სურს ლეგენდარული როკი მარჩიანოს რეკორდის (49 მოგება - 0 წაგება) დამხობა. ამერიკელი მხოლოდ ამ რეკორდის თანამფლობელი გახლავთ.

მეივეზერის სავარაუდო მეტოქეების განხილვისას, ვეტერანი პრაქტიკულად გამორიცხავს ყაზახ გოლოვკინთან ჩხუბს - გაბარიტებში დიდი სხვაობის გამო. ასევე მისთვის საინტერესო არ არის ბრძოლა თურმანი-პორტერის წყვილში გამარჯვებულთან. დაბრუნების შემთხვევაში, ყველაზე რეალურ მოწინააღმდეგედ მოსჩანს კიდევ ერთი დაუმარცხებელი მოკრივე დენი გარსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა