ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბუნდესგუნდი, ჩაკეტილი საზოგადოება

ბუნდესგუნდი, ჩაკეტილი საზოგადოება

გერმანიის ნაკრები. იტალიასთან მატჩის შემდეგ

აღარც ბალაკი, ვეღარც ახლები... გუნდი დადგა და ექსპერიმენტებს ამ ეტაპზე აღარ საჭიროებს

იტალიასთან ამხანაგურმა მატჩმა (1:1) გერმანიის ნაკრების შესახებ არაერთი დასკვნა გაგვაკეთებინა, რომელთაგან ყველაზე მთავარი ის არის, რომ დღევანდელი ბუნდესგუნდი რეალურად ჩაკეტილი საზოგადოებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვისტებს ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრების შანსი ფაქტობრივად არ აქვთ. სხვათა შორის, ეს მიხაელ ბალაკსაც ეხება.

რამდენად სწრაფად შეიძლება გახდეს გერმანელი ფეხბურთელი ბუნდესნაკრების მოთამაშე? ძალიან სწრაფად, თუკი ნიჭი აქვს და ბუნდესლიგაში ბრწყინვალედ თამაშობს? არა! იოახიმ ლიოვმა ისეთი გუნდი შექმნა, სადაც მხოლოდ კარგ ფორმაში ყოფნა, დიდი ნიჭის ქონა და პოპულარობა სულაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ესა თუ ის მოთამაშე გერმანიის პირველ გუნდში დამკვიდრდეს. მთავარია, რამდენად შეესაბამება კანდიდატი გერმანიის ნაკრების ახალ სტილს, ტაქტიკას და ლიოვის სტრატეგიას. იყო დრო, როცა საკმარისი იყო, ფეხბურთელს ბუნდესლიგაში რამდენიმე მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაეტარებინა და შემდეგ ბუნდესგუნდშიც გამოეჩინა თავი, რომ სრულფასოვანი „ნაციონალმანშაფტელი“ ხდებოდა. მას მერე, რაც გერმანიის ნაკრებს ლიოვი წვრთნის, ეს დრო ნელ-ნელა ჩაბარდა წარსულს.

პირველი დასკვნა

გერმანია მუნდიალის ფორმა შეინარჩუნა

ლიოვმა მიაგნო იმ შემადგენლობას, რომელსაც მუდმივად მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. გერმანიამ იტალიასთან ზუსტად ისეთი ფეხბურთი ითამაშა, როგორითაც 2010 წლის მუნდიალზე ყველა აღაფრთოვანა და იოგის რამდენიმე ცვლილება რომ არ განეხორციელებინა, ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს რომ ოფიციალური თამაში ყოფილიყო, დიდი შანსია, რომ ბუნდესგუნდს „სკუადრა აძურა“ დაემარცხებინა. მაღალი ტემპი, სწრაფი პასები, თვალსასეირო კომბინაციები - პირველ ტაიმში ბუნდესგუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის ბუნდესგუნდი გაგვახსენა.

მეორე დასკვნა

ბუნდესლიგაში ჩამოწერილები ნაკრებში დაფრინავენ

გერმანიის ნაკრები ფუნქციონირებს - ისევ შავით თეთრზე ჩანს, რომ ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ კლუბებში მაინცდამაინც კარგად ვერ თამაშობენ (კლოზე, პოდოლსკი, მერტეზაკერი, ბადშტუბერი, აოგო), ბუნდესგუნდში სულ სხვანაირად, ძალიან კარგად გამოიყურებიან. კლუბებში განსაკუთრებით პერ მერტეზაკერსა და ჰოლგერ ბადშტუბერს უჭირთ. პირველი „ვერდერში“ მუდმივად ცუდ შეფასებებს იღებს, რადგან მთელი გუნდი მოშლილია, ბადშტუბერს კი ამ ბოლო დროს დაეწყო სერიოზული ჩავარდნა. მიროსლავ კლოზეზე წესით არც უნდა გვესაუბრა, მაგრამ მაინც აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ მირო „ბაიერნში“ ფაქტობრივად ჩამოწერილია (მარიო გომესის ჩრდილშია) - ლუის ვან გაალი მას ყოველთვის სათადარიგოთა სკამს ახეხინებს და იშვიათად ენდობა.

მესამე დასკვნა

ვაკანტური პოზიცია მხოლოდ ერთია

ბუნდესგუნდში თიითქმის ყველა პოზიცია მყარადაა დაკავებული. კარში მანუელ ნოიერი, ცენტრფორვარდად კლოზე ან გომესი, მის უკან თომას მიულერის, მესუთ იოზილისა და ლუკას პოდოლსკის ტრიო, საყრდენებად ბასტიან შვაინშტაიგერი და სამი ხედირა, დაცვაში მარჯვნივ ფილიპ ლამი, ცენტრში მერტეზაკერისა და ბადშტუბერის დუეტი და... აი, იმ პოზიციასაც მივადექით, სადაც ლიოვს გამოკვეთილი კანდიდატი არ ჰყავს. მარცხენა მცველის პოზიცია იოგისთვის ვაკანტურად რჩება. იტალიასთან ამ პოზიციაზე ჰამბურგელმა დენის აოგომ ითამაშა, მაგრამ არც ისე კარგად, რომ ლიოვმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მყარად ჩააბაროს. მარსელ შმელცერი დორტმუნდის „ბორუსიაში“ ბრწყინვალედ თამაშობს და კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, მაგრამ ლიოვმა იტალიასთან რატომღაც არ ათამაშა (90 წუთი სკამზე გაატარებინა). არავინ იცის, რატომ...

მეოთხე დასკვნა

ახლებს ჯერჯერობით შანსი არ აქვთ

გერმანიის ნაკრებში გამოჩენილ ახალ სახეებს ჯერჯერობით არ აქვთ იმის შანსი, რომ ბუნდესნაკრებში ადგილი დაიმკვიდრონ. ოთხშაბათს დამტკიცდა, რომ საკლუბო დონეზე კარგად თამაში კიდევ დიდხანს არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშიც უმაღლეს დონეზე იასპარეზებს. ლიოვმა მეორე ტაიმში მოედანზე მარიო გიოტცე, მატს ჰუმელსი და კევინ გროსკროიტცი შეუშვა. ისინი ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერის, „დორტმუნდის“ ფეხბურთელები არიან და გერმანიის ჩემპიონატში „ქვას ქვაზე არ ტოვებენ“, აი გერმანიის ნაკრებს კი მათი გამოჩენა არა პოზიტიურად, არამედ ნეგატიურად დაეტყო. გიოტცეს, გროსკროიტცისა და ჰუმელსის მოედანზე გასვლის შემდეგ ბუნდესგუნდი კი არ გაძლიერდა, პირიქით, შესუსტდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰუმელსი, გიოტცე და გროსკროიტცი ცუდი ფეხბურთელები არიან - უბრალოდ, გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა იმდენად იდეალურადაა შეთამაშებული, რომ ხსენებული ძველ კამპანიაში თავს უცხოდ გრძნობდა.

მეხუთე დასკვნა

ბალაკიც უშანსოდაა

...ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ბუნდესნაკრების კაპიტანს ამ გუნდში უკვე აღარაფერი ესაქმება. მართალია, ლიოვი ყოველთვის ამბობს, თუ მიხაელი კარგ ფორმაში იქნება, ნაკრების კარი მისთვის ყოველთვის ღიააო და ბალაკისთვის არც კაპიტნის სამკლავური ჩამოურთმევია, მაგრამ იტალიასთან თამაშშიც გამოჩნდა, რომ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში (ლიოვს სხვა სქემით ძალიან დიდი ხანია, აღარ უთამაშია), ნახევარდაცვის ცენტრში შვაინშტაიგერისა და ხედირას წყვილს ალტერნატივა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, რადგან ეს დუეტი არა მარტო გერმანიაში, არამედ ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესია. გარდა ამისა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბუნდესგუნდში თავის დამკვიდრება სხვა ისეთ ფეხბურთელებსაც გაუჭირდებათ, რომლებიც თუნდაც ერთი წლის წინ 23-კაციან განაცხადში ყოველთვის ხვდებოდნენ - საუბარია პიოტრ ტროხოვსკიზე, ჰაიკო ვესტერმანსა და სიმონ როლფესზე.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს