ესპანური კალეიდოსკოპი

"აიაქსის" დანიელმა პლეიმეიქერმა კრისტიან ერიქსენმა კიდევ ერთხელ შეახსენა საფეხბურთო მსოფლიოს თავი, 18 წლის ბიში საუკეთესო იყო დანია-ინგლისის მატჩში. სპეციალისტები მის მომავალს პრიმერადივიზიონის რომელიმე კლუბში ხედავენ. აი, რა თქვა "ოდენსეს" მწვრთნელმა ჰენრიკ კლაუსენმა, რომელიც კრისტიანის თავკაცი იყო, სანამ ის ჰოლანდიაში გადაბარგდებოდა: "ჭაბუკობისას მისი ერთადერთი ნაკლი ფიზიკური მომზადება იყო. ის ძალიან ნიჭიერია და მიუხედავად იმისა, რომ სხვებს ერთი თავით სჯობდა, მაინც ყველაზე მეტს შრომობდა. წესით, საუკეთესოები თავს ასე არ იწუხებენ, როცა სხვებს სჯობნიან. კარგია, რომ ახლა ის "აიაქსში" თამაშობს, მისი შემდეგი ნაბიჯი კი ესპანური პრიმერა უნდა იყოს, ის ყველაზე კარგად ესპანურ ფეხბურთს მოერგება".

როგორც გინდა, რაც გინდა, ოღონდ, ფინალში გვინდა

ბოლო დროს "ვალენსიას" მწვრთნელ უნაი ემერის ხშირად ტაქტიკურ სქემებს უწუნებენ. ამის თაობაზე თავისი მოსაზრება კლუბის პრეზიდენტმა მანუელ ლორენტემ გამოთვქა. მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა მთავარი - თუ როგორ ტაქტიკურ განლაგებას აირჩევს ემერი, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია და პრეზიდენტი ამ საკითხში არასოდეს ჩაერევა. "მას შეუძLლია გამოიყენოს, რომბი, ტრაპეცია, რა ვიცი კიდევ რა, თუნდაც ჰექსაგონი, ეს უნაის გადასაწყვეტია. ნებისმიერი ტაქტიკა, რომელსაც წარმატება მოაქვს, მისასალმებელია", - განაცხადა "ლოს ჩეს" ბოსმა.

ლორენტემ სიტყვა ჩემპიონთა ლიგაზეც ჩამოაგდო. როგორც ჩანს, კლუბი ფეხბურთელებს "შალკეს" გაგდებას, როგორც ვალდებულებას ისე უსახავს, რადგან, პრეზიდენტის თქმით, ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსიას" მიზანი, არც მეტი არც ნაკლები, ფინალში გასვლაა.

კასერესი მწვრთნელს შემოსწყრა

"სევილიას" მცველი მარტინ კასერესი მწვრთნელ გრეგორიო მანსანოს აკრიტიკებს, მიზეზი მისთვის პოზიციის შეცვლაა. ბოლო მატჩებში მანსანომ კასერესი განაპირა მცველად გადაიყვანა, რაც ურუგვაელს არ მოსწონს და უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამს. "ონდა სეროსთან" საუბარში კასერესმა თქვა: "მანსანო ფლანგზე მათამაშებს, რაც ძალიან არ მომწონს. რა თქმა უნდა, ფეხბურთელმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც მას მწვრთნელი დაავალებს და ასეც ვაკეთებ, თუმცა ჩემი აზრის გამოთქმა ყოველთვის შემიძლია". ახლა ისიც ვთქვათ, რატომაა კასერესი ასე თამამი - ის "სევილიას" არ ეკუთვნის და ანდალუსიურ კლუბში "ბარსელონადან" იჯარით იმყოფება. ურუგვაელმა ისიც თქვა, შემდეგ სეზონშიც დავრჩები, თუკი მწვრთნელი დაცვის ცენტრში დამაბრუნებსო.

ჩვენი ბორხა ჩვენთან

ესპანური მედიის თანახმად, ზაფხულში მადრიდის "რეალი" შეეცდება დაიბრუნოს კლუბის აღზრდილი ბორხა ვალერო, რომელიც ახლა "ვილიარეალის" ერთ-ერთი ლიდერია. "სამეფო კლუბი" მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. თავად ფეხბურთელსაც სურს "რეალში" დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ "ელ სუბმარინოს" რიგებში თავს საუცხოოდ გრძნობს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა