ეროვნული ნაკრების მცველს რამდენიმე რუსული კლუბი იწვევს, მაგრამ შეთავაზებებზე თავს უკეთესის მოლოდინში იკავებს

დეკემბერში მალხაზ ასათიანისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" გზები გაიყო - საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველს მოსკოველ რკინიგზელებთან კონტრაქტი დაუსრულდა, ახალი არ შესთავაზეს და მას შემდეგ უგუნდოდაა. მალხაზი საახალწლოდ შინ დაბრუნდა, ამჟამად კი ისევ მოსკოვშია და ახალ კლუბში გადასვლას იმედოვნებს.

არ გამართლდა იმედი, რომ მალხაზი კიევის "დინამოში" დაბრუნდებოდა. ეს ხმები უკრაინულ კლუბში "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის დანიშვნის შემდეგ აგორდა, მაგრამ კიეველებს ინტერესი არ გამოუჩენიათ. არც "მონაკოსთან" დაკავშირებული ხმები მართლდება, თითქოს ფრანგებმა კონტრაქტი შესთავაზეს.

უკლუბოდ დარჩენილი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიამაც არ გამოიძახა. მალხაზი იმედოვნებს, რომ უგუნდოდ არ დარჩება, მაგრამ ფაქტია, რომ რუსული კლუბები მეორე მოსამზადებელ ეტაპს ამთავრებენ, 29 წლის გამოცდილი ქართველი მცველი კი ჯერ არ დაბინავებულა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მოსკოვის "ლოკომოტივში" 2003 წლიდან თამაშობს და ერთი ხანობა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატიც იყო, 2004 წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა, 2007 - რუსეთის თასის მფლობელი, 2003 და 2005 წლებში კი - რუსეთის სუპერთასის. კლუბს მხოლოდ 2008-2009 წლებში დაშორდა, როდესაც მოსკოველებმა კიევის "დინამოში" წასული იური სიომინის თხოვნით მცირე ხნით გაანათხოვრეს.

ცხადია, გვაინტერესებს, რატომ დარჩა რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი დღემდე უგუნდოდ? ჩვენი ინფორმაციით, ასათიანს რამდენიმე რუსული კლუბი იწვევს, მაგრამ მას ეს ვარიანტები არ მოსწონს და შეთავაზებებზე თავს უკეთესის მოლოდინში იკავებს.

მას ხელს ის უწყობს, რომ თავისუფალი აგენტია და დაინტერესებული კლუბი ნებისმიერ დროს დაიმატებს.

Torpedoeli
ასკა ტორპედოელად დაიბადა და ტორპედოში დაამთავრებს კარიერას, ოღონდ ჯერ ადრეა საქართველოში დაბრუნება დინამოს მაისურის ჩაცმას არ იკადრებს ნამდვილი ტორპედოელი!!!
torpedoel
ასკა ტორპედოელად დაიბადა და ტორპედოში დაამთავრებს კარიერას, ოღონდ ჯერ ადრეა საქართველოში დაბრუნება დინამოს მაისურის ჩაცმას არ იკადრებს ნამდვილი ტორპედოელი!!!
medasxva
ჩამოდი დინამოპში და დაეხმარე გუნდს არ ჯობია უქმად ყოფნასს,რითაა ნემსაძენ შენზე ნაკლები მან დინამოში რომ დაამთავრა კარიერა!?
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა