"ლეიკერსის" სამიზნე ცნობილია
"კლივლენდისა" და "ატლანტას" სერიის მეორე მატჩში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი რეკორდი დამყარდა.

ლაპარაკია სამქულიანების რაოდენობაზე, რომელიც მასპინძლებმა 48 წუთის განმავლობაში გამოიყენეს. პირველ ტაიმში, "ატლანტას" კალათში 18 (!) შორეული ტყორცნა მოთავსდა, მთლიანად მატჩში - 25.

თან ამას მხოლოდ 45 ცდა დასჭირდა. გუშინდელი მატჩის შესახებ თხრობისას, ამ ციფრების მოყვანაც საკმარისია. პირველი ტაიმის შემდეგ, ყველაფერი მოთავებული იყო, რადგან "კლივლენდი" 74:38-ს იგებდა, სამი მეოთხედის შემდეგ კი 106 (!) ქულა ჰქონდა დაგროვებული.

მოკლედ, ერთ მატჩში 25 ზუსტი სამქულიანი NBA-ის აბსოლუტური რეკორდია როგორც რეგულარულ ჩემპიონატში, ასევე პლეი ოფში. რეგულარულში წინა რეკორდი 24 ზუსტ შორეულ ტყორცნას უდრიდა და მას ფლობდნენ "ჰიუსტონი" (2012-13) და "ორლანდო" (2008-09). პლეი ოფის რეკორდი კი 21 ზუსტი სამქულიანი იყო. ეს რეკორდი სულ რაღაც 10 დღის წინ, "გოლდენ სტეიტმა" დაამყარა "ჰიუსტონთან" შეხვედრაში.

"კლივლენდის" რეკორდის ავტორები გახდნენ: ჯეი არ სმიტი (შვიდი ზუსტი სამქულიანი), ლებრონ ჯეიმსი (4), კაირი ირვინგი (4), კევინ ლავი (3), რიჩარდ ჯეფერსონი (2), ჩენინგ ფრაი (1), მეტიუ დელავედოვა (1), მო უილიამსი (1), იმან შამპერტი (1) და დანტეი ჯონსი (1).

საკუთარი სტატისტიკური მიღწევები ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს. მან შეხვედრა 27 ქულით დაასრულა და პლეი ოფში ქულათა საერთო მონაგარი 5163-მდე აიყვანა. ამით მან გაუსწრო ტიმ დანკანს და პლეი ოფის ყველა დროის ბომბარიდრთა სიაში მეხუთე ადგილზე გადავიდა. ახლა, ლებრონზე მაღლა მხოლოდ შაკილ ო'ნილი (5250), კობი ბრაიანტი (5640), ქარიმ აბდულ-ჯაბარი (5762) და მაიკლ ჯორდანი (5987) არიან.

გარდა ამისა, გუშინდელი მატჩის შემდეგ, ჯეიმსს პლეი ოფში 265 სამქულიანი დაუგროვდა და მერვე ადგილზე გადავიდა ამ მაჩვენებლით.

კლივლენდი-ატლანტა 123:98

35:20, 39:18, 32:32, 17:28

კ: ჯეიმსი (27+5 პასი+3 ჩაჭრა), სმიტი (23), ირვინგი (19+6 პასი), ფრაი (12+5 მოხსნა), ლავი (11+13 მოხსნა), ჯეფერსონი (8+3 პასი), შამპერტი (7+3 პასი), ტომპსონი (5+7 მოხსნა), უილიამსი (5), დელავედოვა (3+6 პასი), ჯონსი (3).

ა: მილსეპი (16+11 მოხსნა), ტიგი (14+6 პასი), ჰემფრიზი (12+9 მოხსნა), მუსკალა (10), სეფოლოშა (10), ჰორფორდი (10), კორვერი (7), ბეიზმორი (5), შრიოდერი (5), ჰარდუეი (4), ჰაინრიხი (3), სკოტი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47.1/42.3), სამქულიანები (55.6/40.7), სჯარიმოები (69.6/90).

სერია: 2-0

ბოშს ხაზი გადაუსვეს

"მაიამი ჰიტმა" გამოაცხადა, რომ მძიმე ფორვარდი კრის ბოში მონაწილეობას ვერ მიიღებს სეზონის დარჩენილ მატჩებში. ადრე გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ბოშმა მოთამაშეთა პროფკავშირებს მიმართა კლუბთან საკამათო საკითხის მოსაგვარებლად და თამაშის უფლების მოსაპოვებლად.

"ჰიტის" ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ვეტერანმა მკურნალობის კურსი უნდა გაიაროს, თავად კალათბურთელს კი მიაჩნია, რომ მზად არის სათამაშოდ.

და აი, გუშინ, "მაიამიმ" საბოლოო წერტილი დაუსვა ამ დავას და გამოაცხადა, რომ ბოშს მიმდინარე პლეი ოფში მოედანზე ვერ ვიხილავთ. "ჰიტი", კრისი და სამედიცინო შტაბი ერთად მუშაობდნენ ამ პროცესის მსვლელობისას და გააგრძელებენ იგივეს კეთებას იმისთვის, რომ მალე დააბრუნონ ბოში კალათბურთში", - წერია კლუბის განცხადებაში.

ლეიკერსმა ჯორჯს დაუმიზნა

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობას სურს გადაიბიროს "ინდიანა პეისერსის" ლიდერი პოლ ჯორჯი. ESPN-ის მიმომხილველის ბილ სიმონსის მონაცემებით, კალიფორნიელები მზად არიან "პეისერსს" შესთავაზონ რამდენიმე მოთამაშე და დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევის უფლება.

"ლეიკერსი" ამ უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ პირველ სამეულში არჩევის საშუალებას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დრაფტ-პიკი "ფილადელფიას" გადაეცემა.

კალიფორნიულ კლუბს ამ ზაფხულს სუპერვარსკვლავის გაფორმება სურს და ჯორჯი ერთ-ერთი ძირითადი ვარიანტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ჯეი არ სმიტი "კლივლენდში" დარჩა
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
რა გააკეთა ჯეი არ სმიტმა? - "კლივლენდის" მცველმა საკუთარი გუნდი დააღალატა [VIDEO]
კრიმინალური საკითხავი: 355 სისხლის სამართლის დანაშაული
ლებრონის გიჟური "ალეი უპი" და "კლივლენდის" 30-ქულიანი გამარჯვება [VIDEO]
"კლივლენდი" იცვლება, "ნიუ იორკი" იშლება