ახლა შეიძლება დაზუსტებით ითქვას, რომ ტიკი-ტაკამ მიუნხენურ გრანდში კრახი განიცადა
მორჩა, ამას წყალი აღარ გაუვა. პეპ გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნიდან" დამარცხებული მიდის.

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სერიაში მოუხარა ქედი "ატლეტიკოს". ზოგიერთი გუნდისათვის ევროპის უმთავრესი საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალში გასვლა უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით "რეკორდმაისტერზე", რომელიც მუდამ უმაღლესი მიზნებისათვის იბრძვის.

ტიკი-ტაკა

ახლა შეიძლება დაზუსტებით ითქვას, რომ ტიკი-ტაკამ მიუნხენურ გრანდში კრახი განიცადა. შესაძლოა, ბოლო ორი სეზონის კანმავლობაში გერმანული გუნდი ასეთ ფეხბურთს მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში თამაშობდა, მაგრამ სადაც ხოსეპ გვარდიოლაა, იქ ყველაზე ხშირად სწორედ ტიკი-ტაკას ახსენებენ.

პეპი ბოლომდე ვერ მოერგო გუნდს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ის ბოლომდე უცხო სხეულად დარჩა "ბაიერნის" დიდ და შინაურ ოჯახში. შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთი მიუნხენელი ფანი პეპს კატალონიელთა აგენტს ეძახდა.

რა თქმა უნდა, ეს იყო სრული უაზრობა, მაგრამ ხაზს უსვამდა გულშემატკივრების დამოკიდებულებას ესპანელი სპეციალისტისადმი.

ახლა ტიკი-ტაკა "მანჩესტერ სიტიში" მიდის. ვნახოთ, რა როგორ იქნება "ეტიჰადზე". იქ შედარებით იოლად უნდა იყოს საქმე, რადგან ტრადიცია ნაკლებია. იქ გვარდიოლას ისე ელიან, როგორც მსხნელს. "ბაიერნში" კი ასე არ იყო. პეპი იქ იუპ ჰაინკესის მაგივრად მივიდა, ვინც გვარდიოლას მისვლამდე ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

უცნაური სატრანსფერო კამპანია

სხვა სეზონებს თავი დავანებოთ და მიმდინარე სეზონი ავიღოთ. ძალიან უცნაურია, რატომ არ იყიდა თუნდაც ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას გვარდიოლამ თუნდაც ერთი კვალიფიციური ცენტრალური მცველი (ტასკის ასეთად ვერ ჩავთვლით).

ისე მოხდა, რომ ჟერომ ბოატენგის ტრავმის შემდეგ "ბაიერნს" ამპლუით ცენტრალური მცველი თითქმის აღარ დარჩა. ნებისმიერ მწვრთნელს აქვს თავისი ამოჩემება და არც გვარდიოლა არის გამონაკლისი. გვარდიოლა ჯოშუა კიმიჰს გადაეკიდა. არადა, ახალგაზრდა მცველი ჯერაც არ არის იმ დონეზე, რომ პირველხარისხოვან შეხვედრებში წარმატებით ითამაშოს.

ხავი მარტინესი და დავიდ ალაბა კი არავითარ შემთხვევაში არ არიან ცენტრალური მცველები. ამპლუის შეცვლა ნებისმიერი ფეხბურთელის თამაშის ხარისხზე მოქმედებს. რა თქმა უნდა, არც ისინი არიან გამონაკლისები.

ვერ ჩამოყალიბდა...

პეპი ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა "ბაიერნის" ორ ლიდერთან, არიენ რობენთან და ფრანკ რიბერისთან დაკავშირებით. გვარდიოლას თითქოს, უნდოდა მათი შეცვლა, მაგრამ ბოლოს ისევ მათ დაეყრდნო. თავად ფეხბურთელებს შემადგენლობის განუწყვეტელმა ცვლამ ბზარი გაუჩინა ფსიქოლოგიაში და მათი თამაში ძველებურად კარგი აღარ იყო.

რიბერისა და რობენის შემთხვევაში განსაკუთრებული როლი ტრავმებმაც ითამაშეს. მართალია, მთლად წინა სეზონივით არ იყო, როცა "ბაიერნი" გადამწყვეტ შეხვედრებში განახევრებული გახლდათ, მაგრამ მაინც...

სად არის სიურპრიზი?

მთელი სეზონი ისე მიილია, რომ პეპ გვარდიოლას პრაქტიკულად არანაირი სიურპრიზი არ შეუთავაზებია თავისი გუნდის მეტოქეებისათვის. "ბაიერნი" თითქოს, ადვილად წასაკითხს წიგნს დაემსგავსა.

როგორც ჩანს, პეპს იდეები შემოელია. ყოველ შემთხვევაში ის იდეები, რომელიც მოცემულ მომენტში "ბაიერნისათვის" საჭირო და აუცილებელი იყო. ეს იდეები სადღაც გაქრა. მწვრთნელის სკივრიდან ის ვიღაცამ მოიპარა."ბაიერნი" ყოველ ახალ დღეს ძველებურად იწყებდა.

იღბალი

ნებისმიერ მწვრთნელს ნებისმიერ მომენტში და კლუბში სჭირდება იღბალი. გვარდიოლას მიუნხენში იღბალი გვერდით არ ედგა. ეს გადამწყვეტ საევროთასო მატჩებში, თორემ ამ ფორმაციის "ბაიერნი" ბუნდესლიგას ნებისმიერი მევრთნელის ხელში მოიგებს.

თუნდაც, "ატლეტიკოსთან" ბოლო შეხვედრები ავიღოთ. "ბაიერნს" ოდნავ რომ გამართლებოდა, ის დღეს ფინალში იქნებოდა და შესაბამისად, აღარც ეს წერილი დაიწერებოდა. თუმცა, იღბლის წყალობას არ უნდა დაელოდო, როცა დიეგო სიმეონე და მისი "ატლეტიკო" გეთამაშება.

რა თქმა უნდა, "ბაიერნს" ეყოლება ახალი მწვრთნელი. გუნდს სჭირდება "ახალი სისხლი" და ის ამ ამას მიიღებს. ჩვენ კი უფრო ძალისმიერ და ყოვლისწამლეკავ "ბაიერნს" ვისურვებდით. როგორღაც ისე აეწყო, რომ ამ გუნდს სიმსუბუქე არ უხდება.

ვნახოთ, როგორ წავა "რეკორდმაისტერის" საქმეები. სულ მალე "ალიანც არენაზე" კარლო ანჩელოტი მივა. იტალიელი დიდი დიპლომატია, მაგრამ მას არც რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ეშლება.

მოკლედ, "ბაიერნის" გულშემატკივრებს წინ დიდი გარდაქმნები და საინტერესო ამბები ელოდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Vako
გვარდიოლა კარგად გაპიარებული საშუალო დონის მწვრთნელია..არაფრით არ შეიძლება მისი დაყენება მაურინიოს ანჩელოტის სიმეონეს და სხვა გენიოსების გვერდით..შესაბამისად არც მოეთხოვება გვარდიოლას მეტი
Nika kalandadze
Gadava sitischi da naxevari sezonis schemdeg gamoagdeben....eg ar aris mwvrtneli....gamogonilia,barselonas mier,da ar dagaviwydet,rom am gundschi istoriuli fexburtelebi tamaschoben,romelsac mwvrtneli ar cirdeboda da chirdeba....vidre isini arian.....
kaxeli papa
მაგრად გამიკვირდა, რაებს წერენ გვარდიოლაზე...მე მგონია:გენიოსიცაა და წარმატებულიც! მენოტის აზრი არაფერს ნისნავს? ტუ არა და :ტიტულები დატვალეტ!
უცნობი
რას წვალობს " ბაიერნის"ხელმძღვანელობა ამდენს?დანიშნოს მთავარ მწვრთნელად "დიდი სპეციალისტი"ალეკო კაკაურიძე და უცებ მოუგვარდება ყველა პრობლემა.
bacho
ვინც ფიქრობთ რომ გვარდიოლა არ არის მაგარი მწვრთნელი იუვენტუსთან მატჩი გაიხსენეთ არ გინდათ ძველი ტიტულები :)) რაც შეეხება მის კრახს ბაიერნში ეგ ისევდაისევ მაგ ...კლუბის ბრალია ტრანსფერის საშუალებას რომ არ აძლევ მწვრთნელს და ელემენტარულ გასაქანს როგორ გინდა ტიტული მოიგო :)) გადავა სიტიში და ნახავთ რაც მოხდება დე ბრუინი იყოს კარგად :დდ
მიხაკ-დარიჩინი
ბაიერნს და გერმანიის ნაკრებს რის გამოც ვქომაგობ ის მოაკლო პეპმა (მსუბუქად რომ ვთქვა). თერთმეტეულში გერმანელთა ნაკლებობა რამაც შესაბამისად სული, ტრადიცია და სტილი დააზარალა. მე არ მომეწონა როცა 3 წლი ბულდოზერის ადრიფტავებას ცდილობდა გვარდიოლა.
levani
ბაიერნი გვარდიოლას დროს იყო ერთ-ერთი ღრმა გუნდი რაც მინახავს, ბაიერნი იყო შეუზღუდავი შესაძლებლობების, თითქმის შეუზღუდავი და 35კარისკენ დარტყმა ატლეტიკოსთან ამაზე მეტყველებს. რომელ წაკითხულ წიგნზე ლაპარაკობთ?
რეზო
გვარდიოლა ხუთოსანია, მაგრამ არა გენიოსი, ეგ ბარსაშივე გამოაშკარავდა.
okocha
გვარდიოლაზეწწერიასიმართლე
გელა
ძლივს წავიკითხე კვალიფიციური შეფასება. გვარდიოლა რომ არანაირად დიდი მწვრთნელი არ არის დამტკიცდა და ალეკომაც სიმართლე დაწერა.
ზვიადი
ალეკო აზრზე არ ხარ
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს