12 მარტს ლას ვეგასში ნიკარაგუელი ვეტერანი რიკარდო მაიორგა პუერტორიკოელ მიგელ ანხელ კოტოს შეხვდება

12 მარტს ლას ვეგასში საინტერესო ბრძოლაა დანიშნული: ნიკარაგუელი ვეტერანი რიკარდო მაიორგა პუერტორიკოელ მიგელ ანხელ კოტოს შეხვდება. ამ ჩხუბთან დაკავშირებით გუშინ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მაიორგამ იხუმრა - ბრძოლის შემდეგ ჩემს მეტოქეს ვიშვილებ და მას მიგელ მაიორგას დავარქმევო.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ნიკარაგუელი ძალიან აქტიური იყო. მისი თქმით, ის აუცილებლად ნოკაუტში გაგზავნის კოტოს.

"როცა ჩემი მოწინააღმდეგე რინგზე დაეცემა, მსაჯი არ დაიწყებს ათამდე დათვლას. ის მაშინვე 911-ზე დარეკავს კოტოს საავადმყოფოში წასაყვანად", - ამბობს მაიორგა. თავდაპირველად რიკარდომ განაცხადა, რომ პუერტორიკოელს მეოთხე რაუნდში გაუშვებდა ნოკაუტში, მაგრამ შემდეგ გეგმა შეცვალა - უმჯობესია ეს პირველ ან მეორე რაუნდში გავაკეთოო.

მაიორგასთან ბრძოლაში კოტო 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBA-ის "სუპერჩემპიონის" ტიტულს დაიცავს.

37 წლის მაიორგა ადრე მსოფლიოს ჩემპიონი იყო 66.7 და 69.9 კილოგრამში. სხვადასხვა დროს მას მეტოქეებად ჰყავდა ცნობილი მოკრივეები: ვერნონ ფორესტი, კორი სპინკსი, ფელიქს ტრინიდადი, ოსკარ დე ლა ჰოია, ფერნანდო ვარგასი და შეინ მოზლი.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა