ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ავთო ებრალიძე: "ჟილ ვისენტედან" წასვლა მინდა, მაგრამ პრეზიდენტი არ მიშვებს...

ავთო ებრალიძე: "ჟილ ვისენტედან" წასვლა მინდა, მაგრამ პრეზიდენტი არ მიშვებს...

ქართველი ფლანგელით ესპანეთის, საფრანგეთის, თურქეთისა და პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდები ინტერესდებიან
"ჟილ ვისენტეს" აღარ აქვს პორტუგალიის პრიმეირა (უმაღლესი) ლიგაში გადასვლის შანსი. ამ გუნდის ამბები იმად გვაინტერესებს, რომ იქ ჩვენებური ავთო ებრალიძე თამაშობს - 24 წლის სწრაფი და ტექნიკური ფლანგელი, ვისაც მოწინააღმდეგის მოტყუება, სიტუაციის გამწვავება და გოლის გატანა შეუძლია...

"ლელო" ებრალიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა...

- რადგან "ჟილ ვისენტეს" აღარ აქვს პორტუგალიურ ელიტაში აღზევების პრაქტიკული შანსი, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ კლუბი დატოვოთ?

- არის რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ სეზონის დასრულებას ველოდები. "ჟილ ვისენტესთან" კიდევ დამრჩა ერთწლიანი კონტრაქტი. მორჩება ჩემპიონატი და ვნახოთ, რა და როგორ მოხერხდება.

აქ პრობლემაა კლუბის პრეზიდენტი. ის ძალიან რთული ადამიანია და გუნდიდან ცოცხალი თავით არ მიშვებს. არაერთხელ მქონდა უფრო ამბიციურ გუნდში გადასვლის შანსი, მაგრამ არსად არ გამიშვა და ახლაც უარზეა. ყოფილა შემთხვევა, სოლიდური თანხაც შემოუთავაზებიათ კლუბისთვის ჩემს სანაცვლოდ, მაგრამ ის სულ უმატებდა და უმატებდა ფასს.

- საინტერესოა, რომელი გუნდები არიან თქვენით დაინტერესებულები?

- ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვერ დავასახელებ კლუბებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ლაპარაკია ესპანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის გუნდებზე. როგორც გითხარით, ყველაფერი "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტზეა დამოკიდებული. აქამდე არ მაძლევდა წასვლის შანსს და მგონი, ახლა უნდა მოგვარდეს ყველაფერი. ვნახოთ...

- რას ამბობს? რატომ გამუხრუჭებთ?

- რაც ამ გუნდში ვარ, უკვე სამჯერ გამიკეთა ასე. თან, საკვირველი ის არის, რომ ჩემში ფული არ გადაუხდია. რომ გავეშვი, "ჟილ ვისენტე" ფულს ხომ მიიღებდა?! იყო ერთი გუნდი, 400 ათას ევროს იხდიდა, მაგრამ პრეზიდენტმა მეტი მოითხოვა. ეს იყო ზამთარში... მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დამამუხრუჭა.

გადასვლა უნდოდა უმაღლეს ლიგაში, მაგრამ არ გამოვიდა. პორტუგალიის სეგუნდა ლიგა, სადაც ახლა "ჟილ ვისენტე" თამაშობს, ისეთია, რომ ძალიან რთულია გადასვლა. ვერ იტყვი, ვინ ვის მოუგებს. ცხრილშიც ძალიან დიდი სიმჭიდროვეა...

- როგორც ვატყობ, "ჟილ ვისენტედან" წასვლა ძალიან გინდათ...

- რომ იტყვიან, ერთი სული მაქვს! რაც პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდან გავვარდით, სულ მინდა წასვლა, მაგრამ... არ მიშვებს პრეზიდენტი და რა ვქნა?! ფსიქოლოგიურად ძალიან რთული სეზონი იყო ჩემთვის. არავითარ შემთხვევაში არ მეგონა, თუ ისევ მეორე ლიგაში ვითამაშებდი. საკუთარ თავს ვაჯობე. შედეგების კუთხით არ იყო ცუდი სეზონი და ამან რამდენიმე გუნდის ინტერესი გამოიწვია. იმედი მაქვს, მოვახერხებ ამბიციურ გუნდში გადასვლას.

- მაინც, ვინ არის პრეზიდენტი? გაგვაცანით...

- ანტონიო ფიუზა.

- მასთან დალაპარაკება არ გიცდიათ?

- ძალიან ბევრჯერ გვილაპარაკია, ძალიან... სულ მპირდება, გაგიშვებო. სხვათა შორის, პორტუგალიაში ძალიან ცნობილი ადამიანია. იმედია, ახლა მაინც შეასრულებს სიტყვას. ჯერ ერთი, მომავალი სეზონის შემდეგ ჩემი კონტრაქტი მთავრდება. მეორეც - პორტუგალიის მეორე ლიგაში ჩემს დარჩენას აზრი არ აქვს. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს ჩემთვის დაკარგული დრო იქნება.

- დიდ ფულს ითხოვს თქვენს სანაცვლოდ?

- წესით, ახლა მის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს ჩემი გაშვება, რადგან მერე თავისუფალი აგენტის სტატუსით შემეძლება წასვლა და ასეთ შემთხვევაში, "ჟილ ვისენტე" ვერაფერს მიიღებს. ერთი სული მაქვს, როდის მოგვარდება ჩემი სიტუაცია.

- მაინც, საით მიგიწევთ გული?

- ცხადია, ევროპაში მინდა დარჩენა, ოღონდ - პორტუგალიის გარეთ. არ მაკლია ინტერესი არც აქაური უმაღლესი ლიგის გუნდებისგან, მაგრამ დღეს სხვა ჩემპიონატი, სხვა გამოცდილება მჭირდება. მირჩევნია, წავიდე ისეთ გუნდში, რომელიც იქნება პერსპექტიული და ამ გუნდში თამაშით რომელიმე დიდ კლუბში მოხვედრის მიზანს მივაღწიო. არ მინდა, წავიდე იქ, სადაც მხოლოდ დიდ ფულს იხდიან...

სხვათა შორის, პორტუგალიური კლუბების უმრავლესობაში ფინანსური სიტუაცია ვერ არის დალაგებული. აქ ჯერ ბევრს ვერ იხდიან და, რასაც იხდიან, იმასაც აგვიანებენ.

- ესპანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის კლუბები ახსენეთ. ყველა უმაღლესი ლიგისაა?

- დიახ, ყველა. მარტო პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდანაა 4-5 გუნდის ინტერესი. ჯერ კიდევ წინა სეზონში სურდათ ჩემი წაყვანა, მაგრამ, როგორც გითხარით, არ გამიშვა პრეზიდენტმა.

მოკლედ, ამ ეტაპზე მირჩევნია, სადმე პორტუგალიის გარეთ ვითამაშო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giga

ავთო, ჯიგარო, გისურვებ წარმატებებს! მიაწექი შენს საქმეს! იყავი პროფესიონალი და შენსას მიაღწევ. ზოგიერთო კომემტატორებო, ეგ ბიჭი თუნდაც იმიტომაა დასაფასებელი, რომ ვარსკვლავთავადმყოფობა არ ჭირს და ფეხები მიწაზე უდგას. მართლა არ გვყავს იმ დონის გუნდი რომ გვინდა. არ გვყავს სლავა მეტრეველიდან დაწყებული შოთა არველაძით დამთავრებული ოქრო ფეხბურთელები. ამიტომ არ უნდა ვუქომაგოთ ვინც გვყავს? ამიტომ არ უნდა შევაქოთ მოწადინეობისა და გარჯისათვის? თუ მაგარი ხარ - გადი მინდორზე და გაგვახარე, თუ არა და...

• zazas

მეგობარო ფეხბურთი რა ხილია იცი ? რომელ ასაკზე მელაპარაკები ან რა მოსატანია ვარდი ფეხბურთელები რომლებიც ამ ასაკში ვარსვკლავები არიან აიაქსის მანიუს და სხვა დიდი საფეხბურთო კერების გაზრდილები არიან შენ რა გინდა თქვა რომ ეს არის ერთი საშუალო ფეხბურთელი და რომელი სხვა ასეთი საშუალო ფეხბურთელებითაა საქართველო განებივრებული რომელ პიკებზე საუბრობ როდესაც საფეხბურთო ასაკი 40 წლამდეა ასული და აგერ ტოტიმ 1 წელიც ვიყომარებო და 39 წლისამ 4 გოლი 4 თამაშში გაიტანა სრულ უვიცობას ნუ ავლენთ თქვენი ჭირიმე ეს ბიჭი 100 თავით მირჩევნია მე მარად პერსპექტიულ ანანიძეებს ოქრიაშვილებს და ჭანტურიებს მარტო იმ სიტყვების გამო რომ ფულის გამო არ აპირებს არსად წასვლას :) 350 000 ევრო ქუჩაში ყრიაზე კიდე გამეცინა ან ვინ გამოგითვალა 750 000 ევრო რომ ღირს თუ დიდი ხანია ტრანსფერმარკეტზე შესვლა ვისწავლეთ :) ?

• dave

მადლობა ავტორს რომ ამ ბიჭს როგორც იქნა ყურადღება მიაქციეს და ინტერვიუ ჩამორთვეს. სამწუხაროდ მკითხველბს რატომღაც არაპოზიტიური დამოკიდებულება გამოხატეს მის მიმართ, თუმცა მე პირადად უსამართლო მგონია, იმიტომ რომ პორტუგალიის თუნდაც სეგუნდა ლიგაში თამაშობს, მუდმივად გუნდის ძირითადშია და სათამაშო პრაქტიკა აქვს, როცა საქართველოს ნაკრებში დაახლოებით იგივე პოზიციაზე მოთამაშე და იგივე უარეს თუ არა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს (ოქრიაშვილი, ყენია, ჭანტურია და სხვანი) დითირამბებს უძღვნიან და წარმატებას უსურვებენ და თან ეიმედებათ. ზემოთ ჯეიმი ვარდი იყო ნახსენები, რომელი 25 წლის ასაკამდე მესამე დივიზიონი ფლიტვუდ ტაუნში თამაშობდა და რომ არა ეს სენსაციური სეზონი დღემდე არავის ეცოდინებოდა ის საქართველოში და რავიცით იქნებ ავთოსაც აქვს დიდი თუ არა კარგი მომავალი მაინც ! ავთო, მიდი შეუბერე, წარმატებები და უკეთეს გუნდში გადასვლას გისურვებ და ეროვნულში დაბრუნებას და მისთვის თავდადებას !

• zaza

სხვათასორის, ყიფიანიც! ასე რომ დააკვირდი რასაც წერ

• nika

ამ ფეხბურთელს შეუძლია გაქაჩოს პორტუგალიის უმაღ;ლესი ლიგა. მეორე ლიგაში თამაში არრაფერს ნიშნავს. ბატონო ზაზა, და სად თამაშობდა ცოტა ხნისწინ ვარდი?

• baggio

აბსოლიტურად გეთანხმები > ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა რამდენიც არ უნდა ვიძახოთ უნიჭიერესი თაობა გვყავს და კიდევ მოდიანო ეს არის მტკნარი სიცრუე რომოდენიმე გამონაკლისის გარდა რო დაუჯინებიათ ასაკობრივი ნაკრებების თამაშებზე მიხეილ მესხის სტადიონი უნდა გავავსოთო ეს არის პროვინციული ბეცი აზროვნების გამომჟღავნება ევროპაში მათ ასაკში ასაკობრივ ნაკრებებს არავინ არ თხოვს შედეგს არამედ მათ ასწავლიან საფეხბურთო სრულყოფილ განვითარებას სერი ა ში ბუნდესლიგაში პრემიერლიგასა და პრიმერა დივიზიონში რომც ტექნიკურ ფეხბურთელად აქ ჩანდე იქ მთავარი პირობა ფიზიკური გამძლეობა სხარტი აზროვნება და შენი გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდე რომ იმ გუნდში თავს სრულყოფილ წევრად თვლიდე და არა მეორე ხარისხოვან ღრმა ზამენის რიგით ფეხბურთელად, გადახედეთ რამდენი ქართველი ფეხბურთელი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და მიიღებთ პასუხს თუ რათომ არ სჭირდებატ ჩვენი ფეხბურთელები ევროპულ წამყვან თუ საშუალო საფეხბურთო ჩემპიონატების კლუბებს და ის არარის არგუმენტი რომ ევროპაში ვიზის გამო რომელიმე ევროპული კლუბი ქართველ ფეხბურტელს ამის გამო ვერ ყიდულობსო კიდევ ბევრი მითები არის გამოგონილი "ჩვენიანების" გასამართებლად მაგრამ მთავარი პრობლემა მე მაინც საშუალო და მაღალი კლასის ფეხბურთელების კატასტროფულ დეფიციტში მგონია რაც ერთი თვალის კარგი დაკვირვებით ნამდვილათ ჩანს.

• zaza

ავთო ებრალიძე - ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატის, რიგით მეორე ლიგის!, საშუალო გუნდის, საშუალო ფეხბურთელია! ხომ ასეა?! თუ მიუკერძოებლები ვიქნებით ნამდვილად ასეა! 24-25 წლის ფეხბურთელს მხოლოდ არაპროფესიონალი უწოდებს პერსპექტიულს. ის არ არის 17-18 წლის და ახლა იმ ასაკშია, როდესაც ფორმისა და კარიერის პიკში უნდა იყოს და ალბათ არის კიდეც. აწი მხოლოდ გამოცდილება თუ მოემატება თორე ასეთ ასაკში რომ ერთხელ გაიღვიძო და ვარსკვლავი გახდე ჯეიმი ვარდი უნდა იყო და სამწუხაროდ ვარდი იმით არის ვარდი რომ ის ერთადერთი გამონაკლისია თანამედროვე ფეხბურთში. "პრეზიდენტი არ მიშვებს" - არის ტაქტიკა რომლითაც, წესით ჩვენ უნდა მოვტყუვდეთ! სიმართლე კი ის არის რომ ებრალიძეში უბრალოდ არ იხდიან ფულს და უფასოდ არცერთი გუნდის პრეზიდენტი არ გაგიშვებს... რატომ უნდა გაყიდო ფეხბურთელი რომლის ფასი 750 000 ევროა, 400 000-ად? მეტს კი არავინ არ იხდის და ამიტომაც არ უშვებენ. 350 000 ევრო რა ქუჩაში ყრია?! და კიდევ, ამბიცია გარკვეულწილად დადებითი თვისებაა მაგრამ ილუზია და ამბიცია სხვადასხვა მცნებებია! ილუზიაა პორტუგალიის სეგუნდას საშულო გუნდის, საშუალო ფეხბურთელმა იძახოს უკეთეს ქვეყნის და თან უმააღლესი ლიგის და ძირითადში თამაში მინდაო. მეც ბევრი რამე მინდა მაგრამ სადაა? ყველაფერს დამსახურება უნდა...

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

"ანორთოსისი" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა

ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს

ებრალიძემ კვიპროსში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

"საქართველოს ნაკრებში მაშინ დავბრუნდები, როცა "ჟილ ვისენტეზე" უკეთეს კლუბში ვიქნები"

ავთო ებრალიძე საქართველოს ნაკრების მაისურს "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტს ჩუქნის

მისი არყოფნა გუნდს ეტყობოდა - კვიპროსული მედია ქართველ შემტევზე

სენსაცია "დრაგაოზე" - აბურჯანიას გუნდმა "პორტუ" დაამარცხა

პორტუგალია, კვიპროსი, აზია... ავთო ებრალიძე მომავალ კვირაში გადაწყვეტს

ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა

აბურჯანია კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს

აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა

ქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში

არჩევანიც გვაქვს, თან - რამდენიმე - ავთო ებრალიძე "რიუ ავეს" უახლოვდება