ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთბაშად ხუთმა კლუბმა დაკარგა ტრავმის გამო წამყვანი მოთამაშე.

ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთბაშად ხუთმა კლუბმა დაკარგა ტრავმის გამო წამყვანი მოთამაშე. თანაც ზოგიერთი მათგანი დიდი ხნით გამოეთიშა რეგულარულ ჩემპიონატს. გაირკვა, რომ "პიტსბურგის" რუსი ლეგიონერი ევგენი მალკინი მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს და ექვსი თვე უსაქმოდ იქნება.

პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლმა "კალგარიმ" დაკარგა ალექს ტანგეი, რომელსაც კისრის ტრავმა აღმოუჩინეს. ჯერჯერობით გაურკვეველია დაზიანების ხარისხი და ფორვარდის დაბრუნების ვადა. კიდევ უფრო უარესად აქვს საქმე "აილენდერსს" - ამ გუნდმა ზედიზედ მესამე მეკარე დაკარგა. კევინს ცუდად მოხვდა მუხლში შაიბა და ამით მიმდინარე სეზონში თამაშის საშუალება დაკარგა. "კუნძულელთა" წინა ორი მეკარის - ლოუსონისა და დიპიეტროს ტრავმების გათვალისწინებით, ამას უკვე ნამდვილი ეპიდემია ჰქვია.

უჭირს მეორე ნიუიორკულ კლუბს. "რეინჯერსის" კაპიტანი კრის დრური ექვს კვირას გამოტოვებს მუხლის ტრავმის გამო. თუმცა ამას უკვე ტენდენცია ჰქვია, რადგან კრისმა წელს ორჯერ მოიტეხა ერთი და იგივე თითი, რის გამოც 29 მატჩი გამოტოვა.

დაბოლოს, გუშინდელი მატჩი ვერ დაასრულა "ოტავას" კაპიტანმა დანიელ ალფრედსონმა - 38 წლის შვედი ზურგის არეში ტკივილების გამო ლაზარეთში ორ კვირას გაატარებს.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა