პოლონელ რობერტ კუბიცას ავარიის შემდეგ 2011 წლის სეზონისთვის "ლოტუს რენოში" ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა

პოლონელი რობერტ კუბიცას ავარიის შემდეგ 2011 წლის სეზონისთვის პელოტონში ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა, თანაც ისეთ ძლიერ და ამბიციურ გუნდში, როგორიც "ლოტუს რენოა". ამიტომაც დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა იმის შესახებ, რომ შეიძლება მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი რალიდან "დიდ ცირკში" დაბრუნდეს.

ამის შესახებ კომენტარი "სიტროენის" შეფმა ოლივიე კესნელმა გააკეთა. მისი თქმით, თუ კიმი ფორმულა 1-ში დაბრუნებას მოინდომებს, ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობა ამ პროცესს ვერ შეეწინააღმდეგება და ფინელი შეუფერხებლად დატოვებს რალიში თავის ამჟამინდელ გუნდს.

"თუ წასვლას მოინდომებს, ვერ შევძლებთ მის შეჩერებას, რადგან ჩვენთან კონტრაქტი არ აქვს. ის მხოლოდ იჯარით იღებს ავტომობილს და თავად პოულობს სპონსორებს. დღეს მასზე დიდ ზეწოლას ახდენენ ბერნი ექლსტოუნი, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია და გულშემატკივრები. ეს არც არის გასაკვირი - კიმი ბოლო წლებში ავტოსპორტის ერთ-ერთი სიმბოლოა", - ამბობს კესნელი.

მართალია, პრესამ აქტიურად დაიწყო ჭორების გავრცელება რაიკონენის სავარაუდო დაბრუნების შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, "ლოტუს რენოს" შეფობას ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს - ხერესის ტესტებზე, რომელიც გუშინ დაიწყო, გამოცდილი ნიკ ჰაიფელდი და ბრუნო სენა მიიწვია. რაც შეეხება რაიკონენის კანდიდატურას, ამაზე "ლოტუს რენოს" ხელმძღვანელმა ერიკ ბუიემ პირდაპირ განაცხადა: "მისი კანდიდატურა საერთოდ არ განხილულა".

ამასობაში, ნაავარიები რობერტ კუბიცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. აქ ის ერთი ღამე დარჩება, რის შემდეგაც კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ ფეხსა და ზურგზე.

ექიმების თქმით, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, კუბიცას მომავალი კვირის ოთხშაბათს გაწერენ "სანტა კორონას" საავადმყოფოდან.

"ლოტუს რენომ" საკუთარ ბოლიდებზე სპეციალური წარწერა განათავსა, რითაც პოლონელ ავტომრბოლს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა