გონსალო იგუაინის საუკეთესო სეზონი კარიერაში
"ნაპოლიმ" "ტორინოსთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო, შეინარჩუნა მეორე ადგილი სატურნირო ცხრილში და თუ ბოლო ტურში, საკუთარ კედლებში "ფროზინონე" დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს და შესაბამისად, საკვალიფიკაციო ეტაპს ასცდება. მოკლედ, "ნაპოლი" სკუდეტოს ვერ შეწვდა, მაგრამ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირთან ერთი ფეხის ნაბიჯზეა.

"ტორინოსთან" გამარჯვების შემდეგ "ნაპოლიმ" 79 ქულა მოაგროვა, ეს კი გუნდის რეკორდია. აქამდე ნეაპოლელებმა ორჯერ მოაგროვეს 78 ქულა: 2012/13 და 2013/14 წლების სეზონებში, წელს კი სამხრეთელებს უკვე ერთი ქულით მეტი აქვთ და სავარაუდოდ, მარაგს კიდევ სამით გაზრდიან. ტურინული მატჩის შემდეგ "ნაპოლის" თავკაცმა მაურიციო სარიმ შემდეგი განაცხადა:

"თუ ჩავთვლით, რომ მიზანს უკვე მივაღწიეთ, აუცილებლად დავისჯებით. ამიტომ მაქსიმალური ყურადღება და სრული მობილიზება გვმართებს. "ფროზინონე" კარის გაჯახუნებას შეეცდება და ფხიზლად უნდა ვიყოთ. სარეკორდო რაოდენობის ქულა? - ეს ნათელი დასტურია იმის, რომ გუნდი სწორად ვითარდება და დღეს "ნაპოლი" იმაზე ძლიერია, ვიდრე თუნდაც გასულ სეზონში იყო. მართალია, ეს რეკორდი სკუდეტოს არ ეყო, მაგრამ ეს სტიმულია ჩვენთვის, რომ მომდევნო სეზონში კიდევ უკეთესად ვითამაშოთ".

"ტორინოსთან" შეხვედრაში მორიგი გოლი შეაგდო გონსალო იგუაინმა და პირველი ფეხბურთელი გახდა 1958/59 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც 33 გოლი მოაგროვა. მაშინ ასეთი შედეგი "ინტერის" ფორვარდ ანტონიო ანჯელილოს ჰქონდა. მოკლედ, იგუაინი დაფრინავს და რადგან მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ასე ახლოა, ალბათ, მომდევნო სეზონსაც ნეაპოლში გაატარებს. იგუაინმა მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"არის თუ არა ეს ჩემი საუკეთესო სეზონი? - ალბათ, ასეა, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის ინტერესებია და დაველოდოთ სეზონის დასრულებას. მეორე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და წარმატებაზე მერე ვილაპარაკოთ. ჩემს მომავალზე ბევრი დაიწერა, მაგრამ აქაც იმავეს ვიტყვი: დაველოდოთ სეზონის დასრულებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"სარი "ნაპოლიში" არ დაბრუნდება; სამაგიეროდ, კონტეზე გეტყვით, რომ..." - იოლანდამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მაურიციო სარი "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი გახდება
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
გატუზოს "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნავენ
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება