სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრამ "ჩემპიონატ.რუს" ფორუმში უდიდესი ინტერესი გამოიწვია
სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. "ჩემპიონატ.რუს" ფორუმში მატჩამდე ჩვენებიც ტრაბახობდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ტრადიციული ქართულ-სომხური "ცავატანემ VS გენაცვალე", ანუ "მიმინო 2" - ორივე ერისთვის დამახასიათებელი თავმომწონეობით, მრავლად იყო სასაცილო თუ კურიოზული ფრაზები.

თავიდან განსაკუთრებით იმედიანად სომეხი გულშემატკივრები იყვნენ, რადგან ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილზე არიან, სლოვაკეთთან მოგებით და სტუმრად მაკედონიასთან ფრემ მათში დიდი იმედი გააღვიძა, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლაზე ოცნებობენ და პროგნოზებშიც ისეთ გასაოცარ ანგარიშებს ასახელებდნენ, იფიქრებ, იტალია-საფრანგეთ-ესპანეთის დონის ნაკრები ჰყავთ. და წავიდა...

ვფიქრობ, ეს ფორუმი კარგად ასახავს გულშემატკივართა ემოციებს და სუბიექტივიზმს, შევხედოთ ამ ყველაფერს იუმორით და კარგად გავერთობით ქართველებიც და ჩვენი მეგობარი სომხებიც.

წინასწარ გეტყვით, რომ ნომინალური მასპინძელი სომხეთი იყო და შედეგიც აქედან გამომდინარე წერია.

- სომხეთი ურიგო ფეხბურთს არ აჩვენებს. ქართველებს კი აქვთ გამონათებები. "ტოტალი" (ტოტალიზატორი) ჩვენს ორბურთიან უპირატესობაზე იღებს ფსონს. ცუდი არ არის.

- 3:1 სომხეთი ახლა აღმავლობის გზაზეა.

- 1:2 წინ საქართველო! სლოვენიას ხომ მოვუგეთ.

- 3:0 გაუმარჯოს სომხეთს!

- აჩვენეთ ქართველებს, რაც ვართ. წინ სომხებო!

- კავკასიური დერბი პრინციპულია, სომხეთი გაიმარჯვებს!

- 0:2 საქართველო!!!

- 4:1!

- 2:0! ერევნის "რესბუბლიკურ სტადიონზე" თამაში ყველას უჭირს.

- რა შუაშია "რესპუბლიკური სტადიონი"? თამაში კვიპროსშია.

- რა მნიშვნელობა აქვს, სად ვითამაშებთ? ნებისმიერ შემთხვევაში სომხები ვიგებთ!

- ამას თქვენ არ უნდა ლაპარაკობდეთ. გაიხსენეთ 1997 წელი: საქართველო 7:0 სომხეთი.

- მაშინ სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა და, ფაქტობრივად, ნაკრები ძალით ათამაშა. ოგანესიანს უვარჯიშებელი ფეხბურთელებით წასვლა არ სურდა, რადგან შედეგი წინასწარ ნათელი იყო.

- 1:2-ს ქართველები მოვიგებთ.

- ცავატანემ VS გენაცვალე! სომხების წარმატების იმედი მაქვს 2:0.

- 2:0, სომხეთი ახლა ბევრად უკეთესი გუნდია!

- 3:1 სომხეთი!

- სომხეთი 5:0.

- ოჰო, რამდენი სომეხია ფორუმზე. თუ გარიგება არ არის, საქართველო 0:2-ს, ან 1:2-ს მოიგებს. საქართველოს გაუმარჯოს!

- მხოლოდ გარიგებული მატჩში ვერ მოიგებთ? უკანდასახევ გზებს წინასწარ ეძებთ. მინიმუმ 2:0-ს ვიგებთ.

- ბოლოს საქართველოს 2004 წელს იმავე კვიპროსში 2:0 მოვუგეთ.

- თუ გავითვალისწინებთ, თქვენთან რა კორუფციაც არის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქართველო მატჩს გაყიდის.

- უცნაური ხარ, რა შუაშია კორუფცია?

- რა არის უცნაური, თუ ქართველი აღიარებს, რომ მის ნაკრებს შეუძლია თამაშის გაყიდვა, მაშინ ამით თავისი ქვეყნის კორუმპირებულობასაც დაუკავშირებს.

- ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დიდი ხანია კორუფცია არ არის.

- სასაცილოა, სააკაშვილმა ყველაფერი დაალაგა?

- გარიგებაზე რომ წერთ, გაიხსენეთ, რუსებს ოფიციალურ შეხვედრაზე რომ ევაჭრებით.

- კარგი იქნება, მნიშვნელოვანი მატჩების წინ ერთმანეთი არ დავამტვრიოთ!

- ჩვენთან ოთხ შეხვედრაში ქართველებმა ორი მოიგეთ, ერთი ფრედ დასრულდა და ერთხელ გავიმარჯვეთ. მაგრამ ეს ამხანაგური შეხვედრები იყო და არაფერს ნიშნავს.

- როგორც ყოველთვის, ჩემი სიმპათია სომხებს ეკუთვნის, მაგრამ როდესაც გადავხედე, მათ ბევრი ფეხბურთელი აკლდათ და ფსონი საქართევლოზე დავდე.

- საქართველოს არ ეყოლება დვალიშვილი, მარცვალაძე, გურული.

- მატჩი დაიწყო. ჩვენ გვჯერა სომხეთის!

- სომხეთი აწვება და უდიდეს უპირატესობას ფლობს.

- ქართველები პანიკაში არიან! ჯერჯერობით თავს იცავენ.

- საქართველომ კონტრშეტევაზე გოლი გაიტანა. იაშვილიიიიიიიიიიიიიიიი!

- თუმცა უნდა აღიაროთ, რომ საგოლე გადაცემის დროს კობიაშვილი თამაშგარეში იყო.

- თამაშგარეში არა კიდევ...!

- პირველი მეკარის ბერეზოვსკის არყოფნაში მისმა შემცვლელმა გამოსვლაზე ვერ მოასწრო.

- მდააა... ვაწვებით, ვაწვებით, გოლი კი ჩვენ კარში გავიდა...

- აბა, "შიშით" გავიტანეთ და მაინც გვაწვებით?

- შენ თამაშს უყურე, უბრალოდ, გაგიმართლათ. არაფერია, ახლა გაგითანაბრებთ...

- სომხები უფრო ტექნიკურად და კომბინაციურად თამაშობენ.

- შემთხვევით გოლი გაიტანეთ, სომხეთი მაინც უკეთესი გუნდია და მოიგებს.

- კიდევ გავუშვით, ვინ არის ეს მეკარე?! ეჰ, რატომ არ გვყავს ბერეზოვსკი!

- ბუფონი გიშველიდათ?

- ბუფონი არა, ბერეზოვსკი ნამდვილად გვიშველიდა.

- 0:2! ერთხელაც არ გაგიმართლათ...

- რა ხდება, სომხეთის დამარცხება შესაძლებელი ყოფილა?

- სანამ არ გადახტებით, ჰოპ-ს ნუ დაიძახებთ!

- თამაშამდე თქვენ არ იძახდით ჰოპს?

- საქართველოს სახელებითაც უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს, რა არის გასაკვირი?

- სომხეთი საქართველოს ვერასდროს მოუგებს!

- ქართველებთან თამაში გაყიდეს!

- მომწონს ქართველების დაცვა, რაღა უნდა ვთქვათ, ყოჩაღ!

- 3:2 სომხეთო წინ!

- მაგრამ ჯერ 0:2-ია!

- ქართველებს კარგი მეკარე ჰყავთ.

- სომხეთი კარგად თამაშობს, მაგრამ ბოლო პასი გვაკლია. დაცვაშიც ხარვეზებია, ალბათ, ტრავმირებულთა გამო.

- ქართველებს მშვენიერი დაცვა ჰყავთ, მათ ვეღარ ვცნობ. ყოველთვის შემტევ ფეხბურთს აჩვენებდნენ, ახლა კი ცივსისხლიანი სკანდინავიელებივით თამაშობენ.

- სურვილის შემთხვევაში, ქართველებს ორ გოლს უპრობლემოდ გავუტანთ.

- პირველ ტაიმში სურვილი არ გქონდათ?

- მოგება მიზნად არც დაგვისახავს. თუმცა გათანაბრება სავსებით შეგვიძლია.

- ამოიჩემეთ, მეკარე არ გვყავსო. საქართველო გჯობნით და აღიარეთ.

- მოითმინე, ჯერ პირველი ტაიმი დასრულდა, მეორე წინაა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.

- შენ თამაშს უყურებ?

- ეეჰ, ქართველებს აშკარად უმართლებთ!

- პენალტი! გავიტანეთ! ასე რომ, გაიცანით ჩვენები!

- ყოჩაღ სომხებო, ასე გავაგრძელოთ ქართველებზე დაწოლა!

- ქართველებს "ფორაც" კი მივეცით, რომ ვაჩვენოთ, რუსებს როგორ მოვუგებთ!

- სომხეთი ბევრად უკეთ გამოიყურება!

- მომწონს, როგორც ვთამაშობთ სომხები, ანგარიში მნიშვნელოვანი არ არის, ყველა ხედავს, ვინ არის უკეთესი.

- ამ ნაკრებმა საქართველოს უნდა მოუგოს!

- ანგარიშის გარდა, ყველაფერში სამმაგი უპირატესობა გვაქვს!

- საქართველოს ნაკრებში მეორე ტაიმში თითქმის ყველა შეცვალეს, სომხებმა კი შემადგენლობა დატოვეს და ამიტომაც ვთამაშობთ უარესად.

- მორჩა, 1:2 წავაგეთ, ანგარიშის გარდა ყველაფერი მაკმაყოფილებს!

- ცალსახაა, რამდენიმე ლიდერის გარეშეც ქართველებზე ღირსეულად ვითამაშეთ. იურა მოვსისიანი რომ გვყოლოდა, აუცილებლად გაგიტანდით.

- ცუდი ნაკრები არ გყავთ, მაგრამ კლასი გაკლიათ. მხითარიანი კარგია, შეიძლება მასზე დაყრდნობა.

- ჩვენც ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ეს წაგების ახსნად არ გამოდგება. უბრალოდ, აღიარეთ, რომ გაჯობეთ!

- უპრობლემოდ ვაღიარებ, უბრალოდ, დასანანი წაგება იყო.

- ყველა რომ ყვიროდით, საქართველოს მოვუგებთო, ახლა ცხვირი რატომ ჩამოუშვით? გულს ნუ გაიტეხთ, რუსებთან თამაში გელით.

- არ ღირს ხასიათის გაფუჭება, ქართველების დაცვა მომეწონა, რაც უნდა იყოს, გუნდში კალაძე ჰყავთ. გილოცავთ ქართველებო!

- ქეცბაიას შედეგზე მეტად ტაქტიკის დახვეწა აინტერესებდა. მან შეგნებულად აირჩია "მეორე ნომრად" თამაში, რადგან ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება. ალბათ, 26 მარტს დაცვიდან ვითამაშებთ და გოლის გატანას კონტრშეტევებზე შევეცდებით. ქეცბაიამ ბევრი რეზერვისტიც გასინჯა.

სომხეთი კი, ყველაფრიდან გამომდინარე, შედეგზე თამაშობდა, რასაც მათი მცირე შეცვლები ადასტურებს. ჩემი აზრით, ეს უცნაურია, რადგან ამხანაგურში შედეგი მეორეხარისხოვანია.

ვფიქრობ, უფრო კარგად და სასარგებლოდ მატჩი ქეცბაიამ გამოიყენა. შედეგი მეორეხარისხოვანია, მაგრამ სასიამოვნოა, წაუგებელი სერია 9 მატჩამდე რომ გავაგრძელეთ.

- ბურთის ფლობის მაჩვენებელი სომხების უკეთეს თამაშზე არ მეტყველებს. ქეცბაია საქართველოს დაცვიდან ათამაშებს.

- წაგების მიუხედავად, სომხეთი კლასით და თამაშით ერთი თავით მაღლა იდგა. ყოჩაღ, ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო და ხალხი გვაკლდა.

- რატომ არ გინდათ წაგების აღიარება? ჩვენ ასათიანი, მარცვალაძე, დვალიშვილი და "შალკეს" 20 წლის წევრი ყენია გვაკლდა.

- ქართველებო, გილოცავთ გამარჯვებას!

- საქართველოს გაუმარჯოს!

mentalitet
წაგატანებ თუ მოვედი..
bb king
საღოლ მართლა ეგაა თორნიკე! რას ბლატაობენ ესენი ნახე რა! გეგონება ესენიც იყვნენ ფეხბურთის მამები. არც ერთს დაუხაზია და არც მეორეს ისე, მარა ჩვენ აშკარად ვაჯობეთ, პროსტა შეცვლების მერე აიჭრა გუნდი და ეგ ცუდია, არ გაამართლეს ზამენებმა. ღმერთო შენ დაგვიფარე ხორვატიისგან :D იმედია უკეთესად ვითამაშებთ!
ilia
სომხებს ჩვენთან მოგება უფრო უნდათ ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე გასვლა,ქეცბაიამ იმდენი ქნა მაგათთან, მოიგო და ფეხბურთელებიც ნახა საქმეში,ასე რომ 100პროცენტით გამოიყენა ეს თამაში,სომხებმა, ბაშიაჩუკის არ იყოს"ეხლა გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ"იმართლეთ თავი დაიყავით
japaneze
"ქართველები პანიკაში არიან! ჯერჯერობით თავს იცავენ", - ეს ფრაზა არის ტიპური მაგალითი იმისა, როგორ ელანდება მელას ის, რაც ესიზმრება. ძმებო სომხებო, თავი დაანებეთ ჩვენთან ჯიბრს, ვიცხოვროთ როგორც ძმებს შეშვენით და ბევრად ძლიერები ვიქნებით ჩვენც და თქვენც
Tornike
სომხეთის ფანები ამას მაგონებენ - "რა არიფულად დამარტყა და რა ვაჟკაცურად დავეციო" :) :)
Levanii
მსოფლიოში ყველაზე მეატდ რუსებს და სომხებს ვერ ვიტან:@:@:როგორ არ უდან აღიარონ რო წააგეს,თემომ სპეციალურად არ ათამაშა გუნდი მოგებაზე მას უფრო ტაქტიკა აინტერესებდა დაიმიტოამც ფლობდა ბურთს ამდენი ხანი სომხეთი,თქვენ კიდე მიუხედავა ყვეალფრისა მაინც ევრაფერი გვიქენით,ჯერ სად ხართ წინ რუსეთია,2ივე თამაში გადაგივლით
გლეხი
"ცავატანემ V გენაცვალე"- არ ვარგა "ტურები V ქართველები"- ჯობია
STaCy PeRaLTa
ნახე რას ბლატაობენ??? :D :D :D ფუი თქვენი ფეხბურთი... იმენა გაგებაში არ ხართ მეცოდებით რო რაღაც ილუზიები გაქვთ...
tiziano crudeli
აუ რა დღეში არიან როჯები : )) ამ დიალოგის ლინკი დადევით რა თუ შეიძლება : )) კიდე კაი მართლა არ წავაგეთ სომხეთის უაზრო გუნდთან : ))))
დიტო ძია
ხალხი გვაკლდაო ისე წერენ ეს ხაჩიკები , გეგონება ჩვენ , ყენია, ასათიანი , მარცვალაძე, გურული , მჭედლიძე , დვალიშვილი ფორმაში გვყავდნენ და არ გამოვიძახეთ. თქვენი თამაშის ხარისიკი კიდე ჩამოვკიდე ლურსმანზე
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა