ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სერია A: მზადება ცხელი ზაფხულისთვის

სერია A: მზადება ცხელი ზაფხულისთვის

რას ამბობენ "იუვენტუსის", "რომას" და "ინტერის" ბოსები
არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არიან საფეხბურთო ფუნქციონერები ისეთი ცნობილები, როგორც იტალიაში.

ინგლისში პიტერ კენიონი გვახსენდება, გერმანიაში ული ჰიონესი, ესპანეთში მხოლოდ "რეალის" და "ბარსელონას" მესვეურები შეგვიძლია ვახსენოთ, იტალიაში კი, ამ მხრივ, სულ სხვა ვითარებაა - იქ პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები, სპორტული თუ გენერალური დირექტორები მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან და ხშირად, პოპულარობით თვით ფეხბურთელებს აღემატებიან.

ლუჩანო მოჯი ნამდვილი ლეგენდაა, მის ეპოქაში კი იტალიურ კლუბებს გამორჩეული პერსონები მართავდნენ - სერჯო კრანიოტი (ლაციო), ვიტორიო ჩეკი გორი (ფიორენტინა), ფრანკო სენსი (რომა), კალისტო ტანცი (პარმა), მასიმო მორატი (ინტერი) და ასე შემდეგ...

დღეს ანდრეა ანიელია წინა პლანზე, მასთან ერთად კი ჯუზეპე მაროტა, რომლებიც "იუვენტუსს" წარმატებით მართავენ. მუდმივად ყურადღების ცენტრშია მაურიციო ძამპარინი "პალერმოდან", რომელმაც ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში 9-ჯერ შეცვალა მწვრთნელი.

"სამპდორიას" ჰყავს გადარეული პრეზიდენტი მასიმო ფერეროს სახით და არც სხვები არიან ჩრდილში - მაგალითად, აურელიო დე ლაურენტისი (ნაპოლი), კლაუდიო ლოტიტო (ლაციო), ჯეიმს პალოტა და ვალტერ საბატინი (რომა) და ა.შ.

რეალურად, სწორედ ეს ადამიანები ქმნიან იტალიურ საკლუბო ფეხბურთს და შესაბამისად, მუდმივად პრესის ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი. იტალიურ ფეხბურთს საუკეთესო დროება არ უდგას, წინ კი ზაფხული და სატრანსფერო ფანჯარაა. სწორედ ამ ადამიანებისგან უნდა გავიგოთ, რას გეგმავენ სერია A-ს ბინადრები და როგორი იქნება მომდევნო სეზონი.

"კორიერე დელო სპორტმა" კლუბების მესვეურებთან ბლიც-ინტერვიუები გააკეთა, რომლებსაც ქვემოთ იხილავთ, იქამდე კი გამცნობთ, რომ მიროსლავ კლოზემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს "ლაციოს" და შესაბამისად, იტალიას. სერია A-ს ბოლო ტურში, "ბიანკოჩელესტე" "ფიორენტინას" უმასპინძლებს, 38 წლის გერმანელი კი ქომაგებს დაემშვიდობება.

ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი)

- "იუვენტუსს" იტალიაში კონკურენტი არ ჰყავს და არის თუ არა ეს პრობლემა თვითონ ტურინული გრანდისთვის?

- "ნაპოლიმ" სარეკორდო რაოდენობის ქულა მოაგროვა და მთლიანობაში, ღირსეული კონკურენცია გაგვიწია. ვფიქრობ, რომ იტალიაში არის კონკურენცია. მე ყველაზე ბოლო ვარ, ვინც შეიძლება იდარდოს იმაზე, რომ "იუვენტუსი" ჩემპიონია. მოდი, ამ კითხვით სხვებს მიმართეთ...

- რა უნდა გააკეთონ სხვა კლუბებმა, რომ "იუვენტუსის" დონეზე ავიდნენ?

- ყველა კლუბს თავისი გზა და წარსულის გამოცდილება აქვს, წარმატების ფორმულა კი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ვერ გამოვდგები კონკურენტების მრჩევლად.

- მიიჩნევთ, რომ "იუვენტუსი" "ბარსელონას", "რეალის" და "ბაიერნის" დონის გუნდია?

- ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. მომდევნო სეზონში "იუვენტუსი" იქნება ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტურნირი მოვიგოთ. ამისთის საჭიროა არა გუნდის დასუსტება, არამედ გაძლიერება, რასაც ვაპირებთ კიდეც სატრანსფერო ფანჯრისას.

- კონკრეტულ გვარებს ხომ ვერ დაგვისახელებთ?

- მორატას საკითხი გასარკვევია, სხვა წამყვანი ფეხბურთელები კი დარჩებიან. რამდენიმე მოთამაშის გადმობირება გვსურს, თუმცა დღეს გვარებს ვერ დავასახელებ. მორჩეს სეზონი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ვალტერ საბატინი ("რომას" სპორტული დირექტორი)

- ამბობენ, რომ "რომას" ან რაჯა ნაინგოლანი დატოვებს, ანაც მირალემ პიანიჩი. მართალია?

- ჩვენი მიზანია, რომ დარჩეს როგორც ერთი, ისე მეორე ფეხბურთელი. ნაინგოლანი და პიანიჩი გუნდის ლიდერები არიან და მათთან განშორებას არ ვაპირებთ. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ის მილიონები, რომლებსაც ამ ფეხბურთელებში გვთავაზობენ. მნიშვნელოვანია, რა პოზიცია ექნებათ თავად მოთამაშეებს და ეს სეზონის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

- "რომას" სამიზნეში მუდმივად უცხოელი ფეხბურთელები არიან და რას ერჩით იტალიელებს?

- კლუბის სელექციონერებს დავალებული ჰქონდათ, რომ სერია D-დან სერია A-ს ჩათვლით მოეძებნათ ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელები, რომლებსაც დავაკვირდებით და გადმოვიბირებთ. მინდა აღვნიშნო, რომ მძიმე ვითარებაა, რადგან ასეთი ფეხბურთელები, პრაქტიკულად, არ არიან. ძალიან მომწონს ფედერიკო ბერნარდესკი, დომენიკო ბერარდი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე, მაგრამ მათზე ევროპული გრანდები ნადირობენ.

- სტეფან ელ შაარავი თუ მოგწონთ და გამოისყიდის თუ არა მას "რომა"?

- ელ შაარავი შესანიშნავად ირჯება და ვფიქრობ, რომ 13 მილიონი ევრო მისთვის დაბალი ფასია. "რომამ" უნდა გამოისყიდოს სტეფანი. ეს ჩემი პოზიციაა და დანარჩენს კლუბის დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს.

- არაერთი ფეხბურთელი გყავთ განათხოვრებული და რა ბედი ელით მათ?

- ხუან იტურბე აუცილებლად დაბრუნდება, ადემ ლიაიჩის საკითხი გასარკვევია, სეიდუ დუმბიას კი ვეცდებით, რომ ახალი გუნდი ვუპოვოთ, რადგან "ნიუკასლში" დარჩენა და ჩემპიონშიპში თამაში არ სურს.

- როგორც ჩანს, ტოტი დარჩება. გახარებთ ეს ამბავი?

- ერთი ხანობა, ვფიქრობდი, რომ ტოტის უნდა დაესრულებინა კარიერა, მაგრამ მისი ბოლო თამაშები საპირისპიროში მარწმუნებს. ფრანჩესკო გენიოსია და მას კიდევ უნდა მიეცეს ერთი წელი.

- ვისი დამატება გსურთ სატრანსფერო ფანჯრისას?

- მეჰდი ბენატიას დაბრუნება გვინდა, რასაც იმედია, მივაღწევთ. თუ ვოიცეხ შჩესნიმ დაგვტოვა, ალისონის გადმობირებას შევეცდებით, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ძირითადი მეკარეა. ჯერჯერობით, სხვას ვერაფერს გეტყვით.

- კევინ სტროტმანი თუ დარჩება გუნდში?

- აუცილებლად და მჯერა, რომ კევინი კიდევ მინიმუმ, 10 წელი იქნება "რომას" შემადგენლობაში. ნახევარდაცვაში სტროტმანი, პიანიჩი და ნაინგოლანი დიდებულ ტრიოს შექმნიან.

- თქვენ თუ იქნებით მომდევნო სეზონში "რომას" სპორტული დირექტორი?

- ეს საკითხი 1-ელ ივლისს გადაწყდება, იქამდე კი დუმილს ვამჯობინებ.

ხავიერ ძანეტი ("ინტერის" ვიცე-პრეზიდენტი)

- ამბობენ, რომ რობერტო მანჩინიმ კლუბს ულტიმატუმი წაუყენა და რამდენიმე ფეხბურთელის გადმობირებას ითხოვს. მართალია?

- მსგავსი არაფერი გამიგია და შესაბამისად, ამ ინფორმაციას უარვყოფ. სეზონის დასრულების შემდეგ მანჩინის შევხვდებით და ყველა საკითხს გავივლით. ჩვენი სურვილია, რომ რობერტომ გააგრძელოს დაწყებული საქმე.

- რა სჭირდება "ინტერს" იმისთვის, რომ "იუვენტუსს" დაეწიოს?

- დრო და თავდაუზოგავი შრომა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ "ინტერმა" უკეთესად ითამაშოს და შედეგი აუცილებლად გვექნება. "ნერაძური" მუდმივად უნდა იბრძოდეს სკუდეტოსთვის და თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაზე.

- რას იტყვით სატრანსფერო გეგმებზე?

- როგორც აღვნიშნე, სეზონის დასრულების შემდეგ მანჩინის შევხვდებით და რა თქმა უნდა, სატრანსფერო მიზნებზეც ვისაუბრებთ. ერთი ცხადია, ყველა წამყვანი ფეხბურთელი უნდა შევინარჩუნოთ.

- რამდენად იოლი იქნება ფეხბურთელების შენარჩუნება იმ ფონზე, რომ "ინტერი" კიდევ ერთხელ დარჩა ჩემპიონთა ლიგის მიღმა?

- არიან ფეხბურთელები, რომლებისთვისაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პრიორიტეტულია, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ "ინტერი" დიდი გუნდია ამბიციური პროექტით და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მალე დაბრუნდება. ჩვენ ერთად უნდა დავწეროთ ახალი ისტორია.

ანდრეა დელა ვალე ("ფიორენტინას" პრეზიდენტი)

- კმაყოფილი ხართ სეზონით?

- სეზონის პირველი ნახევრით ძალიან კმაყოფილი ვარ, შემდეგ კი დავთმეთ პოზიციები და გავიუარესეთ სატურნირო ვითარება. მთლიანობაში, შედეგი დამაკმაყოფილებელია, რადგან ევროპალიგის საგზური მოვიპოვეთ.

- პაულო სოუზა დარჩება მთავარი მწვრთნელის პოსტზე?

- სოუზასთვის ეს სადებიუტო სეზონი იყო და კარგად წარმოაჩინა თავი. ჩვენ გვსურს მასთან თანამშრომლობის გაგრძელება და ეს ასეც მოხდება.

- ამბობენ, რომ რამდენიმე იტალიელი ფეხბურთელის გადმობირება გსურთ...

- სალვატორე სირიგუ, გრაციანო პელე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იტალიელი ჩვენს სამიზნეში არიან, დანარჩენი კი ზაფხულში გამოჩნდება. გვსურს გუნდი გავაძლიეროთ, რადგან მომდევნო სეზონში სამ ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა.

- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ "ფიორენტინამ" უფრო მაღალი მიზნისთვის იბრძოლოს, მაგალითად, სკუდეტოსთვის?

- თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამისთვის ასეულობით მილიონი ევროს დახარჯვაა საჭირო, ცდებით. მთავარია სწორი საკადრო და სატრანსფერო პოლიტიკა. შეხედეთ "ლესტერს", რომელმაც მწირი რესურსით პრემიერლიგა მოიგო. ვფიქრობ, "ფიორენტინას" შესწევს ძალა, რომ საფეხბურთო მსოფლიო გააოცოს. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ფეხბურთელების დამატებას არ ვაპირებთ - ჩვენც ვემზადებით ცხელი ზაფხულისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია

ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...

[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"

"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]

"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]

"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

სატრანსფერო ციებ-ცხელება

კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]

"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის

"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია

[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს

[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო

ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა

ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის

[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა

"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ

"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?

"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს

სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]

"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს

ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს

"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა

8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]

"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი