ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

რუსებმა საევროპო განაცხადი შეავსეს

რუსებმა საევროპო განაცხადი შეავსეს

რუსეთის ნაკრებისთვის საევროპოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრი - ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი დასრულდა
კრასნოიარსკში დამთავრდა ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" პირველი ტურნირი - რუსეთის ნაკრებისთვის საევროპოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრი. საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ გაირკვა ევროპაზე წამსვლელთა შემადგენლობა - იქ ჩემპიონები იჭიდავებენ (თუმცა ერთი-ორგან ცვლილებაცაა მოსალოდნელი). კრასნოიარსკში ყველა წონაში რუსებმა იმარჯვეს: ჯამალ ოთარსულთანოვი (55), ოპან სატი (60), ადამ ბატიროვი (66), საბა ხუბეჟტი (74), ანზორ ურიშევი (84), შამილ ახმედოვი (96) და ბახტიარ ახმედოვი (120, აბსოლუტური). ხუბეჟტის გარდა, ამათგან ყველა საკმაოდ გამოცდილი და ტიტულოვანია.

იარიგინის ტურნირში 55 ნაკრები გამოდიოდა, ამაზე ბევრად მეტი მონაწილე კი ბოლო წლებში მსოფლიოს პირველობაზეც ძლივს გროვდება. წამყვანი ქვეყნებიდან თითქმის ყველა ჩავიდა კრასნოიარსკში - აშშ, იაპონია, მონღოლეთი, ირანი, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ძლიერთაგან მხოლოდ აზერბაიჯანი და კუბა არ იყვნენ.

ძმები და საქართველო

ადამ ბატიროვი ამჯერად ასცდა ძმასთან დაპირისპირებას - მავლეტი არ გამოსულა იარიგინზე, მაგრამ ეს აუცილებლად მოუწევს მსოფლიოს პირველობისთვის მთავარ შესარჩევ ტურნირზე - რუსეთის ჩემპიონატზე. მავლეტ ბატიროვი მესამე ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად ემზადება და გზად რომ არავის დაინდობს, თქმაც არ გჭირდებათ, კრასნოიარსკში კი ძმათა ფინალს ცოტა დააკლდა.

ძმების აშკარად ქართულმა სახელებმა საქართველოსთან მათი კავშირი იმთავითვე გვაფიქრებინა, მაგრამ აქაურ მწვრთნელებში მათთან დაკავშირებული არავინ აღმოჩნდა. ეჭვი კიდევ უფრო გაგვიძლიერა ოსურ სპორტულ ფორუმზე გამოქვეყნებულმა დედის - ნონა ხუბეჟტის მცირე კომენტარმა, სადაც იმაზე საუბრობს, თუ რა ძნელია ერთმანეთის კონკურენტად ქცეული შვილების ქომაგობა. საბოლოოდ მეგობრების (ამისთვის დიდი მადლობა მათ) და იგივე რუსულ-ოსური საიტების დახმარებით დავადგინეთ, რომ ძმები მართლაც თბილისში დაბადებულან, დედა გვარად ბაგაურია, მამა კი ახმეტის რაიონის ოსურ სოფელ ფიჩხოვანიდანაა წასული ბავშვთა იმ გახმაურებული ტრაგედიით ცნობილ ბესლანში.

ძმები დღესაც ერთად ვარჯიშობენ ვლადიკავკაზში, ვიაჩესლავ ბაგაევთან. მწვრთნელმა სავსებით ლოგიკური უწოდა კახას გადაწყვეტილებას, ძმისთვის უბრძოლველად დაეთმო გამარჯვება, თუმცა ფინალამდე უფრო რთული გზა კახამ გაიარა - ბულგარელი ოლიმპიური პრიზიორი კირილ ტერზიევი დაამარცხა.

ნუცალხანოვის მაგალითი ქართველებისთვის

ზემოხსენებულმა ადამ ბატიროვმა თავისი გამარჯვება მთლიანად ახალ მწვრთნელს - სალიმ ნუცალხანოვს დაუკავშირა, რომელთანაც ორი თვის წინ დაიწყო ვარჯიში. ამ ცნობილმა მწვრთნელმა სახელი ხასავიურტში შამილ უმახანოვის დარბაზში მუშაობით გაითქვა, სადაც იგივე მავლეტ ბატიროვი, სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი ბილიალ მახოვი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი მახაჩ მურთაზალიევი და არაერთი ცნობილი ფალავანი გამოზარდა. ის ძირითადად ფიზმომზადების სპეციალისტადაა ცნობილი და ადამ ბატიროვი ახლანდელ წარმატებასაც ამ კომპონენტის გაუმჯობესებით ხსნის.

საყურადღებოა, რომ ნუცალხანოვის სავარჯიშო გეგმას მიაწერა თავისი მესამე ოლიმპიური ოქრო ჩეჩენმა ბუვაისა საიტიევმაც (74). მაშინ ეს სპეციალისტი ხასავიურტიდან საგანგებოდ გადაიყვანეს კრასნოიარსკში საიტიევის მწვრთნელად ფიზმომზადების დარგში, სხვა მხრივ კი ჩეჩენს კვლავაც დიმიტრი მინდიაშვილი ავარჯიშებდა. თუმცა ამჯერად ნუცალხანოვი არა ფიზმომზადების (სადაც სამართალია, ქართველებს სადღეისოდ სწორედ ამაში გვიჭირს ყველაზე მეტად), არამედ სულ სხვა კუთხით გვაინტერესებს.

აი, რა თქვა მის შესახებ ადამ ბატიროვმა: "წლების განმავლობაში მაწუხებდა თიაქარი, წელი საშინლად მტკიოდა. გერმანიაშიც კი ვაპირებდი საოპერაციოდ წასვლას, მაგრამ ნუცალხანოვმა ფიზმომზადების საგანგებო პროგრამა შემიდგინა. შედეგად, ორ კვირაში წელის ტკივილმა გამიარა." ვერ გეტყვით, თიაქარის ამგვარად მორჩენა რამდენადაა შესაძლებელი, მაგრამ ეტყობა, მწვრთნელი მედიცინაშიც კარგად ერკვევა, ამაში კი კიდევ უფრო გვშურს მისი.

სამედიცინო საქმე იმდენად სპეციფიკურია, ყველას ვერ მოსთხოვ მის საფუძვლიან ცოდნას, მაგრამ დასამალი არაა, ქართველი მწვრთნელები (ეს მხოლოდ მოჭიდავეებს არ ეხებათ) უმეტესად ვერ ერკვევიან ძალიან მარტივ რამეებშიც კი. არადა, სამწვრთნელო პროცესი მხოლოდ ლეიბზე ვარჯიში არაა. თან კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - ნუცალხანოვი ბატიროვს მხოლოდ ორი თვეა, რაც ავარჯიშებს, ამ პერიოდში კი კიდეც უექიმა და წარმატებაც მოაპოვებინა.

კვარცხლბეკი

55 კგ. 1. ჯამალ ოთარსულთანოვი, 2. ალექსანდრ ბოგომაევი, 3. რუსტამ ამპარი (სამივე - რუსეთი), იუმოტო შინიჩი (იაპონია).

60 კგ. 1. ოპან სატი, 2. რასულ მურთაზალიევი, 3. ახმედ ჩაკაევი, ასლან დოხოვი (ყველა - რუსეთი).

66 კგ. 1. ადამ ბატიროვი (რუსეთი), 2. ტაცუხირო იუნიცუ (იაპონია), 3. ისრაილ კასუმოვი, მაგომედმურად გაჯიევი (რუსეთი).

74 კგ. 1. საბა ხუბეჟტი (რუსეთი), 2. კახა ხუბეჟტი (სლოვაკეთი), 3. მუსლიმ დადაევი, ზამირ ამპაჟევი (რუსეთი).

84 კგ. 1. ანზორ ურიშევი, 2. ალბერტ სარიტოვი, 3. სოსლან კცოევი, აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი).

96 კგ. 1. შამილ ახმედოვი, 2. ვლადისლავ ბაიცაევი, 3. გიორგი კეტოევი, იური ბელონოვსკი (რუსეთი).

120 კგ. 1. ბახტიარ ახმედოვი, 2. ბარსაგ კესაევი, 3. ალან ცარიკაევი (რუსეთი), ტრაველ დლაგნევი (აშშ).

აბსოლუტური. 1. ბახტიარ ახმედოვი, 2. შამილ ახმედოვი, ბარსაგ კესაევი, ვლადისლავ ბაიცაევი (რუსეთი).

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა