ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთის განვითარების ფონდი 200 000-ლარიანი ავტობუსის შესაძენად არ შექმნილა

ფეხბურთის განვითარების ფონდი 200 000-ლარიანი ავტობუსის შესაძენად არ შექმნილა

ზაზა დოლიძე: "როცა წაგებული თამაშისთვის პრემიას ითხოვენ, როგორ შეიძლება, ეს დააკმაყოფილო?!"
გულშემატკივრები და საფეხბურთო სამყაროს უდიდესი ნაწილი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ამოქმედებას დიდი იმედით ელოდნენ, მაგრამ დაიწყო ფონდმა საქმიანობა და ბევრი გაუგებრობა წარმოიშვა. ალბათ, იმიტომ, რომ ახალი სტრუქტურაა და ბევრმა გაუთვალისწინებელმა პრობლემამ თუ საკითხმა იჩინა თავი.

ფონდის ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე "ლელოს" კითხვებს პასუხობს...

- ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა თანხა დაერიცხათ რეგიონული ლიგის კლუბებს. ამის შესახებ ბევრი გვიკავშირდებოდა...

- დაფინანსების პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო, რომ რეგიონული ლიგების კლუბებისთვის დაგვერიცხა ის სახსრები, რასაც ისინი პირველ წრეში ხარჯავდნენ. მათი უმრავლესობა ფულს სტადიონის იჯარასა და ტრანსპორტირებას ახმარდა. მაგრამ ფეხბურთის განვითარების ფონდის ამოქმედების შესახებ რომ შეიტყვეს, ბევრმა იფიქრა, რომ დარიცხულ სახსრებს ხელფას-პრემიებში გასცემდნენ და ხარჯებს გაზრდიდნენ. ამის საშუალება ჩვენ არ მივეცით. ეს არის ყველაფრის მიზეზი.

- მეორე ლიგაში არიან კლუბები, რომელთაც 400-ათასიანი ბიუჯეტები ჰქონდათ, ფონდი კი მათ 50 ათასს ურიცხავს. ამას რით ახსნით?

- 50 ათასს მხოლოდ ნახევარ წელზე ვურიცხავთ და ფული გარდამავალი ჩემპიონატისთვის კიდევ დაემატებათ. მეორე ლიგა პროფესიული ლიგა არ არის და იშვიათი გამონაკლისების გარდა, სახელფასო ბიუჯეტები არ არსებობს. ხარჯებს კი ნამდვილად ვუსტუმრებთ.

- კითხვები "ცხინვალსაც" ჰქონდა. მართალია, თითქოს კლუბს მხოლოდ 14 ათასამდე ლარი დაურიცხეთ?

- აქ რაღაც გაუგებრობაა. ფეხბურთის ფედერაციის მიერ შედგენილი ლიმიტით, მეორე წრეში უმაღლესი ლიგის კლუბებს მაქსიმუმ 800 ათასი ლარი უნდა მიეღოთ. ანუ ადგილობრივი ბიუჯეტებისა და ერთიანი ფონდის მიერ დაფინანსებებს ამ თანხისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა.

ჩვენ თანხების დარიცხვა მარტიდან დავიწყეთ და ამ დროისთვის "ცხინვალს" სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი ჰქონდა მიღებული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კლუბმა ეს სახსრები იანვარ-თებერვალში დახარჯა - ეს ფული ძველი დავალიანებებისა და ბანკების კრედიტების დასაფარად გამოიყენა. მაგრამ "ცხინვალმა" უმაღლესი ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ლიცენზიაც მიიღო და ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, გარდამავალ ეტაპზე გასაცემი 600 ათასი ლარიდან კლუბისთვის ნაწილი ახლა დაერიცხა.

- საერთოდ, კლუბებში ფულის სწორად ხარჯვა პრობლემაა?

- სამწუხაროდ, პრობლემაა. როცა დაფინანსებაში ერთიანი ფონდი ჩაერთო, კლუბებს გაწერილი ჰქონდათ ადმინისტრაციის, თანამშრომელთა და მოთამაშეთა ხელფასები და შესყიდვები.

მაგრამ ახალი სეზონიდან ბიუჯეტებსა და შესყიდვებს ჩვენთან შეათანხმებენ. ერთიანი შესყიდვების სისტემაც ამოქმედდება და ნახავთ, ეს რამხელა ეკონომიას მოგვცემს. ამავე დროს, საშტატო ერთეულები და სახელფასო ფონდები რეკომენდებული იქნება და ეს მიმართულებები დარეგულირდება. მერე აღარ იქნება იმის პრობლემა, რომ ბიუჯეტები წლის ბოლომდე არ ეყოთ, დავალიანებები დარჩეთ და ასე შემდეგ...

- ერთიანი შესყიდვები საინტერესო თემაა...

- ფონდი გამოაცხადებს ერთიან შესყიდვებს - მაგალითად, ფორმებზე, ბურთებზე, მოსამზადებელ ეტაპზე სასტუმროების დაქირავებაზე. მერე ყველა დაინტერესებულ კომპანიას თუ სასტუმროს მოიწვევს და გამარჯვებულს ტენდერში გამოავლენს. რა თქმა უნდა, ასე ყველა პროდუქტი თუ სერვისი ბევრად იაფი დაჯდება. სად ერთი კლუბი რომ იყიდის და სად - 10!

რადიკალურად განსხვავებული იქნება ფასები, ხარისხი და მიწოდების პირობები. მაგალითად, ბურთების შესყიდვა ავიღოთ: ჯერ კლუბები შეჯერდებიან, რომელი ბურთით თამაში ურჩევნიათ და მის მომწოდებლებზე ტენდერს ჩავატარებთ. ჯამში, სახელმწიფო სახსრები ეკონომიურად დაიხარჯება.

- ფასის გამო, კლუბებმა იაფი და უხარისხო ბურთების შესყიდვა რომ მოითხოვონ?

- ასე არ გამოვა. კრიტერიუმი იქნება ხარისხი!

- ხომ შეიძლება, ასე სპონსორიც მოიზიდოთ?

- რა თქმა უნდა და ამის პრეცედენტიც იყო. ეს სარეკლამო თემაა. იმავეს ვიტყვი ფორმებზეც. ბევრი კომპანია დაგვთანხმდება, საბითუმო შესყიდვის შემთხვევაში, ფასები რადიკალურად შეამციროს და სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმოს. ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ.

- საერთოდ, იდეალური პროგრამა არ არსებობს და ცხოვრება მასში შესწორებების შეტანას გვაიძულებს. ფეხბურთის განვითარების ფონდის ამოქმედების შემდეგ რა ცვლილებების აუცილებლობა დაინახეთ?

- გეთანხმებით, პროგრამის იდეალურად გაწერა წარმოუდგენელია. ახლა საწყის ეტაპზე ვართ, ცხოვრება კი ამა თუ იმ ცვლილების აუცილებლობას გვიჩვენებს. რეალური დაგეგმარება ზაფხულიდან დაიწყება.

მაგრამ კლუბს ვერ მივცემთ იმის უფლებას, შეკრებაზე 50 კაცი წაიყვანოს, 70 ლარის ნაცვლად, თითო მოთამაშეზე 150 ლარი იხადოს და საერთო ხარჯი 120 ათას ლარამდე გაზარდოს. ფედერაციას ვთხოვთ, რომ შეკრებაზე წასასვლელი მოთამაშეების რეკომენდებული რაოდენობა გვითხრას. ვერც 200-ათასლარიანი ავტობუსის შეძენისა და მთელი ბიუჯეტის ხელფას-პრემიებში დახარჯვის უფლებას მივცემთ. მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც არ ვეტყვით, რომ ფეხბურთელს 1 000 ლარზე მეტი არ გადაუხადონ.

ივნისში ყველა ხარვეზს დავაჯამებთ და არალოგიკურსა და უაზროს არაფერს მოვითხოვთ. ფეხბურთის განვითარების ფონდი იმიტომ არ შექმნილა, რომ ფული ფეხბურთს არ მოხმარდეს; პირიქით, ფონდი იმიტომ არსებობს, რომ ფული ეფექტურად დაიხარჯოს.

- ფაქტია, რომ უკმაყოფილება მაინც ისმის...

- იმიტომ, რომ ამ მცირე პერიოდში ბევრი კლუბის ბიუჯეტში გაუგებარი ციფრები დაფიქსირდა. საერთოდ, გამოჩნდა, რომ კლუბებს უფრო კვალიფიციური მმართველები სჭირდებათ, მათ შორის - ფინანსური მიმართულებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უკვე იყო არარაციონალური ხარჯვის მცდელობები. მაგალითად, მოითხოვეს ოფისისთვის 3 500 ლარად ღირებული კომპიუტერი, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. ვისაც კომპიუტერი სჭირდება, შევუძენთ, მაგრამ არა - ამ ფასად. 700-ლარიანი კომპიუტერებიც სავსებით საკმარისია.

როცა წაგებული თამაშისთვის პრემიას ითხოვენ, როგორ შეიძლება, ეს დააკმაყოფილო?! უარს რომ ვამბობთ, ამის გამო უკმაყოფილება ჩნდება. მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის.

- სამოყვარულო ლიგის დაფინანსება რატომ გადაწყვიტეთ?

- რაღაც პერიოდში, ფეხბურთს ხალხმა ზურგი აქცია და ეს არის საშუალება, რომ ფეხბურთის მასობრიობა და პოპულარობა გავზარდოთ.

- ერთიან პროგრამაში ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის. ამის გარეშე კი ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია...

- მთავრობის დადგენილებაში წერია, ეს 265 მილიონი ლარი რაში უნდა დაიხარჯოს. პირველი - კლუბების საბაზისო დაფინანსებაა. კლუბებისა და კონკურენტუნარიანი ლიგის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. ამას გარდა, პრიორიტეტულია ბავშვთა და სამოყვარულო ფეხბურთი, ფუტსალი...

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ის ძალაში 2017 წლიდან შევა და ყოველ წელს 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ჯამში კი, სპორტული ობიექტების რეაბილიტაციას 40 მილიონ ლარამდე მოხმარდება. ასე რომ, ეს საკითხი იგნორირებული ნამდვილად არაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Davit

მაგ ფონდიდან დევიძეს მკურნალობის თანნხა გადარიცხეთ. ეს ერთოი კარგი საქმე მიანც დაგრჩებათ გაკეთებული. სხვა ბლეფია ყველაფერი აღდგომადა ხვალეოო. მალე გავა ერთი წელი და იგივე ჭაობში იქნება, ფეხბურთიც, ფედერაციაც, ეს ფონდიც, ფეხბურთელებიც და მაყურებლებიც. აი ფონდიდან ნაჭამ-ნასვამები კი იქნებიან დამაძღარები.

• nikolozi

დოლიძევ კობიაშვილო მუჯირო ხეჩიკაშვილო და კიდევ სხვანნო,,ეს არის თქვენი ფეხბურთის განვითარება?დოლიძეს რა უნდა ფეხბურთში მაგას თოხი არ უნდა გააგდებინო ხელიდან..სირცხვილია რასაც თქვენ აკეთებთ და მოგეკითხებათ პასუხი.არველაძეები როგორ უნდა გაგვიხდეს სანატრელი

• erihaa

მე-2 ლიოგის გუნდი არ უნდა იყოს პროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ანუ მოყვარულები უნდა თამაშობდნენ, ზოგი სტუდენტი იქნება, ზოგი სკოლის მოწაფე, ზოგი ფერმერი და ა.შ. ასე რომ მაგათვის 500 ლარი ნორმალური ხელფასია. პროფესიონალები უნდა იყვნენ უმაღლეს ლიგაში. ეხლა მეტყვით მაგათაც დაბალი ხელფასი აქვთო. ითამაშოს, მოიზიდოს ხალხი და ფულიც ექნებათ. მაგალითად ქუთაისელმა(ზუგდიდელმა, ბათუმელმა და ა.შ. რომ ნახოს მისი გუნდი თავს იკლავს, აუცილებლად ივლის სტადიონზე, ბევრი სამ ლარსაც გადაიხდის რომ შევიდეს. 3000 გაყიდული ბილეთმა 9000 რომ მოგცეს, უკვე ფულია. სადაც 9000 კაცია იქ რეკლამაც არის, და წვრილმანი ვაჭრობაც. ადმინისტრატორი თუ არ ჩაიდებს ფულს ჯიბეში 9 ათასს იქედანაც ამოიღებ.

• kote

კი მაგრამ მეორე ლიგა თუ სამოყვარულოა, ხელფასებს და პრემიებს ყველა კლუბი რატომ არიგებდა? სამოყვარულო კლუბის ფეხბურთელი ხელფასს რა პონტში უნდა იღებდეს საერთოდ?

• Eric cantona

ნებისმიერი ლიგის ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელი თუ ოფიციალურად იღებდა ხელფასს და პრემიას, იხდიდა მასთან დაკავშირებულ გადასახადებს, რასაკვირველია უნდა მიეცეთ მათ კუთვნილი, მაგრამ თუ უბრალოდ 50-100 და თუნდაც 500 ლარს აძლვდა და ეს არსად იყო დაფიქსირებული მაშინ "აძლევდა" გრამაფონშია. რაც შეეხება გუნდების დაფინასებას, 50000 ლარით დავაფინანსოთ მე*2 ლიგის გუნდებიო ამას ფონდი ვერ იტყოდა. ეს პროგრამა დაიწერა და დამტკიცდა სახელმწიფოს მიერ და დასაფინანსებელი თანხებიც ლიგების მიხედვით მათვე განსაზღვრეს რასაც მთელი საფებურთო სამყარო სიხარულით შეხვდა და კარგად იცოდნენ რა ოდენობის დაფინანსებას მიიღებდნენ, ხოლო ფონდს დაევალა ამ თანხების ადმინისტრირება და კლუბების ხარჯების მონიტორინგი და სამი ადამინი თუ უძღვება ამხელა ფონდს და ამდენი გუნდის ადმინისტრირებას ყოჩაღ მათ.

• უცნობი

ბატონი ზაზა ცდილობს,როგორმე ფონდის შექმნა გაამართლოს.არადა,მისი ყველა სიტყვა ტყუილია.არც ერთ გუნდს არ მოუთხოვია წაგებულ თამაშებზე პრემია.მოგებულ თამაშებზე კი რატომ არ აძლევს,ამაზე გვიპასუხოს.მეორე ლიგის გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა 100 ლარს აძლევდა ძირითადის ფეხბურთელს მოგებაზე,50-ს-სათადარიგოს და მათ ამის უფლება არ მისცა.ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებელი მაგრად დახვდა და მათ ფული ვერ აახია.გაგვაგებინოს,კანონი ყველასთვის ერთი არის თუ არა.ახლა 50000 ლარზე ვისაუბროთ.გუნდში 20 ფეხბურთელი მაინც უნდა იყოს.საშუალო ხელფასი ავღოთ 500ლარი.ეს 10000 ლარია.დავამატოთ მთავარი მწვრთნელი,მწვრთნელი,მეკარეების მწვრთნელი,ექიმი,ადმინისტრატორი-ეს 2500 ლარია,სულ 12500ლარი(ეს მინიმუმის მინიმუმია). 6 თვეში 75000 ლარია.დავუმატოთ კვება,ტრანსპორტირება,შესატანი თანხა და სხვა ხარჯები,მინიმუმის მინიმუმი-90000 ლარია.აგვიხსნას ბატონმა ზაზამ,50000ლარი როგორ უნდა ვაკმაროთ?ალბათ იტყვის,500ლარი ხელფასი ბევრიაო.არადა გვითხრას,თვითონ მას და მის მოადგილეებს ხელფასი რამდენი აქვთ.გაგიჟდებით ალბათ და არ დაიჯერებთ,ამ რიცხვებს რომ გაიგებთ.უზარმაზარი ხელფასი აქვს მარტო ამ სამ ადამიანს.ზაზა დოლიძე ნუ ცდილობს,ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროს.ყრუობის პერიოდი დამთავრდა და მათ ვერც დემაგოგობა უშველით.საქართველოში 4 გუნდზე მეტი (ალბათ,მიხვდებით რომლებიც)არ არის კმაყოფილი ფონდის საქმიანობით.დასაწერი და სათქმელი კიდევ ბევრია,მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს იყოს. საიტის ხელმძღვანელობას! მეორე დღეა უშედეგოდ ვცდილობ ამ კომენტარის გამოქვეყნებას.რატომ ბლოკავთ?ეს არის თქვენი სამართლიანობა?

• otari

კველაზე კარგი გამოსვალი საერთოდ დაიხუროს პეხბურტის ფედერაცია ვაპსჰე აგარ გვინდა ის ფული რაც იხარჯება სხვა საქმეს მოხმარდეს

• ავთო კობერიძე

მაღალი კლასის ფეხბურთელის "მასალას" ბავშვობაშივე "ვწურავთ". თუ 12 წლამდე ასაკის ბავშვების მომზადებაში მიდგომები არ შეიცვალა,ფეხბურთი მუდმივად" სხვისი" ხელისშემყურე იქნება. ... არ შეიძლება ფეხბურთმა გულშემატკივარ-მაყურებლის გარეშე "იცხოვროს". სრული უაზრობაა ფეხბურთი და სტადიონი მაყურებლის გარეშე. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვჭირდება, რასაც ჩვენს პირობებს და ხასიათს მორგებული მეთოდიკა სჭირდება ...

• dave

ცოტნე დადიანს - ყველა სახელმწიფო დაფინანსებაზე არსებული კლუბის მენეჯმენტშიც უნდა ჩაერიონ და უნდა შეცვალონ კუიდეც.. რა ეტყობათ ეხლა კლუბებს "დამენჯემნტებულის" ? :) ამდენი წელი რომ კარგად ამენჯმენტებდნენ იმიტომ ვართ ამ დღეში. ეს 265 მილიონი არის ხუთი წლის პროგრამა და მასში გათვალისწინებულია როგორც საკლუბი დაფინანსება, ასევე 2017 წლიდან სტადიონების მშენებლობა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, რომელიც პრიორიტეტული. ამ კაცის უნტერვიუდან ზუსტად მაგ დასკვნა გამოვიტანე რომ თხოვს კლუბებს მოაწყონ ნორმალური ინფრასტრუქტურა და არ გაფალნგონ ფული მხოლოდ ხელფასებში და კვლავლ განაგრძონ თამაში ყანებში და ნაბოსტნარებში :)

• ცოტნე დადიანი

რაც არ უნდა ალალმართალი და ქართული ფეხბურთის ქომაგობით გულდათუთქული ადამიანების ხელში იყოს ეს ფონდი და მისი პარტნიორი ფედერაცია, სისტემა ისეა შექმნილი, რომ ფულის სათეთრებელი და საკეთებელი მეგა-პროექტია აშკარად საბჭოურ-კომუნისტური ელფერით. გეგონება კოლმეურნეობების პირველობა იყოს საქართველოს ჩემპიონატი. კლუბების მენეჯმენტში ასეთი უხეში ჩარევა, ამ სფეროს ასეთი მონოპოლიზირება როგორ შეიძლება? ამ 265 მილიონით გამოგეცხადებინათ კლუბებისთვის ტენდერი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების საუკეთესო პროექტებზე და გამარჯვებულები (მეტადრე რეგიონების წარმომადგენლები) დაგეფინანსებინათ მონიტორინგული პირობებით. თანხის მეორე ნაწილი კი მთლიანად ინფრასტრუქტურულ პროექტებში უნდა დაგეხარჯათ. გაგემრავლებინათ სათამაშო მოედნები ქალაქებსა და სოფლებში, აგეგოთ საშხაპეებითა და სხვა ელემენტარული სავარჯიშო და სათამაშო პირობებით უზრუნველყოფილი მცირე სტადიონები რაიონულ ცენტრებში. აკადემიები და სტადიონები დარჩებოდა და ქართულ ფეხბურთს უსათუოდ წაადგებოდა, თქვენი მიდგომებით კი დარჩება მხოლოდ ქარს (უფრო ზუსტად ვიღაც-ვიღაცეების მადასა და ამბიციებს) გატანებული შანსი ქართული ფეხბურთისთვის ძველი დიდების დაბრუნებისა...

• dave

გულშემატკივართა უმრავლესობა როგროც ვატყობ გაურკვევლობაშია ამ თახებთან დაკავშირებით და მოკლე ახსნას გავაკეთებ... ეს ფული მაინც იხარჯებოდა, არავის არ გამოუყვია ეს ტანხა ეხლა.. რამოდენიმე მილიონი წელიწადში ისედაც იხარჯებოდა თვითონ მუნიციპალიტეტებიდან და ღმერთმა უწყის რაში ხაჯავდნენ ფულს, ყოველ შემთხვევაში ამ ხნის განმავლობაში რომ ფეცბურთი წინ არ წასულა თვალნათელია. ეს ფონდი იმიტომ შეიქმნა რომ მოხდეს თანხების მობილიზება და თანხა დაიხარჯოს რაციონალურად და სწორი მიმართულებით. სულ 2 თვეა რაც ფონდი დაარსდა და რა შედეგებს თხოვთ ? :) მაგრამ ბევრს რომ აეწვა, ეს უკვე იმის მანიშნებელია რომ სწორედ უდგებიან საკითხს და ფულის გაფლანგვის საშუალებას არ აძლევენ. მადლობთ ყურადღებისათვის :)

• giorgi

40 მლნ ლარი ინფრასტრუქტურისტვის ძალიან ცოტტაა.ძალიან

• xxx

სიცრუეა, სამხრეთ ოსეთი ვისია? რას ბოდიალობს ეს ბიჭი? ან გაგრა სადაა? ფეხბურთზე ნუ ილაპარაკებთ ის მხოლოდ ფულის გათეთრებას ემსახურებააააააააააა...

• kote

კომუნიზმს მაგონებს ამ ფონდის მიდგომა. ეს "კონტროლი" უაზროდ აკვიატებული თემაა - იმის ნაცვლად, რომ კლუბებმა ეფექტურად ხარჯვაზე იზრუნონ, მეტი ფულის დახარჯვაში (ფონდისგან გამოძალვაში) მიდის შეჯიბრი. ეფექტურად კი მხოლოდ ის კლუბები დახარჯავენ, რომლებიც კერძო იქნება. სახელმწიფო კლუბებში გადაყრილი ფული წყალში გადაყრილი ფულია!!!

• Davit

სხვისი არ ვიცი მარა პირველივე დღეებიდან ვამბობ რომ არაფრის მომცემია ამდაგვარად ფულის ხარჯვა. თუ აძლევ ფულს დახარჯონ ისე როგორც უნდათ,. თუ არა მაგის კონტროლს კიდევ დამატებით ფული დაჭირდება. სამწუხაროდ არაფერში ვყრით ფულს. შედეგი იქნება ნული და ამაში გარდა იმისა რომ ფედერაცია და ის ხალხი იქნება დამნაშავე ვინც ეს ფული ამადგვარად გამოყო ფეხბურთისთვის არამედ გულშემატკივრები რომლებიც ამ სატყუარას ყლაპავს. უნდა მოვთხოვოთ აკრძალონ სახელმწიფო კლუბები. საპრიზო ფონდში გადაიტანონ ყველა თანხა და. დაავალონ კლუბებს უფასოდ ავარჯიშონ ბავშვები.. დანარჩენი მოგებულ ფულს რაში დახარჯავენ ეს მათი საქმეა. გაანებეთ ამ აფირისტულად ფულის ხარჯვას თავი ღმერთი არ გწამთ?

• zaza

ვიღაცეები მეტ ხელფასს აიღებენ საქმეში, ვიღაცეები უსაქმურობაში, ვიღაცეები გამდიდრდებიან ხოლო ფეხბურთს არაფერი შეემატება დამატებითი დაგნარის გარდა - იმას რატო ამდენი?, მე რატომ იმდენი?... კოჭებში ეტყობათ...

• Levani

ეს პროგრამა გიგეთ არ ა არის იმისთვის, რომ ყველა კლუბს ყველა ხარჯი დაუფაროს, ეს უბრალოდ ბიძგი და ხელის წაშველებაა. მე პირადად ამის წინააგმდეგიც ვა, მიუხედავად ფეხბურთის სიყვარულისა. იმსახურებს კი ქართული ფეხბურთი ბიუჯეტიდან ასეთ დაფინანსებას? რატომ? რისი გულისთვის? მე ჩმი ხელფასის 20 პროცენტი ამაში მენანება

მაგარი უტავმოყვარე კაცია

• tores

1000 ლარზე ცოტა მეტი ხელფასით შენ კობიაშვილმა და მუჯირმა ითამაშეთ Fეხბურთი და ჩვენ გიყურებთ.

• romulo

დაუშვად და ნაიკის ყიდვა მინდა და არა ზალერის . ჯამში გამგებლებს აახიეს ფარა და თვითონ ჩაიგდეს ჯიბეში. არაფერიც არ შეცვლილა ავტობუსი რატომ არ უნდა ვიყიდო ? მაქვს ბიუჯეტი და მინდა

• luizao

ერთიანი შესყიდვა რა დოზანაა ? მე-2 ლიგა არაა პროფესიონალური მაგას როგორ ამბობ ? ესაა მიდგომა ?

• გულშემატკივარი

qomagi-ს ფონდის პოზიციის დაცვამდე გარკვეული უნდა ვიყოთ იმაში რომ თბილისის დინამო და საბურთალო კერძო კლუბებია და საერთოდ არ ადარდებთ ფონდის ერთიანი შესყიდვები... იმავე საბურთალომ შეიძლება იქეთ აყიდინოს ყველას "სალერი"-ს ეკიპირება სწორედ ფონდის ერთანი შეყიდვით )))

• qomagi

ალბათ ჯობია ფეხბურთელმა ფეხბურთი ითამაშოს და შესყიდვებისა და მენეჯმენტის საკითხები კომპეტენტურმა ადამინება აკეთონ. ფორმის გაერთიანებული შესყიდვის შემდეგ გამოვლინდება ფასი, რასაც ფონდი გადაიხდის ეკიპირების შესაძენად. თუ დინამოს ადიდასთან აქვს კონტრაქტი და საბურთალოს სალერთან, მათ მოუწევთ განსხვავების თავად დამატება. სასტუმროსა და სხვა დანარცენის ერთიან შესყიდვაშიც კორუფციის უფრო ნაკლები შანსია ვიდრე უკონტროლოდ მიშვებული აქამდე არსებული სქემა. სულ ორი თვეა რაც დაიწყო ეს პროგრამა და ცოტა ადრეა გაუმართლებელი კრიტიკა და უსაფუძვლო ბრალდებები.

• fexburteli

ფორმებს ერთად როგორ იყიდიან დინამოს ადიდასი აცვია და კონტრაკტი აქვს მასთან და საბურთალოს სალერი ? მოკლედ მაგარი აფერისტული პროგრამაა უნდა გამოიყვანო ეხლა ის ვაზელინი ვეტერანები და გუნდის წარმომადგენლები რო იძახდნენ არიქა გვეშველა და სახელმწიფომ გადაგვარჩინაო და ნახონ ერთი რა გადარჩა და იმ კლუბებს თეთრი არ მიცე რო აქებდნენ მინისტრის და ფედერაციის გენიალურ გეგმას

• მიშა

ერთიანი შესყიდვები ფასს დაბლა დაწევს სამაგიეროდ ატკატებს გაადვილებს და კიდევ სასტუმროს მომსახურებაზე ერთიანი შეყიდვა არის დამღუპველი პირადად ამ სფეროში ვარ და ვიცი როგორც ხდება ფულის კეტება 3 კლუბი ამ წუტას ერთ ერთ სასტუმროში ჩერდება სადახც ოფიციალურად ნომერში 90 ლარს იხდიან საიდანაც 15 ლარი ერთ ნომერზე უკან უბრუნდება კლუბის ადმინისტრატორს და ეს რომ ერთიანად გაკეტდეს წარმოიდგინეტ რამხელა კორუფციული ბუდე შეიქმნება

• jango

... იქნებ თქვენ იცით და გვაუწყოთ, ან კიდევ ფედერაციაში გადაამოწმოთ, რადგან ფედერაციის თანამშრომლები არანაირ კონტაქტზე არ გამოდიან, ემეილებზეც კი. ჩვენ კი გვინდა ვიცოდეთ თუ რა თანხებს მიიღებენ პრემიის სახით ჩემპიონი, ვიცე ჩემპიონი და მესამეადგილოსანი. მიიღებს თუ არა პრემიას მეოთხე ადგილოსანი თუკი ის გახდება ევროპალიგის შესარჩევის მონაწილე, რამდენს მიიღებს თასის მფლობელი და რამდენს ფინალის მონაწილე. ველოდებით სასწრაფოდ პასუხს. საუბარია ამ მიმდინარე ჩემპიონატზე და ახლა გასათამაშებელ თასზე.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს

"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან

სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა

სფფ: 94 საფეხბურთო სკოლა 1 620 000 ლარით დაფინანსდება

მოშივდებათ ბიჭებს, აბა, რა იქნება?! - ვინ რამდენი მიიღო ეროვნულ ლიგაში?

[ოთხშაბათის საკითხავი] 5 წლის მერე... ანუ რამ (ვინ) შეჭამა ვენახი?!

"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"

ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ

51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?

შესაძლოა, არც შემცირდეს... რას უპირებს სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ფონდს?

სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს

რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში