13, 15 და 16 მაისს ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართება
13, 15 და 16 მაისს ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართება.

პარასკევს ბრინჯაოს ლიგის მეხუთე ტურის ერთი დაპირისპირება გაიმართება, "ეროვნული ბანკი" "ბი პი ჯორჯიას" ეთამაშება.

13.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური

20:00 ეროვნული ბანკი - ბიპი ჯორჯია

დღესვე გაირკვევა კორპორატიული ლიგის თასის ორივე ფინალისტის ვინაობაც - ფინალში გასასვლელად ერთმანეთს "ვითიბი ბანკი"-"საქართველოს ფოსტა" და "ნატახტარი"-"პატრული" დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალები, შესაბამისად, 21:00 და 22:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

13.05.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/2-ფინალი

21:00 ვითიბი ბანკი - საქართველოს ფოსტა

22:00 ნატახტარი - პატრული

კვირა დღე კი, ტრადიციულად, საპლეიოფო "გარჩევებს" დაეთმობა. დარჩენილი სამი ნახევარფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს ვერცხლის ლიგაში, სადაც 1/4-ფინალური ეტაპის გადამწყვეტი, მესამე შეხვედრები უნდა გაიმართოს.

"ალიანს საქართველო" "საქრუსენერგოს" დაუპირისპირდება, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი "ბანკ რესპუბლიკასთან" გაარკვევს მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობას, ხოლო კიდევ ერთი ნახევარფინალისტის საგზურისთვის "თეთრი ქუდი" და "თბილისის მერია" იბრძოლებენ. რაც შეეხება მეოთხე გუნდს, ნახევარფინალში თამაში "ვითიბი ბანკმა" ორიდან ორი მოგებით გაინაღდა.

15.05.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4-ფინალი (III)

11:00 ალიანს საქართველო - საქრუსენერგო

12:00 ტატიშვილი - ბანკი რესპუბლიკა

13:00 თეთრი ქუდი - თბილისის მერია

კვირას გაიმართება 1/4-ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრები სუპერლიგაში.

საკმაოდ დაძაბული პირველი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც "ნატახტარის" გამარჯვებით, 5-4 დასრულდა, ვეტერანების მთავარი მიზანი სერიაში ანგარიშის გათანაბრებაა. პირველ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (6-1) შსს ნაადრევად შეეცდება "ევექსი"-"ჯვაროსნების" ასპარეზობიდან გამოთიშვას.

დიდი უპირატესობით იმარჯვა პირველ შეხვედრაში მფკ "ტატიშვილმაც", რომლის მეტოქეც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდია. მოქმედი ჩემპიონი პსპ კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში "ფარმაცევტებმა" მინიმალური სხვაობით აჯობეს მეტოქეს (2-1).

15.05.2016. სუპერლიგა A. 1/4-ფინალი (II)

15:00 მფკ ნატახტარი - ვეტერანები (5-4)

16:00 ევექსი-ჯვაროსნები - შსს (1-6)

17:00 მფკ ტატიშვილი - FC TTC (5-1)

19:00 FC PSP - სდსს (2-1)

არანაკლებ საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი სუპერლიგა B-ში.

პირველ შეხვედრაში სენსაციური მარცხის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი "უნიკრედიტთან" მეორე შეხვედრაში ეცდება ფავორიტის სტატუსის დამტკიცებას.

პირველ "იმერულ დერბიში" დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა" ზესტაფონელ "კოლეგებთან" მეორე დაპირისპირებაშივე ეცდება მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას.

პლეი ოფის ცენტრალური შეხვედრა კი "ვივუსსა" და კასპის "გენერალს" შორის გაიმართება. პირველ, საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში წარმატებას კასპელებმა მიაღწიეს (3-2).

"ევროკრედიტი" კი "საქართველოს უნივერსიტეტს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა "სტუდენტებს" 0-3 აქვთ წაგებული.

15.05.2016. სუპერლიგა B. 1/4-ფინალი (II)

10:00 CFCP - UNICREDIT.GE (2-2 pen. 1-3)

18:00 ფერო (ზეს) - GM ჭიათურა (1-5)

20:00 VIVUS.GE - გენერალი (კასპი) (2-3)

21:00 UG - ევროკრედიტი (0-3)

კვირასვე სუპერლიგა C-ს და ბრინჯაოს ლიგის მეხუთე ტურის თით-თითო შეხვედრაც გაიმართება. "სამტრედია" "ჯიპიაი ჰოლდინგთან" ითამაშებს, ხოლო "ავერსი" შემოსავლების სამსახურის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.

15.05.2016. სუპერლიგა C. V ტური

14:00 სამტრედია - ჯიპიაი ჰოლდინგი

15.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური

22:00 ავერსი - შემოსავლების სამსახური

რაც შეეხება ორშაბათს გასამართ დაპირისპირებებს, ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს ოქროს ლიგაში. "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" და "საქართველოს ფოსტა" მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას გამართავენ.

ბრინჯაოს ლიგაში კი მეხუთე ტურის და ზოგადად, გათამაშების ცენტრალური დაპირისპირება შედგება - "ევროპაბეთი" "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ.

16.05.2016. ოქროს ლიგა.1/4-ფინალი (III)

21:00 TTC - საქართველოს ფოსტა

16.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური

22:00 ევროპაბეთი - თიბისი ბანკი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" .

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები: sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი