წითელი განგაში "ოლდ ტრაფორდზე"
* "მანჩესტერისა" და "ბორნმუთის" შეხვედრა უსაფრთხოების მიზნით გადაიდო.

* ლონდონის "არსენალმა" ზედიზედ 21-ე სეზონში დაასრულა ჩემპიონატი "ტოტენჰემზე" მაღალ ადგილზე.

* 2000 წლის მერე პირველად, პრემიერლიგის ბომბარდირი ინგლისელია - ჰარი კეინი.

სეზონი დასრულდა, მაგრამ ვერც დასრულდა - წითელი განგაში გამოცხადდა "ოლდ ტრაფორდზე", რის გამოც "მანჩესტერისა" და"ბორნმუთის" შეხვედრა ჩაიშალა.

სპეციალისტებმა საეჭვო ნივთის საკონტროლო აფეთქება მას მერე განახორციელეს, რაც სტადიონი დაიცალა. იყო თუ არა ბომბი ნამდვილი, ამის შესახებ ერთმანეთის გამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.

"ტოტეჰემის" ფანები ისევ ვერ გაიხარებენ იმით, რომ სეზონი "არსენალზე" წინ დაასრულეს, რადგან მათმა საყვარელმა გუნდმა "სენტ ჯეიმს პარკზე" გამანადგურებელი ანგარიშით წააგო - 1:5. რასაკვირველია, "ნიუკასლს" ამით არანაირი ხეირი არ ჰქონია - …გვიანია.

თუმცა "კაჭკაჭებმა" კარი გაიჯახუნეს და შეეცდებიან, ჩემპიონშიპში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარონ და უკან დაბრუნდნენ. სევდიანად შთამბეჭდავი გამარჯვება იმანაც გააფერადა, რომ ალექსანდრ მიტროვიჩმა წითელი ბარათი მიიღო. ამ დროს ანგარიში 2:1 იყო.

ათკაციანმა ჯორდებმა კიდევ სამი შეაგდეს. "ტოტენჰემი" კი მესამე ადგილს დასჯერდა, რაც მაინც ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ "დეზების" ფანებს "არსენალზე" წინ გასვლა ძალიან უნდოდათ და მონატრებული ჰქონდათ და ცოტა გული დასწყდებოდათ. თავად "მეთოფეებმა" ბოლოადგილოსან "ასტონ ვილას" გადაურბინეს.

ამ შეხვედრაში ოლივიე ჟირუმ გაილაღა, რომელიც სეზონის მიწურულს ფორმაში შევიდა და ევროპის ჩემპიონატს ოპტიმალურ კონდიციაში ხვდება. ფრანგმა ჰეთ თრიკი შეასრულა. მესუთ იოზილმა მხოლოდ ერთი საგოლე პასი გააკეთა და ერთიც დააკლდა ტიერი ანრის რეკორდის გამეორებამდე, მან სეზონი 19 შედეგიანი პასით დაასრულა, "არსენალმა" კი - მეორე ადგილზე.

იხილეთ ვიდეო

ვარდის შეუსრულებელი მისია

ჩემპიონმა "ლესტერმა" მწვრთნელ კლაუდიო რანიერის გული არ დაწყვიტა და "სტემფორდ ბრიჯზე" მის ყოფილ გუნდთან არ წააგო. "ჩელსი" სესკ ფაბრეგასის პენალტით იგებდა, მაგრამ ბოლოსკენ დენი დრინკვოტერმა გაათანაბრა.

იხილეთ ვიდეო

ვითომ არაფერი და ეს გოლი დრინკვოტერისთვის მნიშვნელოვანია. ის ნაკრებში ადგილისთვის იბრძვის, საბოლოო სიას კი როი ჰოჯსონი დღეს გააცხადებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, გავარდნილ "ნორვიჩთან" "ევერტონმა" იმარჯვა და სეზონი მაჟორულ ნოტზე ვერა, მაგრამ ოდნავ პოზიტიურად ჩაამთავრა.

ომახიანი ფინიში "საუთჰემპტონს" გამოუვიდა, რომელმაც ასოციაციის თასის ფინალზე ფიქრებში წასული "კრისტალ პალასი" შთანთქა და "ვესტ ჰემსაც" გადაუსწრო, რადგან "ჩაქუჩები" "ბრიტანიაზე" დამარცხდნენ. არადა, "ჩაქუჩებმა" ტაიმი მაიკლ ანტონიოს გოლით მოიგეს, მაგრამ ჟანელი იმბულამ გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე მამე ბირამ დიუფმა გამარჯვებისა შეაგდო.

ეს მოგება "სტოკს" ბევრს არაფერს აძლევდა, გარდა ფსიქოლოგიური მომენტისა, უკანასკნელ პერიოდში კლუბი ცუდად გამოიყურებოდა და ამიტომ თუ სჭირდებოდა გამარჯვება. ფანებმაც გაიხარეს დრამატულ-დაძაბული მატჩით და სეზონის 3 ქულით ჩამთავრებით. სლავენ ბილიჩის კლუბი კი, რომელიც ცოტა ხნის წინ ოთხეულზე ფიქრობდა, საბოლოოდ ექვსეულს მიღმა აღმოჩნდა და მე-7 ადგილზე გავიდა. "უოტფორდი"-"სანდერლენდისა" და "ვესტ ბრომვიჩი"-"ლივერპულის" შეხვედრაზე კი სათქმელი არაფერია, უმოტივაციო კლუბებმა ზავი დადეს და ფრეზე გაიყარნენ.

"მანჩესტერ სიტიმ" ქომაგები ცოტათი ანერვიულა, რადგან კელეჩი იჰეანაჩოს სწრაფი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ანდრე აიუმ გაქვითა და ბოლო წამებამდე იყო საშიშროება, რომ "თეთრ გედებს" გაეტანათ. ვაიდა, ეს მომხდარიყო, "ქალაქელები", დიდი ალბათობით, ოთხეულში ადგილს დაკარგავდნენ. თუმცა "სიტიმ" ქულა დაიცვა და როგორც ჩანს, მანუელ პელეგრინი პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურს ახვედრებს, ოღონდ საკვალიფიკაციო ეტაპის, სადაც მანჩესტერელებს შეიძლება ძლიერი მეტოქე შეხვდეთ.

იხილეთ ვიდეო

"მანჩესტერის" შანსი

თეორიული და მიზერულზე მიზერული შანსი იმისა, რომ "იუნაიტედმა" თანაქალაქელს გადაუსწროს, ჯერ კიდევ არის. "მანჩესტერი"-"ბორნმუთი" სხვა თამაშებთან ერთად უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო, რადგან "ოლდ ტრაფორდზე" ბომბის არსებობის ეჭვი გაჩნდა და ევაკუაცია გახდა საჭირო.

სპეცსამსახურებმა და სამართალდამცველებმა თავიანთი საქმე გააკეთეს და გამოძიებაც დაწყებულია. ეჭვი სერ ალექს ფერგიუსონის ტრიბუნაზე აღმოჩენილ ტვირთზე გაჩნდა. ვნახოთ, რა გაირკვევა…

ზუსტად კი ის ვიცით, რომ ლუი ვან გაალის გუნდმა "ალუბლებს" 19-ბურთიანი სხვაობით უნდა მოუგოს, რომ "სიტის" გარანტირებულად გადაასწროს (კიდევ უფრო მითოლოგიური სცენარით, 18-ბურთიანი სხვაობით მოგებაც საკმარისი იქნება, ოღონდ ჯამში "იუნაიტედს" "სიტიზე" მეტი გოლი უნდა გამოუვიდეს გატანილი, რადგან, როდესაც სხვაობა თანაბარია, შემდეგი კრიტერიუმი გატანილი გოლების რაოდენობაა), რაც არარეალურია, მაგრამ მთავარია, ოცნებების თეატრზე ტერაქტი არ მოხდეს და ოცნება ფანებს შეუძლიათ.

ბოლოს კი ბომბარდირობა მივულოცოთ ჰარი კეინს, "ტოტენჰემის" ფანები ამით მაინც გაიხარებენ. ჯეიმი ვარდიმ და სერხიო აგუერომ ვერ გაიტანეს, კეინმაც უგოლო მატჩი ჩაატარა, მაგრამ 25 ბურთი საკმარისი გამოდგა გამარჯვებისთვის, თუმცა, თუ "მანჩესტერი" 18-19 ბურთიანი უპირატესობით მოიგებს, ხოლო ანტონი მარსიალი აქედან 14-15 ბურთს გაიტანს...

15 მაისი

არსენალი-ასტონ ვილა 4:0

გოლები: 1:0 ჟირუ (5), 2:0 ჟირუ (78), 3:0 ჟირუ (80), 4:0 ბანი (90 ს. კ.)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, პაულისტა, კოშენლი, მონრეალი - კასორლა (88. კემპბელი), კოკელინი - უილშირი (69. ელ-ნენი), იოზილი (88. არტეტა), სანჩესი - ჟირუ

ასტონ ვილა (5-3-2): ბანი - ლიდენი (75. გრილიში), ბაკუნა, ლესკოტი (65. რიჩარდსი), ტონერი, სისოხო - ვესტვუდი, სანჩესი, გუიე - ჯ. აიუ, სინკლერი

გაფრთხილება: - სანჩესი

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 10-6; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 14-3 (7-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 60 000

ჩელსი-ლესტერი 1:1

გოლები: 1:0 ფაბრეგასი (66-პენ), 1:1 დრინკვოთერი (82)

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი (60. ტომორი), ბაბა - ფაბრეგასი, მატიჩი - პედრო (54. ლოფტუს-ჩიკი), ვილიანი, აზარი - ტრაორე (53. აბრაჰამი)

ლესტერი (4-2-3-1): შმეიხელი - სიმპსონი, ვასილევსკი, მორგანი, ფუხსი - დრინკვოთერი, კანტე - მაჰრეზი (80. ოლბრაიტონი), კინგი (46. ოკაზაკი), გრეი (46. შლუპი) - ვარდი

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 5-12; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 10-14 (5-6); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 41 000

სუონსი-სიტი 1:1

გოლები: 0:1 იჰეანაჩო (5), 1:1 ა. აიუ (45)

სუონსი (4-3-3): ნორდფელდტი - რანგელი, ფერნანდესი, ამატი, კინგსლი - კორკი, ბრიტონი, ფერი - რუტლეჯი (58. ბაროვი), ა. აიუ, მონტერო (83. გომისი)

სიტი (4-4-2): ჰარტი - სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში - ნავასი, ფერნანდო, ფერნანდინიო, დე ბრუინი - იჰეანაჩო (72. ნასრი), აგუერო (90. ტურე)

გაფრთხილება: ბრიტონი - სანია, ოტამენდი, იჰეანაჩო

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 5-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 3-16 (1-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 20 000

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 1:1

გოლები: 1:0 რონდონი (13), 1:1 იბე (23)

ბესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - დოუსონი, მაკაული, ოლსონი (46. ჩესტერი), ევანსი - ფლეტჩერი, იაკობი - ლეკო (73. რობერტსი), გარდნერი, მაკლინი (86. ფლეიდი) - რონდონი

ლივერპული (4-3-3): ბოგდანი - ფლანაგანი, შკრტელი, ლეივა, სმიტი - ბრანაგანი, სტიუარტი, ალენი (64. ჰენდერსონი) - იბე (64. ინგსი), ოიო (81. სერხი კანოსი), ბენტეკე

გაფრთხილება: ევანსი, მაკლინი, რობერტსი - სმიტი

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8-6 (1-3); ბურთის ფლობა: 33%-67%.

მაყურებელი: 24 000

იხილეთ ვიდეო

მანჩესტერი-ბორნმუთი გადაიდო

ევერტონი-ნორვიჩი 3:0

გოლები: 1:0 მაკარტი (19), 2:0 ბეინესი (44-პენ), 3:0 მირალასი (48)

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - პენინგტონი (29. კენი), სტოუნსი, ჯაგიელკა, ბეინესი - მაკარტი (53. ლენონი), ბერი - მირალასი, დოუელი (69. ბარკლი), ტ. დევისი - ლუკაკუ

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი - პინტო, ბენეტი (50. ბასონგი), მარტინი, ოლსონი (10. ბრეიდი) - რედმონდი, ონილი, დორანსი, ჯერვისი (71. ჰულეჰენი) - ნეისმითი - ჯერომი

გაფრთხილება: -

კუთხური: 4-11; ჯარიმა: 7-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-10 (8-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 36 691

ნიუკასლი-ტოტენჰემი 5:1

გოლები: 1:0 ვეინალდუმი (19), 2:0 მიტროვიჩი (39), 2:1 ლამელა (60), 3:1 ვეინალდუმი (73-პენ), 4:1 აარონსი (85), 5:1 იანმაატი (86)

ნიუკასლი (4-2-3-1): დარლოუ - იანმაატი, ს. ტეილორი, მბემბა, დამეტი - ტიოტე (62. შელვი), კოლბეკი - ვეინალდუმი (76. აარონსი), მ. სისოკო (84. სტერი), თაუნსენდი - მიტროვიჩი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი (71. შადლი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, მეისონი (56. კეროლი) - ლამელა, სონი (46. ონომა), ერიკსენი - კეინი

გაფრთხილება: აარონსი - მეისონი, ლამელა

გაძევება: მიტროვიჩი (67)

კუთხური: 3-8; ჯარიმა: 7-6; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 19-17 (10-5); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 52 183

საუთჰემპტონი-კრ. პალასი 4:1

გოლები: 1:0 მანე (43), 2:0 პელე (61), 2:1 პანჩონი (64), 3:1 ბერტრანდი (75-პენ), 4:1 ს. დევისი (87)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - მარტინა, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანდი - რომეუ (46. პელე), ვანიამა - მანე, ს. დევისი, ტადიჩი (72. უარდ-პროუსი) - ლონგი (83. ოსტინი)

კრ. პალასი (4-2-3-1): სპერონი - უარდი (82. კელი), მარიაპა, დელეინი, სუარე - იედინაკი, მაკარტური (78. ლი) - პანჩონი, მატჩი (46. კაიკაი), გეილი - ადებაიორი

გაფრთხილება: პელე - უარდი, მაკარტური

კუთხური: 2-5; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-16 (5-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 31 313

სტოკი-ვესტ ჰემი 2:1

გოლები: 0:1 ანტონიო (23), 1:1 იმბულა (55), 2:1 დიუფი (88)

სტოკი (4-2-3-1): გივენი - კამერონი (80. ბერდსლი), შოუკროსი, უოლშაიდი, პიეტერსი - უელანი, იმბულა - უოლტერსი, კრკიჩი (78. ადამი), არნაუტოვიჩი - ხოსელუ (74. დიუფი)

ვესტ ჰემი (4-4-2): რენდოლფი - ტომკინსი (86. მოსესი), რიდი, ოგბონა, კრესველი - ანტონიო, ნობლი, კუაიტე, ლანსინი - სახო (61. ემენიკე), კეროლი (67. ე. ვალენსია)

გაფრთხილება: იმბულა, დიუფი, გივენი - კუიატე

კუთხური: 4-10; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 7-19 (4-6); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 27 721

უოტფორდი-სანდერლენდი 2:2

გოლები: 0:1 როდუელი (39), 1:1 პრიოდლი (48), 1:2 ლენსი (51), 2:2 დინი (61-პენ)

უოტფორდი (4-4-2): გომესი - კეზკარტი (46. პარედესი), პრიოდლი, კაბრერა, აკე - აბდი (66. მ. სუარესი), გუედიორა, უოტსონი, ხურადო (80. ამრაბატი) - იგალო, დინი

სანდერლენდი (4-2-3-1): პიკფორდი - იედლინი (76. ჯონსი), კონე, ოში, რობსონი - ლარსონი (62. მვილა), როდუელი - უატმორი, ლენსი, გრინვუდი (52. ჰანიმენი) - ნდოი

გაფრთხილება: გუედიორა -

კუთხური: 7-4; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 21-6 (6-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 21 012

ბომბარდირები: 25 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 24 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 17 - რიად მაჰრეზი (ლესტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს