ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლეგიონის უქმეები: "დუისბურგის" მხსნელი გიორგი ჭანტურია [VIDEO]

ლეგიონის უქმეები: "დუისბურგის" მხსნელი გიორგი ჭანტურია [VIDEO]

"ესქიშეჰირს" თორნიკე ოქრიაშვილის გოლმა ვერ უშველა, "რეიმსს" - ჯაბა კანკავას თავდადებამ
ამ სეზონში ეს ქართული ლეგიონის ბოლო სრული მიმოხილვაა. უქმეები ორი ქართული გოლით გამოირჩა - თუკი თორნიკე ოქრიაშვილის მიერ ვარდნაში თავურით გატანილმა გოლმა "ესქიშეჰირს" ვერ უშველა, გიორგი ჭანტურიას ინდივიდუალურმა "გასროლამ" მეორე ბუნდესლიგაში "დუისბურგი" გადათამაშებაში გაიყვანა და გადარჩენის შანსი მისცა...

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავა ფრანგულ ელიტას დაემშვიდობა - მისი პირველი სეზონი ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში წარუმატებელი გამოდგა. მართალია, ჯაბამ და კომპანიამ 4:1 გაანადგურეს "ლიონი", მაგრამ მოიგო მისმა კონკურენტმა "ტულუზმაც" და "რეიმსი" გასავარდნ მე-18 ადგილზე დარჩა. ჩვენებურმა სრულად ითამაშა და სეზონში მე-12 გაფრთხილება მიიღო.

ნასიონალი. ამირან სანაიას (90 წთ) "ლერბიე" სტუმრად "შატორუსთან" 0:3 დამარცხდა და გასავარდნ ზონაშია.

გერმანია. II ბუნდესლიგა. რომ არა გიორგი ჭანტურია, "დუისბურგი" გავარდებოდა, ახლა კი გადათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ქართველის სუპერგოლის წყალობით "დუისბურგმა" "ლაიპციგს" 1:0 მოუგო. ჩვენებურმა გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე გაიტანა და მაისურა შემოიძრო, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო და 78-ე წუთზე მწვრთნელმა შეცვალა.

იხილეთ ვიდეო

სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა ლუკას ჰუფნაგელის "ფრაიბურგმა", ვინც ბოლო 8 წუთი ითამაშა "უნიონთან" წაგებულ (1:2) მატჩში.

III ლიგა. ზოგიერთი გერმანული წყაროს ცნობით, გიორგი პაპუნაშვილმა "ვერდერის" პირველ გუნდში ივარჯიშა. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ქართველი არც მთავარ გუნდში გამოჩენილა და ვერ დაეხმარა დუბლებსაც, რომლებიც სტუმრად "აალენის" 2:1 დამარცხებით სასწაულად გადაურჩნენ გავარდნას. სამწუხაროდ, ასე დასრულდა გიორგის ბრემენული კარიერა, მას იჯარის ვადა ამოეწურა.

იტალია. სერია A. "ემპოლიმ" სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა, გუნდმა ბოლო მატჩში "ტორინოს" მოუგო - 2:1. რომან ჭანტურია განაცხადში იყო, მაგრამ მას არ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ "ემპოლის" კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე დისკვალიფიცირებულია.

ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი. გიორგი აბურჯანიას (68-ე წუთზე შეცვალეს) "ხიმნასტიკი" ლიდერ "ლეგანესს" დაუზავდა - 0:0. არადა, ქართველის გუნდმა ვერც პენალტი გამოიყენა და ვერც ტაიმნახევრიანი რიცხობრივი უპირატესობა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" სტუმრად ეთამაშა ფრედ "შავეშს" - 1:1 და პრიმეირა ლიგის საგზური მოიპოვა. "ფეირენშე" მესამე ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონს ელიტაში გაატარებს.

ავთო ებრალიძის (მე-80 წუთზე შეცვალეს) "ჟილ ვისენტე" შინ "ფარენშესთან" 2:3 დამარცხდა და ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა.

თურქეთი. სუპერლიგა. მართალია, თორნიკე ოქრიაშვილმა კვლავ გაიტანა, მაგრამ მისი "ესქიშეჰირი" შინ "ბასაქშეჰირთან" 1:2 დამარცხდა. თორნიკემ 66-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

იხილეთ ვიდეო

მან შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. "ესქიშეჰირი" თითქმის უიმედო მდგომარეობაშია.

ნიკა ძალამიძის (განაცხადში არ იყო) "რიზემ" შინ 1:0 მოუგო "გაზიანთეფს".

რუსეთი. პრემიერლიგა. გიორგი ლორიას (სათადარიგო) "კრილია სოვეტოვი" საბა კვირკველიას (90 წთ) "რუბინს" 1:1 ეთამაშა.

ქართველთა "მორდოვია" სტუმრად "ანჟისთან" 0:3 განადგურდა. ნუკრი რევიშვილი კარში იდგა, ხოლო მამუკა კობახიძე განაცხადში არ იყო.

ჯანო ანანიძის "სპარტაკი" ("ტერეკთან") და ნიკა კაჭარავას "როსტოვი" ("ურალთან") დღეს თამაშობენ.

I დივიზიონი. ქართველთა "სკა ენერგიამ" სტუმრად მოუგო "ტიუმენს" - 2:0. გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), ხოლო გიორგი ილურიძე სათადარიგო იყო.

ზურაბ არზიანის (76-ე წუთზე შევიდა) "არმავირმა" 2:0 მოუგო "ლუჩ ენერგიას".

უკრაინა. პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავასა (90 წთ) და გიორგი გადრანის (ტრავმა) "ჩერნომორეცმა" სტუმრად მოუგო "სტალს" - 1:0.

სანდრო კობახიძემ "დნიპროს" სასტარტოში ითამაშა "ოლიმპიკთან" 1:1-ზე დასრულებულ მატჩში. ჩვენებური შესვენებაზე შეცვალეს. "დნიპრომ" სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.

გიორგი არაბიძემ ბოლო ტურში "შახტარის" ძირითად გუნდში 62-ე წუთიდან ითამაშა. "შახტარი" შინ 2:3 დამარცხდა "ზორიასთან", რომლის რიგებშიც არ იყო ტრავმირებული ჯაბა ლიპარტია.

ასევე ტრავმირებული დავით თარგამაძის "ოლექსანდრიამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ვორსკლას".

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლაშა დვალის (90 წთ) "შლიონსკმა" 3:2 დაამარცხა "ლეჩნა" და ჩემპიონატი ქვედა 8 გუნდში მე-2 ადგილზე დაასრულა.

ლადო დვალიშვილის "პოგონი" 0:3 დამარცხდა მისსავე ყოფილ გუნდ "ლეგიასთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

I ლიგა. დავით მაკარაძის (სათადარიგო) "სუვალკიმ" სტუმრად მოუგო "ზავიშას" - 2:1.

ჩეხეთი. სინოტლიგა. ჩემპიონატის ბოლო ტურში ლევან ყენიას "სლავიამ" ჩემპიონი "პლზენი" 5:0 გაანადგურა. ყენია მოედანზე მხოლოდ 82-ე წუთზე გამოჩნდა.

ზურაბ ცისკარიძის (მეორე ტაიმი ითამაშა, გააფრთხილეს) "ტეპლიცე" კი სტუმრად "სიგმასთან" განადგურდა - 0:6.

ყენიას "სლავია" საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა, ცისკარიძის "ტეპლიცე" კი - მე-12-ზე.

სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიას (90 წთ) "მიხალოვცე" შინ "სლოვანს" დაუზავდა - 1:1.

ავსტრია. რეგიონალლიგა. ლუკა ძიძიგურის (72-ე წუთზე შეცვალეს) "კიცბიუელი" 0:3 დამარცხდა "პინზგაუსთან".

კვიპროსი. ირაკლი მაისურაძის (არ უთამაშია) "ანორთოსისი" 2:2 დაუზავდა ჩემპიონ აპოელ-ს. "ანორთოსისმა" ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

გადამწყვეტ მატჩში "პაფოსმა" უმასპინძლა "ახნასს", ქულები გაუყო (1:1) და გავარდა. მასპინძელმა ლევან ხმალაძემ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს). სტუმართა რიგებში სასტარტოში იყვნენ ძმები - ელგუჯა და შოთა გრიგალაშვილები. პირველი 90-ე წუთზე შეცვალეს (გააფრთხილეს), მეორე კი - 75-ეზე. რევაზ ბარაბაძე 87-ე წუთზე გავიდა მოედანზე.

ფინეთი. იკონენლიგა. გიორგი ოსიტაშვილის (90 წთ) კტპ-მ სტუმრად 4:3 მოუგო "ჯაზს". ირაკლი სირბილაძის (90 წთ) კპვ-მ კი ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა - შინ "ოულუს" ვერ მოუგო - 2:2.

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (57-ე წუთზე შეცვალეს) "ფლორამ" სტუმრად 4:2 მოუგო "სილამიაეს".

მოლდოვა. გურამ მაღალდაძის (55-ე წუთზე ჩაერთო თამაშში) "საქსანი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "შერიფთან".

აზერბაიჯანი. ბაქოს დერბიში ზაურ სვანაძის "ინტერი" "ნეფთჩისთან" 2:4 დამარცხდა. გიორგი ლომაიამ, ლაშა კასრაძემ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს, ლაშა სალუქვაძემ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა.

ნუგზარ კვირტიასა (78-ე წუთზე შეცვალეს) და სანდრო გურულის (68-ე წუთზე შემოვიდა) აზალ-ი სტუმრად "გაბალასთან" 0:2 დამარცხდა.

სომხეთი. გოგიტა გოგატიშვილის (79-ე წუთზე შეცვალეს) "განძასარი" სტუმრად დაუზავდა "პიუნიკს" - 0:0.

ყაზახეთი. კახა ცხადაძის "ქაირათმა" სეზონში პირველი მარცხი აგემა გოგიტა გოგუას (სათადარიგო) "ირტიშს" - 1:0.

უზბეკეთი. გიორგი კვესიეშვილის (90 წთ) "ყიზილყუმმა" შინ მოუგო "ანდიჟონს" - 2:1. სამწუხაროდ, ჩვენებურმა 24-ე წუთზე ავტოგოლით "გამოიჩინა" თავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kaxa

მსაჯი რომ არ შემოელახა არ გიკვირთ. არ უნდა ზედმეტი ემოცია.

• gia

ბრავო,ბრავო,ბრავო

• ნგ

ეგეთი ტანის გამოჩენისთვის მსაჯს წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა :)))) ეს რა თქმა უნდა ხუმრობით... ჯიგარი ხარ, ეგრე გააგრძელე.

• Emzar duisburgski

....ძალიან გამიხარდა რომ ჩემს პირველ სტუმრობას სტადიონზე (რა ვქნა არ ვარ დუისბურგის Fანი) მისი გოლი მოყვა ,თან რა მაგარი

• ერთის გამარჯვება ყველას გამარჯვებაა!

ქართველებმა ვიცით გასროლა(ომებს ვაგებთ, ბრძოლებს ვიგებთ).დაუსრულებლად შემიძლია ვუყურო ამ დაუვიწყარ მომენტს.

• ქართველი

ეგრეა გიორგი, ქართველ მაყურებელს ვერაფერს ვერ გამოაპარებ, ითამაშე რაც შეგიძლია და სიყვარული და პატივისცემა ქართველებს არ ეშლებათ, დიდი იმედი შენი მეც არ მქონდა, მაგრამ სიამოვნებით მოგიხდი ბოდიშს და შენი წარმატებები ყოველთვის გამიხარდება. საღოლ, ეგრე გააგრძელე

• gogia-s

რაღადროს ყენიაა მალე პენსიაზე გავა?! ჭანტურიამ გამოაჩინა მეხაშის ტანი))) ასეთი ქონები ახალგაზრდა სპორტსმენს და მითუმეტეს ფეხბურთელს პრესი საერთოდ რომ არ ემჩნევა საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ლიგაშიც ვერ იხილავთ.........

• ლაშა

ეგრე შე დალოცვილო ღმერთმა ნიჭიც მოგცა ჯანიც ღონეც დანარჩენი შენზეა. ამას რომ პოტენციალი აქვს ბევრი ინატრებს მარა ხანდახან . . . . .

• zaza

გოლი კარგია მაგრამ მაგის ტანის პატრონს მაისურის გახდა საშხაპეშიც არ უნდა მოუნდეს! თანამედროვე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს ზედმეტი ქონები არ უნდა ჰქონდეს!

• gogia

ყენია მიბაძე ჭანტურიას

• Vaso

ჭანტურიას აშკარად დაკლებული აქ წონა, და მონდომებულია ეტყობა.... იმედია ცუდი წარსულში დატოვაა, და გაგვახარებს მომავალში.... / უფრო მეტი შრომა, და შრომა, და შედეგიც არ დააყოვბებს.... / წარმატებებს გისურვებთ ქართველო სპორტცმენებოო......!!!!!!!

• Eric cantona

ყოჩაღ ჭანტურია, უგულოდ არ ტოვებს მოედანს ! ცოტა პრესიც რომ დაიდოს "ბალოტელიც" გამოუვა და ეხლა ზედმეტი იყო :) ;) მიდი ჭანტურ შეუბერე !!!

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

ლეგიონის უქმეები: გოლები, ავტოგოლი, საგოლე პასები - ქართველებმა სეზონი დაიწყეს [VIDEO]

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

შემოჩვეული ჭირი, მთავარი პრობლემა და... შანსი ჰუფნაგელს

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

ლუკას ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სამუშაო ამ კომპონენტში გვაქვს

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ყავარჯნები მოდაშია

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველმა კარიერა ნაადრევად დაასრულა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია