ვაჟთა ტურნირებზე სენსაციებმა იმატა
მამაკაცთა ტურნირზე ამდენი სენსაცია არ ყოფილა. ყველაზე დიდ მოულოდნელობაზე უკვე ვწერდით - მეორე წრეში როჯერ ფედერერმა დომინიკ ტიმთან წააგო - 6:7(2), 4:6 და გამოაცხადა, რომ თუ ოპტიმალური ფორმის აღდგენას ვერ მოასწრებს, როლან გაროსზე არ ითამაშებს. ასევე ნაადრევად დამარცხდა მეორე შვეიცარიელი: სტანისლას ვავრინკამ მეორე წრეში ხუან მონაკოს ბარიერი ვერ გაიარა.

მადრიდის "მასტერსის" ფინალისტებმა წარმატებული სტარტი აიღეს. ენდი მარეიმ დამაჯერებლად დაამარცხა მიხაილ კუკუშკინი, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ცოტა იწვალა სტეფან რობერის წინააღმდეგ - 7:5, 7:5. რაფაელ ნადალს რთული ბრძოლა ჰქონდა მეორე რაუნდში ნიკ კირგიოსთან, რომელმაც პირველ პარტიაში სეტბოლი მოიგერია და ტაი-ბრეიკზე მოიგო. მაგრამ, ნადალმა მოუმატა და უშეცდომოდ ჩაატარა მეორე სეტი. რაც შეეხება მესამე პარტიას, ბევრმა გეიმმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ ნადალის კლასი აშკარად შესამჩნევი იყო - 6:7(3), 6:2, 6:4.

რომის ტურნირის ბადე ისე შედგა, რომ მეოთხედფინალში ჯოკოვიჩისა და ნადალის შეხვედრა იგეგმებოდა. სერბი იტალიის დედაქალაქში შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან. ისეც კი მოხდა, რომ ტომაშ ბელუჩისთან მერვედფინალის პირველი სეტი "მშრალი" ანგარიშით წააგო. ნოვაკს აშკარად მომატება სჭირდებოდა ნადალის დასამარცხებლად, რაც შეძლო კიდეც. პრინციპულმა მეტოქეებმა შესანიშნავი სპექტაკლი აჩუქეს მაყურებელს.

მიუხედავად იმისა, რომ რაფამ ორ სეტში წააგო, ის ახლოს იყო მოგებასთან. პირველ სეტში 4:2-ს იგებდა და მეორე ბრეიკის შანსი ჰქონდა, მაგრამ შესაძლებლობები ვერ გამოიყენა. ჯოკოვიჩმა ჯერ დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, 6:5-ზე კი დაუჯერებელი სეტბოლი მოიგო.

მეორე სეტი არანაკლებ დაძაბული გამოვიდა, მაგრამ სცენარი იგივე იყო - დებიუტი ისევ ნადალს დარჩა, მაგრამ ბოლომდე საქმის მიყვანა ვერ შეძლო. ესპანელს საკუთარ მოწოდებაზე ხუთი სეტბოლი ჰქონდა, თუმცა ყველა გაფლანგა, ტაი-ბრეიკზე კი ოდნავ უარესად გამოიყურებოდა - 7:5, 7:6(4).

თრილერი ელოდა სერბს შემდეგ წრეში. ის კეი ნიშიკორის მადრიდშიც შეხვდა და ორ პარტიაში რთულ ბრძოლაში მოიგო. რომში მსოფლიოს პირველ ნომერს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა. პირველ სეტში 2:6 წააგო, მაგრამ მეორეში აშკარად ჯობდა მეტოქეს, თუმცა ეს ანგარიშში არ აისახებოდა - ჯოკოვიჩი ვერაფრით ახერხებდა ბრეიკის შესრულებას. მან ცხრა ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეათეზე კეიმ ბადეს გაარტყა ბურთი. ეს ბრეიკ-პოინტი, ერთდროულად, სეტბოლიც იყო.

ისე ჩანდა, რომ გადამწყვეტ სეტს ნოვაკი იოლად მოიგებდა, მით უმეტეს, რომ 3:0 წაიყვანა ანაგრიში. მაგრამ იაპონელმა იოლად დანებება არ მოისურვა, დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი, მოიგერია მატჩბოლი და უკეთ დაიწყო ტაი-ბრეიკი, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ნერვებმა უმტყუნეს. იაპონელმა ზედიზედ ოთხი შეცდომა დაუშვა, მათ შორის, ერთი ორმაგი. ჯოკოვიჩმა სამსაათიან ბრძოლაში მოიპოვა ფინალის საგზური- 2:6, 6:4, 7:6(5).

ფინალში ჯოკოვიჩი ეთამაშებოდა კიდევ ერთ პრინციპულ მეტოქეს - ენდი მარეის. ბრიტანელს უფრო იოლი ბადე ჰქონდა და ეს კარგად გამოიყენა. მეოთხედფინალში მან დავიდ გოფენს აჯობა, ნახევარფინალში კი ლუკას პუიე გაანადგურა - 6:2, 6:1. აღვნიშნავთ, რომ გოფენმა მესამე წრეში ტომაშ ბერდიხი მამაკაცთა ჩოგბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით დაამარცხა - 6:0, 6:0. ჩეხი თავის ხანგრძლივ კარიერაში პირველად დამარცხდა ასეთი ანგარიშით.

ფინალის დღეს მარეის 29-ე დაბადების დღე ჰქონდა და საკუთარ თავს კარგი საჩუქარი გაუკეთა. არადა, ნოვაკი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი მატჩისთვის ენდი უფრო დასვენებული და მონდომებული იყო. პირველ პატიაში ის ბრწყინვალედ აწვდიდა და პირველ მოწოდებაზე ქულების 92 პროცენტი აიღო. მან ისე მოიგო პარტია, რომ ჯოკოვიჩს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია - 6:3.

მეორე სეტისთვის თამაშის სურათი ოდნავ შეიცვალა. ნოვაკმა მეტოქის მოწოდებაზე ბრძოლა დაიწყო - მეორე გეიმში ერთი ბრეი-პოინტი ჰქონდა, მეოთხეში - სამი. ენდიმ ყველა საფრთხე მოიგერია და შემდეგ თავად გააკეთა ბრეიკი.

ბრიტანელმა მთელი ფინალი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ჯოკოვიჩს კი პერიოდული გამონათებები ჰქონდა. მატჩის ბოლოს, ენდიმ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და როლან გაროსის წინ, ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია - 6:3, 6:3. მარეი გრუნტის სეზონში შთამბეჭდავად გამოიყურება: მონტე კარლოში - ნახევარფინალი (წააგო ნადალთან), მადრიდში ფინალი (წააგო ჯოკოვიჩთან) და მოგება რომში.

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 5) 7:5, 7:6(4); ენდი მარეი (ბრიტ, 2)-დავიდ გოფენი (ბელ, 12) 6:1, 7:5; კეი ნიშიკორი (იაპ, 6)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 13) 6:3, 7:5; ლუკა პუიე (საფ)-ხუან მონაკო (არგ) უარი.

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კეი ნიშიკორი (იაპ, 6) 2:6, 6:4, 7:6(5); ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ლუკა პუიე (საფ) 6:2, 6:1.

ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:3, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფავორიტი, თუ გამარჯვებული?
გამარჯვებული!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა