ქეცბაია აცხადებს, რომ აპოელ-ის ფეხბურთელებთან პრობლემა არ ჰქონია
თემურ ქეცბაია აპოელ-თან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ პირველად ესაუბრა კვიპროსულ მედიას. სატელევიზიო ინტერვიუში მან გასულ სეზონზე ილაპარაკა.

"ჩემპიონი გახდა საუკეთესო გუნდი - აპოელ-ი. მე ხელმძღვანელობას შევპირდი, რომ გუნდს ჩემპიონობას ვადამდე ადრე მოვუპოვებდი. თავიდან დიდი პრობლემა იყო ტრავმები და ზეწოლა გუნდზე.

როცა ტრავმირებულები გყავს, არჩევანი უფრო დიდი უნდა გქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელია მათი შეცვლა. მინდა მივულოცო აპოელ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონის ტიტული.

ძნელია მთელი იმ საქმის წარმოჩენა, რაც გავაკეთეთ, მაგრამ 8 თვის წინათ სიტუაცია უფრო რთულად იყო. მწვრთნელი ვარ და უნდა გავაკეთო არჩევანი, რომელიც ხშირად რთულია.

მე ვარ კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ადამიანი. არა მარტო სიტყვით, საქმეებით.

როდესაც სადმე მუშაობას ვიწყებ, ამას ჩემი პირობებით ვაკეთებ. აპოელ-ს საუკეთესო სეზონი ჰქონდა. მინდა განვაცხადო, რომ არასოდეს მქონია პრობლემა აპოელ-ის რომელიმე ფეხბურთელთან", - განაცხადა ქეცბაიამ.

მომავალზე ქეცბაია კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა ნაწყენი ჩანს და შესაძლოა, კვიპროსში მუშაობა არ გააგრძელოს: "კვიპროსი ძალიან მიყვარს და ეს საქმით დამიმტკიცებია კიდეც. ძალიან დამწყვიტა გული ხალხის ნაწილის საქციელმა", - განაცხადა ქეცბაიამ.

zaal
ნათელი მომავალი-ს. ჩემო კარგო, 25 წელია ყოველთვის იმედით უყურებდი ახალ შესარჩევ ციკლს, მაგრამ არც ერთხელ არ გამართლდა ჩემი მოლოდინი. ერთხელაც ვერ მოვხვდით, თუნდაც პლეიოფში, ისე როგორც ესტონეთი და სომხეთი მოხვდა. ამდენად, გავხდი პესიმისტი და უახლოეს მომავალში, არანაირი მოლოდინი არ გამაჩნია, რაიმე შედეგის ჩვენებისა. ღმერთმა ქნას ვცდებოდე. რაც შეეხება მომავალ თაობას,თითქოს პატარა ბიჭები იზრდებიან და კარგი მომავალიც ექნებათ, კი ბატონო იზრდებიან და ღმერთმა ქნას შედეგი დადონ, მაგრამ 10-15 წლის უკანაც მაგარი პერსპექტიული ბიჭები იზრდებოდნენ, მაგრამ სად დაიკარგენ, ვერავინ გაიგო. ასე, რომ ჯერ-ჯერობით ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი. დავიღალე ლოდინით (45 წელს მიუკაკუნე უკვე).
გუჯა კახაძე
აქამდე საკლუბო მწვრთნელებს იწვევდნენ და შედეგი იყო 0. ახლა სანაკრებო მწვრთნელი გვყავს და დაველოდოთ შედეგს. წინ 3 ამხანაგური მატჩი გველოდება. თუ მწვრთნელს რამე შეუძლია, ორკვირიან შეკრებაზე, უნდა მოახერხოს და თამაშის ხარისხი ნაწილობრივ მაინც გააუმჯობესოს. თემურ ქეცბაის წარმატებას ვუსურვებ! როგორც საკლუბო მწვრთნელის მისი ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა!!!
გოჩა
ფეხბურთელები რაცა გყვავს ეგ არი, უკეთეს რა ციდან ხო არ ჩამოვიყვანთ. შესაბამისად მწვრთნელმა შეძლებისდაგვარად შედეგი ამ ფეხბურთელებით უნდა დადოს
ნათელი მომავალი
ზაალს.მოკლედ რომ გითხრა ძალიან პესიმისტურად უყურებ ჩვენ მომავალს.პატარა ბიწები იზრდებიან და კარგი მომავალიც ექნებათ.გადაბერებული ფეხბურთებელები,ე.წ "ძველი პაკალენია" უკვე მალე წარსულს ჩაბარდება და დამერწმუნე ამ შემადგენლობითაც შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ როგორც ირლანდიას,ისევე უელსს.ნუ მოლდოვას ყოველთვის მოვუგებთ.აი ავტრიამდე კიდევ ბევრი გვიკლია და იმედია მალე მაგათ დონემდეც მივალთ.წელსაც დაგიმტკიცებენ რომ ცდები და ესეთი პესიმისტურად ყველა რომ ფიქრობდეს,ვერ ვერასოდეს ვითამაშებთ.
ზაზა
ქეცბაიას დროს ნაკრები საშინელება იყო!ეს ფაქტია,თორემ ქეცბაიას წარმატება ყველას გაუხარდება!რა შემადგენლობაც დააყენა ირლანდიასთან თბილისში,გაიხსენეთ და ...
zaal
zaza-ს. შენ თუ ფიქრობ და გგონია, რომ რომელიმე მწვრთნელი რაიმე შედეგს მიაღწევს ჩვენს ნაკრებში, ძალიან მყიფე აზროვნების ყოფილხარ. ავიღოთ თუნდაც ჩვენი ჯგუფი. გეკითხები, რომელ ნაკრებს უნდა გაუსწროს ჩვენმა ნაკრებმა დღევანდელი შემადგენლობით, უელსს-რა თქმა უნდა არა, ავსტრიას? რა თქმა უნდა არა, სერბეთს, რა თქმა უნდა არა, ირლანდიას? ეს წარმოუდგენელია (ერთი ფრეც არ გვითამაშია ამ ნაკრებთან, ყველა წავაგეთ). დარჩა ერთი ნაკრები-მოლდოვა, ამ ნაკრებს კი, გინდა გაუსწარი, გინდა არა, არანაირი მნიოშვნელობა არა აქვს. მე პირადად არანაირ დადებით შედეგს არ ველოდები. ეს არის რეალობა. თქვენ თუ ელოდებით რაიმე შედეგს, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს. ასე რომ.....
qutaiseli
დაასვენეთ რა ეს ქეცბაია და მორჩა ისე ფეხბურთელები არ ყავდაო ვინც ამას წერს ეგრე შე კაი ადამიანო ლატვიას საერთოდ ფეხბურთის ხსენებაზე აჟრიალებდა ტანში ჩავიდა მიხიჩა და შედეგიც დაადებია .მწვრთნელი ნაკრებში და მწვრთნელი კლუბში ორი განსხვავებული მცნებაა.ისე მაინტერესებს მიხიჩას რამდენი ქონდა ხელფასი ლატვიაში არამგონია მილიონები ქონოდა იქ.
ლეო
მე არ ვიცავ ქეცბაიას, მაგრამ რომელმა მწვრთნელმა გაამართლა აქ? პრობლემა ფეხბურთელებშია და არ გინდათ ეს შეიგნოთ.
zaza
არ აცადესოო?! რა არ აცადეს,რამდენი წელიწადი იმუშავა ნაკრებში,შედეგი არა,თამაშის ხარისხი არა და არც არანაირი პერსპექტივა არ ეტყობოდა ნაკრებს!ეხლა "ქომაგი" გეკითხები თუ იცი ან გაგიგია სადმე ასეთი შედეგით ამდენი ხანი ვინმე გაეჩერებინათ რომელიმე გუნდში??? ქეცბაიას წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ ფაქტია საქართველოს ნაკრებში ვერ გაქაჩა!
ასეა
ფაქტია რომ საქართველოში ვერ ივარგე.ნაკრებს ულამაზო,არაქართული ფეხბურთი ათამაშე.სულ კონფლიქტში იყავი ყველასთან.პატარა შენიშვნას ვერ იტანდი
qomagi
გენაცვალე თემურ.ყველას თავის აზრი გააჩნია და მე დღესაც მგონია რომ უდიდესი შეცდომა იყო ქეცბაიას გაშვება ნაკრებიდან.არ დააცადეთ კაცს და მან თავისი პროფესიონალიზმი დაამტკიცა სადაც საჭიროა
bacho
დაიკიდე ქეცბა მაგარი კაცი ხარ ძაან იმენა დაამტკიცე რომ მაგარი მწვრთნელი ხარ და წარმატებები კარიერაში ))
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?