შეძლებენ ზედიზედ მესამედ?
სულ ცოტაც და, საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. დღეიდან "ლელო" ახალ რუბრიკას იწყებს, რომლის მიზანიც კონტინენტის პირველობაზე მონაწილე გრანდების წარდგენაა, მეგზურობას კი ჩვენი კოლეგები და ფეხბურთის გულშემატკივარი ცნობილი სახეები გაგვიწევენ.

ვიწყებთ მოქმედი ჩემპიონით - ესპანეთის ნაკრებით, რომელსაც, რა თქმა უნდა, მიზნად კვლავ ტიტულის მოპოვება აქვს. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს ჟურნალისტი და კომენტატორი ტატო ბაციკაძე წარმოგვიდგენს, რომელიც უკვე პრიმერადივიზიონის მატჩებს უძღვება და, შესაბამისად, ესპანურ ფეხბურთზე თავისი არგუმენტირებული წარმოდგენა აქვს.

მოლოდინი

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩააგდო, ევროპის პირველობაზე მათგან გაცილებით უკეთეს გამოსვლას ველი. ჩემი აზრით, "ფურია როხა" ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

მგონია, რომ ესპანეთის ნაკრები ყველაფერს იმისათვის გააკეთებს, რომ არანორმალურ შედეგს მიაღწიოს - ზედიზედ მესამედ მოიგოს კონტინენტის პირველობა, რაც, დამეთანხმებით, განსაკუთრებული მოვლენა იქნება.

აბსოლუტურად უნდა დაგეთანხმოთ - ვისენტე დელ ბოსკეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ძველი და ახალი თაობის შერწყმა. მან უნდა შეძლოს და ევროპის ჩემპიონატზე ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაატაროს.

მართალია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დელ ბოსკე, ძირითადად, ძველ გვარდიას ეყრდნობოდა, მაგრამ ამის პარალელურად, ახალ ფეხბურთელებსაც აპარებდა მინდორზე. რა თქმა უნდა, ის გვერდს ვერ აუვლის ახალბედებსა და ახალგაზრდებს. გავიხსენოთ თუნდაც, როგორი სეზონი აქვთ "ატლეტიკოს" მოთამაშეებს. მოკლედ, დელ ბოსკეს მართლაც რომ უდიდესი არჩევანი აქვს.

ლიდერი

ზემოთაც ვთქვი, რომ ესპანეთის ნაკრებში არჩევანი ძალიან დიდია, მაგრამ თუ ლიდერის დასახელებაზე მიდგება საქმე, მე ანდრეს ინიესტას გამოვარჩევ. რა თქმა უნდა, დასრულებული სეზონი ინიესტასათვის საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ვიცით - როგორ შეუძლია მას მობილიზება გადამწყვეტი შეხვედრებისათვის.

რა თქმა უნდა, ჩავის წასვლამ რაღაც ინიესტასაც დააკლო. ეს იყო საერთოდ ფეხბურთისთვის დიდი დანაკლისი და ჩვენც ძალიან ბევრი მოგვაკლდა. "ბარსელონას" თამაშს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ახლა ინიესტა შედარებით ნაკლებს წყვეტს შეტევაში - იქ ხომ მესი, ნეიმარი და სუარესი არიან. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ თამაში არ მისდით, ანდრესი ისევ საკუთარ თავზე იღებს მთავარ როლს.

სუსტი რგოლი

ამ ეტაპზე, ესპანეთის ნაკრების სუსტ რგოლად, ერთმნიშვნელოვნად, შეტევას დავასახელებდი. თუ რგოლების მიხედვით განვიხილავთ, ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ შეტევის ხაზშია.

მეკარის პოზიციაზე ესპანეთს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ერთადერთი, შესაძლოა, დელ ბოსკემ მაინც იკერ კასილიასის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. იკერი კი ამ ბოლო დროს ბევრ შეცდომას უშვებს.

დაცვაში ესპანეთს არაერთი კვალიფიციური შემსრულებელი ჰყავს. ჩემი აზრით, ამდენი მაღალი კლასის ფეხბურთელი ვისენტე დელ ბოსკეს საბოლოო არჩევანის გაკეთებას გაურთულებს. რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქაც უამრავი უმაღლესი დონის შემსრულებელია თავმოყრილი.

აი, თავდამსხმელის პოზიციაზე კი ესპანეთს უჭირს. უკვე ვიცით, რომ დიეგო კოშტა ევროზე არ მიჰყავთ. იგივე ბედი ეწია ფერნანდო ტორესს, არადა, ის კარგ ფორმაშია და მიმაჩნია, რომ დელ ბოსკეს უნდა წაეყვანა ევროპის ჩემპიონატზე.

კარგია, რომ შანსი მიეცა არიც ადურისს. ბასკი ახალგაზრდა სულაც არაა, მაგრამ თუნდაც ამ სეზონში მეორე სუნთქვა გაეხსნა. ეგაა, რომ სანაკრებო ასპარეზზე ადურისი შედარებით ნაკლებად გამოცდილია და დიდ ტურნირებზე არასოდეს უთამაშია.

იყო დრო, როცა დელ ბოსკე ნაკრებს გამოკვეთილი ცენტრფორვარდის გარეშე ათამაშებდა და ყველაზე წინ სესკ ფაბრეგასი იდგა, მაგრამ არ მგონია, ამჯერადაც ასე იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სესკი ვეღარ არის ძველებურ ფორმაში.

შესაძლო დანაკლისი

არ მგონია, რომ დიეგო კოშტა სერიოზული დანაკლისი იყოს ესპანეთის ნაკრებისათვის. გაესპანელებულმა ბრაზილიელმა ვერ გაამართლა ის იმედები, რასაც მასზე ესპანელები ამყარებდნენ. ამაზე მისი სტატისტიკური მაჩვენებლები მეტყველებს.

მე უფრო დიდ დანაკლისად სანტი კასორლას მივიჩნევდი, რომელიც ასევე ვერ მიდის ევროფორუმზე. მართალია, ესპანეთს ნახევარდაცვაში უამრავი შემსრულებელი ჰყავს, მაგრამ უნივერსალი კასორლა ნაკრებისათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. "არსენალის" შედეგები სწორედ მას შემდეგ გაუარესდა, რაც სანტი დაიმტვრა.

პრობლემა

გეთანხმებით, წლეულს ძალიან გამწვავდა ურთიერთობა "რეალის" და "ბარსელონას" ფეხბურთელებს შორის. უფრო ზუსტად, ჟერარდ პიკე გამოირჩევა იმით, რომ "ტვიტერსა" თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად წერს პროკატალონიურ სტატუსებს, მწვავე გამონათქვამებს არ იშურებს ესპანეთის ნაკრებისა თუ მადრიდის "რეალის" მისამართით. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთობ პროკატალონიურად არის განწყობილი.

თავის დროზე, ლუის არაგონესს მთავარ პლუსად უთვლიდნენ იმას, რომ მან "რეალის" და "ბარსელონას" ფეხბურთელებს შორის შუღლი ჩააქრო. სიმართლე გითხრათ, მიკვირს, როგორ თამაშობს ასეთი პიკე ესპანეთის ნაკრებში. ამ კითხვის გასაღები, ალბათ, ფეხბურთელების პროფესიონალიზმშია. ვერ დავიჯერებ, რომ პიკე და მისი მეწყვილე სერხიო რამოსი თამაშის შემდეგ ერთად მიდიან ფილმის საცქერად ან სავახშმოდ, მაგრამ მინდორზე ისინი ერთმანეთს იდეალურად უგებენ.

მწვრთნელი

ვისენტე დელ ბოსკეზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, "რეალის" ქომაგები მას წლების განმავლობაში მისტიროდნენ. ესპანეთის ნაკრების სათავეში უმაღლესი დონის მწვრთნელი დგას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფაშა ძლიერი
და კიდევ ერღთი რამ ესპანეთზე, ეს ნაკრები ყოველთვის თამაშობდა შემტევ და ლამაზ ფეხბურთს, მაგრამ არ ჰქონდა შედეგი, ამაზე დაფიქრდნენ 1990-იანი წლების დასაწყისში და უკვე ისეთი ფეხბურთელების აღზრდა დაიწყეს, ვისაც შეტევასთან ერთად საჭირო პრაგმატიზმიც ექნებოდა თამაშის და საერთოდ დიდი ტურნირების მოსაგებად. მაშინდელი ბავშვები დღეს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები არიან.
ფაშა ძლიერი
2002 წელს ბრაზილიას ვარსკვლავური შემადფენლობა ჰყავდა, ინდივიდუალისტები ვისაც მარტოებს შეეძლოთ თამაშის მლოგება, მაგრამ დღეს ფეხბურთი შეიცვალა, უფრო გინდჯრი თამაში გახდა და დიდ ტურნირებს ის იგებს ვისაც უფრო უკეთესად შეთამაშებული და შეკრული შემადგენლობა ჰყავს. შეიძლება არ გყავდეს ყველა მეგა ვარსკვლავები მაგრამ რამდენიმე ვარსკვლავი მაინც აუცილებელია. შეთამაშებისთვის კი აუცილებელია რომ ნაკრების რამდენკიმე ფეხბურთელი ერთ გუნდში იყოს თავმოყრილი. რაც შეეხება ატლეტიკოს, მართალია ლიგის ფინალშია გასული მაგრამ ეს დროებითია და რეალამდე და ბარსამდე მაინც ბევრი უკლია, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ესპაანეთში არის 2 გრანდი რეალი და ბარსელონა,თუ ატლეტიკო, ვალენსია და სხვა გუნდები სტაბილურად მიაღწევენ მაღალ მიზნებს და არ გაყიდიან სხვა გუნდებში ვარსკვლავებს, მაშინ შეიძლება მათ გრანდობაზე ლაპარაკი.
boba
"" ესპანეთში რეალის და ბარსელონას გარდა სხვა გრანდი არაა"" ფაშა:):) ატლეტიკო ფინალშია,რასაა, რომ წერ??:):)
guro
კასილასი ბარტრა, ბრუნო, ვასკესი ,ადურისი ამათ რა უნდათ ევროზე? დელ ბოსკემ გამაკვირვა

და ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო რომ მოიგო მაშინ? რონალდო სხვაგან ტამაშობდა რივალდო სხვაგან კარლოსი სხვაგან კაფუ სხვაგან....
ფაშა ძლიერი
გარდა ამისა, როცა ესპანეთი იგებდა დიდ ტურნირებს ნაკრებში ძირითადი ბირთვი იყო რეალი-ბარსელონა, დღეს სხვა სიტუაციაა უკვე საზღვარგარეთ გავიდნენ ესპანელი ფეხბურთელები, რადგანაც უმაღლესი დონის ფეხბურთელების თაობა წამოვიდა, ესპანეთში რეალის და ბარსელონას გარდა სხვა გრანდი არაა და იძულებულნი არიან წავიდნენ უცხოეთის გრანდებში. ნაკრები მაშინაა წარმატებული როცა ფეხბურთელები 2-3 გუნდში არიან ტავმოყრილი და უკეთ შეთამაშებულები არიან. დღეს კი ნაკრებში მრავლად არიან ჩელსის, მანჩესტერის, ბაიერნის მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები. გარდა ამისა, მწვრთნელი, დელ ბოსკემ ამოწურა საკუთარი თავი ნაკრებში და ახალი მწვრთნელი ახალ ფეხბურთელებთან და გამოცდილებთან ერთად ძალიან ძლიერ გუნდს ჩამოაყალიბებს.
data
ზედაპირული ანალიზია
ფაშა-ს
ძლივს არ ვნახე ნორმალურად მოაზროვნე კაცი ფეხბურთში ასე თუ ისე რაღაც რო ესმის :) 100%-იანი ხარ
njanka
ძლიივს, რაღაც დაიწერა დამოუკიდებელი ნააზრევი, უცხო საიტებიდან უთარგმნელი. ეგრე რა... დაწერეთ თქვენი აზრი. სწორია.. არასწორია.. მერე ჩვენ, მკითხველები ვიდავებთ.
ფაშა ძლიერი
ესპანეთის ნაკრებში დღეს არის თაობათა ცვლა. 2014 წელს, როცა ნაკრებში მოხდა შემადგენლობის გადაბერება, გუნდს სჭირდებოდა ახალი სისხლი, ნაკრებს ფიასკო ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე. დღეს იმ ნაკრებიდან ბევრი აღარაა ნაკრებში - კასორლა,ხავი, ჩაბი ალონსო, ტორესი, ვილა, ხუნფრანი. მაგრამ არიან საძშუალო ასაკის ფეხბურთელები - პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, სილვა და ახალგაზრდები, რომელთაც არ აქვთ საერთაშორისო თამაშის გამოცდილება. 2014 წლის სიტუაცია მსგავსია 2004 წლის სიტუაციისა, როცა ესპანეთი ჯგუფში ჩარჩა, დღევანდელი სიტუაცია კი ჰგავს 2006 წლის სიტუაციას, როცა გუნდში ძველებთან ერთად გამოჩნდნენ ახლები, - ტორესი, ვილა, ალონსო, ხავი, ინიესტა, ფაბრეგასი, სილვა. დღეს კი ვხედავთ კარვახალს, ისკოს, ტიაგოს, ბარტრას, მორატას. ამიტომ მგონია რომ ესპანეთი ჯგუფიდან გავა მაგრამ შორს ვერ წავა. აი 2018 წელს კი 2008 წელთან თუ შევადარებთ ძალიან ძლიერი ნაკრები ეყოლება ესპანეთს და მუნდიალის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს