"სიონი" ისეთი გუნდი უნდა იყოს, მსაჯის მიერ დანიშნულ თუ არდანიშნულ პენალტებზე რომ არ იქნება დამოკიდებული..."
საქართველოს თასის ფინალის შეფასება ბოლნისის "სიონის" გენერალურ დირექტორ ლადო ბურდულს ვთხოვეთ.

დინამო (თბ)-სიონი 1:0 - 13 თასი და 10 დუბლი [VIDEO+PHOTO]

ერთ-ერთ ეპიზოდში ბოლნისელები 11-მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, იმ მოტივით, რომ დინამოელ ოთარ კაკაბაძეს ბურთი ხელზე მოხვდა. თუმცა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა იმ მომენტში თამაშის გაგრძელება ბრძანა.

"დავიწყებ იქიდან, რომ დიდ მადლობას გადავუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას! თასის ქუთაისური ფინალი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

შესაძლოა, თამაში ვერ გამოვიდა სანახაობრივი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ სწორედაც ფინალი იყო და ხშირად ხდება ხოლმე ასე...

მთლიანობაში, თანაბარი თამაში იყო. მიმაჩნია, რომ მეორე ტაიმში "სიონს" უპირატესობა ჰქონდა. "დინამომ" თავიდანვე კონტრშეტევებზე დაგეგმა თამაში. თუ არ ჩავთვლით ჭანტურიშვილის იმ ერთ ეპიზოდს, ჩემი აზრით, "სიონმა" ძალიან კარგად ითამაშა. დავამატოთ ამას ისიც, რომ 6 ფეხბურთელი გვაკლდა...

რაც შეეხება მსაჯობას, კარგა ხანია, ამ თემაზე კომენტარი არ გამიკეთებია. მსაჯიც ადამიანია. ჩვენც ყველა ვცდებით და ცდება ისიც...

შეფასების სახით არა, მხოლოდ ჩემს აზრს ვიტყვი - არბიტრს უნდა დაენიშნა 11-მეტრიანი. ლოჟაში ვინც იჯდა, ყველამ თქვა, ხელიაო! მხოლოდ ყრუაშვილმა თქვა, მუხლზე მოხვდა ბურთი ფეხბურთელს და არა - ხელზეო...

რას ვიზამთ... ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, სრულყოფასა და წინსვლას. ვეცდებით, მომავალ სეზონში "სიონი" ისეთი გუნდი იყოს, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მსაჯის მიერ დანიშნულ თუ არდანიშნულ თერთმეტმეტრიანებზე", - გვითხრა ბურდულმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

izi
თუ გგონია, რომ მსაჯმა მიზანმიმართულად დააშავა "შეცდომა", მაშინ მარტო მას ნუ მოთხოვთ, თუ "ერთი ადგილი" გაქვთ, და მოთხოვეთ იმათ ვინც მაგ "მსაჯებს" ავალებს სიბინძურეს.
VENDETTA
გასაგებია, რომ მსაჯებს სასწავლი აქვთ და გამოსასწორებელი საქმე, მაგრამ ფეხბურთელები გინდა "სიონის" და გინდა "დინამოსი" კლასით მაგ მსაჯებზე მაღლა დგანან? ხო და კიდევ, ფულს რო ახსენებს ზოგი, ნაყიდი მსაჯიაო... ნაყიდი მცველები და მეკარეები არ გაგიგონიათ, ხო? რა სიბნელეში ცხოვრობთ ხალხო?!
izi–ს
აბა როგორ??მსაჯი პირდაპირდაქვემდებარებაშია ქვეყნის მთავარსარდალთან!))
gio
ფიფია დაშალე ეს გუნდი, ბაზა გაყიდე და ბიზნესს მიხედე. ვერ ხედავ შემდეგ ჩემპიონატში ექვსეულის შანსიც კი არ გაქვს, 6 კაცი რომ დაუბრუნდება სიონი პირველზე გავა ასიანი, მეორე სამტრედია ყოფილა, ჩიხურა და დილასთან შანსი არ გაქვთ,იქაც ტორპედო და ცხინვალი და ... წადი ბიძიკო, რომან სხვა გასართობი ნახე. ვაიმე რა გვეშველება ამდენი პროფესორის ხელში... ზოგიერთის გასაგონად - დინამოს პერსპექტივა მაინც აქვს და მომავლის მაინც ჯერავს. შედეგი აუცილებლად მოვა ადრე თუ გვიან. სხვა რომელმა გუნდმა იცი 100%-ით რო შემდეგ ჩემპიონატს ბოლომდე ჩაამთავრებს?
izi
ლოჟაში გიორგი მარგველაშვილმა,თუნდაც ხეჩიკაშვილმა რა თქვა საინტერესო უნდა იყოს მწვრთნელისთვის, მით უმეტეს მსაჯისთვის?
dito kaldarashvili
მარტო ორ კომენტარს გავცემ პასუხს "ლადო ბურდულისნაირი სპეციალისტები რომ არიან საქართველოში" - რომა - მართალია სრული უფლება გაქვს შენი აზრი გამოთქვა მაგრამ : არსებობს ასეთი "ჯიგრული" წესი მეც მაქვს იგივე უფლება )))) გაფიცებ "სპორტალკომენტარმეგობრობას" რა იცი ამ ადამიანის შესახებ ? )) ერთხელ მაინც ყოფილხარ სტადიონზე ბოლნისში ? გინახავს იქაური ატმოსფერო ? გისაუბრია ბოლნისელებთან კვირიდან კვირამდე როგორ ელოდებიან თამაშს ?...ხანდახქან ფიქრი დაფიქრება ასწორებს !!! ახლა მეორე მმმ რომა ისევ შენ მოყევი "პრიკუპში" ჯერ ეს ერთი იტყუები როცა ამბობ "თუ ხელი გოლის გასვლას არ უშლის ხელს იქ პენალტი არ ინიშნება" ეს არის ტყუილი !!! შემიძლია არაეღტი თამაში მათ შორის თბილისის დინამოს სასარგებლოდ დანიშნული იგივე შემთვევა მოვიყვანო მაგალითად !! რაც შეეხება ევროპის ლიგას შეგიძია შებრძანდე უეფა.კომ არსებობს ასეთი საიტი და იქ დეტალურად არის განხილული მაგ სამი აშკარა 11 მეტრიანები დეტალებში "პროფესიონალების" მიერ !!! ხო მართლა სტადიონზე თუ დადიხარ ეგეც მაინტერესებს )))
irakli
გიზოგგ სასაცილოა შენი კომენტარი და სირცხვილი,მსაჯი ამ საქმის პროფესიონალი?:D :D :D პროფესიონალს არ ეშლება ყოველთვის ერთი გუნდის სასარგებლოდ,ისეთი შთაბეჭდილება იყო ეშინოდა დინამოს ფეხბურთელების
dito kaldarashvili
ჩემდა სამწუხაროდ ვერ დავესწარი ამ თამაშს და ტელევიზორში ვუცქერდი ! ფეხბურთის წესების თანახმად საჯარიმოში მოთამაშის (მეკარე არ იგულისხმება) ხელის და ბურთის კონტაქტი არის ელემენტარული წესების დარღვევა ! და უბრალოს აბსურდია ამაზე კამათი ჯერ წესები უნდა ვისწავლოთ მეგობრებო ! ეს იყო აშაკარა 11 მეტრიანი !!! თამაში თავისი დრამატურგიით იყო ძალიან კარგი დაძაბული მაგრამ ასეთი დონის თამაშების ბედს წყვეტს ასეთი ეპიზოდები სიონი აშკარად დაიჩაგრა ამ შემთვევაში !!!
kukuta
"დინამომ" ხომ დაპუტა ყველაფერი ერთხელ დაარტყეს მთლად კარში რა გაქვთ სალაპარაკო ხელზე ნამდვილად მოხვდა აი პენალტის დანიშვნა რამდენად შეიძლებოდა ეს სხვა საქმეა მიზეზად ის აქვთ ბურთი კარში არ მიდოდაო მე დარწმუნებული ვარ ასეთ შემთხვევაში "სიონის" კარში პენალტი აუცილებლად დაინიშნებოდა ეს "დინამო" ევროპაში შეგვარცხვენს !
რეზო
მართლა გრიშა ბრძანდები.იქნებ ჩამოთვალო ის 4–5 გუნდი, სიონის გარდა.სიონი კი მართლაც კარგი გუნდია.
irakli
თამაშს უყურეთ საერთოდ რა კარში არ დაგვირტყამს,ეგ დინამო იდგა მთელი მეორე ტაიმი დაცვაში და რენეს დრო გაყავდა კუნთი დაეჭიმა სირცხვილია ეს ყველაფერი
irakli
ამ კაცმა ისე კარგად იცის ფეხბურთი ,მსაჯობასაც გაქაჩავს ,ყრუაშვილს ასპროცენტიანი აჯობებს
Dito
მე პირადად სახლიდან ტელევიზორში ვუყურე ამ თამაშს ! და ვინც საფეხბურთო წესები იცის საჯარიმოში ბურთის ხელთან კონტაქტი არის 11-მეტრიანი ! რა მნიშვნელობა აქვს დინამოა ტორპედო თუ ბარსელონა ! სიონი დაიჩაგრა ფინალში მსაჯების მხრიდან აღარაფერს ვამბობ ორჯერ არარსებული თამაშგარის აწევას ! უბრალოდ ტეხავს ! არ შეიძლება ეგრე დაუფიქრებელი კომენტარები და ლანძღვა გინება კლავიატურას მოშორდით და სტადიონზე იარეთ გმირებო !
fako
ამ მომენტში სამტრედია დინამოზე ძლიერია ნახავთ მომავლ წელს ბევრი აჯობებს დინამოს
Luka
გულადი ფიფიას დავალებით პოსტავთ? ვლადიმირ ვაისმა, გია გეგუჩაძემ, გია ჭიაბრიშვილმა, თვითონ ეპიზოდის მონაწილე კაკაბაძემ თქვა, რომ პენალტი იყო, გამეორებაზეც გამოჩნდა. ასე რომ, ბურდული აბსოლუტურად მართალს ამბობს. დინამოს მსაჯებით ტენიან ყველა ტიტულს, საპოვნელასთან, ლოკომოტივთან, ტორპედოსთან დანიშნული 11 მეტრიანები, მსაჯები დასაჯეს ვითომ, ეგ შენი 9 ქულაა და როგორ გახდა ჩემპიონი? კარში დარტყმებს რაც შეეხება, დინამომ ორჯერ დაარტყა, ერთი გავიდა, ერთი მერლანმა აიღო, მეტი რა ქნეს? გიორბელიძის, ვასაძის, ფოფხაძის ეპიზოდები, ფოფხაძესთან კაკაბაძემ ხელით გაიტანა ბურთი მოედნიდან და ეს იყო პენალტი, ამ ეპიზოდით მსაჯმა თამაშის ბედი გადაწყვიტა, გამეორებებზე კიდე კარგად გამოჩნდა, 4 თამაშგარე, რაც აწია, არცერთი რომ არ იყო. ასე რომ, დინამო მეორე ნომრად თამაშობდა და გრცხვენოდეთ, რომ ასეთ ტიტულოვან და თურმე ყველასთვის საყვარელ გუნდს 15 კაცი რომ ქომაგობდა სულ, დანარჩენები კი .... . რომან ფიფიამ სიონს კი არ გაუკეთა მსაჯი, ლადო ბურდულს ვერ იტანს და იმას ერჩის. ბაზები და სტადიონები რას გიშვეით, გახვალთ ევროპაზე და გაბალა და მილსამი გამოგაგდებთ, ან დაჩია, რომელიმე ბანძი გუნდი, იმიტომ, რომ ასეთ მოგებულ ტიტულებს, არაფერი მოაქვს გარდა სირცხვილისა. ლადო ბურდულის გუნდის ბიუჯეტი და დინამოსი ერთია? 9 კაცი აკლდა გუნდს და იმ გუნდს, რომ მსაჯებს გაუკეთებ, გულის რევის მეტს არაფერს იწვევს ეს ფაქტი. ........................
roma
ლადო ბურდულისნაირი სპეციალისტები,რომ არიან საქართველოში და სიონის ნაირი ფეხბურთელები ბლომად იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად,შე მამაგანათლებულო ვინ იჯდა ლოჟაში ასეთი მაგარი სპეციაკისტები და მიმინოსნაირი მხედველობის ადამიანები,რომ მსაჟზე უკეთ დაინახეს ყველაფერი,რომელიც იქვე იდგა და ყველაფერს აკონტროლებდა,ანდა ევროპა ლიგის ფინალი არ გიყურებია,თუ უყურე, რა ვერაფერი ვერ გაიგე?აი ხელი თუ იყო იქ იყო და თანაც სამჯერ,არ დაგავიწყდეს სამჯერ მოხვდა ხელი,მაგრამ არცერთი პენალტი არ დაუდიათ,აქედან დასკვნა: იმიტომ არ დადეს,რომ ხელებმა გოლის გასვლას არ შეუშალეს ხელი,თუ ხელი გოლის გასვლას არ უშლის ხელს იქ პენალტი არ იდება,ეს იმ შემთხვევაში თუ მოხვდება ბურთი ხელზე და თქვენს შემთხვევაში მოხვედრაც არ იყო,ასე,რომ თქვენს თავში ეძებეთ მიზეზები და თამაშის ხარისხი გამოასწორეთ,ერთი პენალტის დანიშვნაზე თუ არდანიშვნაზე არ უნდა იყოს გუნდი დამოკიდებული.
ერეკლე
აქ მარტო კრიტიკას აქვეყნებთ? ვინც იყავით სტადიონზე ნახავდით რაც იყო, თუ არადა ფოტო მაინც ნახეთ:))))) დინამო მილიონებს რომ იხდის ფეხბურთელებში 1000 ლარიან ბოლნისის სიონთან ფეხბურთელებთან თანაშის მოგება ასე არ უნდა უჭირდეს:)))
loma
ისე თუ ლოჟაში თქვეს რო ხელიაო, მაშინ ხელია ტოოო, ნახე მსაჯმა რა ქნა ლოჟის ხალხს არ დაუჯერა!!!:DდDდ ისე ლადო მსაჯობა რო გეცადა არ იქნებოდა ცუდი, შენგან მაგარი მსაჯი დადგებოდა!
gizog
სირცხვილია, საკუთარი უნიათობა გამოგონილ პენლის დაუნიშნავობას დავაბრალოთ. მსაჯი, ამ საქმის პროფესიონსლი, იქვე იდგა და უშუალო დაკვირვებიდან მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო საინტერესოა ვინ ისხდნენ ისეთი ძლიერი სპეციალისტები, რომ ადგილზე მდგომ კაცზე უფრო ზუსტად რომ დაინახეს და შეაფასეს მომხდარი მომენტი?
levani
რავიცი რატომგაც სულ დინამოს სასარგებლო გადაწყვეტილებებს იგებენ პსაჯები არა მარტო ამ ტამასჰზე დზაან ბევრ ტამასჰზე. და სანამ პსაჯების პრობლემა არ მოგვარდება საქარტველოსჰი მანამ არიქნება პეხბურტი.
goga
სულ რაღაცას იმიზეზებ, ერთხელ თქვი რო ჩემი ბრალიაო, სულ სხვისი ბრალი როგორ არის კარში არ დაგირტყია 90 წუთი და მსაჯზე ლაპარაკობ, რა გინდა შენ ფეხბურთში! იმიტომაც ვართ ამ დღეში!
grisha
სიონი ყოფილა რაც ყოფილა,თუ თამაშით ჯობდა, საწყალი დინამო თავიდანვე კონტრშეტევებზე აპირებდა თამაშს, მეორე ტაიმში თუ ბურთი თავზე დაახიეს და თან 6 კაცი აკლდათ სიონი უეჭველი მინიმუმ ჯგუფურ ეტაპზე გავიდოდნენ რომ გასულიყვნენ თასებზე. მდააა ცოტა ხომ არ აჭარბებთ ბატონო ლადო??? ზოგიერთებს რომ მოუსმინო ამ ყველა პირობა შექმნილ დინამოს ჩემპიონატიდან მინიმუმ 4-5 გუნდი ჯობია და მსაჯების დახმარებით იგებს მარტო დავიჯერო ვითომ?? ვნახოთ ერთი რას იზამენ თასებზე, იქნებ ის ვიღაც ვიღაცეები ცდებიან :))
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში გაიმარჯვა
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩს განსჯის
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]
ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხეთის "ზლინში" გადავიდა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან
ჭანტურიშვილმა გაიტანა და "ფასტავ ზლინი" თასის ნახევარფინალში გავიდა