რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაში ლამის ყველაზე გვიან ასახელებს შემადგენლობას
ეს წერილი ხუთშაბათ საღამოს იწერება. ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ჯერაც არ არის დასახელებული. ქართულ საფეხბურთო სინამდვილეს რას გაუგებ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სია დღის ბოლომდე დასახელდეს, მაგრამ ეს საერთო სიტუაციას არ ცვლის და არც ამ წერილს უკარგავს აქტუალობას.

(sportall.ge: ნაკრების 25-კაციანი სია სფფ-ის საიტზე 20 მაისს გამოქვეყნდა).

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

თუ ყურადღებით დავაკვირდებით იმ კლუბების საიტებს, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, სანაკრებო სიის შესახებ თითქმის სრულ წარმოდგენას შევიქმნით. ამას დაამატეთ რამდენიმე ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან და მივიღებთ ნაკრების სრულ სიას.

არ გვეზარება და რომ მოვინდომოთ, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელის გვარ-სახელს, ალბათ, უშეცდომოდ ჩამოვწერთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენს ჟურნალისტურ ალღოს გასაქანს არ მივცემთ.

ნაკრების თემა იმდენად საჯარო და სათუთია, ნაკრები იმდენად ყველასია, რომ თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაში რამე უნდა იყო გამჭვირვალე, უპირველეს ყოვლისა - ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებული თემა.

რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაში ლამის ყველაზე გვიან ასახელებს შემადგენლობას? მე ასე ვიცი და არ მგონია, ვცდებოდე: ოფიციალურ მატჩამდე ორი კვირით ადრე შემადგენლობა უკვე გამოცხადებული უნდა იყოს. ახლა 19 მაისია და 27 მაისს სლოვაკეთს ვეთამაშებით. სლოვაკეთმა ჯერ კიდევ როდის დაასახელა "საჩვენო" შემადგენლობა.

ეს რომ მხოლოდ ახლა მომხდარიყო, ხელს საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელისკენ გავიშვერდით, მაგრამ უკვე კარგა ხანია, ასე ხდება. უნდა ვიფიქროთ, რომ მწვრთნელი აქ არაფერ შუაშია. ფაქტია, შემადგენლობა სადღაც "იჭედება" და ის ჩვენამდე მაშინ მოდის, როცა მსოფლიოს ყველა ქომაგმა იცის თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ამბავ-ხაბარი.

ეს ისეთი საკითხია, ხელს კონკრეტულად ვერავისკენ გავიშვერთ. ერთი კი გვინდა - ინფორმაცია დროულად მოგვაწოდონ. ვფიქრობთ, ამის მოთხოვნის სრული საფუძველი გვაქვს.

ის კი არა, ჩიტმა ამბავი მოგვიტანა, საქართველოს ნაკრები... უკვე ორი დღეა ვარჯიშობს "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს არის შეკრების არაოფიციალური ნაწილი, მაგრამ რატომ უნდა იყოს ის დაფარული საზოგადოებისგან?

ჩვენთვის ყველაფერი საინტერესოა, რაც საქართველოს ნაკრებს ეხება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

cigan
მართალია ივარჯიშეს ორი დღე ზესტაფონის თბილისურ ბაზაზე
gorski
ალეკო ძმა ხარ! ყველაზე ჩესნი და პატიოსანი ჟურნალისტია ეს!
vendeta
საზაფხულოდ ბიჭების გაყიდვა უნდათ კარგ გუნდებში, ჩვენ გულშემატკივრებს არაფრად გვაგდებენ. ვინც გამოსაძახებელია იმათ არ იძახებენ. დაცვაში ნოლი ვართ ნოლი დამიჯერეთ!
გულშემატკივარი
საინტერესოა იმ სტატისტიკის ნახვა თუ რა დროს იდებოდა ნაკრების შემადგენლობა (ოფიციალურ თამაშამდე რამდენი ხნით ადრე). ეს საინტერესოა ვიცოდეთ, სამწუხაროდ ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, ვფიქრობდი რომ არაფერი ირღვეოდა. ამ შემთხვევაში იაქტიურეთ ჟურნალისტებო, განსაკუთრებით სტატიის ავტორს ეხება. ასევე საინტერესოა როგორ მოხდა ის, რომ ნაკრები ორი დღეა ვარჯიშობს ზესტაფონში და ჩვენ არ ვიცით (თუ ეს სიმართლეა რა თქმა უნდა). წესით სფფ-ს ამაზე უნდა ეზრუნა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა