საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა ზურაბ ცისკარიძემ Sportall.ge-ს საკუთარი თავის შესახებ მოუყვა და ნაკრებში გამოძახებაზეც ილაპარაკა
საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა ზურაბ ცისკარიძემ Sportall.ge-ს საკუთარი თავის შესახებ მოუყვა და ნაკრებში გამოძახებაზეც ილაპარაკა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრებში ჩეხური "ტეპლიცეს" მცველი ზურაბ ცისკარიძე გამოიძახა.

"29 წლის წინ თბილისში დავიბადე. საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ჩვენი ოჯახი ჰარმონიასა და სიყვარულში ცხოვრობდა. პირველი 5 წელი ერთად კარგად ვიცხოვრეთ, შემდეგ კი გზები გაიყარა. მე პოლონეთში წავედი, სადაც დედასთან და მამინაცვალთან ერთად 10 წელი გავატარე.

მამინაცვალი რუსი იყო, ქართული არ იცოდა, დედა კი ვარშავაში გატარებული 10 წლის მანძილზე ქართულად საუბრობდა ასე, რომ ქართულ ენაში რაღაცეები მესმის, მაგრამ ენას კარგად არ ვფლობ.

14 წლის ასაკში აშშ-ში გავემგზავრეთ. 25 წლის შემდეგ კი ბიჭი, რომელმაც ცრემლებით დავტოვე აქაურობა, უკან დავბრუნდი.

უპირველეს ყოვლისა, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ვლადიმირ ვაისსა და მთელ სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამომიცხადეს. ახლა რთული სამუშაო მელის, უნდა დავამტკიცო, რომ ვიმსახურებდი შანსის მოცემას და მწვრთნელს იმედები გავუმართლო იმ შემთხვევაში, თუ შედგა ჩემი დებიუტი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლა და საქართველოს ჰიმნის მოსმენა ჩემთვის საოცნებო რამაა... შეიძლება, სხვა ფეხბურთელებისთვის ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს!

ქართველ ფეხბურთელებს, მეტწილად, ვიცნობ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი.

ქართველების ოცნებაა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა, საამისოდ კი დიდი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს. მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში, სწორედ ამიტომ ის იმ პოზიციაზე გამომიყენებს, სადაც გუნდს დავჭირდები. მზად ვარ გუნდს იქ დავეხმარო, სადაც საჭირო ვიქნები.

საერთოდ, დაპირებების მიცემა არ მიყვარს, მაგრამ სადაც კი მითამაშია, ყველა გუნდსა და მატჩში 100%-ით ვიხარჯებოდი. ყველა თამაშს როგორც უკანასკნელს, ისე ვთამაშობ. ქართველ გულშემატკივარს შემიძლია ვუთხრა, რომ მოედანზე წარმატებისთვის მთელ გულს ჩავდებ", - გვითხრა ცისკარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

ledi
გმერტმა უსველოს ცისკარიზეს მან დიდებულად იტამასა ის გირსია მუდმივად იყოს საქარტველოს ნაკრებსი მისი გრზელი პასები საუცხოოა მადლობა მას
dave
ეს ბიჭი ამერიკაში თამაშობდა როგორც მახსოვს, და ევროპელები ტყუილად არ დაინტერესდებოდნენ მისით და ჩეხეთში არ ჩამოიყვანდნენ. ესეგი მართლაც აქვს მონაცემები. წარმატებები, იმედია გააძლერებე ეროვნულ ნაკრებს, გამოვა მინდორზე, ეროვნულ ჰიმნსაც მოისმენს და ტავსაც არ დაზოგავს.
nino
mixaria magram vshishob ragac maxinaciebshi ar gaxlarton akaurma pexburtis mafiosebma...nu itkvit rom esmartali araa
giga
კეთილი და წარმატებული იყოს შენი მობრძანება სახლში!
zaza
ერთმნიშვნელოვნად დადებითი ნაბიჯია ამ ბიჭის გამოძახება! ასეთი და მხოლოდ ასეთი შეგნებისა და შემართების მოთამაშეებით მიიღწევა წარმატება! "ბლატნოი" ტალღაზე და 49 ნომრის მომთხოვნები, რაც არ უნდა კლასი და ნიჭი ჰქონდეთ წარმატებას ვერ და არ მოგვიტანენ. ასეთები არიან ცისკარიძე, ვაკო, კაშია,ლორია, ჰუფნაგელი, საბა კვირკველია, აბურჯანია, კანკავა...
luk
ყოჩაღ !!! კარგი ბიჭი ხარ!!! ნეტა ყველა შენსავით ფიქრობდეს!!!
luk
ყოჩაღ !!! კარგი ბიჭი ხარ!!! ნეტა ყველა შენსავით ფიქრობდეს!!!
Akaki
ჰუფნაგელი დიდი ხანი ტრანვირებული იყო და არ არი ფორმაში, ამიტო არ გამოიძახა ჩემი აზრით. რამდენი ხანია მინდოდა ცისკარიძე ნაკრებში გამოეძახათ და ვაისის წყალობით როგორც იქნა ეს მოხდა
bacho-s
ჰუფნაგელს ტრავმა ჰქონდა და ფორმაში არარის ჯერ ალბათ ამიტომ არ გამოიძახეს
anti
მადლობა ედო ბადალაშვილს ინტერვიუსთვის, საინტერესო იყო რას ფიქრობდა საქართველოზე და ნაკრებში თამაშზე. თუ გაქვთ ცისკარიძის თამაშები ნანახი ნამდვილათ მებრძოლი ფეხბურთელია და ყოველთვის მომწონდა ამის თამაში, აქამდე რატომ არ იძახებდნენ მიკვირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლა და საქართველოს ჰიმნის მოსმენა ჩემთვის საოცნებო რამაა... შეიძლება, სხვა ფეხბურთელებისთვის ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს! კარგია ეგეთი შემართებით რომ მოდიხარ საქართველოში, მჯერა რომ თავს არ დაზოგავ და შენს სათქმელს იტყვი ნაკრებში. წარმატებები...
bacho
მივესალმები მხოლოდ!!! მაგრამ რატო არ არის ჰუფნაგელი გამოძახებული?ჩვენ მეტი ევროპული მენტალიტეტის მოთამაშეები გვჭირდება ნაკრებში თორემ ცუდი მენტალიტეტის მოთამაშეების მეტი რა გვყავს აქ???
joni
ბრავო, ასეთები უნდა ათამაშო ვისაც საქართველო უყვარს და თავს არდ დაზოგავს !
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
ლეგიონის ანონსი: დღესაც გაიტანს გიორგი ჭანტურია პენალტს?
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ზურაბ ცისკარიძე კარიერას ფინეთში გააგრძელებს
ზურაბ ცისკარიძე გახსოვთ? - ის საუდის არაბეთის კლუბში ითამაშებს
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ერთ დღეს ზაზა და კლეი დაძმობილდნენ...
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქართული ლეგიონი სუფრასთან გაერთიანდა