რამდენიმე განთესილმა მეორე წრეში გასვლა მოასწრო
"დიდი სლემის" რიგის მეორე ტურნირი - საფრანგეთის ღია პირველობა წვიმით დაიწყო. გუშინ, 16-16 მატჩი უნდა გამართულიყო მამაკაცთა და ქალთა ბადეში, მაგრამ 32 შეხვედრიდან მხოლოდ ათი დასრულდა. ოთხსაათიანი წვიმის გამო, 22 შეხვედრა მეორე დღისთვის გადაიდო.

მამაკაცებს შორის დასრულებული მატჩებიდან, ალბათ, ყველაზე საინტერესო იყო ნიკ კირგიოსის რთული დუელი იტალიელი მარკო ჩეკინატოს წინააღმდეგ. მოულოდნელად, 21 წლის ავსტრალიელს გაუჭირდა აპენინელის ძლევა. პირველ ორ სეტში არც ერთი ბრეიკი არ ყოფილა, მეორე პარტიის ტაი-ბრეიკზე კი კირგიოსს ორი სეტბოლის მოგერიება მოუწია. ავსტრალიელმა პირველი ბრეიკი მესამე სეტის მეხუთე გეიმში შეასრულა და ეს საკმარისი აღმოჩნდა მეორე წრეში გასასვლელად. აქ მისი მეტოქე ჰოლანდიელი იგორ სისლინგი იქნება.

გუშინ, კიდევ ერთი განთესილი გავიდა შემდეგ წრეში. ტურნირის მე-19 ნომერმა ბენუა პერმა ხუთსეტიანი თრილერი გადაიტანა მოლდოველი რადუ ალბოტის წინააღმდეგ. ფრაგმა მხოლოდ ხუთით მეტი ქულა აიღო, ვიდრე მსოფლიოს 137-ე ნომერმა, 19-დან 10 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ზედიზედ მეხუთედ გავიდა როლან გაროსის მეორე წრეში, სადაც რუს თეიმურაზ გაბაშვილს შეხვდება.

ქალ ფავორიტებს შორის ერთმა მოასწრო შემდეგ ეტაპზე გასვლა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩეხი პეტრა კვიტოვა შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. მართალია, უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა მოუგო ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩს, მაგრამ ეს უდიდესი ძალისხმევის ფასად დაუჯდა. არადა, ჩეხი მეორე სეტში 4:1-ს იგებდა და მოწოდებაც მისი იყო, მაგრამ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და საქმე იქამდე მივიდა, რომ კოვინიჩს მესამე სეტში ორი ქულა აკლდა მოგებამდე.

სამაგიეროდ, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა კიდევ ერთ ჩეხს, შარშანდელ ფინალისტს ლუსი საფაროვას. მან მხოლოდ ორი გეიმი გაიმეტა რუსი ვიტალია დიატჩენკოსთვის. ეს უკანასკნელი როლან გაროსის დებიუტანტი იყო და ზედმეტად ნერვიულობდა - ამაზე მეტყველებს 27 უნებლიე შეცდომა, მათ შორის, ცხრა ორმაგი.

ცნობილია საფაროვას მეტოქე მეორე წრეში - ეს არის ვიქტორია გოლუბიჩი შვეიცარიიდან, რომელმაც სამ სეტში მოუგო ელისონ რისკეს.

I წრე

კაცები

კუზნეცოვი (რუს)-ბეკერი (გერ) 6:2, 6:2, 6:4

კირგიოსი (ავსტრა, 17)-ჩეკინატო (იტა) 7:6(6), 7:6(6), 6:4

სისლინგი (ჰოლ)-უნგური (რუმ) 6:1, 6:2, 7:6(5)

გაბაშვილი (რუს)-იანგი (აშშ) 7:6(1), 6:2, 6:3

პერი (საფ, 19)-ალბოტი (მოლ) 6:2, 4:6, 6:4, 1:6, 6:4

ქალები

ჰსიე (ტაივ)-არუაბარენა (ესპ) 7:6(6), 6:3

კვიტოვა (ჩეხ, 10)-კოვინიჩი (ჩერ) 6:2, 4:6, 7:5

პავლიუჩენკოვა (რუს, 24)-სორიბესი (ესპ) 6:2, 6:0

გოლუბიჩი (შვეიც)-რისკე (აშშ) 6:2, 1:6, 6:2

საფაროვა (ჩეხ, 11)-დიატჩენკო (რუს) 6:0, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა