ლა ლიგა. XXIII ტურის წინ: თუ "სამეფო კლუბი" "ესპანიოლთან" ვერ გაიმარჯვებს, პრიმერა დივიზიონში ისედაც მცირე საჩემპიონო ინტრიგა სულ მინავლდება

სანაკრებო ოთხშაბათის შემდეგ პრიმერა ყოველგვარი შესვენების გარეშე ბრუნდება. რა არის მთავარი 23-ე ტურის წინათქმაში? ჩემპიონი და ლიდერი "ბარსელონა" ასტურიას სტუმრობს, თუმცა "სპორტინგთან" დაპირისპირება ესპანეთის დედაქალაქში სპორტულ დუელზე მეტად არაჯანსაღი კუთხით შუქდება. "ბარსას" მდევარ "რეალს" კი ბარსელონაში, ოღონდ, "ესპანიოლთან" ელის მატჩი (ამ შეხვედრას კი კატალონიაში უყურებენ ეჭვის თვალით). სწორედ ამ ეჭვთა გამო, პირველად ლა ლიგის ტურისწინა მიმოხილვას სულ სხვა გუნდების დაპირისპირებით დავიწყებთ და, გვჯერა, რომ სწორედ ის შეხვედრა იქნება ტურის მატჩი.

დღეს "ვისენტე კალდერონზე" მადრიდის "ატლეტიკო" "ვალენსიას" მასპინძლობს. წესით, ამ გუნდებს მესამე ადგილისთვის უნდა ებრძოლათ ჩემპიონატში, "ღამურები" იბრძვიან კიდეც, მესამეადგილოსან "ვილიარეალს" მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან. საპირისპირო მდგომარეობაა ვარსკვლავებით დახუნძლულ "ატლეტიკოში" - თუკი მეტოქეს ზურგს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია უმაგრებს, კიკე ფლორესის გუნდი ზედიზედ სამი ტურია მარცხდება. კიდევ ერთი მარცხი "ათლეტებს" ევროთასებზე ოცნების საშუალებას აღარ მისცემს, გუნდი კი ცხრილის მეორე ნახევარში ჩაეშვება. აქედანაც ცხადია, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თამაშს.

"დღეს ჩვენი ფეხბურთელები თავიანთი თამაშით ვერ ახარებენ ფანებს. დროა, მოგებები დავიწყოთ, "ვალენსიასთან" შეხვედრა კი საამისოდ კარგი საწყისი იქნება. ამ სეზონში მე-4 ადგილზე დაბალი შედეგი ჩავარდნად ჩაითვლება", - განაცხადა ენრიკე სერესომ, "კოლჩონეროსის" პრეზიდენტმა. როგორც ხედავთ, კიკე ფლორესს ცუდად მიუდის საქმე - მე-4 ადგილზე "ვალენსიაა", რომელსაც "ატლეტიკო" 14 ქულით ჩამორჩება!

უნაი ემერი, შეიძლება, არ არის "მესტალიას" ფავორიტი, მაგრამ შედეგი მის სასარგებლოდ მეტყველებს. კლუბის პრეზიდენტი მწვრთნელის მხარესაა - ლორენტე ამბობს, რომ უნაი ემერის რა ტაქტიკითაც სურს, იმით შეუძლია გუნდი ათამაშოს, მთავარია მოიგოსო.

თავად უნაი ემერი რეალისტია: "ჩვენ კარგად ვუწყით, რომ "ბარსელონასა" და "რეალს" ვერ დავეწევით, მაგრამ "ვილიარეალი" ჩვენი ტოლ-სწორია და მესამე ადგილი ჩვენ გვინდა."

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა მარიო სუარესმა მოირჩინა ფეხი და ალბათ სათადარიგოთა შორის მოხვდება, მაგრამ მარცხენა მცველი ფილიპე ლუიში 100%-ით ვერ ითამაშებს. კიკეს ცალკე სადარდებელი მეკარის ტრავმამ გაუჩინა - ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში დე ხეა დაშავდა და მადრიდულ კლუბში დაბრუნებულმა მხოლოდ ტრენაჟორებზე ივარჯიშა. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენი მომავალი მეტოქეა, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ - "ვალენსიას" ლიდერმა ხუან მატამ ნაკრებში კოჭის ტრავმის გამო ვერ ითამაშა, თუმცა "ვისენტე კალდერონზე" იქნებაო, ამტკიცებენ. რიკარდო კოშტამ დისკვალიფიკაცია მოიხადა და "ლოს ჩეს" დაცვის ხაზს დაუბრუნდება.

ახლა გადავიდეთ "საეჭვო მატჩებზე": "სამეფო კლუბი" ვალდებულია "ესპანიოლთან" დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისედაც მცირე საჩემპიონო ინტრიგა მინავლდება. "ბარსელონაში" კი ყოველთვის ეჭვის (და არა იმედის) თვალით უყურებენ "ესპანიოლისა" და "რეალის" დაპირისპირებებს. მიუხედავად ამისა, მაურისიო პოჩეტინოს საპირისპიროს დამტკიცება სურს: "თუკი ჩვენს ბიუჯეტებს შევადარებთ, რა თქმა უნდა, შანსი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ზოგჯერ, მონდომება და შრომა მილიონებს ამარცხებს", - ამბობს არგენტინელი სპეციალისტი.

"რეალი" დიდ სამზადისშია. აი, რა თქვა რაულ ალბიოლმა: "ესპანიოლი" რთული მეტოქე იქნება და ფეხი თუ დაგვიცდა, ჩემპიონობაზე ფიქრს უნდა გამოვემშვიდობოთ. შეცდომების დაშვების ლიმიტი ამოვწურეთ."

ოთხშაბათს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში "რეალის" 13 ფეხბურთელი თამაშობდა. გუშინ 13-ვე ვარჯიშობდა ბაზაზე. ასე რომ, ჟოზე მოურინიოს მხოლოდ იერჟი დუდეკი და გონსალო იგუაინი აკლია. სერხიო რამოსს დაუსრულდა დისკვალიფიკაცია, პეპემ კი ტრავმა მოირჩინა.

"სპორტინგისა" და "ბარსელონას" მატჩის წინათქმაში კი ისევ მოურინიოს ხსენება მოგვიწევს. სწორედ მოურინიომ, პირველი წრის მატჩის შემდეგ "სპორტინგის" თავკაც მანუელ პრესიადოს ლამის მატჩის დათმობა დააბრალა. საქმე იმაშია, რომ პრესიადო და პეპ გვარდიოლა, ასაკში სხვაობის მიუხედავად, ერთმანეთის ახლო მეგობრები არიან და "სპორტინგმა" მართლაც ლამის მეორე შემადგენლობა გაიყვანა "კამპ ნოუზე". თამაშის დასრულებისთანავე კი მათ (პრესიადოსა და გვარდიოლას) დიდი ხვევნა-კოცნა გამართეს. მაშინ ჟოზეს სიტყვებმა სასტიკად გააცოფა "სპორტინგის" თავკაცი, რომელმაც თქვა, ვინ არის ეს ყმაწვილი და რა უფლებით აძლევს თავს ამდენის უფლებასო.

"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" ძლევით ლა ლიგის რეკორდი დაამყარა - ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო, ბუნებრივია, კატალონიური გრანდი უარს არ იტყვის ზედიზედ მე-17 მოგებაზეც, რომელიც კიდევ უფრო მიაახლოვებს ჩემპიონობას. გვარდიოლას ამ თამაშში მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააკლდება - კაპიტანი კარლეს პუიოლი და ჟეფრენ სუარესი.

დღეს

ატლეტიკო-ვალენსია 21:00

დისკვალიფიკაცია: უიფალუში - ბანეგა

ტრავმა: ფ. ლუიში, დე ხეა (?) - მოია, სესარი, ვისენტე, ალბელდა, მატა (?)

სპორტინგი-ბარსელონა 23:00

დისკვალიფიკაცია: ლორა, გრეგორი (სპორ)

ტრავმა: ეგურენი (?) - ჟეფრენი, პუიოლი

რასინგი-სევილია 01:00

დისკვალიფიკაცია: კასერესი (სევ)

ტრავმა: ციოლისი, სერანო, დიოპი - კანუტე, ზოკორა (?), ჩიგარინი, გუარენტე, რენატო (?)

ხვალ

ერკულესი-სარაგოსა 20:00

ტრავმა: სარი, პასი, პამარო - ობრადოვიჩი (?), ედმილსონი

ლევანტე-ალმერია 20:00

ტრავმა: სერხიო, მ. პერესი, ნ. გონსალესი - ხუანმა ორტისი (?), ხუანიტო, ნიეტო

მალაგა-ხეტაფე 20:00

დისკვალიფიკაცია: აპონიო (მალ)

ტრავმა: ასენხო, სტადსგაარდი, ხ. გომესი, რუბენი - რ. ლოპესი, არისმენდი, მარიო

რეალ სოსიედადი-ოსასუნა 20:00

დისკვალიფიკაცია: ჩ. პრიეტო (სოს)

ტრავმა: არანბურუ, ხ. ლორენტე - სეხუდო, რობერტო

დეპორტივო-ვილიარეალი 22:00

დისკვალიფიკაცია: ლაურე (დეპ)

ტრავმა: საული, ურეტა, გუარდადო - მ. რუბენი, ხუან კარლოსი, ა. ლოპესი, მ. სენა

ესპანიოლი-რეალი 00:00

ტრავმა: დ. გარსია (?), ვერდიუ (?), ს. გარსია (?), დე ლა პენია, მატიონი, ოსვალდო - დუდეკი, იგუაინი

ზეგ

მალიორკა-ბილბაო 00:00

დისკვალიფიკაცია: გურპეგი (ბილ)

ტრავმა: ვიქტორი, პინია (?) - აურტენეჩე, უსტარიცი (?), ამორებიეტა, ი. გომესი.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა