გაზეთი "კვირის პალიტრა" ევრო 2016-ის დაწყებამდე ქართველ სპეციალისტ რევაზ ძოძუაშვილს გაესაუბრა
გაზეთი "კვირის პალიტრა" ევრო 2016-ის დაწყებამდე ქართველ სპეციალისტ რევაზ ძოძუაშვილს გაესაუბრა.

ძოძუაშვილმა, ევროპირველობის გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ცნობილია, რომ პერსპექტიული ფეხბურთელების "ამოცნობა" შეგიძლიათ და ეძებთ კიდეც. რა ხდება ამ მხრივ ქართულ ფეხბურთში?

- ყოველდღიურად მაქვს შეხება ბავშვებთან, ახალგაზრდა მოთამაშეებთან, მოყვარულ ფეხბურთელებთან. დღესაც დავესწარი მეორე ლიგის ორ მატჩს... პირდაპირ გეტყვით - არასრულფასოვანმა კვებამ ბევრი ნიჭიერი და ჯანმრთელი მოთამაშე დაუკარგა ქართულ ფეხბურთს.

ვიცი, რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი, მიმტანებად რომ მუშაობენ და მერე მიდიან ფეხბურთის სათამაშოდ. მახსოვს, ვეტერანი ფეხბურთელები შევხვდით ბიძინა ივანიშვილს და მაშინ მითხრა, რასაც თქვენ ამბობთ, იმის გაკეთებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა ქართულ ფეხბურთში დიდ ფულს ჩავდებთო. აჰა, ჩაიდო კიდეც, უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბებს სახელმწიფო ეხმარება, აღარ იქნებიან მშიერი ფეხბურთელები, მაგრამ ახლა მთავარია, ვის ხელში აღმოჩნდება და რამდენად მიზნობრივად გამოიყენებენ სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხას!

- და როდის გაიწმინდება საფეხბურთო სამყარო ფეხბურთში ფულის საშოვნელად მოტრიალე ხალხისგან? გარიგებულ მატჩში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ რამდენიმე ადამიანი დასაჯეს...

- სადისციპლინო კომიტეტი კი არა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ამტკიცებს ხოლმე, რომ ესა თუ ის მატჩი ჩაწყობილი იყო! არადა, როგორ უნდა უხელმძღვანელო კლუბს, თუ ის ვერ გაგიგია, რომ გუნდში მატჩის გამყიდველი ფეხბურთელები გყავს? თუ ფეხბურთელები ამას გიკეთებენ, ე.ი. მმართველად არ ვარგიხარ.

კიდევ ერთი უბედურება ის არის, რომ დღეს ქართულ ფეხბურთში "მეგობარი მწვრთნელების" კასტაც გვხვდება. გყავს მეგობრები მთავრობაში? დაგნიშნავენ კლუბის მწვრთნელად! არადა, მთავარი შედეგი უნდა იყოს და როცა ხედავ, რომ მწვრთნელმა სეზონი ჩააგდო, უნდა გაათავისუფლო! წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთო - ასე თავის მართლებით როდემდე შეიძლება მოატყუო თავი და კლუბი? სანამ წარუმატებლობისთვის მწვრთნელის გაშვებას არ ვისწავლით, წარმატებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

- როდემდე იქნება უმუშევარი რევაზ ძოძუაშვილი?

- ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" ვიყავი და რომ შევპირდი, ევროთასზე გაგიყვანთ-მეთქი, მთავარია, უმაღლესი ლიგიდან არ გავვარდეთო! საქმისადმი ასეთი მიდგომით და ოთხთვიანი კონტრაქტებით რა წარმატებაზეა ლაპარაკი? ასეთ მუშაობაზე გული ნამდვილად არ მწყდება...

უსაქმოდ არც ახლა ვარ. ისე კი, თქვენ, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს უნდა გინდოდეთ, რომ რეზო ძოძუაშვილი იყოს ფეხბურთში, თორემ მე ისედაც ვარ ფეხბურთში!

- რას უპასუხებთ მათ, ვინც ამბობს, რომ რევაზ ძოძუაშვილი ფულს იღებდა ნაკრებში ფეხბურთელების წაყვანაში?

- ასეთი ჭორების გამავრცელებლებს მოკლედ ვუპასუხებ - ყველგან წარმატებით ვიმუშავე და ყველგან საუკეთესო ფეხბურთელები მიმყავდა! საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველმა მე გავაკეთე ძლიერი გუნდი. ან ვისგან მაქვს აღებული ფული - არველაძეებისგან, ქინქლაძისგან, კობიაშვილისგან თუ კალაძისგან? რუსთავში რომ ვმუშაობდი, იმ გუნდიდან შვიდი ფეხბურთელი მოხვდა ნაკრებში, მათ შორის, ლევან კობიაშვილიც. ნიჭიერები, მაგრამ ღარიბი ოჯახების შვილები იყვნენ, სად ჰქონდათ ფული ან მე რაში მჭირდებოდა? მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელისგან ფულს იღებს, ძლიერ გუნდს ვერასდროს გააკეთებს. სამაგიეროდ, არველაძესა და ქინქლაძეს რომ გაზრდის, უფრო მეტს მიიღებს!

ლატვიაში ჩემი ჩასვლით იქაურმა ფეხბურთმა 18 მილიონი მოიგო, საიდანაც მეც შემხვდა კუთვნილი 10%. ასე რომ, ამტკიცონ, სხვა თუ ვერაფერი მომიგონეს, რაღაცით ხომ უნდა გაგიფუჭონ სახელი? მანუჩარ მაჩაიძეს სხვა ვერაფერი მოუგონეს და, ბურთს ატარებსო. ფეხბურთელმა ბურთი უნდა ატაროს, აბა, რა?! ვინც ბურთს ვერ აკონტროლებს, ის რა ფეხბურთელია.

ავტორი: რატი შელეგია

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

izi
მსაჯს რომ აბრალებდი მუდმივად შენ არ იყავი? თუ მსაჯზე მოსულა, მარტივია
ტოტო
ძოძუაშვილის ენით,რომ ვთქვათ,"ფუტბალის ტი"ცუდი არ იყო!,მაგრამ ცხოვრებაში?ცხოვ რებამ ისე გააპაპმულა მისი ოცნება გახდა...
kakha
ახალკაცი, ნორაკიძე და ჟორდანია, ის ხალხი ვინც ქართული ფეხბურთი გაიყვანა მსოფლიოში...........
თემო
საწყენია რომ ძოძუაშვილს ერთხელ არ მისცეს ნაკრებში თავიდან ბოლომდე თუნდაც ერთი წელი დამოუკიდებლად მუშაობის უფლება,ხოლო თუ ვინმეს უნიჭო ნათესავი გყავთ სხვას ნუ დააბრალებთ,
hiugo
ამას საერთოდ რა აქვს სალაპარაკო, ნაკრები კი არა კლუბებშიც იღებდა ფულს, რამდენი ახალგაზრდა დაუბლოკავს ვინ იცის. ჩემი ახლობელი გუნდიდან იმიტომ გააშვებინა რომ დედამისის მოგვარე იყო. წადი ძოძო მოშორდი ქვეყანას. კიდევ აქეთ ნუ გვამადლი თავს. ფეხბურთი კი არა ამ მიწიდან გადაიხვეწე საერთოდ.
Mixicha
Ase uvici xalxi saidan ra zamenebze bodavt erti.msoplioshi machvenet erti totalizatori sadac kartul shecvlebze ikneba bsoni da mere ilaparaket.ra chorikana shjriani uasakmurebi zixart ak.mase mekolebit egdebit ak sul zogiertebi
nikata
მიხიჩ, ისეთ ფეხბურთელებს (ქინქლაძე, კობიაშვილი, არველაძეები) ასახელებ, მაგათში ვერავინ შემოგედავება, მაგრამ იმათ რა ვუყოთ ნაკრებში უცხოურ შეკრებაზე რომ მიგყავდა 2-3 ამხანაგურის სათამაშოდ? ჩახედეთ ნაკრების სტატისტიკას და ყველა მოაზროვნე მიხვდება, ვინ იყო შენი ფეხბურთელი და მერე ლიტვაში რომ მიგყასვდა, ნაკრების ფეხბურთელის სტატუსით. არ გვინდა ახლა შენი აშმორებული წუნწუხის ხელახლა ამოტრიალება, ისედაც ცუდი სუნი უდის ზოგადად ქართულ ფეხბურთს და კონკრეტულად შენს პერსონას. ნუ, პირველი ტაიმის შეცვლები ხომ უნიკალური რამ იყო და ვინც მაგაზე თვალს ხუჭავდა, ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს. შენ ამის წამკითხველი არ ხარ და იქნება შენმა უფასო ადვოკატებმა მოგიტანონ სიტყვა - საჯაროდ რაც ცოტას ილაპარაკებ, შენთვის მით უკეთესი იქნება
სირბილის სწავლების ცენტრი
რეზოს საკუთარი სახსრებით თუ მიყავდა ფეხბურთელები და გუნდში მიღების შემდეგ იღებდა 18 000-ს მადლობა უნდა უთხრათ და თხოვოთ ასევე გააგრძელოს!
babu
nika ის ,,ბოვშები" მიხიჩას გარეშე ლიტვას ნახავდნენ საერთოდ ? მაძთმა უმეტესობამ არც იცოდნენ ლიტვა სად იყო და დედამიწა მრგვალი თუ იყო . თვეში 18 000 - იან ტრანსფერს რომ გააფორმებინებდა , იმ ,,ბივშს" , ,,ძ"-ს იქეთ რაიმე ასო თუა კიდევ , რომ არ იცოდნენ , კიდეც რომ გამოერთმია რაიმე , არ ეკუთვნოდა ? მიხიჩას სიტყვას ენდობოდნენ იქ და იმითომ აჰყავდათ გუნდებში ის ,,ბოვშები " თორემ ეხლა სად არიან , აღარ გაცნდნენ ,,ბოვშები " ? წავიდნენ ლიტვაში , მიხიჩა უშლის ხელს ? თუ უკეთეს ლიგებში მიდიან ? ამის მწვრთნელობის პერიოდში ჩაგდებული თამაში გამახსენე კიდევ თუ ძმა ხარ Nიკა .
პაატა
ტორპედოში ხელფასებიდან წილებში რომ უჯექით ფეხბურთელებს შენ და ცხონებული ყიფიანი დაგავიწყდა?
lelo
არ მინდა თქვენზე ცუდი ვთქვა მაგრამ ასეთ კომენტარს რომ აკეთებთ სინდისის გრძნობა არ გაქვთ? მარტო ერთი მინდა გითხრათ თქვენი ტორპედოში მოღვაწეობის ბოლო პერიოდში ტელევიზიით გააკეთეთ განცხადება რომ ფეხბურთელები მშიერები იყვნენ და ამის გამო აკეთებდით პირველ ტაიმში შეცვლებს, საპირისპიროდ გამოვიდა ტორპედოს მაშინდელი სპორტული დირექტორი ფრუიძე და ვისოლის წარმომადგენელი პაპიაშვილი და დოკუმენტალურად დაამტკიცეს გუნდისთვის გამოყოფილი და დახარჯული თანხა. თქვენ კი ამის შემდეგ გაიძახით...

მიხიჩ ჭკუას მოუხმე, თორემ სათქმელი ითქმება არა მარტო ფეხბურთელები – "ზამენები და ტოტალიზატორი"
jemali60
ბატონი რეზო დღესაც წარმატებით მუშაობს ახალგაზრდებთან და მალე მაგის გაწვრთნილები იმედია დიდ ფეხბურთს ითამაშებენ.
goga
მაგარი კაცია,პროფესიონალი და ერთული ტავის საქმის.
მესი
ეს კაცი კაი ხანია ფეხბურთის შალვა ნათელაშვილია... რაც თავი მახსოვს (1998წლიდან) ყვირის ყვირის, არავინ მოწონს, ყველას ლანძღავს, ყველა აქცევს ქართულ ფეხბურთს ..(ბევრჯერ თვითონაც ქონდა შანსი არა ვერ გაქაჩა) არავის არაფერი ესმის,, მარტო ესაა ანგელოზი.. წაი ბიძა სახლში ეთამაშე შვილიშვილებს.. ნუ ყეფ შალიკოსავით თორე გაგექცა ყბა გვერდით ნევროზისგან
მურთაზი
თუ ეს კომენტარები მართალია და სფფ დუმს აღარ ყოფილა ჩვენი საშველი არადა მაგრად მევასება ესკაცი
qutaiseli
არადა სიმართლეს ამბობს ხოდა ვინც მიიჩნეს რო ფულს იღებდა დაუმტკიცოს და გამოვლინდეს პიროვნულად ვინც ამას ამბობს თუარადა ეგ ყველაფერი ცილისწამებაა და მეტი არაფელი. .ისე ამაზე დიდი შედეგი რომელმა მწვრთნელმა დადო საერთაშორისო არენაზე ქართველს ვგულისხმობ ისეც დაეწერათ ამ კაცის კრიტიკოსებს.
nika
ლიტვინს გუნდებში რო უშვებდი ბოვშებს და თითოსგან 18 ათასს იღებდი აღარ გახსოვს დაგებინდა გონება ალბათ
karuje
რაც შენ ტორპედოს 2-2 ფრეებზე და პოირველ ტაიმში ნიჩიებზე ნაყომარები გაქ ტორპედოსში
ქომაგი
ტორპედოში მწვრთნელობისას პირველ ტაიმში გაკეთებული შეცვლებით რომ ყომარობდი მიხიჩ ის დაგავიწყდა?
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე