ქართველმა დიდოსტატმა მეტოქეებს უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა
6 მოგება, 4 ყაიმი და 1 მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულა ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-17 ჩემპიონატი, რომელსაც კოსოვომ უმასპინძლა.

საბოლოოდ მან 8 ქულას მოუყარა თავი და კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს მედალი მეორედ (პირველად - 2009 წელს ჩერნოგორიულ ბუდვაში, 2010 წელს ხორვატიულ რიეკაში მეორე იყო) მოიპოვა, თან რეიტინგი 19 პუნქტით გაიმდიდრა.

მე-11 ტურის წინ ბაადური მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებდა. საამისოდ, უპირველესად, მე-2 ადგილზე მყოფი რადოსლავ ვოიტაშეკის (პოლონეთი) ძლევა იყო საჭირო. ქართველმა დიდოსტატმა ეს ამოცანა პირნათლად შეასრულა.

სამაგიეროდ, ერთპიროვნული ლიდერი ერნესტო ინარკიევი (რუსეთი) კასპერ პიორუნს (პოლონეთი) დაუზავდა და 9 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა. ლატვიელმა იგორ კოვალენკომ ალექსეი გოგანს (რუსეთი) აჯობა და 8.5 ქულით ვერცხლის მედალი გაინაღდა.

წარმატებით ითამაშეს ბრინჯაოსთვის ჯობავას კონკურენტებმა: დავით ნავარამ (ჩეხეთი) არმან პაშიკიანს (სომხეთი) გააჩერებინა საათი, ხოლო ფრანსისკო პონს ვალეხომ (ესპანეთი) ალექსანდრ დონჩენკო (გერმანია) დაამარცხა. ნავარამ და ვალეხომ 8-8 ქულა მოაგროვეს და, შესაბამისად, მეოთხე-მეხუთე ადგილები გაინაწილეს. ჯობავამ მეტოქეებს უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ჩემპიონატში მონაწილე დანარჩენი ოთხი ქართველი დიდოსტატის მე-11 ტურის შეხვედრები ასე დასრულდა: ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი)-თორნიკე სანიკიძე 1:0, სერგეი ჟიგალკო (ბელორუსი)-ლევან ფანცულაია 1:0, ბესიმ ურუსი (კოსოვო)-მერაბ გაგუნაშვილი 0:1, ზურაბ სტურუა-მერთ იილმაზიერლი (თურქეთი) 0.5:0.5.

საბოლოოდ: 52. გაგუნაშვილი (6.5), 53. ფანცულაია (6.5), 65. სანიკიძე (6.5), 87. სტურუა (6).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი: ოთხეული შემორჩა
ლევან ფანცულაია საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
120 ათასი დოლარი მოგებულს - თბილისი მსოფლიოს ელიტას მასპინძლობს
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
საჭადრაკო ოლიმპიადა: ქალთა გუნდმა მდგომარეობა გამოასწორა, ჯობავამ ტოპალოვს აჯობა
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ზურაბ აზმაიფარაშვილი: ბაქოს ოლიმპიადა ჩვენთვის გამოწვევაა
კოსოვოში, მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-17 ჩემპიონატზე ხუთი ქართველი გამოვა
საჭადრაკო ოლიმპიადა: ბაქომ ესტაფეტა ბათუმს გადააბარა
ევროპის ვაჟ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი: ბაადურ ჯობავამ შეუძლებელი შეძლო!
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ნონა გაფრინდაშვილმა და გიორგი ბაღათუროვმა ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვეს
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა უკრაინელები დაამარცხეს
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში
საჭადრაკო ოლიმპიადა: ქართველი ვაჟების ბრწყინვალე გამარჯვება ბაქოში
ჭადრაკი. ევროპის ჩემპიონატი: ქართველებმა მოგებით დაიწყეს
ევროპის გუნდური ჩემპიონატი: ქალთა ნაკრები ბრინჯაოს დასჯერდა
თბილისი. მსოფლიოს თასი: საქართველოს ღირსებას ოთხი მოჭდარაკე დაიცავს
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ტაიბრეიკი - ბაადურ ჯობავას შანსი
ბოლო აკორდის შუქ-ჩრდილები - მოჭადრაკეებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი შეაფასეს
ჭადრაკი. თბილისის მერიის თასი: გიგა ყუფარაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა