საქართველოს კადეტთა ნაკრები საკლასიფიკაციო მატჩში პუერტო რიკოს დაუპირისპირდა და ოკეანის გაღმელებთან 48:75 დამარცხდა
საქართველოს კადეტთა ნაკრები საკლასიფიკაციო მატჩში პუერტო რიკოს დაუპირისპირდა. ეს კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. რადგან აშშ-სთან კავშირშია, ლოგიკურად კალათბურთი პუერტო რიკოშიც სათანადოდ უნდა იყოს განვითარებული. ამაში შეხვედრის საბოლოო ანგარიშმაც დაგვარწმუნა - ოკეანის გაღმელებმა ქართველებს 75:48 მოუგეს.

თუ წინა მატჩებში იყო სერიოზული ჩავარდნები (მაგალითად, ირანთან ერთ მეოთხედში ქულა ვერ ჩავაგდეთ), პუერტო რიკოსთან 10 ქულას ოთხივე პერიოდში ავცდით. ვინც საქართველოს 16-წლამდელთა მატჩებს ადევნებს თვალს, იოლად მიხვდება ჩვენს კადეტებს ყველაზე მეტად რომელ კომპონენტში გაუჭირდათ - რა თქმა უნდა ფარქვეშ, რაზეც სტატისტიკა მიგვითითებს:

პუერტო რიკოელებმა ბურთი 49-ჯერ მოხსნეს, ხოლო ქართველებმა - 34-ჯერ. ამერიკელებმა 25 ორქულიანი ჩააგდეს (53-დან), ჩვენებმა - 12 (34-დან). ორ მნიშვნელოვან კომპონენტში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა ანგარიშზეც ლოგიკურად აისახა. როგორც გითხარით, მეტოქემ 27 ქულის სხვაობით იმარჯვა.

ქართველთაგან თუკი ვინმეს გამორჩევა შეიძლებოდა, ესენი ნუგზარ აბულაძე და ბექა დარახველიძე გახლდნენ. პირველი ერთადერთი ქართველი იყო, 10-ქულიან ნიშნულს რომ ასცდა, ხოლო მეორემ მოხსნებში გადალახა ათიანი ბარიერი. აბულაძემ 17 ქულა ჩააგდო, ხოლო დარახველიძემ 12 მოხსნას 8 ქულა მიამატა.

პუერტო რიკოსთან წაგების შედეგად ქართველებს ისღა დარჩენიათ, ტურნირზე ბოლოსწინა ადგილსთვის იბრძოლონ. ისინი დღეს, 12 თებერვალს ირანელებს დაუპირისპირდებიან, რომლებთანაც ჯგუფურ ეტაპზე 50:62 დამარცხდნენ. თავის მხრივ, სპარსელებმა საკლასიფიკაციო მატჩში რუმინეთთან 65:71 დათმეს. საქართველო-ირანს შორის გამარჯვებული თურქეთის საერთაშორისო ტურნირს მე-11 ადგილზე დაასრულებს.

11 თებერვალი

საქართველო-პუერტო რიკო 48:75

14:21, 11:11, 13:21, 10:22

საქართველო: ბოლქვაძე (4ქ, 2 მ, 2პ, 1ჩ, 1დ), ლილუაშვილი (8ქ, 2მ, 3პ, 5ჩ), ქობალავა (2ქ, 2მ, 1ჩ, 1დ), აბულაძე (17ქ, 2მ, 2პ, 2ჩ), დარახველიძე (8ქ, 12მ, 1პ, 3ჩ), ღურწკაია (3მ, 1ჩ), ჭიხვარია (9ქ, 7მ, 1ჩ), ლომთაძე (1მ).

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა