როლან გაროსის ქალების ტურნირს ორი ფავორიტი გამოეთიშა
როლან გაროსზე სერიოზული სენსაციების დრო დადგა. გუშინ, შინ გაემგზავრნენ ავსტრალიის ღიას ჩემპიონი ანჟელიკ კერბერი და მეხუთე ჩოგანი ვიქტორია აზარენკა.

მოსალოდნელი იყო, რომ კერბერს პრობლემები ექნებოდა კიკი ბერტენსთან მატჩში. ამ თვეში გერმანელი ადრეული ეტაპიდან გამოეთიშა მადრიდისა და რომის ტურნირებს, გასულ კვირას კი ნიურნბერგში ვერ ითამაშა. კერბერის პრობლემები პირველივე სეტში გამოჩნდა. 28 წუთში ბერტენსმა ორი ბრეიკი შეასრულა და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა ფავორიტს.

მეორე სეტში კერბერმა ძალიან ყურადღებით ითამაშა. მან ორად ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორივე გამოიყენა - მეექვსე და მერვე გეიმებში, რომელთა შორის ბერტენსის ერთი ბრეიკიც იყო. კერბერმა შეძლო მეცხრე გეიმში სეტზე ჩაწოდება და ანგარიში გათანაბრდა.

როგორც აღმოჩნდა, გერმანელის პრობლემები არსად გამქრალა. მან კიდევ ერთი საკუთარი მოწოდება დაუთმო მეტოქეს და ბერტენსს 3:0 დაწინაურების საშუალება მისცა. კერბერს მეხუთე გეიმში ჰქონდა გათანაბრების შანსი, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ამასობაში, ბერტენსმა მოახლოებული ტრიუმფი იგრძნო და მატჩზე ჩაწოდებისას ანერვიულდა. ჯერ ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა, შემდეგ ბრეიკ-პოინტი მისცა მეტოქეს, მაგრამ დროულად აიყვანა თავი ხელში და მესამე ცდაზე მოიპოვა მეორე წრის საგზური. ჰოლანდიელმა გასულ კვირას ნიურნბერგში ტიტული აიღო და სწორედ იქ დაამარცხა კარიერაში პირველად TOP10-ის წევრი (რობერტა ვინჩი), ახლა კი კერბერზე ძლიერი აღმოჩნდა.

კერბერი გახდა ავსტრალიის ღიას მეორე გამარჯვებული ბოლო სამ წელიწადში, ვინც როლან გაროსის პირველ წრეში წააგო. მანამდე ასეთი გაუგებრობა ჩინელ ნა ლის დაემართა.

რაც შეეხება ვიქტორია აზარენკას, ბოლო პერიოდში ის ბევრს ტრავმიანობდა და ამან აშკარად შეუშალა ხელი კარინ კნაპთან მატჩში. ბელარუსს ცუდად არ დაუწყია და 3:1 დაწინაურდა, თუმცა ამას ზედიზედ ხუთი გეიმის წაგება მოჰყვა. კნაპს შეეძლო მეორე სეტში მოემთავრებინა საქმე. მან ისევ გააბათილა ორგეიმიანი ჩამორჩენა და 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდების შესაძლებლობა მიიღო. აზარენკამ საფრთხე მოიგერია და ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც მეტოქის ერთი მატჩბოლისგან დაიძვრინა თავი და შემოკლებული გეიმი 8:6 მოიგო.

მესამე სეტში ბრძოლა აღარ ყოფილა. კნაპმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და აზარენკამ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

გუშინ, პირველი მატჩი ჩაატარა მოქმედმა ჩემპიონმა სერენა უილიამსმა, რომელმაც მხოლოდ 44 წუთი მოანდომა მაგდალენა რიბარიკოვას დამარცხებას - 6:2, 6:0. ამერიკელს 25 "ვინერსი" და მხოლოდ ხუთი უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის