20 ივნისს გავიგებთ, 30 ივნისს დავიწყებთ

ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ევროთასებზე

სულ მალე ქართული კლუბები ევროთასების გათამაშებაში ჩაებმებიან. თბილისის "დინამო" საქართველოს პრესტიჟს ჩემპიონთა ლიგაში დაიცავს, ხოლო "სამტრედია", "ჩიხურა" და "დილა" ევროპალიგაში ითამაშებენ.

წილისყრა 20 ივნისს გაიმართება. მოდით, ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეებს გადავხედოთ...

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 28-29 ივნისს და 5-6 ივლისს გაიმართება. ამ ეტაპზე ითამაშებენ: ნიუ სეინთსი (უელსი), ვალეტა (მალტა), ფლორა (ესტონეთი), სანტა კოლომა (ანდორა), ტორსჰავნი (ფარერები).

თბილისის "დინამო" ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. საქართველოს 16-გზის ჩემპიონი ამ ეტაპზე განთესილი იქნება. საწყის ეტაპზე "დინამოს" თამაშები 12-13 და 19-20 ივლისს უწევს.

დინამოელთა დარად, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილები არიან: ზალცბურგი (ავსტრია), სელტიკი (შოტლანდია), აპოელ (კვიპროსი), ბატე (ბელარუსი), ლეგია (პოლონეთი), დინამო (ხორვატია), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), კოპენჰაგენი (დანია), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), რუსენბორგი (ნორვეგია), ასტანა (ყაზახეთი), შკენდერბეუ (ალბანეთი), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), ჰაფნარფიორდური (ისლანდია).

ახლა კი ის გუნდები ჩამოვთვალოთ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე განთესილთა შორის ვერ მოხვდნენ და, შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანი იქნება სწორედ "დინამოს" მეტოქე: ტრენჩინი (სლოვაკეთი), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), ჟალგირისი (ლიტვა), ჰაპოელი (ბეერ-შევა, ისრაელი), ოლიმპია (სლოვენია), ვარდარი (მაკედონია), ნორჩოპინგი (შვედეთი), ფერენცვაროში (უნგრეთი), კრუზეიდერსი (ჩრ. ირლანდია), ზრინსკი (ბოსნია), დანდალკი (ირლანდია), მლადოსტი (ჩერნოგორია), სიკ (ფინეთი), ლიეპაია (ლატვია) და მოლდოვის ჩემპიონი - დაჩია ან შერიფი.

ამის შემდეგ, 26-27 ივლისს და 2-3 აგვისტოს, გაიმართება მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები. მეორე ეტაპზე გამარჯვებულებს დაემატებიან:

ჩემპიონების გზა - ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), პლზენი (ჩეხეთი), ასტრა (რუმინეთი);

გზა ჩემპიონთა ლიგისკენ - შახტარი (უკრაინა), აიაქსი (ჰოლანდია), ანდერლეხტი (ბელგია), ფენერბაჰჩე (თურქეთი), სპარტა (ჩეხეთი), სტიაუა (რუმინეთი), მონაკო (საფრანგეთი), იანგ ბოიზი (შვეიცარია), როსტოვი (რუსეთი) და საბერძნეთის სუპერლიგის მეორეადგილოსანი.

ამის შემდეგ, 16-17 და 23-24 აგვისტოს, შედგება ჯგუფში შესასვლელი პლეი-ოფის მატჩები. ამ ეტაპიდან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაებმებიან: მანჩესტერ სიტი (ინგლისი), პორტუ (პორტუგალია), ვილიარეალი (ესპანეთი), ბორუსია (მიონხენგლადბახი, გერმანია), რომა (იტალია).

ევროპალიგა

"სამტრედია", "დილა" და "ჩიხურა" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. ჩვენი კლუბებიდან განთესილი მხოლოდ გორის "დილაა". ამ ეტაპის შეხვედრები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება.

"დილას" პოტენციური მეტოქეები იქნებიან: ფოლა (ლუქსემბურგი), კლიფტონვილი (ჩრ. ირლანდია), რუდარი (ჩერნოგორია), ჰბ (ფარერები), შირაქი (სომხეთი), ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია), ქიაფაზი (აზერბაიჯანი), ბირკირკარა (მალტა), შკენდია (მაკედონია), ვიკინგური (ფარერები), მტკ (უნგრეთი), ჰიბერნიანი (მალტა), მიიავა (სლოვაკეთი), სუდუვა (ლიტვა), როვანიემი (ფინეთი), იელგავა (ლატვია), ტეუტა (ალბანეთი), ვალიური (ისლანდია), მარიეჰამნი (ფინეთი), ლუსიტანოსი (ანდორა), ატლანტასი (ლიტვა), სპარტაკსი (ლატვია), პარტიზანი (ალბანეთი), ბანანცი (სომხეთი), რუნავიკი (ფარერები), ტრაკაი (ლიტვა), რადნიკი (ბოსნია), სლობოდა (ბოსნია), გლენავონი (ჩრ. ირლანდია), კორკ სიტი (ირლანდია), ლა ფიორიტა (სან მარინო), ბალა თაუნი (უელსი), სილექსი (მაკედონია), ეუ სანტა კოლომა (ანდორა), ბოკელი (ჩერნოგორია), ბალზანი (მალტა), ინფონეტი (ესტონეთი), ფოლგორე (სან მარინო), ეუროპა (გიბრალტარი), ლანდადნო (უელსი), ქონაჰი (უელსი), დანიის ჩემპიონატის მესამე და მეოთხეადგილოსნები, მოლდოვის თასის მფლობელი, მოლდოვის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი, ლუქსემბურგის თასის მფლობელი.

ახლა გადავხედოთ "სამტრედიასა" და "ჩიხურას" პოტენციურ მეტოქეებს: მარიბორი (სლოვენია), მაქაბი (ჰაიფა, ისრაელი), ჰიკ (ფინეთი), დინამო (ბელარუსი), ომონია (კვიპროსი), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ლარნაკა (კვიპროსი), აიკ (შვედეთი), სლოვანი (სლოვაკეთი), ვიდეოტონი (უნგრეთი), აქტობე (ყაზახეთი), ვოევოდინა (სერბეთი), შახტიორი (ბელარუსი), ტრნავა (სლოვაკეთი), გიოტებორგი (შვედეთი), დებრეცენი (უნგრეთი), ჰართსი (შოტლანდია), ვენტსპილსი (ლატვია), ადმირა (ავსტრია), ლოკომოტივა (ხორვატია), კრ რეიკიავიკი (ისლანდია), აბერდინი (შოტლანდია), ოდი (ნორვეგია), გაბალა (აზერბაიჯანი), რაბოტნიჩკი (მაკედონია), ვადუცი (ლიხტენშტაინი), ქაირათი (ყაზახეთი), დიფერდანჟი (ლუქსემბურგი), შემროკი (ირლანდია), სტ. პატრიკსი (ირლანდია), ზაგლებიე (პოლონეთი), კრაკოვია (პოლონეთი), ლინფილდი (ჩრ. ირლანდია), ლევსკი (ბულგარეთი), ბეითარი (ისრაელი), სტაბეკი (ნორვეგია), კუკეში (ალბანეთი), ჩუკარიჩკი (სერბეთი), ლევადია (ესტონეთი), ნომე კალიუ (ესტონეთი), პიუნიკი (სომხეთი), ზიმბრუ (მოლდოვა), ბრეიდაბლიკი (ისლანდია), შიროკი ბრიეგი (ბოსნია), ბეროე (ბულგარეთი), დომჟალე (სლოვენია), ორდაბასი (ყაზახეთი).

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი 14-21 ივლისს გაიმართება და პირველი საკვალიფიკაციოდან გასულ გუნდებს ეს კლუბები დაემატებიან:

აუსტრია (ავსტრია), პარტიზანი (სერბეთი), ჰაიდუკი (ხორვატია), სტრიომსგოდსეტი (ნორვეგია), ოსმანლისფორი (თურქეთი), სლავია (ჩეხეთი), ჰაკენი (შვედეთი), პიასტი (პოლონეთი), ტორპედო (ბალარუსი), ჰიბერნიანი (შოტლანდია), ცსკა (ბულგარეთი), ბელგიაში ევროპალიგის პლეი-ოფის გამარჯვებული, შვეიცარიის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი, საბერძნეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი, რუმინეთის ჩემპიონატის მეშვიდეადგილოსანი, ისრაელის თასის მფლობელი, დანიის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი, სლოვენიის თასის მფლობელი.

მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი გაიმართება 28 ივლისს და 4 აგვისტოს. ამ ეტაპიდან ტურნირში ჩაერთვებიან:

ალკმაარი (ჰოლანდია), ლილი (საფრანგეთი), სტ. ეტიენი (საფრანგეთი), გენტი (ბელგია), კრასნოდარი (რუსეთი), რაპიდი (ავსტრია), ლიბერეცი (ჩეხეთი), სპარტაკი (რუსეთი), ვესტ ჰემი (ინგლისი), ჰერტა (გერმანია), რიეკა (ხორვატია), სასუოლო (იტალია), რიუ ავე (პორტუგალია), ვორსკლა (უკრაინა), აროუკა (პორტუგალია), აპოლონი (კვიპროსი), მლადა ბოლესლავი (ჩეხეთი), ოლექსანდრია (უკრაინა), აეკ (საბერძნეთი), ბაშაქშეჰირი (თურქეთი), ჰერაკლესი (ჰოლანდია), პანდური (რუმინეთი), ვიტორული (რუმინეთი), შვეიცარიის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი, საბერძნეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი.

ამის შემდეგ შედგება დასკვნითი პლე ოფები, რის შემდეგაც დაიწყება ჯგუფური ეტაპი.

ალეკო კაკაურიძე

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა