ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

NBA. პლეი ოფი: მიწასთან გასწორებული "ტორონტო" [VIDEO]

NBA. პლეი ოფი: მიწასთან გასწორებული "ტორონტო" [VIDEO]

რატომ ვერ თამაშობს "გოლდენ სტეიტი" კარგად
ტორონტოში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, გაბრაზებულმა "კლივლენდმა" თითქმის იდეალური თამაში აჩვენა გუშინ, სერიის მეხუთე მატჩში და პირველი ტაიმის შემდეგ გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.

როცა პირველი მეოთხედის შუაში იონას ვალანჩუნასი შევიდა მოედანზე და კაილ ლოურის პასებით ზედიზედ ორი შეტევა დაასრულა ზუსტად, "კლივლენდმა" თითქოს ტრავმამოშუშებული ლიტველისგან საფრთხე იგრძნო და ფანტასტიკური სპურტი მოაწყო - 23:4. შემდეგ ცოტა დაისვენა და მეორე მეოთხედის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ გაიქცა - 14:1, რის შემდეგაც, სხვაობამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია - "+34".

"კავალიერზი" იმ საღამოს ყველა კომპონენტში კარგი იყო: კარგად გაუმკლავდა "ტორონტოს" ლიდერების - ლოურისა და დემარ დეროზანის ნეიტრალიზაციას, რომლებმაც 20-დან მხოლოდ შვიდი ბურთი ჩააგდეს და შვიდი შეცდომა დაუშვეს; სტუმრებმა ტყორცნების მხოლოდ 39.1 პროცენტი გამოიყენეს და თითქმის არ ჰქონდათ შეტევაში მოხსნების შანსი ("ტორონტომ" მეტოქის ფარზე მხოლოდ ხუთჯერ მოხსნა ბურთი); მასპინძლები ძალიან კარგად ასრულებდნენ სამქულიანებს (21-დან 10), ამასთან, მეტოქეს პერიმეტრიდან შეტევის შანსი მოუსპეს და "ტორონტომ" 17-დან 14 შორეული ტყორცნა ააცილა.

ლებრონ ჯეიმსმა ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე, თუმცა ეს "ყველაზე მეტი" მხოლოდ 32 წუთი იყო. ლებრონს პლეი ოფში 191 მატჩი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მე-12 ადგილი წაართვა მეჯიქ ჯონსონს.

მატჩის გმირად კი შეიძლება კევინ ლავი მოვნათლოთ, რომელიც შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო იმის მიუხედავად, რომ თამაშიდან მხოლოდ ათჯერ ისროლა. ტყორცნების სიზუსტემ 80 პროცენტი შეადგინა, გარდა ამისა, მძიმე ფორვარდმა ექვსიდან ექვსი საჯარიმო მოათავსა კალათში.

კლივლენდი-ტორონტო 116:78

37:19, 28:15, 35:26, 16:18

კ: ლავი (25+2 დაფარება), ჯეიმსი (23+8 პასი+6 მოხსნა), ირვინგი (23+3 პასი+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (11+6 მოხსნა), ტომპსონი (9+10 მოხსნა), სმიტი (7+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ფრაი (7), ჯონსი (5), მოზგოვი (4+7 მოხსნა), ჯონსი (2), დელავედოვა (0+5 პასი).

ტ: დეროზანი (14+3 პასი), ლოური (13+6 პასი), ვალანჩუნასი (9), სკოლა (7+3 პასი), ბიიომბო (7), პაუელი (6), რაიტი (6), კეროლი (5), ჯოზეფი (3), პატერსონი (3), როსი (3), ტომპსონი (2+5 მოხსნა).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (57.1/39.1), სამქულიანები (47.6/17.6), საჯარიმოები (75/60).

სერია: 3-2

დამცველების ხუთეული

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დაასახელა სეზონის საუკეთესო დამცველების სიმბოლური ნაკრები. მასში მოხვდნენ: კრის პოლი ("კლიპერსი"), ეივერი ბრედლი ("ბოსტონი"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), დრეიმონდ გრინი ("გოლდენ სტეიტი") და დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი").

მეორე სიმბოლური ნაკრები შემდეგმა კალათბურთელებმა შეადგინეს: პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), ტონი ალენი ("მემფისი"), პოლ მილსეპი ("ატლანტა") და ჰასან უაიტსაიდი ("მაიამი").

70-პროცენტიანი კარი?

"გოლდენ სტეიტის მცველს სტივენ კარის ისევ არ შეუძლია სრული ძალით თამაში. მოთამაშესთან დაახლოებულმა წყარომ The Vertical-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ NBA-ის მოქმედი MVP თავისი შესაძლებლობების 70 პროცენტს იყენებს.

ტრავმის გამო, კარიმ პლეი ოფის პირველი და მეორე რაუნდის ხუთი შეხვედრა გამოტოვა და "პორტლენდთან" სერიის ბოლოს დაბრუნდა მოედანზე. "ოკლაჰომა-სიტისთან" ბოლო მატჩში მცველმა 19 ქულა, 5 პასი, 5 მოხსნა და 6 შეცდომა დააგროვა.

კარის პრობლემების შესახებ ინფორმაცია უარყო "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა.

"კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, კარი საკუთარი შესაძლებლობების 70 პროცენტს იყენებს? პირადად ჩემთვის, ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. მწვრთნელები და კალათბურთელის ნათესავები უფრო კომპეტენტურები არიან და არც ერთ მათგანს არ უთქვამს მსგავსი რამ", - მოჰყავს კერის სიტყვები ESPN-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა

რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?

ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა

ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს

სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]

ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]

"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა

"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა

NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი

ყველგან დაფასებული სტეფ კარი

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი