ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფორსბერგის დებიუტი და ორი ნიუ იორკში

ფორსბერგის დებიუტი და ორი ნიუ იორკში

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

1008 დღე - ზუსტად ამდენი გავიდა NHL-ში პეტერ ფორსბერგის ბოლო მატჩიდან. შაბათს ლეგენდარული შვედის გუნდი "კოლორადო" "კოლამბუსს" სტუმრობდა და სწორედ აქ შედგა მიმდინარე სეზონში ფორსბერგის დებიუტი. ვეტერანი მეორე შეტევით სამეულში მილან ჰეიდუკთან და მეტ დუშენთან დააყენეს.

ფორსბერგი აკურატულად თამაშობდა, ძალისმიერ ილეთებს ერიდებოდა, სამაგიეროდ, შეტევაში აქტიურად მიდიოდა. თუმცა მთელ რიგ ეპიზოდებში, როცა შვედისგან დარტყმას ელოდნენ, ვეტერანი პასს იძლეოდა, ამიტომაც ჰქონდა მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა. "კოლორადოს" პირველი გოლი კი მეოთხე სამეულის ფორვარდმა ფილიპ დუპუიმ გაიტანა, რომელმაც ცენტრში ჩაჭრა მეტოქის გადაცემა და მეკარესთან ერთი ერთზე გასულმა ლამაზად მოატყუა გარონი.

დარჩენილ დროში გოლებს მხოლოდ "კოლამბუსი" იტანდა. რომ არა "კოლორადოს" მეკარე ბუდაი, ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა, ასე კი მასპინძლებმა სამჯერ აიღეს მეტოქის კარი, აქედან ერთხელ ცარიელ კარში გაიტანეს, როცა სტუმრებს მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით ჰყავდათ შეცვლილი. "კოლორადომ" ზედიზედ მეექვსედ წააგო, ფორსბერგმა კი 18 წუთი ითამაშა და "-2" სარგებლიანობის კოეფიციენტით დაასრულა მატჩი.

"პიტსბურგის" გასაჭირზე წინა ნომერი მოგიყევით. ტრავმებით დატანჯული "პინგვინები" აქამდე მაინც ახერხებდნენ ქულების მოგროვებას, მაგრამ ბოლო მატჩში აუთსაიდერ "აილენდერსთან" სრული ფიასკო ელოდათ. უხვგოლიანი მატჩი სკანდალურად წარიმართა. პირველ პერიოდში მაყურებელმა ორი ჩხუბი და ოთხი შაიბა იხილა. მათ გასახარად, ოთხივე გოლი "აილენდერსმა" გაიტანა. დაიწყო მეორე პერიოდი და "კუნძულელებმა" კიდევ ორჯერ გაუტანეს ჯონსონს. ამის შემდეგ "პინგვინები" საბოლოოდ გამოვიდნენ წყობიდან და ჩეხვაზე გადავიდნენ. მეორე პერიოდის მეხუთე წუთზე ისეთი გრანდიოზული ჩხუბი ატყდა, რომლის შემდეგაც მსაჯებმა 14 ჰოკეისტი დასაჯეს. პერიოდის დასრულებამდე მეტოქეებმა მუშტები დაასვენეს და ორი-ორი შაიბა გაუტანეს ერთმანეთს.

მაგრამ მასიური ჩხუბი ბოლო 20-წუთეულში გაგრძელდა. მასში უკვე ათი ჰოკეისტი იყო ჩართული. გარდა ამისა, შეხვედრის ბოლომდე არაერთხელ ვიხილეთ ბინძური ილეთები. არ გაგიკვირდეთ თუ უახლოეს ორ-სამ დღეში "აილენდერსისა" და "პიტსბურგის" რომელიმე მოთამაშის ტრავმის შესახებ გვამცნობენ. მეტოქეებმა ჯამში 317 საჯარიმო წუთი მიიღეს, მატჩის ანგარიშიც უცნაური იყო - 9:3 "აილენდერსის" სასარგებლოდ.

11 თებერვალი

ბოსტონი-დეტროიტი 1:6

1:2, 0:3, 0:1

გოლები: 0:1 ბერტუცი-9 (ფრანცენი-16, ზეტერბერგი-42), 0:2 ქლირი-17 (ჰუდლერი-16, კრონვალი-17), 1:2 კრეისი-8 (ლუჩიჩი-15, ხარა-20), 1:3 ჰუდლერი-6 (ზეტერბერგი-43, რაფალსკი-31), 1:4 ზეტერბერგი-17 (ჰოლმსტრიომი-12, ქლირი-13), 1:5 ბერტუცი-10 (დაციუკი-29), 1:6 ჰოლმსტრიომი-12 (ჰუდლერი-17, დაციუკი-30).

კოლამბუსი-კოლორადო 3:1

0:1, 2:0, 1:0

გოლები: 0:1 დუპუი-4, 1:1 ნეში-25 (ვორაჩეკი-25, ტიუტინი-17), 2:1 ბრასარი-14 (ნეში-23), 3:1 მაკენზი-3 (პალსონი-8).

ნიუ ჯერსი-სან ხოსე 2:1

0:0, 0:0, 2:1

გოლები: 0:1 პარლო-21 (ვალინი-4, პაველსკი-27), 1:1 როლსტონი-8 (კოვალჩუკი-19, ელიაში-28), 2:1 კოვალჩუკი-19 (ზაიაცი-24).

აილენდერსი-პიტსბურგი 9:3

4:0, 4:2, 1:1

გოლები: 1:0 ჰამონიჩი-2 (გრაბნერი-9, ნილსენი-20), 2:0 იოენსუ-4 (ბეილი-10, მ. მარტინი-5), 3:0 პარენტო-14 (ჰამონიჩი-11, ტავარესი-23), 4:0 გრაბნერი-20 (ჟერვე-5, მარტინეკი-7), 5:0 ტავარესი-20 (ჰამონიჩი-12, მოულსონი-13), 6:0 ჰეილი-1 (ჰილენი-8), 6:1 ლეტანგი-8 (გოლიგოსკი-20, სტირლინგი-1), 6:2 ჯ. სტაალი-5 (ტაილერ კენედი-16), 7:2 მოულსონი-20 (პარენტო-21, ტავარესი-24), 8:2 მოულსონი-21 (ტავარესი-25, იურჩინა-8), 8:3 ტაილერ კენედი-11 (ლეტანგი-35, ვიტალი-1), 9:3 გრაბნერი-21.

ატლანტა-რეინჯერსი 3:2

1:0, 0:1, 2:1

გოლები1:0 ე. სტიუარტი-14 (ბურმისტროვი-12, ე. კეინი-17), 1:1 მ. სტაალი-7 (გაბორიკი-19, პროსპალი-1), 1:2 დუბინსკი-19 (გაბორიკი-20, მაკდონაჰი-2), 2:2 ე. კეინი-15 (ე. სტიუარტი-18, ჰეინსი-7), 3:2 ე. კეინი-16 (ბიფულინი-26, ენსტრიომი-34).

სტ. ლუისი-მინესოტა 4:5 (ბ)

2:1, 0:1, 2:2, 0:0

გოლები: 1:0 ბერგლუნდი-13 (ოში-11, კოლაიაკოვო-13), 1:1 ბრუნეტი-15 (ბერნსი-19, მ. კოივუ-32), 2:1 ენდი მაკდონალდი-9 (ბოიესი-24, პოლაკი-4), 2:2 კლატერბეკი-15 (ჰავლატი-32), 3:2 ბეკსი-19 (ბოიესი-25, ჯეკმენი-10), 3:3 კლატერბეკი-16 (ბროძიაკი-12), 4:3 ბეკსი-20 (პიეტრანჯელო-19, ენდი მაკდონალდი-12), 4:4 ჰავლატი-16 (მ. კოივუ-33, ბრუნეტი-17).

ბულიტები გაიტანეს: ოში (სტ. ლუისი), ბუშარი (მინესოტა), ბოიესი (სტ. ლუისი), მ. კოივუ (მინესოტა), ბერნსი (მინესოტა), სტინი (სტ. ლუისი), მადენი (მინესოტა).

დალასი-ჩიკაგო 4:3 (ბ)

0:3, 2:0, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 პ. კეინი-18, 0:2 სიბრუკი-4 (ტეუვზი-30, პ. კეინი-27), 0:3 შარპი-28 (ტეუვზი-31, პ. კეინი-28), 1:3 რობიდასი-4, 2:3 ბ. რიჩარდსი-23, 3:3 მოროუ-24 (ლანგენბრუნერი-14, რობიდასი-22).

ბულიტები გაიტანეს: მოროუ (დალასი), ტეუვზი (ჩიკაგო), ბ. რიჩარდსი (დალასი), შარპი (ჩიკაგო), რიბეირო (დალასი).

კალგარი-ანაჰაიმი 4:5 (ო)

0:1, 2:2, 2:1, 0:1

გოლები: 0:1 ს. კოივუ-12 (ჯ. ბლეიკი-9, სელიანე-34), 1:1 ბურკი-17 (რეგერი-11, იგინლა-30), 2:1 ო. იოკინენი-11 (გლენკროსი-10, მოსი-8), 2:2 ს. კოივუ-13 (სელიანე-35, ჯ. ბლეიკი-10), 2:3 მაკმილანი-7 (პერი-30, სატონი-4), 3:3 იგინლა-23 (რეგერი-12, ბ. მორისონი-25), 4:3 გლენკროსი-16 (მოსი-9, ო. იოკინენი-26), 4:4 სელიანე-16 (გეტცლაფი-26, პერი-31), 4:5 ფალური-7 (ს. კოივუ-19, სელიანე-36).

12 თებერვალი

ვაშინგტონი-ლოს ანჯელესი 1:4

1:0, 0:1, 0:3

გოლები: 1:0 ოვეჩკინი-21, 1:1 კოპიტარი-17 (სიმონდსი-9, ჰანძუში-14), 1:2 ლოკტიონოვი-3 (კლიფორდი-5, მეტ გრინი-5), 1:3 ჰანძუში-8 (კოპიტარი-35, სიმონდსი-10), 1:4 სტოლი-16 (ჯასტინ უილიამსი-25, რ. სმიტი-17).

ედმონტონი-ოტავა 3:5

1:2, 1:0, 1:3

გოლები: 0:1 ბ. ბატლერი-1, 1:1 კოლიანო-9 (ებერლე-18, ფოსტერი-10), 1:2 კოვალიოვი-12 (ფოლინო-13), 2:2 პენერი-19 (ჰემსკი-23), 2:3 მ. მიხალეკი-14 (ბ. ბატლერი-1, სპეცა-13), 2:4 რეგინი-3 (კოვალიოვი-13, ფოლინო-14), 3:4 პენერი-20 (ჰემსკი-24, უმარკი-11), 3:5 კოვალიოვი-13 (სპეცა-14, ე. კარლსონი-23).

მონრეალი-ტორონტო 3:0

0:0, 2:0, 1:0

გოლები: 1:0 პუიო-12 (დეშარნე-6, ჰამრლიკი-19), 2:0 ჯონტა-21 (პასიორეტი-9), 3:0 დეშარნე-5 (გომესი-22, ჰამრლიკი-20).

ტამპა ბეი-კაროლინა 4:3 (ო)

0:0, 2:1, 1:2, 1:0

გოლები: 1:0 დაუნი-7 (სენტ ლუისი-46, სტემკოსი-34), 2:0 ლეკავალიე-12 (პურსელი-24, საიმონ განიე-9), 2:1 ე. სტაალი-27 (პიტკანენი-22, ე. კოული-18), 3:1 ბერგენჰაიმი-11 (ტირელი-7), 3:2 სკინერი-21 (ე. სტაალი-29, ტ. რუუტუ-30), 3:3 ე. კოული-15 (პიტკანენი-23, კორვო-21), 4:3 მ-ა. ბერჟერონი-1 (ბერგენჰაიმი-12).

ნეშვილი-კოლორადო 5:3

1:1, 1:1, 3:1

გოლები: 0:1 პორტერი-10 (პ. შჩასტნი-27, ჰანვიკი-6), 1:1 შ. უებერი-11 (ერატი-18, რ. სატერი-25), 2:1 ერატი-9 (ჰორნკვისტი-14, ს. კოსტიცინი-18), 2:2 დ. ჯონსი-19 (ვინიკი-10, რ. ო'რაილი-11), 2:3 დუშენი-21 (იიპი-10, პორტერი-7), 3:3 ჰორნკვისტი-17 (ლეგვანდი-12, სალივანი-11), 4:3 ფრანსონი-7, 5:3 ლეგვანდი-9 (ერატი-19, ფიშერი-11).

ფინიქსი-ჩიკაგო 3:2 (ბ)

1:0, 1:1, 0:1, 0:0

გოლები: 1:0 ვრბატა-15 (რეი უიტნი-32), 2:0 პიატი-14 (დოუნი-26, ლეპისტო-7), 2:1 ბროუერი-16 (მარიან ჰოსა-18, ბოლანდი-14), 2:2 კეიტი-5 (ბ. კემპბელი-17, ბოლანდი-15).

ბულიტები გაიტანეს: ვრბატა (ფინიქსი).

მინესოტა-სტ. ლუისი 3:1

1:0, 2:1, 0:1

გოლები: 1:0 კლატერბეკი-17 (სპარჯონი-3, ბუშარი-14), 2:0 მიეტინენი-11 (ბრუნეტი-18), 3:0 ბროძიაკი-11 (ბერნსი-20), 3:1 ბერგლუნდი-14 (ოში-12, ბოესი-26).

ვანკუვერი-კალგარი 4:2

1:0, 2:2, 1:0

გოლები: 1:0 ბაროუზი-16 (რეიმონდი-19, მალორტა-12), 1:1 ჯეკმენი-10 (სტაიანი-21, ბაბჩუკი-19), 1:2 გლენკროსი-17 (ბ. მორისონი-26, იგინლა-31), 2:2 სამუელსონი-14 (რეიმონდი-20, ბიეკსა-13), 3:2 სამუელსონი-15 (ერჰოფი-23, დ. სედინი-44), 4:2 ბაროუზი-17 (რომი-3, მალორტა-13).

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა