გამოცდილმა გერმანელმა პილოტმა ნიკ ჰაიდფელდმა "ლოტუს-რენოში" ტრავმირებული რობერტ კუბიცას ადგილის დასაკავებლად დიდი ნაბიჯი გადადგა

გამოცდილმა გერმანელმა პილოტმა ნიკ ჰაიდფელდმა "ლოტუს-რენოში" ტრავმირებული რობერტ კუბიცას ადგილის დასაკავებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. ცნობილია, რომ ამ საჯინიბოს ხელმძღვანელობა პოლონელის შემცვლელს ეძებს და როგორც ჩანს, იპოვნა კიდეც. "ლოტუს რენოს" ახალი მანქანით წინა ორ დღეს ტესტებს რუსი ვიტალი პეტროვი ატარებდა, რომელსაც ორჯერ ავარია მოუვიდა და ათეულშიც ვერ შეაღწია, გერმანელმა კი პირველივე ჯერზე სწრაფად აუღო ალღო მისთვის უცხო ტექნიკას და ხერესის ტესტების მესამე დღეს მთელი ერთი წამით აჯობა რუსის მიერ წინა დღეს ნაჩვენებ დროს. შუადღის შესვენების შემდეგ კი სატესტო სესიის ბოლომდე პირველობა გაინაღდა.

ჰაიდფელდის დრო სულ რაღაც 0.009 წამით უარესი იყო წინა დღის ლიდერის - მიხაელ შუმახერის შედეგზე. აღსანიშნავია, რომ ნიკმა საუკეთესო შედეგი რვაწრიანი სერიის დასაწყისში დაამყარა, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ მის მანქანაში საწვავის ავზი ბოლომდე ცარიელი არ ყოფილა. კიდევ ერთი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ პეტროვი აშკარად აფერხებს "ლოტუს რენოს" წინსვლას. შარშანდელი გაუთავებელი შეცდომების შემდეგ გაუგებარია, რატომ დატოვა გუნდმა რუსი ძირითად პილოტად.

მეორე დრო აჩვენა ფერნანდო ალონსომ, რომელიც ჰაიდფელდს 0.132 წამით ჩამორჩა. "ფერარის" ესპანელმა პილოტმა ფელიპე მასა შეცვალა და გუშინ ყველაზე მეტი - 131 წრე გაიარა. ასევე გადაცდა ასწრიან ზღვარს მიხაელ შუმახერი. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მესამე იყო, რითაც დაადასტურა "მერსედესის" პროგრესი.

"მაკლარენმა" ბევრი დრო დაკარგა მანქანისთვის საჭირო დეტალების არქონის გამო. ამიტომაც ლუის ჰემილტონმა მხოლოდ 36 წრე გაიარა, თუმცა მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბრიტანელმა ეს დრო მოკლე სესიებისას დააფიქსირა.

გუშინ ტრასაზე მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ვიხილეთ. მას მეექვსე დრო ჰქონდა. "რედ ბულმა" ისევ წრეების გრძელ სერიებზე იმუშავა და სებამ სტაბილურად მაღალი საშუალო დრო აჩვენა.

ხერესის ტესტები გუშინ დასრულდა და ბოლო დღეს მაყურებელმა მოულოდნელი შედეგები იხილა. "უილიამსის" პილოტმა რუბენს ბარიკელომ ყველაზე მაღალი სიჩქარე განავითარა, თანაც უახლოეს მდევარს ძალიან ბევრი - 0.769 წამი მოუგო.

ალონსომ ზედიზედ მეორე დღეა კარგი შედეგი აჩვენა და ისევ საუკეთესო სამეულში მოხვდა. გულშემატკივრებს იმედები გაუცრუეს ჯენსონ ბატონმა და ფეტელმა, რომლებმაც დღის ლიდერებს კონკურენცია ვერ გაუწიეს.

III დღე

1. ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) 1:20.361 (86)

2. ალონსო (ფერარი) +0.132 (131)

3. შუმახერი (მერსედესი) +0.693 (114)

4. ჰემილტონი (მაკლარენი) +0.738 (36)

5. კობაიაში (ზაუბერი) +0.881 (84)

6. ფეტელი (რედ ბული) +1.213 (98)

7. ბუემი (ტორო როსო) +1.320 (92)

8. კოვალაინენი (ლოტუსი) +1.350 (61)

9. ბარიკელო (უილიამსი) +1.866 (99)

10. დი რესტა (ფორს ინდია) +2.584 (64)

11. დ'ამბროზიო (ვირჯინი) +5.110 (72)

IV დღე

1. ბარიკელო (უილიამსი) 1:19.832 (104)

2. კობაიაში (ზაუბერი) +0.769 (86)

3. ალონსო (ფერარი) +1.242 (115)

4. ბუემი (ტორო როსო) +1.381 (90)

5. სენა (ლოტუს-რენო) +1.568 (68)

6. კოვალაინენი (ლოტუსი) +1.800 (43)

7. როსბერგი (მერსედესი) + 2.271 (45)

8. ფეტელი (რედ ბული) +2.39 (90)

9. ბატონი (მაკლარენი) +2.446 (70)

10. დ'ამბროზიო (ვირჯინი) +3.153 (45)

11. დი რესტა (ფორს ინდია) +3.279 (99).

avtuko
პერტოვი, უცხო სიტყვაა და F1 ენაზე სპონსორს ნიშნავს :)
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს