საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "სტუ-თელასი" და თსუ დაუპირისპირდებიან
30 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც წლევანდელი გათამაშების ფინალში ითამაშებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "სტუ-თელასი" და თსუ დაუპირისპირდებიან.

მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, "სტუდენტებმა" განმეორებით შეხვედრაშიც სძლიეს "თბილისს" - 7-4 და გამარჯვებათა ასპროცენტიანი შედეგით ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს. კვლავ შეუჩერებელი იყო მათი შემტევი გია ნიკვაშვილი, რომელმაც თავი ხუთი გატანილი გოლით გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაშიც ერთპიროვნულად დაწინაურდა. თსუ-მ კი ორი მატჩის ჯამში 15-7 აჯობა მეტოქეს.

გაცილებით მეტი ინტრიგა და მოლოდინი ახლდა "თელასის" და "აფხაზეთის" განმეორებით ნახევარფინალურ დაპირისპირებას. პირველ შეხვედრაში ჩემპიონს მინიმალური სხვაობით ჰყავდა მეტოქე დამარცხებული (4-3), თუმცა, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, "ენერგეტიკოსებმა" ამჯერად უფრო იოლად - 5-2 სძლიეს "შავიზღვისპირელებს".

ყოველივეს მთავარი მიზეზი კი "აფხაზეთის" ფეხბურთელების გამოუცდელობა, დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომები და თავად "თელასის" მოთამაშეების სათამაშო კლასი გახლდათ, რამაც ობიექტური შედეგი მოიტანა - ორი მატჩის ჯამში 9-5 "თელასის" სასარგებლოდ და ჩემპიონი ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.

ფინალური შეხვედრა 10 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. ამავე დღეს შედგება მატჩი მესამე ადგილისათვის, რომელშიც ერთმანეთს "თბილისი" და "აფხაზეთი" დაუპირისპირდებიან.

ბომბარდირები: გიორგი ნიკვაშვილი (თსუ) - 23, მელტონ ახალაია (აფხ) - 21, აბი აჰი ალფონსე (სპარტ), ლაშა სიგუნავა (თსუ) - 17

30.05.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. 1/2-ფინალი (II)

თსუ - თბილისი 7-4 (8-3)

გოლები: 7:06’ ნიკვაშვილი (1-0), 7:26’ ნიკვაშვილი (2-0), 8:30’ ნიკვაშვილი (3-0), 9:31’ სიგუნავა (4-0), 16:29’ ნიკვაშვილი (5-0), 21:12’ მაისურაძე (5-1), 27:17; სიგუნავა (6-1), 31:03’ რეხვიაშვილი (6-2), 32:58’ ნიკვაშვილი (7-2), 34:01’ რეხვიაშვილი (7-3), 36:33’ რეხვიაშვილი (7-4)

სტუ-თელასი - აფხაზეთი 5-2 (4-3)

გოლები: 3:24’ დევდარიანი (1-0), 5:20’ ახალაია (1-1), 6:35’ ასათიანი (2-1), 8:52’ კურბანოვი (3-1), 26:21’ წვერავა (4-1), 29:10’ კურბანოვი (5-1), 30:49’ ქეშელაშვილი (5-2)

გაფრთხილება: 7:06’ დევდარიანი (თელ), 15:49’ გოგოლაძე (აფხ)

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", "წყალი მარგებელი", SPORT City, Apple City.

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები: sportall.ge, mysports.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან
ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!
ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში
ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით