არაღიარებული ქვეყნების ეგრეთ წოდებული მუნდიალი 29 მაისს სოხუმსა და გაგრაში დაიწყო და 5 ივნისს დასრულდება
ფოტოზე: ტურნირის ერთ-ერთი მატჩი სოხუმის სტადიონზე (sputnik-abkhazia.ru)

როცა CONIFA-მ (არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია) აფხაზეთში დაწყებულ ტურნირს "მსოფლიოს ჩემპიონატი" უწოდა, რუსულმა მედიასაშუალებებმა ეს მთელი სერიოზულობით აიტაცეს.

არაღიარებული ქვეყნების ეგრეთ წოდებული მუნდიალი 29 მაისს რუსებისგან ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში, კერძოდ - სოხუმსა და გაგრაში დაიწყო და 5 ივნისს დასრულდება.

მის "გაპიარებას" რუსებმა და მათდამი დაქვემდებარებულმა სეპარატისტებმა დიდი ძალა და ფინანსები შეალიეს. ამის მიუხედავად, ტურნირის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოებიდანაც ჩანს, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატსაც კი უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე ამ "მუნდიალს" (იხილეთ sputnik-abkhazia.ru-ს ფოტო).

საინტერესოა, რომ ტურნირში მონაწილეობს ჩაგოსი, რომელმაც აფხაზებთან 0:9 წააგო, შემდეგ კი, ეგრეთ წოდებულ დასავლეთ სომხეთთან - 0:12.

რუსული სააგენტო "სპუტნიკ-აფხაზია" ამტკიცებდა, თითქოს, არაღიარებული ქვეყნების ტურნირს ფიფას წარმომადგენელი დაესწრებოდა. ეს სოხუმში, CONIFA-ს მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ფაღავამ განაცხადა. თუმცა ეს შეგნებულად გავრცელებული ჭორი რომ იყო, ფაქტებით დადასტურდა.

"გავარკვიე, ვინც იმყოფება სოხუმში. ესენი არიან ფიფას აგენტები - შვედი დაგ ლარსენი და რუსი სერგეი აზიზოვი. ასე რომ, არანაირი ფიფას ჩინოვნიკი აფხაზეთში არ იმყოფება.

საინტერესოა, რომ აფხაზეთის ნაკრებში სათამაშოდ ტულის "არსენალიდან" ანრი ხაგუში ჩავიდა. მან 2008 წლის ჩემპიონთა ლიგაზე, ბატე-სთან ერთად, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა და მაშინ ბელორუსის ნაკრებში თამაშის სურვილიც გამოთქვა", - ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა საფეხბურთო წრეებში ცნობილმა ბექა კვიციანმა.

სხვათა შორის, ამ აზიზოვმა სოხუმში პრესკონფერენცია გამართა და ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი ფიფაში გაწევრიანებას იმსახურებს:

"აფხაზეთი ღირსია, რომ ფიფაში მიიღონ. მას ჰყავს საკუთარი მთავრობა, აქვს ენა და, რაც მთავარია, ფეხბურთსაც ხარისხიანად თამაშობენ. აფხაზეთში ხალხს ფეხბურთი უყვარს. აქ ლეგენდარული ფეხბურთელები გაიზარდნენ".

მას სიტყვა არ დასცდენია, რომ ამ ლეგენდარული მოთამაშეების უმრავლესობა ქართველი იყო.

ისე, ცნობისთვის, ამ ლეგენდებში რუსები, უპირველეს ყოვლისა, ნიკიტა სიმონიანსა და ვიტალი დარასელიას ახსენებენ. დარასელია ქართული ფეხბურთის სახე იყო და ეს ცალსახაა. ბასა ღოღობერიძე, ვლადიმერ მარღანია, ვალტერ სანაია, გიორგი სიჭინავა, სიომა ბარქაია, გოჩა გავაშელი, თემურ ქეცბაია - მაგრამ ამ ფეხბურთელებს ხომ არ ახსენებდა?

სხვათა შორის, ესეც ხაზგასასმელია - რუსული მედიისა და ვიღაც აგენტებისგან განსხვავებით, აფხაზები ამ ფაქტებს არ ივიწყებენ...

ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ტურნირთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციის შესაჯერებლად, წინა კვირას საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრა გამართა და მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები დაესწრნენ. გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ სფფ-მ შესაბამისი წერილი ფიფაშიც გაგზავნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxa
ისე ამ მუნდიალზე სპეციალური სტატუსით ჩვენი ნაკრები რომ მიეწვიათ კარგი იქნებოდა ერთმანეთს დაუახლოვდებოდით და გამარჯვებების გემოსაც გავიხსენებდით.
zvi
ეგ მუნდიალი ტაკი მასხარაობაა რუსები და სეპარატისტები გულს იფხანენ ამდენი ფხანისგან ქეცი დაემართებათ
batumi
და საერთოდ ბათუმის სტადიონის თემა ისევ დაიხურა თუ არჩევნების წინა დღეს იწყებენ მშენებლობას?!
მსქროლავი ტროლი
ის ფაქტი, რომ ვიტალი დარასელია წარმოშობით აფხაზი იყო, ვერც მის ქართველობას, ვერც კაცობას და მთლიანობაში ხსოვნას ვერანაირ ჩრდილს მიაყენებს....
გუადუას
თბილისის დინამოს ხელმძღვანელობა თამაშებზე მაყურებლების მოზიდვაზე მეტად, სტადიონის მიმდებარედ ბაზრობის მოწყობაზე ზრუნავს, სამწუხაროდ.
hj
Guadua -ჯიგარი ხარ,მწარე სიმართლეა სამწუხაროდ
მურთაზი
ვინც ენები იცით {მთავრობას ამისთვის არ ცალია)სხვადასხვა ენბზე სასწრაფოდ გაავრცელეთ თუ როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს აფხაზეთში ქართველების თავებით სომხური და ქურთული ენები არ გამოგრჩეთ
llcl
პატივცემულო ჟურნალისტო, ეს ვითომ მუნდიალი უფრო საგარეო უწყების საქმეა და მიხედონ, თქვენ კიდევ საერთოდ ნუ განიხილავთ სპორტულ მხარეს და ნურც ანგარიშებს გვაწოდებთ, სრული იგნორი
fanat
guadua - 100% -ნი ხარ
Guadua
მის "გაპიარებას" რუსებმა და მათდამი დაქვემდებარებულმა სეპარატისტებმა დიდი ძალა და ფინანსები შეალიეს. ამის მიუხედავად, ტურნირის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოებიდანაც ჩანს, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატსაც კი უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე ამ "მუნდიალს" სინამდვილეში კი ასე უნდა დაგეწერათ : მიუხედავად დიდ რეკლამისა, მაყურბელთა ოდენობა არის მცირე, მაგრამ,ფაქტი ფაქტად რჩება რომ თბილისის დინამოდ მატჩებს ამაზე რამდენიმეჯერ მცირე მაყურებელი ესწრება და ალბათ დროა დინამოს ხელმძღვანელობამ დაფიქრდეს თუ როგორ "შეიტყუოს" მაყურებელი სტადიონზე,რათამ მათი მატჩები აფხაზურ მუნდიალს არ ჰგავდეს მომავალშიც
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ამ საკითხს ყურიდან ყურში ვერ გავატარებთ... ანუ აქვს თუ არა ხმის უფლება ფუტსალს?
საფიქრალი: როგორ ჩამოვიშოროთ კოსოვო? არსებობს რამდენიმე არგუმენტი
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
"ᓐᓜ
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]
ვინ იქნება საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი?
თბილისის "დინამოს" "ოქროს ბიჭების" იუბილეს ტაშკენტშიც აღნიშნავენ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქართული ფეხბურთის ტრაგიკული დღე | ვიტალი დარასელიას დაღუპვისა და დაკრძალვის აქამდე უცნობი დეტალები...
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ბერიას კერპი და საკრალური 13 - ოჩამჩირული ფეხბურთი 100 წლისაა!
თბილისში ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის"
ლანჩხუთის "გურია" მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენლის სტუმრობას ელის
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სამარცხვინო ფაქტი - ვიტალი დარასელიას სამახსოვრო ქვა დააზიანეს [PHOTO]
PRO & CONTRA: ᕞ
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...