ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ალესანდროოოო! ოღონდ მატრი...

ალესანდროოოო! ოღონდ მატრი...

სერია A. XXV ტური: დიდ იტალიურ დერბიში "იუვენტუსმა" ალესანდრო მატრის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა

XXV ტურის პირველი შეხვედრა ლიდერმა გამართა და საკუთარ მოედანზე “პარმა” გაანადგურა. “გაძეტა დელო სპორტის” პროგნოზი არ გამართლდა, მასიმილიანო ალეგრიმ თავდასხმაში ზლატან იბრაჰიმოვიჩს არა ალეშანდრე პატო, არამედ ანტონიო კასანო შეუწყვილა. როგორც ჩანს, “მილანის” თავკაცმა ყურადღებით მიადევნა თვალი გერმანიისა და იტალიის ნაკრებების ამხანაგურ პაექრობას და როგორც ყველა, ისიც მოხიბლული დარჩა ანტონიოს ასპარეზობით. აქედანვე ვთქვათ, რომ კასანომ “პარმასთანაც” შესანიშნავად იასპარეზა და გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, ორი საგოლე პასი მიითვალა აქტივში.

ანგარიში მერვე წუთზე გაიხსნა, როდესაც იბრაჰიმოვიჩის დიდებული გადაცემის შემდეგ, კლარენს ზეედორფი მეკარესთან პირისპირ დარჩა, გასცდა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. მეორე გოლი კასანომ გაიტანა და ამ შემთხვევაშიც იბრას საგოლე გადაცემაა გამოსარჩევი - ფლანგიდან მიიღო ბურთი, ერთი შეხებით დაუბრუნა კასანოს და ამ უკანასკნელმა უზუსტესი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში რობინიო ჩაერთო თამაშში და დუბლი გაახერხა, ორივეჯერ კასანოსგან მიიღო შესანიშნავი გადაცემა და ორივეჯერ დიდებულად დააგვირგვინა, 4:0.

მატჩის შემდეგ, მილანელთა ბანაკში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და ფეხბურთელები პრესასთან ურთიერთობას არ მოერიდნენ. კასანომ პირდაპირ განაცხადა, რომ “როსონერის” შემჩერებელი არც “ინტერია” და არც ნებისმიერი სხვა გუნდი, ასე რომ, ჩემპიონები აუცილებლად ჩვენ გავხდებითო. ამასთან, დასძინა, ფეხბურთის თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, რაც ჩემი თანაგუნდელების და ახალი გუნდის დამსახურებააო.

ალეგრის ჟურნალისტმა ასეთი კითხვით მიმართა: “დასრულდა ჩავარდნა?” - აქვე პასუხი: “ბოლო ორ თამაშში ქულები დავკარგეთ და მდევრებს მოახლოვების საშუალება მივეცით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიზისი გვქონდა. სერია A-ში იოლი მატჩი არ არსებობს და ყველა შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმს ვერ მოიპოვებ. გუნდი ფორმაშია და “პარმასთან” თამაშმა ეს ნათლად დაგვანახვა. ვფიქრობ, გულშემატკივარმა დიდი სიამოვნება მიიღო, რადგან გარდა იმისა, რომ გავიმარჯვეთ, ულამაზესი გოლები გავიტანეთ.”

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა იტალიის დედაქალაქში, სადაც “რომამ” “ნაპოლის” უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთელები მეორე ადგილზე არიან, ფავორიტად ბევრი მაინც “ჯალოროსის” მიიჩნევდა. “რომას” თითქოს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს და თანაც, თამაში “ოლიმპიკოზე” იყო. თუმცა, ამ შემთხვევაში სატურნირო ცხრილის ლოგიკიდან ჯობდა გამოსვლა, რადგან “ნაპოლიმ” ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და დამაჯერებელი, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ორივე გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა და ბომბარდირთა დავაში წინ გაიჭრა.

თამაშის შემდეგ ვალტერ მაძარი არც მეტი, არც ნაკლები, განცვიფრებული გახლდათ: “სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმომედგინა, თუ ასე თამაში შეგვეძლო. დავანებოთ თავი სატურნირო ცხრილს, მთავარი თამაშია, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ და რომელიც დიდ სიხარულთან ერთად, გაკვირვებას იწვევს. მთავარია, მიწაზე ვიდგეთ ორივე ფეხით და თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯოთ. მით უმეტეს, ჩვენი მაქსიმუმი ბევრად უფრო მეტი ყოფილა, ვიდრე მე წარმომედგინა.”

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ლაციომ”, დაამარცხა რა გასვლაზე “ბრეშა”. იყო ვარაუდი, რომ ედი რეიას გუნდს კრიზისი დაეწყო და ტურიდან ტურამდე პოზიციების დათმობა მოუწევდა, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. ვერ ვიტყვით, რომ რომაელები თამაშს თამაშზე იგებენ, მაგრამ ოთხეულიდან ცოცხალი თავით არ გამოდიან. “ლაციომ” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა მეტოქეს, ერთი გონსალესის ანგარიშზეა, მეორე ლიბორ კოზაკის. მორიგი გამარჯვება მოიპოვა “უდინეზემ”, გაანადგურა რა გასვლით პაექრობაში “ჩეზენა”. ფრიულელები მართლაც რომ ბრწყინვალე ფორმაში არიან და აი, მათზე კი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაშს თამაშზე იგებენ. აღვნიშნოთ, რომ დუბლი შეასრულა ანტონიო დი ნატალემ.

ძალიან სანახაობრივი გამოდგა “რენცო ბარბერაზე” გამართული შეხვედრა, სადაც “პალერმომ” “ფიორენტინას” უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, მარცხი განიცადა. სიცილიელებმა მალევე გახსნეს ანგარიში და თითქოს ამართლებდნენ კიდეც ფავორიტის სტატუსს, მაგრამ თამაშის სადავეები ფლორენციელებმა იგდეს ხელთ და ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს - მორიგი გოლი გაიტანა ალბერტო ჯილარდინომ - ბეჰრამის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით გაახვია ბურთი მეტოქის კარის ბადეში. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ნოჩერინომ თავითვე უპასუხა ფლორენციელებს და “პალერმო” კიდევ ერთხელ დააწინაურა. თუმცა, სტუმრები არ გატყდნენ, კიდევ ერთხელ გაანათაბრეს ანგარიში, წინაც გავიდნენ და სულაც ორბურთიანი უპირატესობით დაასრულეს პაექრობა. ამაში ფლორენციელებს მასპინძელთა მცველი, ჩეზარე ბოვოც დაეხმარა, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა და კიდევ ერთხელ დაიმსახურა მაურიციო ძამპარინის რისხვა. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ანალოგიური ქმედებისთვის პრეზიდენტმა ერთხელ მას კლოუნი უწოდა.

ძამპარინი ამჯერადაც ძალიან გაცხარებული იყო და პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა: “დელიო როსი კარგი მწვრთნელია, მაგრამ ხშირად ვერ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს. როგორ შეიძლება რომ ასეთ თამაშებს ვაგებდეთ, ჩემთვის აუხსნელია. ვერ ჩავალ მოედანზე და ვერ დავარიგებ ფეხბურთელებს, ეს როსიმ უნდა გააკეთოს. დაცვაში საშინლად ვთამაშობთ, რა გახდა ამ რგოლის დალაგება და დარეგულირება? ძალიან უკმაყოფილო ვარ, ასე არაფერი გამოვა.”

ტურის ცენტრალური შეხვედრა უდავოდ დიდი იტალიური დერბი გახლდათ. მთელი კვირის განმავლობაში საუბრობდნენ „ინტერის“ ფეხბურთელები იმის შესახებ, რომ ტურინში გამარჯვების შემთხვევაში, „მილანის“ გადასწრება აღარ გაუჭირდებოდათ. ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, „იუვენტუსმა“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა იტალიის მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას დაუბრუნდა.

ერთადერთი გოლის ავტორი ალესანდრო მატრი გახლავთ, რომელმაც თავური დარტყმით შეარხია ჟულიო სეზარის კარის ბადე და უშუალო დუელი მოუგო ჯამპაოლო პაცინის. დიახ, ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზეც, რომ ეს თამაში მატრი-პაცინის დაპირისპირებაც გახლდათ და ამ შემთხვევაშიც, გამარჯვება ტურინელს დარჩა. შეხვედრის ანტიგმირი კი სამუელ ეტოო გახლავთ, რომელსაც ბოლო წუთებზე ორჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი პირველი ეპიზოდი იყო, როდესაც მარჯვენა ფრთიდან გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა და დაახლოებით ხუთი მეტრიდან დაუცველ კარში დაარტყა - ბურთი ხარიხამ აისხლიტა. ორიოდე წუთში კი კამერუნელი ჯანლუიჯი ბუფონთან დარჩა პირისპირ, თუმცა იმ შემთხვევაშიც ვერ ივარგა და ბურთს ფეხი ააცილა. „იუვემ“ უპრინციპულეს მეტოქეს მოუგო და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა.

მილანი-პარმა 4:0

მილანი (4-3-1-2): აბიატი - ოდო, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ვან ბომელი, გატუზო (63. ფლამინი), მერკელი - ზეედორფი (58. რობინიო) - კასანო, იბრაჰიმოვიჩი (68. პატო).

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პაჩი, ლუკარელი, გობი - ჯემაილი (85. გალოპა), კანდრევა, ვალიანი - კრესპო, ამაური, ჯოვინკო (69. ანჯელო).

გოლები: 1:0 ზეედორფი (8), 2:0 კასანო (17), 3:0 რობინიო (61), 4:0 რობინიო (65).

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-6; ჯარიმა: 7-9; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10(7)-11(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 46 000

რომა-ნაპოლი 0:2

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, როზი, ჟუანი, რიისე - პეროტა, დე როსი, სიმპილისიო - ტადეი (46. მენეზი) - ბორიელო, ვუჩინიჩი (77. ტოტი).

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, კამპანიარო, კანავარო - მაჯო, გარგანო, პაციენცა, დოსენა (59. ცუნიგა) - ჰამშიკი (74. იებდა), ლავეცი - კავანი (85. მასკარა).

გოლები: 0:1 კავანი (49-პენ), 0:2 კავანი (83).

გაფრთხილება: 5-4; კუთხური: 6-8; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 5(2)-11(4); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 39 000

პალერმო-ფიორენტინა 2:4

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - ბალცარეტი, ანდელკოვიჩი, მუნოზი (77. კასამი), ბოვო - მილიაჩო (32. აკუა), კურტიჩი, ნოჩერინო - პასტორე, ილიჩიჩი - მიკოლი (76. ჰერნანდესი).

ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - კომოტო, გამბერინი, კამპორეზე, პასკუალი - მონტოლივო, ბეჰრამი, დონადელი - სანტანა (78. ლიაჯიჩი), მუტუ (83. ნატალი), ჯილარდინო (90. ბაბაქარი).

გოლები: 1:0 პასტორე (7), 1:1 ჯილარდინო (36), 2:1 ნოჩერინო (48), 2:2 კამპორეზე (70), 2:3 ბოვო (78-საკ. კარში), 2:4 მონტოლივო (88).

გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 12(5)-13(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 26 000

ბარი-ჯენოა 0:0

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო, გლიკი, პარიზი, როსი - ალმირონი (72. გაცი), რივასი (59. ალვარესი), დონატი, ბენტივოლიო - ოკაკა, გეზალი (68. კასტილო).

ჯენოა (4-3-1-2): ედუარდო - მესტო, დაინელი, კალაძე, კრიშიტო - კუჩკა, მილანეტო, კონკო (85. იანკოვიჩი) - როსი (72. რაფინია) - ფლორო ფლორესი, პალასიო (64. პალოსკი).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 1-9; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 8(2)-8(1); ბურთის ფლობა: 41%-49%.

მაყურებელი: 23 000

ბრეშა-ლაციო 0:2

ბრეშა (4-3-3): არკარი - ბეგა, ძობოლი, ძებინა, ბერარდი - ჰეტემაი (31. ლანცაფამე), ფილიპინი (61. კორდოვა), აკარდი (69. პოსანცინი) - კონე, ედერი, დიამანტი.

ლაციო (4-3-1-2): მუსლერა - ლიხტშტაინერი, დიასი, ბიავა, სკალონი - მათუზალემი, ლედესმა, გონსალესი (65. ბროკი) - ერნანესი (87. ბრეშიანო) - კოზაკი, სკული (75. სარატე).

გოლები: 0:1 გონსალესი (18), 0:2 კოზაკი (58).

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 8-7; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14(5)-9(6); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 7 500

კალიარი-კიევო 4:1

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ლაძარი (66. მისიროლი) - კოსუ - ნენე (79. რაგაცუ), აკვაფრესკა.

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, ცეზარი, მანდელი, მანტოვანი (75. ნ. ფრეი) - პულცეტი (46. გუანა), რიგონი, იოკიჩი (63. ტეარაუ) - კონსტანტი - პელისიერი, მოსკარდელი.

გოლები: 1:0 კონტი (19), 2:0 კანინი (29), 3:0 ნენე (44), 4:0 ნენე (71), 4:1 თერეუ (84).

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 4-2; ჯარიმა: 26-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15(8)-13(6); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 14 000

კატანია-ლეჩე 3:2

კატანია (4-3-1-2): ანდუხარი - სპოლი, სილვესტრი, შელოტო, კაპუანო (20. ტერლიცი) - შაკა (63. მორიმოტო), რიკიუტი, ლედესმა - გომესი - მაქსი ლოპესი, ლიამა (46. ლოდი).

ლეჩე (4-3-1-2): როზატი - დონატი (62. რისპოლი), ფერარიო, გუსტავო, ბრივიო - ჯაკომაცი, მუნარი, ოლივერა - ვივესი (89. კორვია) - გროსმიულერი (77. მესბაჰი), ჯედა.

გოლები: 1:0 სილვესტრი (45), 1:1 ჯედა (56), 1:2 მუნარი (61), 2:2 ლოდი (80), 3:2 ლოდი (85).

გაფრთხილება: 1-6; კუთხური: 11-2; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 14(6)-9(6); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 16 000

ჩეზენა-უდინეზე 0:3

ჩეზენა (4-3-2-1): ანტონიოლი - ჩეკარელი, ფელიპე (86. პელეგრინი), ფონ ბერგენი, ლაურო - პაროლო (51. კაზერტა), კოლუჩი, სამარკო - ჯაკერინი, როზინა (51. ბუდანი) - ბოგდანი.

უდინეზე (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა, დომიცი, ისლა - პინცი, ასამოა, ინლერი (84. ბადუ) - არმერო - დი ნატალე (84. დენისი), სანჩესი (73. აბდი).

გოლები: 0:1 დი ნატალე (41), 0:2 ინლერი (69), 0:3 დი ნატალე (75).

გაფრთხილება: 5-2; კუთხური: 8-10; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 10(4)-12(8); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 16 000

სამპდორია-ბოლონია 3:1

სამპდორია (4-4-2): კურჩი - ლუკინი (77. მარტინესი), ძაური, გასტალდელო, ციგლერი - პალომბო, დესენა, პოლი, გუბერტი (84. მანინი) - მაკარონე (69. მაკედა), ბიაბიანი.

ბოლონია (4-3-1-2): ვივიანო - მორასი (35. რამირესი), პორტანოვა, ჩერუბინი, რუბინი (78. მორლეო) - პერესი, მუდინგაი, მუტარელი (57. პაპონი) - კაზარინი - მეჯორინი, დი ვაიო.

გოლები: 1:0 პალომბო (8), 2:0 გასტალდელო (11), 3:0 მაკარონე (15), 3:1 პაპონი (65).

გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 3-0; ჯარიმა: 19-23; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 9(5)-10(5); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 24 000

იუვენტუსი-ინტერი 1:0

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - სორენსენი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - კრასიჩი, მელო (74. სისოკო), აკვილანი, მარკიზიო (72. პეპე) - მატრი, ტონი (65. იაკვინტა).

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, რანოკია, კორდობა, ძანეტი - ხარჯა (60. პანდევი), კამბიასო (78. ნაგატომო), მოტა - სნეიდერი - ეტოო, პაცინი.

გოლი: 1:0 მატრი (30)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 2-2; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 9(1)-8(3); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 21 000

გამოტოვებული მატჩები:

16 თებერვალი: სამპდორია-ჯენოა, ფიორენტინა-ინტერი.

მომდევნო ტური:

19 თებერვალი: ბოლონია-პალერმო, ინტერი-კალიარი. 20 თებერვალი: ლეჩე-იუვენტუსი, ლაციო-ბარი, უდინეზე-ბრეშა, პარმა-ჩეზენა, კიევო-მილანი, ჯენოა-რომა, ფიორენტინა-სამპდორია, ნაპოლი-კატანია.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 25 15 7 3 44-19 52

2. ნაპოლი 25 15 4 6 40-22 49

3. ლაციო 25 13 6 6 32-22 45

4. ინტერი 24 13 5 6 44-28 44

5. უდინეზე 25 13 4 8 42-30 43

6. იუვენტუსი 25 11 8 6 41-30 41

7. პალერმო 25 12 4 9 44-35 40

8. რომა 24 11 6 7 35-32 39

9. კალიარი 25 10 5 10 32-27 35

10. ფიორენტინა 24 8 8 8 27-26 32

11. კიევო 25 7 10 8 27-27 31

12. სამპდორია 24 7 9 8 23-26 30

13. ჯენოა 24 7 8 9 19-22 29

14. ბოლონია 24 8 8 8 26-33 29

15. პარმა 25 6 8 11 23-34 26

16. კატანია 25 6 8 11 22-33 26

17. ლეჩე 25 6 6 13 26-46 24

18. ბრეშა 25 6 4 15 20-33 22

19. ჩეზენა 25 5 6 14 17-34 21

20. ბარი 25 4 6 15 14-39 15

ბომბარდირები: 20 - კავანი (ნაპოლი); 16 - დი ნატალე (უდინეზე); 15 - ეტოო (ინტერი); 14 - დი ვაიო (ბოლონია), მატრი (იუვენტუსი); 13 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

სერია B. XXVI ტური

ატალანტა-სიენა 0:0

კროტონე-ალბინოლეფე 0:1

გოლი: 0:1 ტორი (6).

ემპოლი-ასკოლი 1:0

გოლი: 1:0 მორო (34).

ფროზინონე-ჩიტადელა 1:1

გოლები: 0:1 პიოვაკარი (55-პენ), 1:1 ბიანკო (78).

მოდენა-რეჯინა 1:2

გოლები: 0:1 გრეკო (საკ. კარში), 0:2 ვიოლა (53), 1:2 გრეკო (66-პენ.).

პადოვა-ტრიესტინა 0:1

გოლი: 0:1 მარკი (88).

პესკარა-ვარეზე 1:0

გოლი: 1:0 სანსოვინი (48-პენ.).

პიაჩენცა-გროსეტო 4:0

გოლები: 1:0 კაჩა (8), 2:0 კაჩა (20), 3:0 რიცკლერი (53), 4:0 გრაფიედი (85-პენ.).

პორტოგრუარო-ლივორნო 2:0

გოლები: 1:0 კრისტანტე (58), 2:0 ალტინერი (76).

ვიჩენცა-სასუოლო 1:1

გოლები: 0:1 კატელანი (47), 1:1 აბრუსკატო (76).

ნოვარა-ტორინო დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატალანტა 26 15 6 5 32-18 51

2. სიენა 26 13 10 3 41-21 49

3. ნოვარა 25 13 9 3 45-21 48

4. ვარეზე 26 11 10 5 31-17 43

5. რეჯინა 26 10 8 8 31-28 38

6. ემპოლი 25 8 12 5 29-23 36

7. პადოვა 26 8 11 7 38-31 35

8. ლივორნო 26 9 8 9 34-33 35

9. პესკარა 25 9 8 8 27-26 35

10. ტორინო 25 9 8 8 29-31 35

11. ვიჩენცა 26 10 5 11 28-31 35

12. გროსეტო 26 8 7 11 26-34 31

13. ალბინოლეფე 26 8 7 11 32-42 31

14. კროტონე 26 6 12 8 24-28 30

15. მოდენა 26 6 12 8 27-34 30

16. ჩიტადელა 26 6 10 10 29-33 28

17. სასუოლო 26 7 7 12 27-31 28

18. პიაჩენცა 26 6 10 10 35-40 28

19. პორტოგრუარო 26 7 7 12 24-37 28

20. ტრიესტინა 26 5 11 10 20-31 26

21. ასკოლი 26 7 9 10 26-32 24

22. ფროზინონე 26 5 9 12 25-38 24

ასკოლის დაკლებული აქვს 6 ქულა

ბომბარდირები: 15 - სუჩი (პადოვა), კორალი (ემპოლი), კაჩა (პიაჩენცა); 12 - გონსალესი (ნოვარა), ბონაცოლი (რეჯინა); 11 - ბიანკი (ტორინო), ბერტანი (ნოვარა), აბრუსკატო (ვიჩენცა).

ლეგა პრო 1 A

კომო-სპეცია 2:1, გუბიო-ალესანდრია 1:0, ლუმეცანე-კრემონეზე 2:2, პაგანეზე-სპალ 1:0, პავია-სალერნიტანა 1:2, პერგოკრემა-ბასანო 1:2, სორენტო-მონცა 1:0, სუდტიროლი-რავენა 1:2, ვერონა-რეჯინა დღეს.

ლეგა პრო 1 B

ბარლეტა-ტერნანა 1:2, ბენევენტო-ვიარეჯო 2:2, კავეზე-ტარანტო 1:1, ფოჯა-იუვე სტაბია 4:1, ფოლინო-ანდრია 0:1, ლუკეზე-ჯელა 3:0, ნოჩერინა-სირაკუზა 0:0, პიზა-კოზენცა 2:2, ლანჩანო-ატლეტიკო 1:0.

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა