როცა TOP-10-ში კრიშტიანო რონალდო ვერ ხვდება
ვის აქვს მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მაგარი CV? ათეულშია ლეო მესი, სადაც "ბარსას" ვარსკვლავთა ცვენაა, მაგრამ ათეულში არ არის კრიშტიანო რონალდო. საერთოდაც, იქ "რეალის" არც ერთი ფეხბურთელია.

აი, ნომერ პირველს კი ვერაფრით გამოიცნობთ. მას არასოდეს უთამაშია, არც "სამეფო კლუბში" და არც "ბარსელონაში"...

კიდევ ერთი საფეხბურთო სეზონი დასრულდა და ტიტულების მორიგი პარტია ჩაიბარეს ფეხბურთელებმა, ამ სეზონის ტრიუმფატორებმა. ფეხბურთი ცოტა უსამართლოა, არიან, ფეხბურთელები, რომლებიც ბევრს შრომობენ, იმსახურებენ კიდეც, მაგრამ არაფერი ან თითქმის არაფერი მოუგიათ.

მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ტიტული ტიტულზე ხვდებათ, თანაც, არცთუ დიდი ძალისხმევის წყალობით. მათი კარადებზე ტროფეების შესანახი ადგილი ამოწურულია. მოდი, ვნახოთ მსოფლიოს მასშტაბით რომელი ათი ფეხბურთელია ყველაზე განებივრებული ჯიდლოებით. ქულების დარიცხვაზე შევთანხმდეთ და ათვლა კი უკუღმა დავიწყოთ:

ქულები

მსოფლიოს ჩემპიონობა - 10 ქულა

კონტინენტის ჩემპიონობა - 9

კონტინენტური საკლუბო თასი (მაგალითად, ჩემპიონთა ლიგა ევროპაში, ლიბერტადორესის თასი სამხრეთ ამერიკაში) - 8

ქვეყნის ჩემპიონის ტიტული - 7 (აქ ყველა დონის ტურნირი იგულისხმება)

უეფას ევროპალიგა - 6

ქვეყნის თასი - 5

მეორე დონის ქვეყნის თასი - 3

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 3

კონფედერაციათა თასი - 3

ნებისმიერი სუპერთასი (მათ შორის უეფას სუპერთასი) - 1

დამატებითი წესი: ფეხბურთელს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს მოგებული ტოპ 5 ევროპული ჩემპიონატებიდან ერთ-ერთი.

ითვლება მხოლოდ მოქმედი ფეხბურთელები.

10. ფილიპ ლამი (ბაიერნი, გერმანია)

ბუნდესლიგა - 8; თასი - 7; ლიგის თასი: 1; გერმანიის სუპერთასი - 2; ჩემპიონთა ლიგა - 1; უეფას სუპერთასი - 1; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 1; მსოფლიოს ჩემპიონობა - 1.

სულ: 118 ქულა

პეპ გვარდიოლამ ფილიპ ლამი ყველაზე ჭკვიან ფეხბურთელად მოიხსენია, ვისთანაც უმუშავია. ის აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. თუ ცოტა ხნით იჯარას არ ჩავთვლით, მარჯვენა მცველმა მთელი კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა.

საკლუბო დონეზე ლამმა მოიგო 8 სინი ბუნდესლიგაში! თანაც, ბოლო ოთხი ტიტული ზედიზედ. ერთხელ ლამმა ჩემპიონთა თასიც აღმართა, ეს 2013 წელს მოხდა, პეპის მოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე. 32 წლის ლამი, 2011 წლიდან მოყოლებული "ბაიერნის" კაპიტანია. კაპიტნის რანგში მან 11 ტიტული მოიგო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ მან ჩაიბარა უკანასკნელად მსოფლიოს ჩემპიონის ტროფეი.

9. სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა, ესპანეთი)

ლა ლიგა - 6; კოპა - 4; ესპანეთის სუპერთასი - 4; ჩემპიონთა ლიგა - 3; უეფას სუპერთასი - 3; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 3; მსოფლიოს ჩემპიონობა - 1; ევროპის ჩემპიონობა - 1.

სულ: 121 ქულა

ბუსკეტსი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფასებული ვარსკვლავია "ბარსელონაში", მისი უსაფრთხო თამაშის გარშემოა აგებული "ბარსას" რევოლუციური წარმატებები. მან ტიტულების მოხვეჭა მხოლოდ 2009 წლიდან დაიწყო, მაგრამ დაიწყო და აღარ გაჩერებულა.

მარტო სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება რად ღირს. არ არის ცუდი შედეგი თუ ამას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობას დავუმატებთ. დიდებულია, რომ "ბარსამ" ეს საყრდენი კიდევ მომდევნო ხუთი წლით დაიბევა.

8. ჩავი ერნანდესი (ალ-საადი, ესპანეთი)

ლა ლიგა - 8; კოპა - 3; ესპანეთის სუპერთასი - 6; ჩემპიონთა ლიგა - 4; უეფას სუპერთასი - 2; მსოფლიოს ჩემპიონობა - 1; ევროპის ჩემპიონობა - 2.

სულ: 131 ქულა

არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონას" ბოლო ათი წლის წარმატებაში უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე ჩავი. გვარდიოლამ თავის მაგალითზე, ჩავიზე ააწყო "ბარსას" ტიკი-ტაკა. მან "ბარსასთან" ერთად პირველი ტიტული ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ნახევარმცველი ახლა "ალ-საადში" ბურთაობს. მისტერ ტიკი-ტაკა, რომ არ გადასულიყო არაბულ კლუბში, ვინ იცის, შესაძლოა, ჩვენი ათეულის სათავეშიც ყოფილიყო.

7. ბასტიან შვაინშტაიგერი (მანჩესტერი, გერმანია)

ბუნდესლიგა - 8; გერმანიის თასი - 7; გერმანიის ლიგის თასი - 2; გერმანიის სუპერთასი - 2; ჩემპიონთა ლიგა - 1; უეფას სუპერთასი - 1; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 1; ინგლისის თასი - 1; მსოფლიოს ჩემპიონობა - 1.

სულ: 133 ქულა

როცა ლამი იჯარით "შტუტგარტში" თამაშობდა და, რა თქმა უნდა, ვერაფერს იგებდა, შვაინს "ბაიერნიდან" ფეხი არ მოუცვლია, ამიტომაც "ბაიერნის" კაპიტანზე წინაა ტიტულებით. ის მხოლოდ ახლა გადაბარგდა "მანჩესტერ იუნაიტედში", თუმცა უტიტულოდ არც იქ დარჩენილა - ასოციაციის თასი მოიგო. არ დაგვავიწყდეს, რომ ის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია.

6. ჟერარდ პიკე (ბარსელონა, ესპანეთი)

პრემიერლიგა - 1; ქომუნითი შილდი - 1; ჩემპიონთა ლიგა - 4; ლა ლიგა - 6; კოპა - 4; ესპანეთის სუპერთასი - 4; უეფას სუპერთასი - 3; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 3; მსოფლიოს ჩემპიონობა - 1; ევროპის ჩემპიონობა - 1.

სულ: 137 ქულა

პიკეს ტიტულების თვალსაზრისით, წაადგა "მანჩესტერში" გადასვლა და უკან დაბრუნება. მართალია, ინგლისში ბევრი არ უთამაშია, მაგრამ ტროფეებს მაინც შეწვდა. "ბარსელონაში" დაბრუნებული პიკე კიდევ უფრო წარმატებულია, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. ის მოქმედი ევროპის ჩემპიონია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონობის გემოც არ დავიწყნია.

5. მაქსველი (პსჟ, ბრაზილია)

ბრაზილიის თასი - 1; ერედივიზიე - 2; ჰოლანდიის თასი - 2; ჰოლანდიის სუპერთასი - 2; სერია A - 3; იტალიის სუპერთასი - 2; ლა ლიგა - 2; ესპანეთის სუპერთასი - 3; ჩემპიონთა ლიგა - 1; უეფას სუპერთასი - 2; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 2; ლიგა 1 - 4; საფრანგეთის თასი - 1; საფრანგეთის ლიგის თასი - 3; საფრანგეთის სუპერთასი - 3.

სულ: 140 ქულა

ბრაზილიელი მცველი საკლუბო ტიტულებით დახუნძლულია: ის იყო ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა. აი, ბრაზილიის ჩემპიონი მაქსველი არ ყოფილა და არც სანაკრებო ტიტულები არ აქვს.

ყველაფერი კი 2000 წელს დაიწყო "კრუზეიროსთან" ერთად ბრაზილიის თასის მოგებით.

4. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა)

ლა ლიგა - 8; კოპა - 4; ესპანეთის სუპერთასი - 6; ჩემპიონთა ლიგა - 4; უეფას სუპერთასი - 3; საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი - 3

სულ: 151 ქულა

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეული ლეო მესი ვერ მოხვდა სამეულში. ამის მიზეზი კი სანაკრებო ტიტულების არქონაა. ჩვენ, რომ ქულებში ოქროს ბურთები მიგვეთვალა, მესის ვერავინ დაეწეოდა, მისი 5 ბურთი ყველაფერს გადაფარავდა (ამ შემთხვევაში რონალდოც მოხვდებოდა ელიტურ ათეულში).

3. დანი ალვეში (ბარსელონა, ბრაზილია)

ლიგა ბაიანო - 1; კოპა - 5; ლა ლიგა - 6; ესპანეთის სუპერთასი - 5; უეფას თასი - 2; უეფას სუპერთასი - 4; ჩემპიონთა ლიგა - 3; საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონთაი - 3; კოპა ამერიკა - 1; კონფედერაციათა თასი - 2;

სულ: 152 ქულა

როგორც ამბობენ, დანი "ბარსელონადან" "იუვენტუსში" გადავა, თუმცა არც იქ უნდა გაუჭირდეს ტიტულების დაგროვება. ალვეშის ტიტულები "ბარსელონაში" არ დაწყებულა, მისთვის ფეხბურთი ლა მასიაში არ უსწავლებიათ. ყველაფერი "ბაიაში" თამაშით დაიწყო, შემდეგ იყო "სევილია"...

და მაინც, დანიმ 23 ტიტული მოიპოვა "ბარსელონასთან" ერთად, 23!

2. ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი)

ლა ლიგა - 8; კოპა - 4; ესპანეთის სუპერთასი - 6; ჩემპიონთა ლიგა - 4; უეფას სუპერთასი - 3; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 3; მსოფლიოს ჩემპიონობა - 1; ევროპის ჩემპიონობა - 2.

სულ: 154 ქულა

"ბარსას" წარმატებას ჩავისთან და მესისთან ერთად ინიესტაც ჭედდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში. 32 წლის ანდალუსიელს ლა ლიგა 8-ჯერ აქვს მოგებული, ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, ევროპის ჩემპიონობა ორჯერ და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონობა და თანაც, ესპანეთმა ტიტული სწორედ მისი დარტყმის წყალობით მოიგო. ანდრესი დამსახურებულადაა მეორე ადგილზე.

1. ჟულიო სეზარი (ბენფიკა, ბრაზილია)

კოპა მერკოსული - 1; ბრაზილიის ჩემპიონთა თასი - 2; კარიოკა - 4; თასი - 3; რიოს თასი - 1; სერია A - 5; იტალიის თასი - 3; იტალიის სუპერთასი - 4; ჩემპიონთა ლიგა - 1; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 1; პორტუგალიის ჩემპიონატი - 2; პორტუგალიის თასი - 1; კოპა ამერიკა - 1; კონფედერაციათა თასი - 2

სულ: 155 ქულა

ვერაფრით გამოიცნობდით, რომ მოქმედ ფეხბურთელებში ყველაზე ტიტულოვანი 36 წლის მეკარეა, მაგრამ ბრაზილიაში, იტალიაში და პორტუგალიაში მან უამრავი ტროფეი მოიგო. დავუმატოთ ამას წარმატებები ბრაზილიის ნაკრებში...

ვარსკვლავები, რომლებიც ათეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ამას იმსახურებდნენ ან მალე მოხვდებიან იქ:

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, შვედეთი) - ათეულში მოხვდებოდა, რომ არა კალჩოპოლი.

ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, ესპანეთი) - ტიაგოს უნიკალური რეკორდი აქვს, ბოლო 8 სეზონიდან 7-ში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო. მას ყველაფერი წინ აქვს.

კინგსლი კომანი (ბაიერნი, საფრანგეთი) - თინეიჯერი გახდა საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ჩემპიონი. და ის მხოლოდ 19 წლისაა.

Sportsmail-ის მიხედვით

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gela
ეს ქულების მთვლელები გააგიჟებენ ხალხს, სუბიექტურობასაც უნდა ქონდეს ზღვარი( ეხება ბარსას ქომაგებს!) თქვენი აზრით ბუსკეტსი ჯობია რამოსს, კროოსს, მოდრიჩს, ბეილს და ა. შ........ ?
amiko
კოპა რომ უწერია ეგ კოპა დელ რეია და არა კოპა ამერიკა
bneli
Kopa es espanetis taszea laparaki
res
მესის უწერია 4 კოპა... რა კოპა ხალხო? საერთოდ არ მოუგია მესის კოპა ამერიკა
nini
vinc namdvilad imsaxurebs is ar aris saubaria ronaldoze es aris samartlianoba?
Akaki
რა სასიამოვნოა არცერთი რეალიდან და 6 ბარსელონელი
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
ჟულიო სეზარი: ჟოზე მოურინიომ მომწერა, რომ კასილასს ცალი ხელით ვჯობდი
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐ-ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓐ 0:3 - ᓐᓦᓛᓐᓠᓗᓨᓘ ᓛᓘᓬᓔᓣᓚᓘ ᓥᓕᓐ [VIDEO]
ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა
ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: 6 ᓬᓣᓗᓘ, 4 ᓒᓝᓚᓘ ᓓᓐ 3 "ᓐᓠᓐ" ᓡᓙᓝᓚᓐᓠᓘᓡᓒᓐᓜ
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
ჟულიო სეზარი "ფლამენგოში" დაბრუნდა
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐ-ᓙᓝᓚᓣᓛᓑᓘᓐ 2:1 - "ᓡᓔᓚᓔᓡᓐᓝ" ᓜᓐᓮᓔᓕᓐᓠᓤᓘᓜᓐᓚᓨᓘ ᓛᓪᓕᓔᓚᓔᓑᓛᓐ ᓒᓐᓘᓧᓕᓐᓜᓔᓡ [VIDEO]
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓡᓙᓝᓚᓐᓠᓘ ᓒᓐᓣᓨᓕᓔᓡ
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს
იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა
ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს
ჩავიმ "ბარსელონას" ფეხბურთელის დამატება ურჩია