ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხათუნა ნარიმანიძე: მე მჯერა ჩვენი გუნდის, ოლიმპიადაზეც მოვიპოვებთ შედეგს

ხათუნა ნარიმანიძე: მე მჯერა ჩვენი გუნდის, ოლიმპიადაზეც მოვიპოვებთ შედეგს

ვერცხლი და ნერვების თამაში
ბრიტანულ ნოტინგემში გამართული ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი ფეხბედნიერი აღმოჩნდა ქართველი მშვილდოსანი ქალებისთვის - გუნდურ პირველობაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, რაც ქართული მშვილდოსნობისთვის პირველი შემთხვევაა.

ბრძოლა ნამდვილად არ იყო იოლი - პირველი ორი წრე ჩვენებმა ბელორუსთან და თურქეთთან დამატებით სერიაში მოიგეს. ნახევარფინალში ძირითად დროში კი იმარჯვეს, მაგრამ მათი მეტოქე მასპინძელი ბრიტანეთი იყო, რომელმაც წინა წრეში დამაჯერებლად დაამარცხა ამ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მომგები და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რუსეთი. ამიტომ ის შეხვედრაც ნერვების ომად იქცა.

მისასალმებელია, რომ ჩვენი ქალები აგრძელებენ წარმატებულ სეზონს და არ არღვევენ ბოლო ორ სეზონში დამკვიდრებულ ტრადიციას, ყველა ტურნირიდან რომელიმე სინჯის მედლით დაბრუნდნენ. თან ყველაზე სასიამოვნოა, რომ ეს ხდება ოლიმპიურ სეზონში. მით უფრო, გუნდში ის სამეული შედიოდა, რომელმაც ოლიმპიადაზე უნდა იასპარეზოს: მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე.

იმედია, ჩვენი სამეული ოლიმპიადამდე დარჩენილ ორთვიან პერიოდს ნაყოფიერად გამოიყენებს და რიოს თამაშებს კიდევ უფრო უკეთ მომზადებულები შეხვდებიან.

ჩვენი მშვილდოსნები უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში და ვიდრე ნაკრების მთავარ მწვრთნელ თამაზ ფუტკარაძესთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ ამ ტურნირისა და ოლიმპიადისთვის დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპების შესახებ, მანამდე ფედერაციის პრეზიდენტ ნარიმანიძისა და დანარჩენ სპორტსმენთა კომენტარები მოვისმინოთ.

ხათუნა ნარიმანიძე:

- გუნდი მონდომებულია და ნერვების თამაშიც დაიწყო. ყველას გვინდა შედეგი, წარმატებები, თუმცა ეს ჩემთვის გასაგებია, რადგან პირველი ოლიმპიადა არაა. ყველა შეჯიბრების წინ ნებისმიერი ჩვენგანი თავისებურად ნერვიულობს და ყველა ჩვენებურად გამოვხატავთ ამ ემოციებს.

მე მჯერა ჩვენი გუნდის - ქრისტინე ესებუას, იულია ლობჟანიძის და უფლის შეწევნით, როგორც დღეს ვართ გახარებულები ევროპული ვერცხლით, ოლიმპიადაზეც მოვიპოვებთ შედეგს, რაც მშვილდოსნობისთვის დიდი წარმატება იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ გამოსვლას რაც შეეხება, ყოველთვის ვამბობ, რომ პირადში ასპარეზობა გაცილებით რთულია, ვიდრე - გუნდურში. ამ ტურნირზეც მოხდა, როცა პირადში ბოლო ადგილებზე გასულებმა განთესილები გამოაგდეს, გუნდურში კი ერთმანეთის იმედი გვაქვს.

- ამდენი წარმატების, ამდენი გამოცდილების შემდეგ ნერვიულობა მაინც ასე საგრძნობია გუნდში?

- რა თქმა უნდა, წარმატება ძალიან კარგია, მაგრამ პასუხისმგებლობაც იზრდება. თან საკუთარ თავთანაც მეტი მოთხოვნები გაგვიჩნდა. როცა ერთხელ მოიპოვებ მედალს, იქნებ ვინმემ თქვას, გაუმართლათო, მაგრამ უკვე მეორე წელიწადია, სტაბილურად ვაჩვენებთ შედეგს.

მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს - შარშან 7 საერთაშორისო მედალი მოვიპოვეთ, რაც არ ახსოვს ქართული მშვილდოსნობის ისტორიას. წლევანდელი სეზონიც ძალიან წარმატებულად დავიწყეთ და უკვე მეოთხე ჯილდო მოვიპოვეთ, მხოლოდ ერთი ტურნირიდან დავბრუნდით უმედლოდ. ეს ხელშეწყობამაც გამოიწვია, რაც ამჯერად მართლაც გამორჩეულია. რაც დაგვჭირდა, რაც მოვითხოვეთ ოლიმპიური კომიტეტის თუ სპორტის სამინისტროსგან, უარი არაფერზე უთქვამთ, არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია. ყველა შეჯიბრების წინ შეკრებას გავდივართ, რაც შედეგზეც აისახა.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მუშაობა წარმატებულია; როგორც იქნა, საქართველოში მშვილდოსნობის ფედერაციამ თავისი სიტყვა თქვა, ამით კი გახარებული, ბედნიერი და ამაყი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტის ყველა ქომაგს; ყველას, ვინც გაიზიარა ამხელა სიხარული, განსაკუთრებით კი, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.

საქმე ისაა, რომ 28 მაისს ბათუმში სამშენებლო კომპანია "სვეტმა", რომელიც სეოკ-ის სპონსორი გახდა, ოთხივე ბათუმელ ლიცენზიანტს - მე, იულია ლობჟანიძეს, თითო მოჭიდავესა და ძალოსანს ბინები გადმოგვცა საჩუქრად. ეს ძალიან კარგი საჩუქარია, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ჩემთვის ეს მეორედ დაბადებაა, ამხელა სიხარულს ვერც კი გადმოვცემ.

- ბელორუსთან თქვენი ნასროლი აღმოჩნდა გადამწყვეტი...

- ეს შეხვედრაც და ზოგადად, ტურნირიც ცუდ კლიმატურ პირობებში ტარდებოდა. ამ ორთაბრძოლის დროსაც ცუდი ამინდი და ქარი იყო. ბოლო მე შევდიოდი, დროც აღარ რჩებოდა - ბოლო ისარზე მხოლოდ 10 წამი მრჩებოდა. მეც გავისროლე და ეგრეთ წოდებული ახლო 9-იანი მოვარტყი, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა, შემდეგ ეტაპზე ამის დამსახურებით გავედით.

- შეხვედრებიდან რომელს გამოარჩევთ, რომელი იყო ყველაზე რთული?

- ბრიტანეთთან შეხვედრა. როცა ნახევარფინალში ვისროდით, გვერდით ისინი საკვალიფიკაციო ეტაპის მომგებ რუსებს ხვდებოდნენ და ყვითელი წრიდან არ გასულან, ისე კარგად ისროდნენ. ერთი სერია ჩვენც მოგვიგეს, მაგრამ მაინც დავამარცხეთ.

თან, ევროპიდან ლიცენზია მხოლოდ ჩვენ და რუსებს გვაქვს. ამიტომ ცოტა კიდეც მეშინოდა, ვაითუ, ბრიტანეთმა ჩვენც გამოგვაგდოსო. სხვათა შორის, ნახევარფინალში რუსებიც ჩვენ გვქომაგობდნენ.

ქრისტინე ესებუა:

"პირადად ჩემი გამოსვლით არ ვარ კმაყოფილი, გოგოებმა კი კარგად ისროლეს. იმის მიუხედავად, რომ გუნდურში მეორე ვიყავით და მე მთლად კარგად ვერ ვიმუშავე, მედალი მაინც მედალია და გახარებული ვარ.

ცხადია, ჩემპიონობა ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამ ჩემპიონატზე გუნდი მაინც კარგად გამოვიდა. მიზეზს ზუსტად ვერ გეტყვით, რამ შემიშალა ხელი, რატომ ვერ ვისროლე უფრო უკეთ. მომზადებულიც კარგად ვიყავი, განწყობაც კარგი იყო, მაგრამ მაინც არ წამივიდა სროლები.

ვეცდები, ოლიმპიადაზე ბევრად უკეთესად გამოვიდე. გამორჩევით ფინალს გამოვარჩევ უკრაინასთან, რომელიც, სამწუხაროდ, წავაგეთ".

იულია ლობჟანიძე:

"ძალიან სამწუხაროა, ფინალი რომ წავაგეთ უკრაინასთან, თუმცა იქ გასვლაც კარგი შედეგია. ბუნებრივია, ჩემპიონობა ბევრად უკეთესი შეგრძნება იქნებოდა, მაგრამ საოლიმპიადოდ ამაღლებული განწყობა მაინც შეგვექმნა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება

რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ

პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან

ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა

რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია

საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება

ჩემამდე არ დადის, რა მოხდა - თამაზ ფუტკარაძე რიოში ქართველი მშვილდოსნების გამოსვლას აფასებს

ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა

რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს

დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან

საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო

რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს

ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...