ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ ევროფავორიტები ჩამოთვალა
ესპანური ფეხბურთისა და "ბარსელონას" ცოცხალი ლეგენდა, კარლეს პუიოლი კარს მომდგარი ევროპის ჩემპიონატის წინ კონტინენტის უმთავრესი საფეხბურთო ფორუმსა და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს.

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ იჩქარეთ დიდი ფეხბურთიდან წასვლა?

- მე მინდოდა 40 წლამდე მეთამაშა. შეიძლება, უფრო დიდ ხანსაც კი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების მთავარი გამოწვევაა. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, კარიერა გამეხანგრძლივებინა. მუხლის ტრავმამ არ მომცა საშუალება, თამაში ძველებურად მაღალ დონეზე გამეგრძელებინა. ღმერთმა იცის, რომ კიდევ მინდოდა დიდ ფეხბურთში დარჩენა, მაგრამ არ გამოვიდა.

- თქვენი განვლილი კარიერიდან რომელი თამაში გახსენდენათ სხვებზე ხშირად?

- ისე მოხდა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი შეხვედრა ვითამაშე. ყველაზე ხშირად მაინც "ბარსელონაში" ჩატარებული სადებიუტო მატჩი მახსენდება. ლუის ვან გაალმა შეცვლაზე შემიშვა, ჩვენ "ვალიადოლიდს" ვეთამაშეთ და 2:0 მოვიგეთ.

საერთოდ, ყველა მატჩი კარგად მახსენდება, რომელიც ჩავატარე "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. მე წლების განმავლობაში თამაში მიწევდა უმაღლესი კლასის ფეხბურთელებთან და დიდებულ პიროვნებებთან. ამისთვის მადლობა აუცილებლად უნდა ვთქვა.

- თქვენ ფეხბურთში კეთილშობილების სიმბოლოდ ითვლებით. ვინ არის თქვენთვის მაგალითი?

- საერთოდ, ყველა სპორტსმენს ძალიან ვაფასებ. "ბარსელონას" გარეთ ჩემთვის მაგალითია პაოლო მალდინი. საერთოდ, ის მსოფლიოში საუკეთესო მცველი იყო. მინდოდა, მასავით დიდ ხანს მეთამაშა ფეხბურთი, მაგრამ არ გამოვიდა. მადლობა ღმერთს, რომ პირადად ვიცნობ ამ დიდებულ ფეხბურთელს.

- რომელმა მწვრთნელმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა და როგორ ფიქრობთ, რა ბედი ელის გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში"?

- მე ყველა მწვრთნელისგან ვსწავლობდი რაღაც ახალს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ვიყავი, ჩვიდმეტის თუ ოცდაცამეტის.

მე და პეპი ჯერ მეგობრები ვიყავით, ერთად ვიცავდით "ბარსელონას" ღირსებას. მერე ის ჩემი მწვრთნელი გახდა და მაშინაც ფანტასტიკურად იყო ყველაფერი. მჯერა, "სიტიში" გვარდიოლას ყველაფერი გამოუვა. მე მას მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.

- ესპანეთის ნაკრები პუიოლისა და ჩავის გარეშე კვლავ შეძლებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მოგებას?

- ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი. ახლა წინა პლანზე თანდათან გამოდის ფეხბურთელების ახალი თაობა. ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე ისეთი ვეტერანიც ითამაშებს, ვის გვერდითაც მე და ჩავი ვთამაშობდით. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ესპანეთის ნაკრები ჯერ იქ უნდა მოხვდეს. რა თქმა უნდა, მე ამის მჯერა, მაგრამ ფეხბურთში მიზნები ეტაპობრივად უნდა დასახო.

საერთოდ, მე მჯერა ესპანეთის ნაკრების და ძალიან მინდა, რომ გუნდმა არ დაკარგოს ის გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც ბოლო წლებში შეიძინა. მჯერა, რომ მომავალი თაობა შეძლებს ამას.

- მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვინ იქნებით - მწვრთნელი, კომენტატორი თუ ქომაგი?

- მწვრთნელი რომ არ ვიქნები, ამას ახლავე გეტყვით. მომავალ მუნდიალამდე 2 წელი დარჩა, მწვრთნელად გახდომას კი, სულ მცირე, 3 წელი სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში მე ქომაგი ვიქნები. ფეხბურთი ჩემი სიყვარულია.

არ გამოვრიცხავ, რომ 2018 წლისათვის მე რაღაც ახალი როლი გამომიჩნდეს. ერთი ვიცი - ფეხბურთი კვლავ და ბოლომდე დარჩება ჩემს ცხოვრებაში. მე მან ძალიან ბევრი რამ მომცა - აღიარება, ხალხის სიყვარული. მე სამუდამოდ ვარ ვალში სპორტის ნომერ პირველი სახეობის წინაშე.

- როგორ სანახაობას ელით ევროპის ჩემპიონატზე?

- მე მოუთმენლად ველი ამ ტურნირის დაწყებას და მჯერა, რომ გულშემატკივარი ისიამოვნებს კარგი ფეხბურთით.

- თუ შეიძლება, დაასახელეთ ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები...

- საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი. ამ შემთხვევაში თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა. მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი ეს სამი გუნდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
"ვფიქრობ, მესის მსგავსი ტიტული ექნება, როდესაც კარიერას დაასრულებს..." - პუიოლი
"აღმაშფოთებელი უპატივცემულობა!" - ფეხბურთელი, რომელმაც თქვა, რომ გეია, კასილასსა და პუიოლს აკრიტიკებს
"ბოდიში! შეცდომა დავუშვი! მესმის, რომ..." - პუიოლი გუშინ გავრცელებულ სკანდალურ პოსტს ეხმაურება
"მილანის" მაისურა ჩემი ტყავია - დიდი დაბრუნების მოლოდინში
9 რეკორდი, რისი დამხობაც ლიონელ მესის შეუძლია
"ღამე მშვიდობისა..." - კარლეს პუიოლი სუსოს პოსტს გამოეხმაურა
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
უარი საჩუქარზე - იამალმა ჩეჩენი ბლოგერისგან "ბუგატი" არ მიიღო
ახალი მალდინი: მილანის ლეგენდა პროფესიონალი ჩოგბურთელი გახდა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
პუიოლი: "ბარსა" შეიცვალა - პარიზში ერთ გოლს შეეძლო თამაში შემოეტრიალებინა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
პუიოლი "ბარსელონაში" ბრუნდება
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
"მილანის" ლეგენდები სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ ილაშქრებენ
უწინ და დღეს - როგორ გამოიყურებიან "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის"
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
პაოლო მალდინი: ეს "მილანი" ძველის აჩრდილია
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს