მალდინის აზრით, დროა, "მილანი" გაიყიდოს
პაოლო მალდინიმ "მილანის" მთავარ გუნდში 24 წელი გაატარა და ამ პერიოდში, 26 ტიტული მოიგო. აღარ ჩამოვთვლით იმ ტროფეებს, რომლებიც ლეგენდაულმა მცველმა კაპიტნის რანგში აღმართა და არც იმას სჭირდება ბევრი მტკიცება, რომ მალდინი მსოფლიოს ყველა ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელი და ზოგადად, ფეხბურთელია.

ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, კარიერის დასრულების შემდეგ, მალდინიმ სამწვრთნელო საქმიანობას არ მიჰყო ხელი, ფეხბურთს ჩამოშორდა და მხოლოდ თავისი ბოზნესითაა დაკავებული. ამასთან, მალდინიმ არაერთხელ გამოთქვა "მილანის" სამსახურში ჩადგომის სურვილი, თუმცა სილვიო ბერლუსკონისთან და ადრიანო გალიანისთან საერთო ენა ვერ გამონახა.

მალდინი იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდა და სხვადასხვა საკითხებზე, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა. პაოლო იშვიათად ხვდება მედიას და მისი კომენტარები ნამდვილად საინტერესოა.

ერთგულების დეფიციტი

თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო ცოტა დარჩნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ერთი კლუბის ერთგულები არიან. დარწმუნებული ვარ, "მილანის" გულშემატკივრებს ძალიან მოენატრათ ის დრო, როდესაც გუნდის ძირითად ბირთვს კლუბის სკოლის აღზრდილები წარმოვადგენდით და რა თქმა უნდა, არსად წასვლაზე არ ვფიქრობდით.

განსაკუთრებული ფასი აქვს, როდესაც წარმატებებს მშობლიური გუნდის შემადგენლობაში აღწევ. მაშინ მართლაც სხვა დრო იყო - იტალიელი ფეხბურთელებისთვის უცხოეთში წასვლა მიუღებელი იყო, დღეს კი ეს ნორმაა. სიმართლე გითხრათ, მე ძველი ფეხბურთი მირჩევნია.

ხანგრძლივი კარიერის საიდუმლო

ბევრი მეკითხება თუ როგორ მოვახერხე ამდენი წელი უმაღლეს დონეზე თამაში. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საკუთარი გუნდის ერთგულებაა. არ მომიწია ქალაქიდან ქალაქში გადაბარგება, ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობა და ცხოვრების ახალ წესთან შეგუება - დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომთაბარეობა დიდ ენერგიას ართმევს ფეხბურთელს და მისი კარიერის ხანგრძლივობასაც ამცირებს.

ამასთან, მთელი ეს წლები, ჩემთვის არ არსებობდა არაფერი გარდა ფეხბურთისა. ხშირად მესმის, რომ რომელიმე ფეხბურთელი კლუბში გამოიჭირეს, სადაც ალკოჰოლს მიირთმევდა, ან ქალაქში შუაღამით სპორტული ავტომობილით დაქროდა. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო და არასდროს დამირღვევია დისციპლინა. ამასთან, ავცდი სერიოზულ ტრავმებს და ესეც ძალიან დამეხმარა.

ძველი "მილანის" აჩრდილი

დღევანდელი "მილანი" ძველი გუნდის აჩრდილია, რაც ძალიან მტკენს გულს. სილვიო ბერლუსკონის უზომოდ უყვარს "მილანი" და ეს ყველა ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბში დიდ ინვესტიციებს ვეღარ აბანდებს. შედეგად, "მილანი" ჩამორჩა ევროპული ფეხბურთის გრანდებს და უკვე დიდი ხანია, რაც კრიზისშია.

გამოსავალი არსებობს და ეს ახალი ინვესტორია, რომელიც კლუბში დიდ ფულს დააბანდებს. ჩემი პირადი აზრით, მენეჯმენტშიც უნდა მოხდეს ცვლილებები და საქმეს ახალმა ხალხმა მოჰკიდოს ხელი. არ იფიქროთ, რომ ჩემ თავს ვულისხმობდე - უბრალოდ, კლუბში ახალი სისხლია საჭირო. ფაქტია, რომ "მილანი" ღრმა კრიზისშია, ძველი გუნდის აჩრდილია დარჩენილი და ძირეული ცვლილებების დროა.

მძიმე სეზონის მოლოდინში

ყველა ლოგიკით, "მილანისთვის" მომდევნო სეზონიც მძიმე უნდა იყოს. ჩემპიონატი სადაცაა დაიწყება, კლუბის მესვეურები კი სატრანსფერო ბაზარზე პასიურობენ. ეს გასაგებია, რადგან ისიც კი არ ვიცით, თუ ვინ იქნება "მილანის" ახალი მფლობელი, ან ეყოლება კი კლუბს საერთოდ ახალი მეპატრონე... მოკლედ, რთული ვითარებაა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ვფიქრობ, "მილანის" მაქსიმუმი ევროპალიგის საგზურის მოპოვება იქნება და ესეც იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელის იმედი მაქვს.

ვინჩენცო მონტელა მაღალი დონის მწვრთნელია, თავისი საქმე იცის და ვფიქრობ, რომ მისი დანიშვნა სწორი გადაწყვეყილება იყო. მონტელას გუნდები ბურთის კონტროლზე აკეთებენ აქცენტს და ეს ძალიან მომწონს. მინდა ვინჩენცოს დიდი წარმატება ვუსურვო.

ყოფილი თანაგუნდელები, დღეს კი მწვრთნელები

რაც საფეხბურთო კარიერა დავასრულე, მშვიდად ვცხოვრობ და ვცდილობ, ყოველდღიური საქმეებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. სხვა გზა აირჩია ჩემმა არაერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა, რომლებიც დღეს წარმატებული მწვრთნელები არიან. კარლო ანჩელოტი ყველასგან გამორჩეული და ყველაზე წარმატებულია.

კარიერა ახალი დაწყებული მქონდა, როდესაც ანჩელოტი ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო და მისგან მაშინაც ბევრი ვისწავლე. ანტონიო კონტე უნდა გამოვარჩიო, რომელთან ერთადაც ეროვნულ ნაკრებში ბევრი მატჩი ჩავატარე. ის არასდროს ნებდებოდა მოედანზე და ამასვე ითხოვს შეგირდებისგან. ევროპის ჩემპიონატზე იტალიას საკადრო პრობლემები ჰქონდა, მაგრამ კონტე ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. დარწმუნებული ვარ, ის ფეხბურთის ისტორიაში თავის ფურცელს ჩაწერს.

მალდინის ჟურნალისტებმა კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვეს:

- თქვენი აზრით, ვინ არის დღეს მსოფლიოს საუკეთესო მცველი?

- ინდივიდუალური მონაცემებით, ტიაგო სილვა, რადგან მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იყოს იდეალური მცველი. ძალიან ტექნიკურია, სწრაფი, სწორად არჩევს პოზიციას, კარგად ხედავს მოედანს და კითხულობს თამაშს. მოკლედ, სილვა გამორჩეულია, თუმცა პერიოდულად, ჩავარდნები აქვს და ეს უშლის ხელს, რომ სრულად წარმოაჩინოს შესაძლებლობები.

- ვინ არის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?

- ორ ფეხბურთელს გამოვარჩევ: დიეგო მარადონას და ბრაზილიელ რონალდოს. ორივე წარმოუდგენლად ტექნიკური, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი იყო. ყველაზე რთულია ისეთი თავდამსხმელის წინაამდეგ თამაში, რომელსაც გამორჩეული ტექიკა აქვს და შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ როდის რას მოიმოქმედებს.

- თავდამსხმელებს ვარჯიშებზეც უყვართ თანაგუნდელი მცველების გამწარება და ამ მხრივ, ვინ გიშლიდათ ყველაზე მეტად ნერვებს?

- ჩემი გამწარება არც ისეთი ადვილი იყო, თუმცა ყველაზე მეტად მაინც რუდ გულიტის განეიტრალება მიჭირდა. ორმხრივ თამაშებში, მას ხშირად აყენებდნენ მარჯვენა გარემარბად, მე კი მარცხენა მცველი ვიყავი და დიდი ჯაფა მადგებოდა. გულიტი წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელი იყო.

- "მილანის" თამაშებს თუ ადევნებთ თვალს?

- ფეხბურთის ყურება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და "მილანის" თამაშებსაც თითქმის არ ვტოვებ. თუ მნიშვნელოვანი მატჩია, სტადიონზეც დიდი სიამოვნებით მივდივარ. ფეხბურთის გარეშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.

- ცნობილია, რომ ჩოგბურთის დიდი მოყვარული ხართ და ვისი თამაში მოგწონთ ყველაზე მეტად?

- მე თვითონ ხშირად ვთამაშობ ჩოგბურთს და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ნოვაკ ჯოკოვიჩი დომინირებს, მე მაინც როჯრ ფედერერს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან მისი თამაში უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
უწინ და დღეს - როგორ გამოიყურებიან "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის"
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
9 რეკორდი, რისი დამხობაც ლიონელ მესის შეუძლია
ახალი მალდინი: მილანის ლეგენდა პროფესიონალი ჩოგბურთელი გახდა
კარლეს პუიოლი: ფეხბურთთან სამუდამო ვალში ვარ
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
"მილანის" მაისურა ჩემი ტყავია - დიდი დაბრუნების მოლოდინში
"მილანის" ლეგენდები სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ ილაშქრებენ
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს