"ტოტენჰემმა" ახალგაზრდული შემადგენლობით კინაღამ პრემიერლიგა მოიგო
ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები ეყოლება. ინგლისელთა საშუალო ასაკი 26 წელიც კი არ არის, ეს უკვე გაუწყეთ და ისიც გითხარით, რომ "ლომებს" ასეთი ახალგაზრდული ნაკრები დიდ საფეხბურთო ფორუმებზე 1958 წლის მერე არ ჰყოლიათ, ნახევარ საუკუნეზე მეტია...

ეს არც ისე გასაკვირი გახდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონში გუნდების ძირითადი შემადგენლობების საშუალო ასაკს თუ ავიღებთ, ამ მხრივ, "ტოტენჰემს" ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გამოსდის. "დეზების" ბანაკიდან კი ნაკრებში 5 ფეხბურთელია. 5 ემისარი ჰყავს "ლივერპულსაც" და ჩვენ მიერ ნახსენებ სიაში მერსისაიდელები მეორე ადგილზე არიან. ამას "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის თავდამსხმელი მარკუს რაშფორდიც დავუმატოთ და... ყველაფერი ცხადი ხდება.

კონკრეტულად ერთ მატჩში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი სწორედ "ლივერპულმა" გამოიყვანა, რომლის საშუალო ასაკი 24 წელიც არ იყო. მთლიანობაში კი, პირველზე, როგორც გითხარით, "ტოტენჰემია" საშუალო ასაკით 24 წელი და 238 დღე. ეს სტატისტიკა საკმაოდ საინტერესოა და გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება, ისევე, როგორც, მომავალი წლების თაობაზე რაღაც-რაღაც პროგნოზების გამოთქმა.

მაგალითად, ჩემპიონი "ლესტერი" ამ სიაში ბოლოდან მე-6 ადგილზეა, საშუალო ასაკით 28 წელი და 51 დღე. ამ მხრივ, სულაც "გასავარდნ ზონაშია" "სიტი", კერძოდ კი, მე-18 ადგილზე - 28 წელი და 253 დღე. ასე რომ, პეპ გვარდიოლას გუნდის გადახალისება-გაახალგაზრდავებაზე მოუწევს ფიქრი და მუშაობა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" აქ მაინც გავიდა "ჩემპიონთა ლიგის ზონაში" და მე-4 ადგილზე აღმოჩნდა (26 წელი და 6 დღე). მანჩესტერელებს გავარდნილმა "ნიუკასლმა" გაასწრო - 25 წელი და 337 დღე.

რაც შეეხება ყველაზე ასაკოვან გუნდს, ამ კუთხით წინა სეზონში "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" გამოირჩა, რომლის ძირითადი შემადგენლობის საშუალო ასაკი 38 ტურის ჯამში 29 წელი და 197 დღე გამოვიდა.

ტოტენჰემი - 24 წელი და 328 დღე

ლივერპული - 25 წელი და 241 დღე

ნიუკასლი - 25 წელი და 337 დღე

მანჩესტერი - 26 წელი და 8 დღე

ევერტონი - 26 წელი და 306 დღე

საუთჰემპტონი - 26 წელი და 322 დღე

ვესტ ჰემი - 26 წელი და 348 დღე

ასტონ ვილა - 27 წელი და 35 დღე

ჩელსი - 27 წელი და 112 დღე

არსენალი - 27 წელი და 142 დღე

სანდერლენდი - 27 წელი და 276 დღე

სტოკი - 27 წელი და 290 დღე

ბორნმუთი - 28 წელი და 12 დღე

სუონსი - 28 წელი და 42 დღე

ლესტერი - 28 წელი და 51 დღე

კრ. პალასი - 28 წელი და 55 დღე

ნორვიჩი - 28 წელი და 62 დღე

სიტი - 28 წელი და 253 დღე

უოტფორდი - 28 წელი და 257 დღე

ვესტ ბრომვიჩი - 29 წელი და 197 დღე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად