ტერორიზმი და ევროპის ჩემპიონატი
ევროპის ჩემპიონატი კარს მოგვადგა. მწვრთნელებმა შემადგენლობები დაასახელეს, გულშემატკივრებმა ბილეთები დაიბევეს, გაზეთები კი წერენ ყველაფერზე, მათ შორის, ტერორისტებზე. ასეთი სტატიები ხომ ყოველთვის კითხვადია...

ჩვენც გავეცნოთ უცხოურ პრესაში გაჩენილ "სახიფათო" სტატიებს და იმედი დავიტოვოთ, რომ ევრო 2016 მშვიდობიანად ჩაივლის.

ბევრი მუქარა გაისმა მარსელის მისამართით.

მაგალითად, ბრიტანული გამოცემა Sun-ი ასეთი სათაურით დაიბეჭდა: "ისლამური სახელმწიფო" ინგლისელი გულშემატკივრების აფეთქებას აპირებს, როცა მათი გუნდი რუსეთის წინააღმდეგ ითამაშებს".

სტატიაში სიტუაცია მეტად დამძიმებულია: თავდამსხმელები ფეთქებადი, ცეცხლსასროლი იარაღის და უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებასაც კი აპირებენო! ეს ინფორმაცია ინგლისელმა ძალოვნებმა სალაჰ აბდესლამის კომპიუტერში აღმოაჩინეს, რომელიც პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზატორია. ბრიტანელები იმასაც ამტკიცებენ, რომ აბდესლამის თანამოაზრეები მზად არიან, გეგმა განახორციელონ, მიუხედავად იმისა, რომ წინამძღოლი დაკავებულია.

შეგახსენებთ, რუსეთი-ინგლისის დაპირისპირება მარსელში 11 ივნისსაა დაგეგმილი. ინგლისის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს განსაკუთრებით ის აღელვებს, რომ ბრიტანელ ფანებს ლუდის მირთმევა უყვართ სტადიონთან მდებარე ფან-ზონებში და მის მიღმაც:

- სტადიონის მიმდებარე ტერიტორია და ფან-ზონები გაკონტროლდება. განსაკუთრებით, ქალაქის არასაფეხბურთო ტერიტორიები გვაფიქრებს. გულშემატკივრებით გავსებული ბარები თავდასხმისთვის მოსახერხებელი სამიზნეა. თუმცა ფრანგებთან ერთად სერიოზულად ვმუშაობთ ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოებაზე.

Sun-ის პუბლიკაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ სალაჰ აბდესლამის კომპიუტერში იყო მარსელის ძველი პორტის ფოტოები. სწორედ ამ ადგილას იგეგმება ფანების თავმოყრა. ეს რომ ასე იქნება, ორი აზრი არ არსებობს - ძველი პორტი მარსელის ცენტრია, უამრავი ბარითა და რესტორნით. მაგალითად, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისას სწორედ ძველ პორტთან იმართებოდა სახალხო სეირნობა.

რაც შეეხება სალაჰ აბდესლამს, მაროკოული წარმოშობის ბელგიელს სპეცსამსახურებმა 15 მარტს ბრიუსელში მიაგნეს, სადაც იგი იმალებოდა ერთ-ერთ ბინაში, რომელშიც მეზობლებს ეგონათ, რომ არავინ ცხოვრობდა. ტერორისტი სპეცსამსახურებს გაექცათ, თუმცა კომპიუტერი თან ვერ წაიღო. სამი დღის შემდეგ ფეხში დაჭრილი სალაჰ აბდესლამი მოლენბეკში აიყვანეს.

ზემოთ ნახსენები კომპიუტერი ფრანგულ ტელეარხ BFMTV-ის გადაცემაშიც ფიგურირებდა. გგონიათ, მხოლოდ მარსელის შესახებ იყო ინფორმაცია? გადაცემაში დასახელდა რამდენიმე წერტილი, რომელიც შეიძლებოდა ტერორისტების სამიზნედ ქცეულიყო: დეფანსის რაიონი ჩრდილო-დასავლეთ პარიზში, რომელზე იერიშიც დრონით იგეგმებოდა; ტულუზის აეროპორტის ტერიტორია; ევროპარლამენტის შენობა სტრასბურში.

კიდევ უფრო შორს წავიდა ტელეარხი France 3 Midi-Pyrenees-ი, რომლის სათავო ოფისი ტულუზშია განთავსებული. იგი ფრანგულ დაზვერვაზე (რომელიც ტერორისტების საიტებს იკვლევდნენ) დაყრდნობით, კიდევ უფრო მეტ ობიექტს ასახელებდა. მათ შორის იყო ნავთობპროდუქტების საცავი ლიონში და მუზეუმი ლილში.

გადავინაცვლოთ ბელგიაში, სადაც ბრიუსელის 22 მარტის ტერაქტების შემდეგ ნაგვის ყუთში კომპიუტერი იპოვეს. იგი ძმებს, იბრაჰიმსა და ჰალიდ ელ-ბაკურის ეკუთვნოდა. სწორედ მათ აიფეთქეს თავი ბრიუსელში. კომპიუტერში პარიზის უბან დეფანსში დაგეგმილ შეტევაზეც იყო ინფორმაცია.

ასეთი დამაფიქრებელი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უცხოური მედია გვამშვიდებს: საფრანგეთში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია და ტერაქტების შიშით საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ წასვლაზე უარის თქმა არ შეიძლებაო.

სტატისტიკოსების აზრი: თასი საფრანგეთს ან გერმანიას

ინსბრუკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს სტატისტიკის სქემა, რომლის მიხედვითაც მარტივდება ევროპის ჩემპიონატის შედეგების გამოცნობა.

მათი თქმით, ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ. ინსბრუკელებმა სტატისტიკური თეორიებისთვის მოიშველიეს 19 საბუკმეკერო კანტორა.

სხვა მეცნიერები კი ამბობენ, რომ ავსტრიელების კვლევა საინტერესოა, მაგრამ იდეალურისგან მაინც შორსაა.

კრიშტიანო რონალდო ყველაზე ძვირია

სააგენტო Bloomberg-მა შეადგინა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სია. ლიდერი, რა თქმა უნდა, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოა. მისი ფასი 116 მილიონი ევროა.

მეორეა გერმანიის ნაკრების ფორვარდი თომას მიულერი - 79 მილიონი. მისივე თანაგუნდელი "ბაიერნში" რობერტ ლევანდოვსკი ოდნავ იაფია - 74 მილიონი ევრო. სწორედ ამდენად ფასობს ბელგიის ნაკრების შემტევი ედენ აზარი.

გუნდების ფასს არ იკითხავთ? რომელი გუნდია დაკომპლექტებული ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელებით? სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ესაა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები. ამ გუნდის 23 ფეხბურთელის საერთო ღირებულება 736 (!) მილიონ ევროს შეადგენს.

მეორეა მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები (663 მილიონი), მესამე - მასპინძელი ფრანგები (551).

ტოპ-ღირებულების ნაკრებთა ათეულში ასევე მოხვდნენ: ბელგია, ინგლისი, იტალია, პორტუგალია, ხორვატია, თურქეთი.

ყველაზე იაფი უნგრეთის ნაკრებია - 31 მილიონი ევრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება