ბაქოში ქალთა 10.000-იან ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა ანა შანიძე
ბრეშაში ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირზე თბილისელი სოფიო შაფათავა 2 ივნისს ორჯერ გავიდა კორტებზე.

შაფათავა ჯერ ერთეულთა მეორე წრეში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ კარინ კნაპს (იტალია) დაუპირისპირდა და ორ სეტში დათმო შეხვედრა - 2:6, 3:6.

სამაგიეროდ, წყვილებში იყოჩაღა. ეკატერინე გორგოძესთან ერთად იგი პირველ ნომრადაა განთესილი. გუშინ ჩვენებურებმა მასპინძლები - ნასტასია ბურნეტი და კრისტინა ფერანდო დაამარცხეს - 6:2, 7:6 და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ისევ იტალიელებთან - დებორა ჩიეზასა და მარტინა კოლმეგნას დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

აპენინელებმა მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილი კატალინა პელა (არგენტინა) და დანიელა სეგული (ჩილე) ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 2:6, 10:7.

მეორე ნახევარფინალში ბასეკ ერაიდინი (თურქეთი), ალისე მატეუჩი (იტალია) და სინდი ბურგერი (ჰოლანდია), სტეფანი ფოგთი (ლიხტენშტეინი) ითამაშებენ.

ბაქოში ქალთა 10.000-იან ტურნირს გამოეთიშა ანა შანიძე - ერთეულთა მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ბელორუს სადაფმოხ ტოლიბოვასთან დამარცხდა - 3:6, 6:7.

წყვილებში შანიძემ სტარტზევე წააგო შეხვედრა.

უზბეკეთში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) თამაშობდა გიორგი ცივაძე.

ერთეულებში მან რუსი დმიტრი სურჩენკო კი დაჯაბნა (6:3, 6:4), მაგრამ მერვედფინალში მის თანამემამულე მარკოს კალოველონისთან წააგო - 6:4, 6:7, 2:6.

წყვილებში ცივაძე დენის ევსეევთან (ყაზახეთი) ერთად ვერაფერს გახდა მესამე ნომრად განთესილ სანჯარ ფაიზიევისა (უზბეკეთი) და მარკოს კალოველონისის (რუსეთი) ტანდემთან - 4:6, 2:6.

ანტალიის 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს გიორგი ჯავახიშვილი, მაგრამ იგი პირველ წრეს ვერ გასცდა: ერთეულებში კორეელ სეუნქრი ჩოისთან დამარცხდა - 2:6, 6:1, 2:6, ხოლო წყვილებში ანდრეი მოლაკთან (რუსეთი) ერთად ნილს ბრინკმანსა (გერმანია) და თომას სტატსბერგერთან (ავსტრია) წააგო - 3:6, 2:6.

მომავალ კვირას, სავარაუდოდ, სოფიო შაფათავა გერმანულ ესენში ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს ძალებს, ეკატერინე გორგოძე იტალიურ პადოვაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) გამოვა, ანა შანიძე ბაქოში რჩება და ახალ 10.000-იან შეჯიბრებაში იასპარეზებს, ხოლო ანტალიის ტურნირში გიორგი ჯავახიშვილთან ერთად, შესაძლოა, შოთა მეფარიძეც ჩაებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ალექსანდრე მეტრეველი: ბოლომდე მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
"მზიურში" ზიმბაბვეს დავხვდებით - ინტერვიუ ალექსანდრე მეტრეველთან
სოფიო შაფათავა ანტალიის ტურნირის წყვილთა ნახევარფინალშია
შოთა მეფარიძე: უიმბლდონზე მოსახვედრად არაფერს დავიშურებ
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა იზმირის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
დღეს მზიურის საჩოგბურთო კორტებზე "თბილისის თასის" ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყება
ქართველი ჩოგბურთელები: მეტრეველი ესენის ტურნირის 1/4-ფინალში უბრძოლველად გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ალექსანდრე მეტრეველი: წყვილები ჩვენი სუსტი წერტილია
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირი წყვილებში მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელები: ეკატერინე გორგოძე იტალიური ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
ეკატერინე გორგოძე ბრაუშვაიგის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ალექსანდრე მეტრეველი ესენის ტურნირს გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელები: პირველები რეიტინგში დაწინაურდნენ
დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა: საქართველო VS ზიმბაბვე
ანტალიის ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ქართველი ჩოგბურთელები: სამაია უცხოეთის კორტებზე