ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში "იბერიამ" "ალგოს" მეორე მატჩიც მოუგო და ლიდერობა განიმტკიცა

ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში "იბერიამ" "ალგოს" მეორე მატჩიც მოუგო და ლიდერობა განიმტკიცა. ანგარიში "ალგოს" კაპიტანმა დავით ბობოხიძემ მე-4 წუზე გახსნა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა 14 წამში გაათანაბრა, ერთ წუთში კი დაწინაურდა კიდეც.

პირველ ტაიმში "იბერიას" სასარგებლოდ სამი 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმც დაინიშნა, თუმცა იბერიელებმა სამივე გააცუდა - ერთხელ მეკარემ მოიგერია, ორჯერ კი კარს ააცილეს. ამის მიუხედავად, "იბერიამ" ტაიმი 4:1 მოიგო, შესვენების შემდეგ კიდევ სამი გაიტანა და საბოლოოდ 7:1 გაიმარჯვა. იბერიელთაგან შვიდივე გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს - ჟორჟე ალექსმა (3), რონიმ (2), რომარიომ (1) და ბეტინიომ (1).

ამგვარად, "იბერიამ" მიმდინარე სეზონში რვავე თამაში მოიგო და მეორე ადგილზე მყოფ "ალგოს" უკვე 6 ქულით უსწრებს. ჩემპიონატი 4 წრედ ტარდება, ანუ ეს გუნდები კიდევ ორჯერ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, იბერიამ - ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა - პირველობა ხელიდან გაუშვას.

ფუტსალი. საქართველოს ჩემპიონატი

10 თებერვალი. თბილისი, ასკ-ს დარბაზი.

ალგო-იბერია 1:7

"ალგო": გოგიშვილი, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, შერმადინი, კობაიძე, მაყიშვილი, პირველი, ფურცელაძე, ბობოხიძე (კაპ), ლუკავა, სებისკვერაძე, მანია.

"იბერია": აკოპოვი, ჯამბურია, კუბლაშვილი, ძაბირაძე, ალთუნაშვილი (კაპ), მაისაია, ჟორჟე ალექი, რომარიო, ბეტინიო, ფუმასა, რონი.

იბერია 8 8 0 0 82:19 24

ალგო 8 6 0 2 44:19 18

ჯუნგლები 8 4 0 4 57:53 12

თსუ 7 4 0 3 32:30 12

თელავი 6 0 0 6 14:52 0

აჭარა 7 0 0 7 30:86 0

ბომბარდირები

რონი (იბერია) 24

გოგოხია (ჯუნგლები) 16

ბეტინიო (იბერია) 14

ნადარაია (აჭარა) 13

nika
დაწერეთ ხალხნო რამე ქარტულ ფუტზალზე, გაგვარკვიეთ რა ხდება
giorgi
თსუ ალგოს ტამაშის განხილვა დადეთ რაა, ვერ მივედი თამაშზე:((
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა