ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რიჩარდ XIII

რიჩარდ XIII

მე-13 ტურის საუკეთესო კალათბურთელად სხვა ვინ უნდა დაგვესახელებინა, თუ არა მე-13 ნომერი რიჩარდ მათიაშვილი, რომელსაც კომპლიმენტი მეტოქის მწვრთნელმაც უძღვნა
12 თებერვალს სპორტის სასახლეში მე-13 ტურის სამი მატჩი გაიმართა. საინტერესოა, რომ წინასწარ მხოლოდ ერთი შეხვედრის გამარჯვებულის გამოცნობა შეიძლებოდა - შსს-"დინამო".

აღსანიშნავია: "სოხუმი" თსუ-სთან თამაშზე გაიყვანა ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა, თუმცა სუპერლიგაში ფავორიტთათვის ყველაზე უხერხულ მეტოქეს გადაეყარა და ნუგზარ ჭეიშვილის თსუ-სთან ვერაფერი გააწყო.

მე-13 ტურის საუკეთესო კალათბურთელად სხვა ვინ უნდა დაგვესახელებინა, თუ არა მე-13 ნომერი: ტურის მოთამაშედ თსუ-ს მეფარე რიჩარდ მათიაშვილი დავასახელეთ, რომელსაც მეტოქე გუნდის მწვრთნელმა არაერთი კომპლიმენტი უძღვნა.

12 თებერვალი. სპორტის სასახლე

დინამო-შსს 68:96

4:24, 23:27, 23:21, 18:24

დინამო: ივანეიშვილი (12ქ), პატარაია (15ქ), თვაური (6ქ), გლუნჩაძე (2ქ), შალიკიანი, ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (17ქ, 12მ), თავამაიშვილი (2ქ), გულდედავა (4ქ), ჩაველაშვილი (10ქ).

შსს: მიქაბერიძე, ლაფანაშვილი, ბ. ლეჟავა (10ქ), ნიკოლაძე (14ქ), მარკოიშვილი (9ქ), ტუჯანი (2ქ), დ. ბარბაქაძე (6ქ, 10მ), შერმადინი (18ქ, 14მ), დეკანოიძე (6ქ), წივწივაძე (10ქ, 8მ, 7პ), ტომარაძე (16ქ), სუხიშვილი (5ქ).

მსაჯები: დ. არეშიძე, ხ. გაბედავა

კომსარი: რ. გელოვანი

შაბათს პირველ შეხვედრაში ერთმანეთის წინაშე "დინამო" და შსს წარდგნენ. ძალოვნებს ორი მწვრთნელი ჰყავთ - დავით უსტიაშვილი და არჩილ ჟღენტი, ხოლო "დინამოს" ერთი - დავით თორთლაძე, თუმცა იგი შაბათს ავად იყო და დარბაზში ვერ გამოცხადდა.

ლოგიკურად, მოიგო ორმწვრთნელიანმა და ორჯერ გამოცდილი შემადგენლობის შსს-მ. პირველივე წუთებზე 16:0 სპურტის მოწყობის შემდეგ მატჩს ინტრიგა დაეკარგა.

ნიშანდობლივია, რომ შსს-ს შემადგენლობაში სოსო შერმადინმა 21 წუთი ითამაშა. გუნდის თავკაცები კარგად ხვდებიან, რომ დავით იმნაძის ტრავმის შემდეგ ფარქვეშეთის გაძლიერება სჭირდებათ. ამისთვის აუცილებელია მათ ხელთ არსებული რესურსიდან შერმადინისა და სუხიშვილის ბოლომდე გამოყენება.

ჰოდა, შაბათს, სოსომ დაამტკიცა, რომ ფარქვეშ მისი ნდობა შეიძლება: 21 წუთში 18 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.

12 თებერვალი. სპორტის სასახლე

სოხუმი-თსუ 59:71

13:20, 15:19, 16:13, 15:19

სოხუმი: ფარღალავა (19ქ), ჰარისი (5ქ), ჩლაიძე, კვეტენაძე (4ქ), შანიძე (8ქ), სორდია (6ქ), კანკია (3ქ), კ. დამუსი (4ქ), რ. დამუსი (10ქ, 12მ), ანთაძე.

თსუ: ხიზანიშვილი, გაფრინდაშვილი (9ქ), ლონდარიძე (5ქ), კორკოტაძე (3ქ), ჩიტაშვილი (11ქ), მათიაშვილი (22ქ, 14მ), მ. ბერიშვილი (19ქ, 11მ), მაისურაძე (2ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი

კომისარი: მ. რატიშვილი

საქართველოში ერთი კვირის წინათ ჩამოსულმა მწვრთნელმა, აინარს ბაგაცკისმა სადებიუტო მატჩი თსუ-სთან ჩაატარა და უკმაყოფილო დარჩა. თამაშის შემდეგ მისი პირველადი შთაბეჭდილებები მოვისმინეთ და, ვფიქრობთ, ბაგაცკისის სიტყვებიდან მატჩის მსვლელობაზეც შეგექმნებათ შთაბეჭდილება და ზოგადად საქართველოს ჩემპიონატის რაობაზეც:

- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემი გუნდის კალათბურთელები პირველ მეოთხედში ნერვიულობდნენ. წინასწარ დაგეგმილს ვერაფერს ვაკეთებდით და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შემდეგ დავმშვიდდით, დაცვაში თამაშიც გამოვასწორეთ, მაგრამ ბოლოს სროლის სიზუსტემ გვიმტყუნა. ბურთი მეტოქის კალათში არ ეშვებოდა. "სოხუმში" ვერ გამოინახა კაცი, რომელიც თსუ-ს მე-13 ნომერს (რიჩარდ მათიაშვილი) შეაჩერებდა, იგი მაღალი ნახტომით არ გამოირჩევა, მაგრამ თავით კარგად თამაშობს - ჭკვიანი კალათბურთელია.

აქვე ჩავურთავთ: ქართველი რიჩარდის მეურვეობა ამერიკელ რიჩარდს (დამუსს) ევალებოდა. მეორე ტაიმში მათიაშვილმა ფეხიც იტკინა და მოედანზე კოჭლობით გადაადგილდებოდა, მაგრამ გუნდისთვის მაინც დიდი სარგებელი მოჰქონდა. პრეს-ლოჟაში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაიხსენა კიდეც: რიჩარდ III ლომგულიც კოჭლობდაო... ინგლისელი რიჩარდისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ქართველი რიჩარდ მათიაშვილი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დავასახელეთ. მან 36 წუთში 22 ქულა (14-დან 8 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 14 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

"სოხუმმა" ბევრი კი იბრძოლა, მაგრამ თსუ-სთან ვერაფერს გახდა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ თსუ წლების განმავლობაში კარგად შეთამაშებული გუნდია, რომელსაც ნუგზარ ჭეიშვილის სათამაშო სტილიც თარგივით აქვს მორგებული და მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს სამი წამყვანი კალათბურთელი აკლდათ, ამ ტაქტიკაში ახალბედებიც იოლად ჯდებიან. "სოხუმს" კი ახალი მწვრთნელი, ახალი სტრატეგია აქვს - როგორც გითხარით მთავარი მწვრთნელის პოსტზე აინარს ბაგაცკისმა პირველი შეხვედრა ჩაატარა. უქმეების შემდეგ იგი სამშობლოში გაბრუნდა, რათა საქართველოში მაისამდე დასარჩენად გამზადებული დაბრუნდეს. კონტრაქტიც მისი ჩამოსვლის მერე გაფორმდება.

12 თებერვალი. სპორტის სასახლე

სტუ-ენერჯი 83:51

16:9, 20:15, 28:8, 19:19

სტუ: ჭოხონელიძე, ვ. ბერუაშვილი (10ქ, 11მ), ჩიკვილაძე (20ქ), ლომოური (18ქ), გასიტაშვილი (3ქ), მაჩალაძე (7ქ), თევზაძე (4ქ), კობიძე (4ქ), ჯანგველაძე, ლაშქარაძე, ძიძიგური (2ქ), ახალკაცი (15ქ).

ენერჯი: მაჭავარიანი (5ქ), გ. ბერუაშვილი, მებურიშვილი, აბაიშვილი (9ქ), გუგავა (4ქ), ხმელიძე (15ქ, 14მ), ლამუ (2ქ), ზედელაშვილი (7ქ), თვარაძე (2ქ), არაბული (7ქ), ობგაიძე.

მსაჯები: გ. მიქელაძე, ი. ბერიშვილი

კომისარი: რ. ხომერიკი

სტუ-"ენერჯის" მატჩის შემხედვარე გულშემატკივარს გული ნამდვილად დასწყდებოდა: ეს ის "ენერჯი" აღარ არის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოწინააღმდეგეებს შიშის ზარს რომ სცემდა.

ასევე ახალგაზრდულმა სტუ-მ რუსთაველებს არც მეტი, არც ნაკლები 32 ქულის სხვაობით მოუგო - 83:51.

სტუმართაგან ორნიშნა მონაგარი მხოლოდ ლევან ხმელიძეს ჰქონდა: 15 ქულა, 14 მოხსნა.

მატჩის ბომბარდირი სუპერლიგის სნაიპერი ბექა ჩიკვილაძე გახდა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. 18 ქულას მოუყარა თავი აკაკი ლომოურმა. ვასილ ბერუაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა (10 ქულა, 11 მოხსნა), ხოლო გამოცდილმა გულივერ ახალკაცმა სტუ-ს 15 ქულა და 7 მოხსნა შეაშველა.

12 თებერვალი. სპორტის სასახლე

სამედიცინო-აგრარული 78:81 (ძ.დ. 70:70)

22:18, 13:9, 18:23, 17:20, 8:11

სამედიცინო: გულისაბედაშვილი (6ქ), ი. ლეჟავა (16ქ), თავართქილაძე (2ქ), ბექაური, დვალიშვილი (14ქ, 18მ), თენიეშვილი (5ქ), კეიდია (2ქ), ჭოჭუა (10ქ), ფაიქრიძე, ახალაია.

აგრარული: არწივიძე (21ქ), ნანიტაშვილი (2ქ), სიგუა (6ქ), ჩაჩანიძე (10ქ), ხანიაშვილი (28ქ), ჯავახიშვილი (8ქ), მუმლაძე (6ქ), ბააკაშვილი.

მსაჯები: მ. ანდღულაძე, დ. ბერიშვილი

კომისარი: გ. სანაძე

საინტერესოდ დასრულდა მე-13 ტური - სტუდენტურ დერბიში ოვერტაიმი დაფიქსირდა. "სამედიცინოს" ამერიკელი ჯეფ როჯერსი აკლდა, რომელსაც საზარდული აქვს დაჭიმული. მედიკოსები მის გარეშეც იგებდნენ - მესამე მეოთხედის შუაში მათმა უპირატესობამ 14 ქულა შეადგინა (59:45). მიუხედავად ამისა, მთავარი მწვრთნელის გარეშე მოთამაშე აგრარელებმა ბოლომდე იბრძოლეს. გია კაზანჯიანი 16-წლამდელთა ნაკრებშია დაკავებული, გუნდს კი მისი ასისტენტი თემურ აბულაძე უძღვებოდა, რომელიც ისე აგულიანებდა აგრარებს, რომ მათ ბოლო მეოთხედში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. გიორგი ხანიაშვილმა და დავით არწივიძემ შედეგიანად ითამაშეს და ძირითადი დროც ფრედ, 70:70 დასრულდა.

დამატებითი დროის დამთავრებამდე 32 წამით ადრე მედიკოსები ქულით იგებდნენ, მაგრამ იმავე ხანიაშვილისა და კახა მუმლაძის სიზუსტის წყალობით აგრარები 3 ქულით დაწინაურდნენ და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც

საინტერესო მოსაზრება

აინარს ბაგაცკისი:

- ძალიან სპეციფიკური ჩემპიონატი გაქვთ. ყველა გუნდი მაღალ ტემპში თამაშობს, შესაბამისად შეტევას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე დაცვას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ გუნდს შეუძლია არა მხოლოდ თანაბარი ძალის, არამედ ფავორიტის დამარცხება.

ამ სტილით საქართველოს ჩემპიონატი, ლიტვის პირველობას მაგონებს: გუნდები მცირე შემადგენლობით თამაშობენ და ყველა ისვრის. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეულია თსუ, რომლის კალათბურთელებმა ზედმიწევნით იციან როდის რა უნდა გააკეთონ, პასს არავინ აგვიანებს. ასეთი გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ, აუცილებელია კარგი სათამაშო დისციპლინა, დაცვაში სტაბილურობა და შეცდომების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. თამაშს ის იგებს, ვისაც ფარქვეშ აქვს უპირატესობა და ნაკლებ შეცდომას უშვებს. ვეცდებით, "სოხუმში" ყველაფერი მოვაწესრიგოთ, ვნახოთ რამდენად მეყოფა დრო.

საქართველოს ჩემპიონატი საშუალო ევროპული დონისაა. ლატვიაშიც ორი კარგი გუნდია - "ვენტსპილსი" და "ვეფ რიგა". მათთან "არმიასა" და შსს-ს მეტ-ნაკლებად თანაბრად შეუძლიათ თამაში.

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. შსს 12 9 3 1071/897 21

2. თსუ 12 9 3 1041/951 21

3. არმია 10 9 1 916/712 19

4. ქუთაისი 11 8 3 925/803 19

5. სოხუმი 12 7 5 948/925 19

6. ენერჯი 12 7 5 856/858 19

7. სტუ 12 4 8 997/1031 16

8. ბათუმი 11 4 7 864/903 15

9. სამედიცინო 12 3 9 873/914 15

10. აგრარული 12 3 9 838/1005 15

11. დინამო 12 1 11 815/1145 13.

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა

ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!